საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეირონი" - ტკივილიანი მოგზაურობა თავისუფლებისკენ - ერთი ადამიანის ისტორიით დაწყებული წიგნის ამბავი
"ნეირონი" - ტკივილიანი მოგზაურობა თავისუფლებისკენ - ერთი ადამიანის ისტორიით დაწყებული წიგნის ამბავი

დღეს ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მკი­თხვე­ლი ახა­ლი ბესტსე­ლე­რის - „ნე­ი­რო­ნის“ - ავ­ტორს, ლელა ლაშხს შეხ­ვდე­ბა. ავ­ტორს ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლი კარ­გად იც­ნობს მა­ნამ­დე გა­მო­ცე­მუ­ლი რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ე­ბით, თუმ­ცა „ნე­ი­რო­ნი“, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში სა­ე­ტა­პო წიგ­ნია - ერ­თგვა­რი ამ­ბო­ხი მავ­ნედ ფეს­ვგად­გმუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი­სად­მი და პი­როვ­ნე­ბის თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი და ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი ნაც­ნობ თუ უც­ნობ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ლელა თორ­მე­ტი წე­ლია საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბიც იქ იქ­მნე­ბა, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­შიც მისი შე­მოქ­მე­დე­ბის „ას­პა­რე­ზი“, თემა და ფა­ბუ­ლა ქარ­თუ­ლია და მას­თან ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის შეხ­ვედ­რა ამ­დე­ნა­დაც სა­ინ­ტე­რე­სოა. და ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მარ­თე­ბუ­ლი, რაც შე­იძ­ლე­ბა მწე­რალს ამ მო­ცე­მუ­ლო­ბა­ში უპირ­ვე­ლე­სად ჰკი­თხო, ესაა: რო­გო­რია მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რის მო­ლო­დი­ნი?

ლელა ლაშ­ხი: - თუნ­დაც მხო­ლოდ ერ­თმა ადა­მი­ან­მა რომ გი­თხრას მად­ლო­ბა, თუნ­დაც მხო­ლოდ ერთი წიგ­ნი რომ გა­ი­ყი­დოს, ავ­ტო­რი მა­ინც ბედ­ნი­ე­რია, რად­გან ერთი ადა­მი­ა­ნი მა­ინც გა­ა­ხა­რა, რა­ღა­ცებ­ზე და­ა­ფიქ­რა, რა­ღაც შეც­ვა­ლა მის­თვის. დღეს ჩემს მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა მე­ლის და ვიცი, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში ერ­თზე მეტი ადა­მი­ა­ნი მოვა. ცხა­დია, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა მწერ­ლის­თვის, მაგ­რამ, მერ­წმუ­ნეთ, რა­ო­დე­ნო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ჩემ­თვის ეს უბ­რა­ლო ფორ­მა­ლო­ბაა. და მა­ინც, მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რის მო­ლო­დი­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­სი­ხა­რუ­ლოა, მით უფრო, რომ მა­ნამ­დე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე ობი­ექ­ტურ მი­ზეზ­თა გამო არ მქონ­და მკი­თხველ­თან უშუ­ა­ლო შეხ­ვედ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ონ­ლა­ინ­შეხ­ვედ­რე­ბი კი სრულ­ყო­ფილ ინ­ტე­რაქ­ცი­ას ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს და ეს ყო­ველ­თვის მა­წუ­ხებ­და. ახლა კი ძა­ლი­ან მი­ხა­რია, სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ლო­დი­ნი­თა და ენერ­გი­ით სავ­სე ვარ, რად­გან შევ­ხვდე­ბი ჩემს მკი­თხვე­ლებს - ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მწე­რენ და რო­მელ­თაც არ ვიც­ნობ. ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის კი მად­ლო­ბა გა­მომ­ცემ­ლო­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ნა­წარ­მო­ებს. „ნე­ი­რო­ნი“ ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ის­ტო­რი­აა ახალ­გაზ­რდა ქალ­ზე, რო­მე­ლიც ცდი­ლობს გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ტრავ­მუ­ლი წარ­სუ­ლის ბორ­კი­ლე­ბის და მა­ხინ­ჯი ტრა­დი­ცი­ე­ბის გავ­ლე­ნის­გან. ეს ამ­ბა­ვი იმავდრო­უ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ის ფრაგ­მენ­ტებ­საც იტევს. ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი მსხვერ­პლის რო­ლი­დან გა­მო­დის და გარ­ბის ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის­გან, რა­მაც მისი ტრა­გი­კუ­ლი ყოფა გა­ნა­პი­რო­ბა. მაგ­რამ პი­როვ­ნე­ბის ტრანსფორ­მა­ცია ყო­ველ­თვის როდი ნიშ­ნავს წარ­სუ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნას - აქამ­დე მთა­ვარ­მა გმირ­მა ნე­ი­რო­ნის ექ­სპე­რი­მენ­ტი და კი­დევ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით მო­ფე­ნი­ლი გრძე­ლი გზა უნდა გა­ი­ა­როს.

რო­გორც ავ­ტო­რი ამ­ბობს, „ნე­ი­რო­ნის“ და­წე­რის იდეა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, რაც ერთი ადა­მი­ა­ნის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყო. ამ ადა­მი­ანს სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ­დი. ის ჩემი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის გა­მომ­წე­რი, ჩემი მკი­თხვე­ლი იყო, რო­მელ­მაც მომ­წე­რა და თა­ვის ამ­ბავს მო­მიყ­ვაო.

სხვა­თა შო­რის, ასე­თი­ვე ის­ტო­რია ჰქო­ნია „ნე­ი­რო­ნამ­დე“ და­წე­რილ წიგნს - „აღ­მართს“ და იქვე წე­რი­სად­მი და სა­ზო­გა­დოდ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი­სად­მი სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

ლელა ლაშ­ხი: - „აღ­მარ­თში“ რამ­დე­ნი­მე მო­თხრო­ბაა, რო­მელ­თა სა­ფუძ­ვე­ლი რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბია. „სა­ზო­გა­დოდ, მიყ­ვარს რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბის რო­გორც მოს­მე­ნა, ისე სხვა­თათ­ვის გა­ზი­ა­რე­ბა და მი­თუ­მე­ტეს, თუ ამ­გვა­რი ამ­ბე­ბის მო­თხრო­ბად - ნა­წარ­მო­ე­ბად გა­დაქ­ცე­ვას ვა­ხერ­ხებ და ჩემი ეს მცდე­ლო­ბა ვი­ღა­ცის­თვის რა­ღა­ცის მთქმე­ლი და ღი­რე­ბუ­ლია, ამით მხო­ლოდ ბედ­ნი­ე­რი ვარ. წარ­მო­სახ­ვი­სა და ფან­ტა­ზი­ის უნა­რია არ მაკ­ლია, მაგ­რამ ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბის მხატ­ვრულ ნა­წარ­მო­ე­ბად გარ­დაქ­მნა და მკი­თხვე­ლამ­დე მისი მი­ტა­ნა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოდ მეჩ­ვე­ნე­ბა, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში გულ­წრფე­ლო­ბის ხა­რის­ხი უფრო მა­ღა­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ვწერ, ნამ­დვი­ლი იყოს, გმირს ხა­სი­ა­თი, თვითმყო­ფა­დო­ბა შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნო და იმავდრო­უ­ლად, არ ავ­ცდე მთა­ვარ სათ­ქმელს. ეს უმ­თავ­რე­სია, რად­გან თუ წიგ­ნის და­წე­რის მი­ზანს, ანუ მთა­ვარ სათ­ქმელს ავ­ცდე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი აი­რე­ვა და მკი­თხვე­ლი და­იბ­ნე­ვა.

ეს არ არის მარ­ტი­ვად გა­სავ­ლე­ლი გზა. სხვა­თა შო­რის, ჩემი არ­ცერ­თი დას­რუ­ლე­ბუ­ლი წიგ­ნი არ წა­მი­კი­თხავს, რად­გან ვიცი, ამ გზის თა­ვი­დან გავ­ლა მო­მი­წევს.

სა­ზო­გა­დოდ, წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა - ფიქ­რი, გან­სჯა, ანა­ლი­ზი, წერა - სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სია. წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ამ ამ­ბი­თა და ამ ამ­ბავ­ში ვცხოვ­რობ. აი, რო­დე­საც ბო­ლოს­კენ გა­დი­ხარ, გიჩ­ნდე­ბა მას­თან გან­შო­რე­ბის სევ­დი­ა­ნი მო­ლო­დი­ნი. ეს სევ­და ღვივ­დე­ბა და უკვე მა­შინ, როცა წე­რას ამ­თავ­რებ, მტკივ­ნე­უ­ლი შეგ­რძნე­ბა გე­უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რა­ღაც­ნა­ი­რად მშო­ბი­ა­რო­ბას ჰგავს. მორ­ჩი, და­ას­რუ­ლე ბოლო გვერ­დი, დას­ვი წერ­ტი­ლი, და­ა­თა­რი­ღე და დამ­თავ­რდა! მაგ­რამ გზა - და­სა­წყი­სი­დან და­სას­რუ­ლამ­დე - არის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ადა­მი­ა­ნის გა­რე­შე კი ცხოვ­რე­ბა აბა, რა ცხოვ­რე­ბაა და... მოკ­ლედ, წე­რი­სას პერ­სო­ნა­ჟე­ბიც თა­ვი­ან­თი სა­ინ­ტე­რე­სო, ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ზოგ­ჯერ უჩ­ვე­უ­ლო ცხოვ­რე­ბის წე­სი­თა და ხა­სი­ა­თე­ბით გემ­გზავ­რე­ბი­ან ამ გზა­ზე. ერთი სი­ტყვით, ჩემ­თვის სწო­რედ პრო­ცე­სია ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო.

და მა­ინც, რა არის მწერ­ლის მი­ზა­ნი, მი­სია თუ სურ­ვი­ლი, უბ­რა­ლოდ, ამ პრო­ცე­სით „ტკბო­ბა“, მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სათ­ქმე­ლის მკი­თხვე­ლამ­დე მი­ტა­ნა თუ თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბით მკი­თხვე­ლის გან­ცდებ­თან, სურ­ვი­ლებ­თან, ტკი­ვი­ლებ­თან თა­ნა­ზი­ა­რე­ბა?

ლელა ლაშ­ხი: - ჩემი მი­ზა­ნია, რომ ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­დეს და მას­ზე იმოქ­მე­დოს. სა­ზო­გა­დოდ, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ამ­დე­ნად, თი­თო­ე­ულ­მა მკი­თხველ­მა რა­ღაც სა­თა­ვი­სო უნდა ნა­ხოს შენს ნა­წარ­მო­ებ­ში, რო­მე­ლი­მე პერ­სო­ნაჟ­ში უნდა ამო­იც­ნოს სა­კუ­თა­რი თავი ან სუ­ლაც ნაც­ნო­ბი სი­ტუ­ა­ცია, გა­რე­მო დახ­ვდეს და, რაც მთა­ვა­რია, წა­კი­თხულ­მა ფიქ­რი აი­ძუ­ლოს, აი, ფიქ­რი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დეს ნა­წილს არ უყ­ვარს. ასეა, ზარ­მა­ცე­ბი ვართ. მაგ­რამ არის მოვ­ლე­ნა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­რე­ბა გა­ი­ძუ­ლოს, მეტი ანა­ლი­ზი გა­გა­კე­თე­ბი­ნოს. ისე­თი ვიწ­რო სო­ცი­უ­მის ქვეყ­ნებს, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სხვებ­ზე მეტი გვაქვს და­სა­ხა­რის­ხე­ბე­ლი მენ­ტა­ლუ­რად და სო­ცი­ა­ლუ­რად. ალ­ბათ მაქვს გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი მი­ზა­ნი, და­ვა­ფიქ­რო ადა­მი­ა­ნე­ბი, ვა­ი­ძუ­ლო, რომ რა­ღა­ცებს შე­ხე­დონ უფრო ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით, ვიდ­რე ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა და რუ­ტი­ნა გვა­ი­ძუ­ლებს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნეირონი" - ტკივილიანი მოგზაურობა თავისუფლებისკენ - ერთი ადამიანის ისტორიით დაწყებული წიგნის ამბავი

"ნეირონი" - ტკივილიანი მოგზაურობა თავისუფლებისკენ - ერთი ადამიანის ისტორიით დაწყებული წიგნის ამბავი

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მკითხველი ახალი ბესტსელერის - „ნეირონის“ - ავტორს, ლელა ლაშხს შეხვდება. ავტორს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მანამდე გამოცემული რამდენიმე ნაწარმოებით, თუმცა „ნეირონი“, შეიძლება ითქვას, რომ მის შემოქმედებაში საეტაპო წიგნია - ერთგვარი ამბოხი მავნედ ფესვგადგმული ტრადიციებისადმი და პიროვნების თავის დამკვიდრების წინააღმდეგობრივი და ურთულესი პროცესი ნაცნობ თუ უცნობ საზოგადოებაში. ლელა თორმეტი წელია საფრანგეთში ცხოვრობს, მისი ნაწარმოებებიც იქ იქმნება, თუმცა ამ შემთხვევაშიც მისი შემოქმედების „ასპარეზი“, თემა და ფაბულა ქართულია და მასთან ქართველი მკითხველის შეხვედრა ამდენადაც საინტერესოა. და ალბათ ყველაზე მართებული, რაც შეიძლება მწერალს ამ მოცემულობაში უპირველესად ჰკითხო, ესაა: როგორია მკითხველთან შეხვედრის მოლოდინი?

ლელა ლაშხი: - თუნდაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა რომ გითხრას მადლობა, თუნდაც მხოლოდ ერთი წიგნი რომ გაიყიდოს, ავტორი მაინც ბედნიერია, რადგან ერთი ადამიანი მაინც გაახარა, რაღაცებზე დააფიქრა, რაღაც შეცვალა მისთვის. დღეს ჩემს მკითხველთან შეხვედრა მელის და ვიცი, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთზე მეტი ადამიანი მოვა. ცხადია, ეს ბედნიერებაა მწერლისთვის, მაგრამ, მერწმუნეთ, რაოდენობა ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის ეს უბრალო ფორმალობაა. და მაინც, მკითხველთან შეხვედრის მოლოდინი სასიამოვნო და სასიხარულოა, მით უფრო, რომ მანამდე გამოცემული წიგნების პრეზენტაციებზე ობიექტურ მიზეზთა გამო არ მქონდა მკითხველთან უშუალო შეხვედრის შესაძლებლობა, ონლაინშეხვედრები კი სრულყოფილ ინტერაქციას ვერ უზრუნველყოფს და ეს ყოველთვის მაწუხებდა. ახლა კი ძალიან მიხარია, სასიამოვნო მოლოდინითა და ენერგიით სავსე ვარ, რადგან შევხვდები ჩემს მკითხველებს - ადამიანებს, რომლებიც მწერენ და რომელთაც არ ვიცნობ. ამ შესაძლებლობისთვის კი მადლობა გამომცემლობას.

რაც შეეხება თავად ნაწარმოებს. „ნეირონი“ ამაღელვებელი ისტორიაა ახალგაზრდა ქალზე, რომელიც ცდილობს გათავისუფლდეს ტრავმული წარსულის ბორკილების და მახინჯი ტრადიციების გავლენისგან. ეს ამბავი იმავდროულად საქართველოს უახლესი ისტორიის ფრაგმენტებსაც იტევს. ძალადობის მსხვერპლი ქალი მსხვერპლის როლიდან გამოდის და გარბის ყველასა და ყველაფრისგან, რამაც მისი ტრაგიკული ყოფა განაპირობა. მაგრამ პიროვნების ტრანსფორმაცია ყოველთვის როდი ნიშნავს წარსულისგან გათავისუფლებასა და საკუთარი თავის პოვნას - აქამდე მთავარმა გმირმა ნეირონის ექსპერიმენტი და კიდევ წინააღმდეგობებით მოფენილი გრძელი გზა უნდა გაიაროს.

როგორც ავტორი ამბობს, „ნეირონის“ დაწერის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთი ადამიანის ამბავი შეიტყო. ამ ადამიანს საერთოდ არ ვიცნობდი. ის ჩემი ფეისბუქგვერდის გამომწერი, ჩემი მკითხველი იყო, რომელმაც მომწერა და თავის ამბავს მომიყვაო.

სხვათა შორის, ასეთივე ისტორია ჰქონია „ნეირონამდე“ დაწერილ წიგნს - „აღმართს“ და იქვე წერისადმი და საზოგადოდ, შემოქმედებითი პროცესისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა.

ლელა ლაშხი: - „აღმართში“ რამდენიმე მოთხრობაა, რომელთა საფუძველი რეალური ისტორიებია. „საზოგადოდ, მიყვარს რეალური ამბების როგორც მოსმენა, ისე სხვათათვის გაზიარება და მითუმეტეს, თუ ამგვარი ამბების მოთხრობად - ნაწარმოებად გადაქცევას ვახერხებ და ჩემი ეს მცდელობა ვიღაცისთვის რაღაცის მთქმელი და ღირებულია, ამით მხოლოდ ბედნიერი ვარ. წარმოსახვისა და ფანტაზიის უნარია არ მაკლია, მაგრამ ნამდვილი ამბების მხატვრულ ნაწარმოებად გარდაქმნა და მკითხველამდე მისი მიტანა უფრო საინტერესოდ მეჩვენება, რადგან ამ შემთხვევაში გულწრფელობის ხარისხი უფრო მაღალია. შესაბამისად, ყოველთვის ვცდილობ ამბავი, რომელსაც ვწერ, ნამდვილი იყოს, გმირს ხასიათი, თვითმყოფადობა შევუნარჩუნო და იმავდროულად, არ ავცდე მთავარ სათქმელს. ეს უმთავრესია, რადგან თუ წიგნის დაწერის მიზანს, ანუ მთავარ სათქმელს ავცდები, ყველაფერი აირევა და მკითხველი დაიბნევა.

ეს არ არის მარტივად გასავლელი გზა. სხვათა შორის, ჩემი არცერთი დასრულებული წიგნი არ წამიკითხავს, რადგან ვიცი, ამ გზის თავიდან გავლა მომიწევს.

საზოგადოდ, წიგნზე მუშაობა - ფიქრი, განსჯა, ანალიზი, წერა - საინტერესო პროცესია. წიგნზე მუშაობის პერიოდში, ფაქტობრივად, ამ ამბითა და ამ ამბავში ვცხოვრობ. აი, როდესაც ბოლოსკენ გადიხარ, გიჩნდება მასთან განშორების სევდიანი მოლოდინი. ეს სევდა ღვივდება და უკვე მაშინ, როცა წერას ამთავრებ, მტკივნეული შეგრძნება გეუფლება, რომელიც რაღაცნაირად მშობიარობას ჰგავს. მორჩი, დაასრულე ბოლო გვერდი, დასვი წერტილი, დაათარიღე და დამთავრდა! მაგრამ გზა - დასაწყისიდან დასასრულამდე - არის მთელი ცხოვრება. ადამიანის გარეშე კი ცხოვრება აბა, რა ცხოვრებაა და... მოკლედ, წერისას პერსონაჟებიც თავიანთი საინტერესო, ერთმანეთისგან განსხვავებული, ზოგჯერ უჩვეულო ცხოვრების წესითა და ხასიათებით გემგზავრებიან ამ გზაზე. ერთი სიტყვით, ჩემთვის სწორედ პროცესია ყველაზე საინტერესო.

და მაინც, რა არის მწერლის მიზანი, მისია თუ სურვილი, უბრალოდ, ამ პროცესით „ტკბობა“, მხოლოდ საკუთარი სათქმელის მკითხველამდე მიტანა თუ თავისი შემოქმედებით მკითხველის განცდებთან, სურვილებთან, ტკივილებთან თანაზიარება?

ლელა ლაშხი: - ჩემი მიზანია, რომ ჩემი შემოქმედება მკითხველამდე მივიდეს და მასზე იმოქმედოს. საზოგადოდ, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ამდენად, თითოეულმა მკითხველმა რაღაც სათავისო უნდა ნახოს შენს ნაწარმოებში, რომელიმე პერსონაჟში უნდა ამოიცნოს საკუთარი თავი ან სულაც ნაცნობი სიტუაცია, გარემო დახვდეს და, რაც მთავარია, წაკითხულმა ფიქრი აიძულოს, აი, ფიქრი კი საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ უყვარს. ასეა, ზარმაცები ვართ. მაგრამ არის მოვლენა, რომელმაც შეიძლება დაფიქრება გაიძულოს, მეტი ანალიზი გაგაკეთებინოს. ისეთი ვიწრო სოციუმის ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სხვებზე მეტი გვაქვს დასახარისხებელი მენტალურად და სოციალურად. ალბათ მაქვს გაუცნობიერებელი მიზანი, დავაფიქრო ადამიანები, ვაიძულო, რომ რაღაცებს შეხედონ უფრო ფართოდ გახელილი თვალებით, ვიდრე ჩვენი ყოველდღიურობა და რუტინა გვაიძულებს.

R