საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ულტრაბგერითი აპარატით დიაგნოსტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს
ახალი ულტრაბგერითი აპარატით დიაგნოსტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს

გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, გლო­ბა­ლუ­რად ყო­ველ­წლი­უ­რად გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამო 17,9 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის სა­ერ­თო მაჩ­ვე­ნებ­ლის და­ახ­ლო­ე­ბით 30% 70 წლამ­დე ასაკ­ში ფიქ­სირ­დე­ბა, რაც ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლია. მი­ზე­ზი კი დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კაა.

"ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის“ ექი­მი რა­დი­ო­ლო­გი, კარ­დი­ო­ლო­გი ირი­ნა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გან­მარ­ტავს, რომ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა დრო­უ­ლი და ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა, რაც პა­ცი­ენტს საკ­მა­ოდ რთულ და რიგ შემ­თხვე­ვა­ში ფა­ტა­ლუ­რი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან იცავს. სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: აორ­ტის ანევ­რიზ­მა, სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ათე­როსკლე­რო­ზი, ათე­როსკლე­რო­ზით ან შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით გა­მოწ­ვე­უ­ლი პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვა, დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის გამო ხში­რად სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებს იწ­ვევს.

სწო­რი და ადეკ­ვა­ტუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში დიდი როლი აქვს ტექ­ნო­ლო­გი­ებს. გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის­თვის „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი“ აღ­ჭურ­ვი­ლია ახა­ლი ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტით Philips Epiq CVx 3D, რო­მე­ლიც სტან­დარ­ტუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტის­გან გან­სხვა­ვე­ბით არა­ერ­თი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას­ზე დე­ტა­ლუ­რად ირი­ნა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სა­უბ­რობს.

მოგ­ვი­ყე­ვით ახა­ლი ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტის შე­სა­ხებ, რა გან­სხვა­ვე­ბაა მას­სა და სტან­დარ­ტულ აპა­რა­ტებს შო­რის?

Philips Epiq CVx 3D შექ­მნი­ლია უშუ­ა­ლოდ კარ­დიო-ვას­კუ­ლა­რუ­ლი ულტრაბ­გე­რი­თი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის. აპა­რა­ტის გა­მომ­თვლელ-ანა­ლი­ზუ­რი სის­ტე­მის მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რე და ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი ხა­რის­ხი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის დი­აგ­ნოს­ტი­კის მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა.

ამ აპა­რა­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით კვლე­ვა უფრო სწრა­ფია და უფრო ზუსტ შე­დეგს გვაძ­ლევს. ეს კომ­ფორ­ტუ­ლია რო­გორც ექი­მის­თვის, ისე პა­ცი­ენ­ტის­თვის.

მის უპი­რა­ტე­სო­ბებს გან­სა­ზღვრავს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი, რო­მე­ლიც აპა­რატ­შია ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი.

აპა­რა­ტი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შექ­მნი­ლია კარ­დიო-ვას­კუ­ლა­რუ­ლი კვლე­ვე­ბი­სათ­ვის, ამ­დე­ნად მისი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გუ­ლის კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, ასე­ვე აორ­ტის, თა­ვის ტვი­ნი­სა და კის­რის სის­ხლძარ­ღვე­ბის, პე­რი­ფე­რი­უ­ლი (კი­დუ­რე­ბის) მა­გის­ტრა­ლუ­რი არ­ტე­რი­ე­ბის და ვე­ნე­ბის, თირკმლის არ­ტე­რი­ე­ბის დუპ­ლექს სკა­ნი­რე­ბა, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლძარ­ღვთა სა­ნა­თუ­რის, კედ­ლე­ბი­სა და მათ­ში სის­ხლის ნა­კა­დის შე­ფა­სე­ბა.

აპა­რა­ტის კი­დევ ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი ფო­ტო­რე­ა­ლის­ტუ­რი კვლე­ვაა. რა­ტომ არის 3D კვლე­ვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

თა­ნა­მედ­რო­ვე კარ­დი­ო­ლო­გი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­ი­ძი­ნა 3D ექო­კარ­დი­ოგ­რა­ფი­ამ. მას ყვე­ლა­ზე დიდი დატ­ვირ­თვა აქვს კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ი­სა და ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის­თვის.

რამ­დე­ნი­მე რე­ფე­რენ­სუ­ლი წერ­ტი­ლის აღ­ნიშ­ვნი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია გუ­ლის სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი მო­დე­ლის შექ­მნა, გუ­ლის კუნ­თის შიდა და გარე შრის, სის­ხლძარ­ღვე­ბის და გუ­ლის სარ­ქვლე­ბის შე­ფა­სე­ბა სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში, სხვა­დას­ხვა კუ­თხით და სიღ­რმით.

უკა­ნას­კნე­ლი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის თა­ნახ­მად, ეფექ­ტი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი სტან­დარ­ტია გუ­ლის კუმ­შვა­დო­ბის ფუნ­ქცი­ი­სა და ასე­ვე სარ­ქვლო­ვა­ნი აპა­რა­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი და ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბის ამ­გვა­რად შე­ფა­სე­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნა ხდე­ბა ახა­ლი ულტრაბ­გე­რი­თი აპა­რა­ტით?

მისი სა­შუ­ა­ლე­ბით დი­აგ­ნოს­ტირ­დე­ბა გუ­ლის ისე­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა: გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა, გუ­ლის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია, ჰი­პერ­ტო­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, გუ­ლის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, სარ­ქვლო­ვა­ნი პა­თო­ლო­გი­ე­ბი, ასე­ვე აორ­ტის ანევ­რიზ­მა, პე­რი­ფე­რი­უ­ლი არ­ტე­რი­ე­ბის იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, სა­ძი­ლე არ­ტე­რი­ე­ბის ათე­როსკლე­რო­ზი, ღრმა და ზე­და­პი­რუ­ლი ვე­ნე­ბის თრომ­ბო­ზი, ვა­რი­კო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, ვე­ნუ­რი სარ­ქვლო­ვა­ნი უკ­მა­რი­სო­ბა და ა.შ.

ვის და რა შემ­თხვე­ვა­ში უტარ­დე­ბა კვლე­ვა ახა­ლი Philips Epiq CVx 3D აპა­რა­ტით?

აღ­ნიშ­ნუ­ლი აპა­რა­ტით კვლე­ვა პირ­ველ რიგ­ში მი­ზან­შე­წო­ნი­ლია გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის ჩი­ვი­ლე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ან ისე­თი უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის, რო­მელ­თაც აქვთ აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კი. ასე­თე­ბია: შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბის, ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, მათ შო­რის ქი­მი­ო­თე­რა­პი­ით მკურ­ნა­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ან მისი დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ და ა.შ.

ის პირ­ვე­ლი რი­გის კვლე­ვად მი­იჩ­ნე­ვა და პირ­ველ­სა­ვე ვი­ზიტ­ზე ურ­ჩე­ვენ რო­გორც კარ­დი­ო­ლო­გე­ბი და ან­გი­ო­ლო­გე­ბი, ასე­ვე ოჯა­ხის ექი­მე­ბი და სხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის ექი­მე­ბი.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელენე
0

რა ღირს გულსისხლძარღვთა კვლევა?

ლიზა
0

რა ღირს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ახალი ულტრაბგერითი აპარატით დიაგნოსტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს

ახალი ულტრაბგერითი აპარატით დიაგნოსტიკა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გართულების და ნაადრევი სიკვდილის რისკს ამცირებს

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიო მასშტაბით სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გლობალურად ყოველწლიურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო 17,9 მილიონი ადამიანი იღუპება. სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 30% 70 წლამდე ასაკში ფიქსირდება, რაც ნაადრევი სიკვდილია. მიზეზი კი დაგვიანებული დიაგნოსტიკაა.

,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი რადიოლოგი, კარდიოლოგი ირინა ჟორჟოლიანი განმარტავს, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება დროული და ადეკვატური მკურნალობის წინაპირობაა, რაც პაციენტს საკმაოდ რთულ და რიგ შემთხვევაში ფატალური გართულებებისგან იცავს. სისხლძარღვოვანი დაავადებები, როგორიცაა: აორტის ანევრიზმა, საძილე არტერიების მნიშვნელოვანი ათეროსკლეროზი, ათეროსკლეროზით ან შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული პერიფერიული არტერიების დაავადებები და სხვა, დაგვიანებული დიაგნოსტიკის გამო ხშირად სავალალო შედეგებს იწვევს.

სწორი და ადეკვატური დიაგნოსტირების პროცესში დიდი როლი აქვს ტექნოლოგიებს. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღჭურვილია ახალი ულტრაბგერითი აპარატით Philips Epiq CVx 3D, რომელიც სტანდარტული კარდიოლოგიური ულტრაბგერითი აპარატისგან განსხვავებით არაერთი უპირატესობით გამოირჩევა. მასზე დეტალურად ირინა ჟორჟოლიანი საუბრობს.

მოგვიყევით ახალი ულტრაბგერითი აპარატის შესახებ, რა განსხვავებაა მასსა და სტანდარტულ აპარატებს შორის?

Philips Epiq CVx 3D შექმნილია უშუალოდ კარდიო-ვასკულარული ულტრაბგერითი კვლევებისათვის. აპარატის გამომთვლელ-ანალიზური სისტემის მაღალი სიმძლავრე და ვიზუალიზაციის გაუმჯობესებული ხარისხი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დიაგნოსტიკის მაღალ დონეზე ჩატარების საშუალებას იძლევა.

ამ აპარატის საშუალებით კვლევა უფრო სწრაფია და უფრო ზუსტ შედეგს გვაძლევს. ეს კომფორტულია როგორც ექიმისთვის, ისე პაციენტისთვის.

მის უპირატესობებს განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც აპარატშია ინტეგრირებული.

აპარატი მიზანმიმართულად შექმნილია კარდიო-ვასკულარული კვლევებისათვის, ამდენად მისი საშუალებით შესაძლებელია გულის კვლევის ჩატარება, ასევე აორტის, თავის ტვინისა და კისრის სისხლძარღვების, პერიფერიული (კიდურების) მაგისტრალური არტერიების და ვენების, თირკმლის არტერიების დუპლექს სკანირება, აღნიშნულ სისხლძარღვთა სანათურის, კედლებისა და მათში სისხლის ნაკადის შეფასება.

აპარატის კიდევ ერთი უპირატესობა სამგანზომილებიანი ფოტორეალისტური კვლევაა. რატომ არის 3D კვლევა მნიშვნელოვანი?

თანამედროვე კარდიოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 3D ექოკარდიოგრაფიამ. მას ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს კარდიოქირურგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიისთვის.

რამდენიმე რეფერენსული წერტილის აღნიშვნისა და სპეციალური პროგრამების გამოყენებით შესაძლებელია გულის სამგანზომილებიანი მოდელის შექმნა, გულის კუნთის შიდა და გარე შრის, სისხლძარღვების და გულის სარქვლების შეფასება სამ განზომილებაში, სხვადასხვა კუთხით და სიღრმით.

უკანასკნელი გაიდლაინების თანახმად, ეფექტიანი მკურნალობისთვის აუცილებელი სტანდარტია გულის კუმშვადობის ფუნქციისა და ასევე სარქვლოვანი აპარატის სტრუქტურული და ჰემოდინამიკური პათოლოგიების ამგვარად შეფასება.

კონკრეტულად რომელი დაავადებების გამოვლენა ხდება ახალი ულტრაბგერითი აპარატით?

მისი საშუალებით დიაგნოსტირდება გულის ისეთი დაავადებები, როგორიცაა: გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, ჰიპერტონული დაავადება, გულის ანთებითი დაავადებები, სარქვლოვანი პათოლოგიები, ასევე აორტის ანევრიზმა, პერიფერიული არტერიების იშემიური დაავადება, საძილე არტერიების ათეროსკლეროზი, ღრმა და ზედაპირული ვენების თრომბოზი, ვარიკოზული დაავადება, ვენური სარქვლოვანი უკმარისობა და ა.შ.

ვის და რა შემთხვევაში უტარდება კვლევა ახალი Philips Epiq CVx 3D აპარატით?

აღნიშნული აპარატით კვლევა პირველ რიგში მიზანშეწონილია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩივილების მქონე პაციენტებისთვის ან ისეთი უსიმპტომო პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ აღნიშნული დაავადებებით გართულების განვითარების მაღალი რისკი. ასეთებია: შაქრიანი დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები, მათ შორის ქიმიოთერაპიით მკურნალობის მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ და ა.შ.

ის პირველი რიგის კვლევად მიიჩნევა და პირველსავე ვიზიტზე ურჩევენ როგორც კარდიოლოგები და ანგიოლოგები, ასევე ოჯახის ექიმები და სხვა სპეციალობის ექიმები.

R