საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წლები მანიაკი მყავდა აკიდებული, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო და მემუქრებოდა.. ეს მანიაკი დაიჭირეს, თუმცა ახლა აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ" - რას წერს გრიგოლია?
"წლები მანიაკი მყავდა  აკიდებული, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო და მემუქრებოდა.. ეს მანიაკი დაიჭირეს, თუმცა ახლა აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ" - რას წერს გრიგოლია?

ჟურ­ნა­ლის­ტი ინგა გრი­გო­ლი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს ავ­რცე­ლებს და წერს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის მხრი­დან ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის მსხვერ­პლი იყო.

  • მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა სო­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რებ­ზე გა­და­ვი­და, და­ა­კა­ვეს და ახ­ლა­ხან კვლავ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამი­ტომ ჟურ­ნა­ლის­ტი შე­სა­ბა­მის უწყე­ბას მი­მარ­თავს:

"ბევ­რი ვი­ფიქ­რე და­მე­წე­რა თუ არა ის,რა­საც ახლა ვწერ… ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბას ვე­რი­დე­ბი ხოლ­მე და ახ­ლაც მათი ფაქ­ტო­რი მა­ფერ­ხებ­და, თან რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ჩემი, რო­გორც ქა­ლის უფ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლამ მაგ­რამ ბო­ლოს მივ­ხვდი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­მე­წე­რა, რად­გან უკვე ვე­ღარ ვით­ვლი, მე­რამ­დე­ნედ ვარ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის ობი­ექ­ტი…

იცით, რომ წლე­ბის წინ და მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მყავ­და აკი­დე­ბუ­ლი ვი­ღაც მა­ნი­ა­კი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი ლიკ­ვი­და­ცი­ით მე­მუქ­რე­ბო­და, რო­მელ­საც აქვს აკ­ვი­ა­ტე­ბა ჩემ­ზე და ამ­ტკი­ცებს, რომ ჩემი შვი­ლის მა­მაა და რომ ამ ვი­ღაც შვილს ჰქვია თა­მა­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემს შვილს მა­რი­ა­მი ჰქვია, მისი მამა გარ­დაც­ვლი­ლია ,ამ მა­ნი­აკ კაცს კი სა­ერ­თოდ არ ვიც­ნობ და არც ის ვიცი, სა­ი­დან აღ­მო­ცენ­და..

ესეც მი­გახ­ვედ­რებთ, რა აბ­სურდში ვარ.. სი­გი­ჟე­ებს ამ­ტკი­ცებს და მე მი­წევს ამ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­გი­ჟე­ე­ბის ატა­ნა იცით ეს ამ­ბა­ვი და ძველ დე­ტა­ლებს აღარ დავ­წერ.. შეს­წავ­ლი­ლი აქვს დე­და­ჩე­მის, მა­მა­ჩე­მის სა­ხე­ლე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­სა­მარ­თე­ბი, რაც მი­ჩენს ეჭვს, რომ უბ­რა­ლოდ, ავად­მყო­ფი არაა… კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ავად­მყო­ფია..

უამ­რა­ვი წელი მი­წევ­და პო­ლი­ცი­ა­ში სა­ჩივ­რე­ბის წერა, პო­ლი­ცი­ის ჩარ­თვა, რომ ეს მა­ნი­ა­კი არ გამ­კა­რე­ბო­და.. რო­გორც იქნა, რამ­დე­ნი­მე წლის წინ, როცა სო­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფის მუ­ქა­რებ­ზე გა­და­ვი­და, და­ი­ჭი­რეს( გი­ორ­გი გა­ხა­რია იყო მა­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და მად­ლო­ბა მას ამის­თვის,პი­რა­დად ყავ­და აყ­ვა­ნი­ლი კონ­ტროლ­ზე ჟურ­ნა­ლისტზე მუ­ქა­რის და აკი­დე­ბის ეს ფაქ­ტი, თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ჩარ­თუ­ლი იყო ლონ­და თო­ლო­რა­ი­აც)…

სა­ბო­ლო­ოდ ეს მა­ნი­ა­კი კაცი და­ი­ჭი­რეს და ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუ­ხის მი­ხედ­ვით, მო­ა­თავ­სეს ხო­ნის ფსი­ქი­ატ­რი­ულ­ში. პე­რი­ო­დუ­ლო­ბით მე და ჩემი ად­ვო­კა­ტი, სა­ლო­მე ჯა­ნუ­აშ­ვი­ლი, ვა­კონ­ტრო­ლებ­დით ხოლ­მე, რად­გან ში­გა­და­შიგ იქი­და­ნაც ფიქ­სირ­დე­ბო­და ხოლ­მე ზა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. მეტ­კანკლე­ბად მშვი­დად ვი­ყა­ვი, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ხონ­ში ჰყავ­დათ..

მე­ო­რე დღეა, ისევ და­ი­წყო ზა­რე­ბი და სმსე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა და ჰოი სა­ოც­რე­ბავ, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ გა­მო­უშ­ვი­ათ და ის მო­მენ­ტა­ლუ­რად და­უბ­რუნ­და ჩემ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტე­რო­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას( რა უც­ნა­უ­რია, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, ისე­ვე რო­გორც ადრე, მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­მო­ტე­ვე­ბი ემ­თხვე­ო­და ხოლ­მე კრი­ზი­სულ პო­ლი­ტი­კურ სი­ტუ­ა­ცი­ებს.. ხო, ყა­ჩა­ღო­ბა­ზეა ნა­სა­მარ­თლე­ვი და რე­ცი­დი­ვის­ტია, კოშ­მა­რი კა­ცია ვი­ღაც). მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი ისაა, რომ ავად­მყო­ფი კაცი, რო­მე­ლიც სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით მე­მუქ­რე­ბო­და, ისე გა­მო­უშ­ვეს, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლმა ანუ მე, არ ვი­ცო­დი, არა­ვინ შე­მა­ტყო­ბი­ნა…

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლი­დან და­ი­წყო.. ახლა რა­ტომ ვწერ- დღე­ი­დან თუ მე ან ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს თმის ღერი მა­ინც ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, თუ რამე შე­მემ­თხვე­ვა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვა­კის­რებ სა­ხელ­მწი­ფოს! სის­ტე­მა იქ­ნე­ბა დღე­ი­დან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე,რაც შე­იძ­ლე­ბა შე­მემ­თხვეს!!! სის­ტე­მა, რო­მე­ლიც ძაღ­ლად არ აგ­დებს ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლს,გა­აფრ­თხი­ლოს, რომ საფრ­თხე ისევ რე­ა­ლუ­რია. ძა­ლა­დო­ბის გამო რომ ქა­ლებს პან­ტა­პუნ­ტით ხო­ცა­ვენ, იმ ქვე­ყა­ნა­ში, შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­საც კი ვერ გრძნო­ბენ, ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალი ჩა­ა­ყე­ნონ საქ­მის კურ­სში, რომ მო­ძა­ლა­დე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს!!! არც ერთი წა­მით არ და­ვი­ჯე­რებ, რომ შემ­თხვე­ვით ხდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ინ­ცდა­მა­ინც ახლა…

მივ­მარ­თავ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ყვე­ლა შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რას- იმოქ­მე­დეთ და­უ­ყო­ნებ­ლივ! აღ­კვე­თეთ მო­ძა­ლა­დის ტე­რო­რი( პი­რა­დად მო­წე­რას ასე ვარ­ჩიე, სა­ჯა­რო­ო­ბა ამ დროს ყვე­ლა­ზე სწო­რი მგო­ნია). პო­ლი­ცი­ა­ში რომ გან­ცხა­დე­ბე­ბი ხე­ლახ­ლა უნდა ვწე­რო და ვიბ­რძო­ლო სი­ცო­ცხლის­თვის და მო­რა­ლუ­რი ტე­რო­რის აღ­საკ­ვე­თად, ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს, ჯო­ჯო­ხე­თია ქა­ლე­ბის­თვის ეს პრო­ცე­სი და ეს ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ სხვა გზა არაა… ამ­ტკი­ცო რომ ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ხარ, ამა­ზე რთუ­ლი და სა­ში­ნე­ლი პრო­ცე­სი არა­ფე­რია. სა­ში­ნე­ლი და და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ცე­სია, ვი­საც გა­მო­უც­დია, გა­მი­გებს…ძა­ლი­ან შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პრო­ცე­სია ამავდრო­უ­ლად, ამ­ტკი­ცო, რომ არ იც­ნობ მო­ძა­ლა­დეს, რომ არა­სო­დეს გქო­ნია შე­ხე­ბა და ა.შ...

P.s-კო­ლე­გებს ვთხოვ კო­მენ­ტარ­ზე არ და­მირ­ე­კონ, ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­მა და მად­ლო­ბე­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ გა­მი­წევთ ან­გა­რიშს,იმის მი­უ­ხე­და­ვად,ვინ რო­მელ პლათ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ობთ ბო­დი­ში ჩემი ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს, ჩემს გამო ამ­დე­ნი სი­გი­ჟის და ნერ­ვი­უ­ლო­ბის ატა­ნა რომ უწევთ" - წერს გრი­გო­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"წლები მანიაკი მყავდა აკიდებული, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო და მემუქრებოდა.. ეს მანიაკი დაიჭირეს, თუმცა ახლა აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ" - რას წერს გრიგოლია?

"წლები მანიაკი მყავდა  აკიდებული, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო და მემუქრებოდა.. ეს მანიაკი დაიჭირეს, თუმცა ახლა აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ" - რას წერს გრიგოლია?

ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ წლების განმავლობაში კონკრეტული პირის მხრიდან ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი იყო.

  • მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აღნიშნული პიროვნება სოცოცხლის ხელყოფის მუქარებზე გადავიდა, დააკავეს და ახლახან კვლავ გაათავისუფლეს. ამიტომ ჟურნალისტი შესაბამის უწყებას მიმართავს:

"ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა ის,რასაც ახლა ვწერ… ჩემი ოჯახის წევრების განერვიულებას ვერიდები ხოლმე და ახლაც მათი ფაქტორი მაფერხებდა, თან რომ არ მოგატყუოთ, ძალიან, ძალიან დამღალა ჩემი, როგორც ქალის უფლებებისთვის ბრძოლამ მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ აუცილებლად უნდა დამეწერა, რადგან უკვე ვეღარ ვითვლი, მერამდენედ ვარ ფსიქოლოგიური ტერორის ობიექტი…

იცით, რომ წლების წინ და მრავალი წლის განმავლობაში მყავდა აკიდებული ვიღაც მანიაკი, რომელიც ფიზიკური ლიკვიდაციით მემუქრებოდა, რომელსაც აქვს აკვიატება ჩემზე და ამტკიცებს, რომ ჩემი შვილის მამაა და რომ ამ ვიღაც შვილს ჰქვია თამარი. მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მარიამი ჰქვია, მისი მამა გარდაცვლილია ,ამ მანიაკ კაცს კი საერთოდ არ ვიცნობ და არც ის ვიცი, საიდან აღმოცენდა..

ესეც მიგახვედრებთ, რა აბსურდში ვარ.. სიგიჟეებს ამტკიცებს და მე მიწევს ამ შეურაცხმყოფელი სიგიჟეების ატანა იცით ეს ამბავი და ძველ დეტალებს აღარ დავწერ.. შესწავლილი აქვს დედაჩემის, მამაჩემის სახელები, საცხოვრებელი მისამართები, რაც მიჩენს ეჭვს, რომ უბრალოდ, ავადმყოფი არაა… კარგად დამუშავებული ავადმყოფია..

უამრავი წელი მიწევდა პოლიციაში საჩივრების წერა, პოლიციის ჩართვა, რომ ეს მანიაკი არ გამკარებოდა.. როგორც იქნა, რამდენიმე წლის წინ, როცა სოცოცხლის ხელყოფის მუქარებზე გადავიდა, დაიჭირეს( გიორგი გახარია იყო მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი და მადლობა მას ამისთვის,პირადად ყავდა აყვანილი კონტროლზე ჟურნალისტზე მუქარის და აკიდების ეს ფაქტი, თავიდან ბოლომდე ჩართული იყო ლონდა თოლორაიაც)…

საბოლოოდ ეს მანიაკი კაცი დაიჭირეს და ფსიქიატრიული ექსპერტიზის პასუხის მიხედვით, მოათავსეს ხონის ფსიქიატრიულში. პერიოდულობით მე და ჩემი ადვოკატი, სალომე ჯანუაშვილი, ვაკონტროლებდით ხოლმე, რადგან შიგადაშიგ იქიდანაც ფიქსირდებოდა ხოლმე ზარების შემთხვევები. მეტკანკლებად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ხონში ჰყავდათ..

მეორე დღეა, ისევ დაიწყო ზარები და სმსების გამოგზავნა და ჰოი საოცრებავ, აღმოვაჩინე, რომ გამოუშვიათ და ის მომენტალურად დაუბრუნდა ჩემზე ფსიქოლოგიური ტერორის განხორციელებას( რა უცნაურია, რომ მაინცდამაინც ამ წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა, ისევე როგორც ადრე, მისი განსაკუთრებული შემოტევები ემთხვეოდა ხოლმე კრიზისულ პოლიტიკურ სიტუაციებს.. ხო, ყაჩაღობაზეა ნასამართლევი და რეციდივისტია, კოშმარი კაცია ვიღაც). მთავარი ამბავი ისაა, რომ ავადმყოფი კაცი, რომელიც სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდა, ისე გამოუშვეს, ძალადობის მსხვერპლმა ანუ მე, არ ვიცოდი, არავინ შემატყობინა…

მოკლედ, ყველაფერი ახლიდან დაიწყო.. ახლა რატომ ვწერ- დღეიდან თუ მე ან ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, თუ რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს! სისტემა იქნება დღეიდან პასუხისმგებელი ყველაფერზე,რაც შეიძლება შემემთხვეს!!! სისტემა, რომელიც ძაღლად არ აგდებს ძალადობის მსხვერპლს,გააფრთხილოს, რომ საფრთხე ისევ რეალურია. ძალადობის გამო რომ ქალებს პანტაპუნტით ხოცავენ, იმ ქვეყანაში, შესაბამისი სტრუქტურები ანგარიშვალდებულებასაც კი ვერ გრძნობენ, ძალადობის მსხვერპლი ქალი ჩააყენონ საქმის კურსში, რომ მოძალადე გაათავისუფლეს!!! არც ერთი წამით არ დავიჯერებ, რომ შემთხვევით ხდება ეს ყველაფერი მაინცდამაინც ახლა…

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველა შესაბამის სტრუქტურას- იმოქმედეთ დაუყონებლივ! აღკვეთეთ მოძალადის ტერორი( პირადად მოწერას ასე ვარჩიე, საჯაროობა ამ დროს ყველაზე სწორი მგონია). პოლიციაში რომ განცხადებები ხელახლა უნდა ვწერო და ვიბრძოლო სიცოცხლისთვის და მორალური ტერორის აღსაკვეთად, ამის წარმოდგენაც კი მზარავს, ჯოჯოხეთია ქალებისთვის ეს პროცესი და ეს ქვეყანა, მაგრამ სხვა გზა არაა… ამტკიცო რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ, ამაზე რთული და საშინელი პროცესი არაფერია. საშინელი და დაუსრულებელი პროცესია, ვისაც გამოუცდია, გამიგებს…ძალიან შეურაცხმყოფელი პროცესია ამავდროულად, ამტკიცო, რომ არ იცნობ მოძალადეს, რომ არასოდეს გქონია შეხება და ა.შ...

P.s-კოლეგებს ვთხოვ კომენტარზე არ დამირეკონ, ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და მადლობელი ვიქნები, თუ გამიწევთ ანგარიშს,იმის მიუხედავად,ვინ რომელ პლათფორმაზე მუშაობთ ბოდიში ჩემი ოჯახის ყველა წევრს, ჩემს გამო ამდენი სიგიჟის და ნერვიულობის ატანა რომ უწევთ" - წერს გრიგოლია.