პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს "საძაგელს" უწოდებდა და ჰიტლერს ადარებდა, ახლა კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია - რა არის ცნობილი "ტრამპის მომთვინიერებელზე"
პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს "საძაგელს" უწოდებდა და ჰიტლერს ადარებდა, ახლა კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია - რა არის ცნობილი "ტრამპის მომთვინიერებელზე"

ჯეი დი ვენ­სი დღეს უკვე ამე­რი­კის ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რია, რო­მელ­საც ტრამპმა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ­გუ­ნა. მწე­რა­ლი ჯეი დი ვან­სი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ტრამპმა ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში და­სა­ხელ­და. ჯეი დი ვან­სი ერთ დროს ცნო­ბი­ლი იყო, რო­გორც "ტრამ­პის მომ­თვი­ნი­ე­რე­ბე­ლი".

სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ წარ­სულ­ში ის ტრამ­პის­ტად არ მო­ი­აზ­რე­ბო­და. 39 წლის ვან­სი 2016 წლის მე­მუ­ა­რე­ბით - "ჰილ­ბი­ლის ელე­გია", გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი და სა­ბო­ლო­ოდ, სე­ნა­ტო­რო­ბამ­დე ტრამ­პის კე­თილ­გან­წყო­ბა ეტა­პობ­რი­ვად მო­ი­პო­ვა. სწო­რედ ამის შემ­დეგ გახ­და ტრამ­პის ერ­თგუ­ლი მიმ­დე­ვა­რი და რო­გორც დღეს უწო­დე­ბენ, მისი მემ­კვიდ­რე.

  • ოჯა­ხი და წარ­სუ­ლი

ვან­სი მიდლთა­უნ­ში, ოჰა­ი­ო­ში, 1984 წლის 2 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და და ბავ­შვო­ბა კენ­ტუ­კი­ში გა­ა­ტა­რა. ის სა­ზღვაო სამ­ხედ­რო და­ნა­ყოფ­ში 2003-დან 2007 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და, სა­ნამ ოჰა­ი­ოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და იე­ლის სა­მარ­თლის სკო­ლა­ში ჩა­ა­ბა­რებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ვან­სი ვენ­ჩუ­რულ კა­პი­ტა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და.

ვან­სის მე­უღ­ლე, უშა, ასე­ვე იე­ლის სა­მარ­თლის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, რო­მე­ლიც ადრე უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მთა­ვარ მო­სა­მარ­თლე ჯონ რო­ბერტსთან და მო­სა­მარ­თლე ბრეტ კა­ვა­ნოს­თან მუ­შა­ობ­და. 2015 წელს ის ასო­ცი­რე­ბულ პარტნი­ო­რად Munger, Tolles & Olson-ს შე­უ­ერ­თდა, სა­დაც "რთულ სა­მო­ქა­ლა­ქო და­ვებ­სა და აპე­ლა­ცი­ებ­ზე" მუ­შა­ობ­და ისეთ სექ­ტო­რებ­ში, რო­გო­რი­ცაა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბა, გარ­თო­ბა და ტექ­ნო­ლო­გია. ფირ­მის უახ­ლე­სი გან­ცხა­დე­ბით, მან გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა.

უშა ვან­სი სან დი­ე­გოს გა­რე­უ­ბან­ში გა­ი­ზარ­და და ის ინ­დო­ე­ლი მიგ­რან­ტე­ბის ოჯა­ხი­და­ნაა. ვან­სებს სამი პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავს: იუ­ე­ნი, ვი­ვე­კი და მი­რა­ბე­ლი.

  • “ჰილ­ბი­ლის ელე­გია”

2016 წელს ჯეი დი ვან­სმა გა­მო­აქ­ვეყ­ნა თა­ვი­სი ბესტსე­ლე­რი წიგ­ნი "ჰილ­ბი­ლის ელე­გია", სა­დაც აღ­მო­სავ­ლეთ ოჰა­ი­ოს ღა­რიბ ინ­დუსტრი­ულ ქა­ლაქ­ში სა­კუ­თარ ბავ­შვო­ბას აღ­წერ­და და ამე­რი­კის თეთრკა­ნი­ან მუ­შა­თა კლა­სის ბრძო­ლას ასა­ხავ­და.

წიგ­ნი 2020 წელს Netflix-ის ფილ­მად იქცა, სა­დაც მთა­ვარ რო­ლებ­ში ეიმი ადამ­სი და გლენ კლო­უ­ზი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

  • ერთ დროს ტრამ­პის კრი­ტი­კო­სი

CNN KFile-მა გა­სულ თვე­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ვან­სმა 2016 და 2017 წლებ­ში მო­ი­წო­ნა ტვი­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ტრამპსა და მის პო­ლი­ტი­კას მკაც­რად აკ­რი­ტი­კებ­დნენ - მათ შო­რის ერთი პოს­ტი, სა­დაც გა­მოთ­ქმუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ ვანსს შე­ეძ­ლო, ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ემუ­შა­ვა, თუკი ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­ი­მარ­ჯვებ­და.

ვან­სი იწო­ნებ­და ისეთ პოს­ტებს, სა­დაც სა­უ­ბა­რი იყო იმის შე­სა­ხებ, რომ ტრამპმა ჩა­ი­დი­ნა "სე­რი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა", სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენტს უწო­დებ­დნენ "აშშ-ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სა­ძულ­ველ, ბო­როტ, უსი­ა­მოვ­ნო ცნო­ბილ ადა­მი­ანს".

KFile-ის ცნო­ბით, ვან­სმა წა­შა­ლა ძვე­ლი, ანტი-ტრამ­პის­ტუ­ლი ტვი­ტე­ბი 2021 წლის ივ­ლის­ში იმის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, რომ ის ოჰა­ი­ოს სე­ნა­ტის ვა­კან­ტურ პოსტზე იყ­რი­და კენ­ჭს. 2016 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და ტვი­ტი, სა­დაც ვან­სმა დას­ვა კი­თხვა - იყო თუ არა ტრამ­პი "ამე­რი­კის ჰიტ­ლე­რი".

ვან­სმა ასე­ვე თქვა, რომ 2016 წელს კლინ­ტო­ნის­თვის ხმის მი­ცე­მა­საც კი გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ რო­გორც სა­ბო­ლო­ოდ გა­ნა­ცხა­და, ხმას და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­დატს, ივან მაკ­მა­ლინს მის­ცემ­და.

  • სე­ნა­ტი

ოჰა­ი­ოს ახალ­ბე­და სე­ნა­ტორ­მა 2022 წლის არ­ჩევ­ნე­ბი მას შემ­დეგ მო­ი­გო, რაც ტრამ­პის მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვა. მას ასე­ვე პროტ­რამ­პის­ტუ­ლი გან­წყო­ბე­ბის მქო­ნე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მაგ­ნა­ტი, პი­ტერ თილი აფი­ნან­სებ­და.

ვან­სი კონ­გრეს­ში უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მკაც­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე იყო, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ომის ფონ­ზე აშშ-დან უკ­რა­ი­ნის­თვის მეტი დახ­მა­რე­ბის გაგ­ზავ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.

  • ტრამ­პის ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მხარ­და­ჭე­რა

სე­ნატ­ში კან­დი­და­ტო­ბის­თვის ტრამ­პის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ვან­სი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ძლი­ე­რი მო­კავ­ში­რე გახ­და. სე­ნა­ტის კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე, ვან­სმა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და იმის­თვის, რომ ადრე ტრამპს "სა­ძა­გელს" უწო­დებ­და.

"ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მსგავ­სად, 2016 წელს ტრამპს მეც ვაკ­რი­ტი­კებ­დი", - გა­ნუ­ცხა­და მან CNN-ს 2021 წელს, - "ვნა­ნობ, რომ ამ კა­ცის შე­სა­ხებ ვცდე­ბო­დი" და და­ა­მა­ტა, რომ მისი აზ­რით, ტრამ­პი კარ­გი პრე­ზი­დენ­ტი იყო.

ვან­სი ტრამ­პის გვერ­დით იდგა ნიუ-იორ­კის სა­სა­მარ­თლო­ში ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვი­სას.

ოჰა­ი­ოს სე­ნა­ტორ­მა მა­ის­ში CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აიღო, რომ 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს მი­ი­ღებს, იმ პი­რო­ბით, რომ ეს იქ­ნე­ბა "თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი", გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად. მან მა­შინ ხაზი გა­უს­ვა, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­სა და დე­მოკ­რა­ტებს უნდა ჰქონ­დეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­აპ­რო­ტეს­ტონ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხი, რო­გორც ეს მოხ­და წარ­სულ­ში - მან 2000 და 2020 წლებ­ზე მი­უ­თი­თა. 2020 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მას­შტა­ბუ­რი თაღ­ლი­თო­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა.

შა­ბათს ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ვან­სმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა პოს­ტი, სა­დაც ნა­წი­ლობ­რივ ბა­ი­დე­ნის კამ­პა­ნი­ას ადა­ნა­შა­უ­ლებ­და: "დღე­ვან­დე­ლი დღე არ არის უბ­რა­ლოდ ინ­ცი­დენ­ტი. ეს ბა­ი­დე­ნის კამ­პა­ნი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლია იმის შე­სა­ხებ, რომ პრე­ზი­დენ­ტი დო­ნალდ ტრამ­პი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი ფა­შის­ტია, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ფა­სად უნდა იყოს შე­ჩე­რე­ბუ­ლი. ამ რი­ტო­რი­კამ პირ­და­პირ გა­მო­იწ­ვია პრე­ზი­დენტ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა", - აღ­ნიშ­ნა მან.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს "საძაგელს" უწოდებდა და ჰიტლერს ადარებდა, ახლა კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია - რა არის ცნობილი "ტრამპის მომთვინიერებელზე"

პოლიტიკოსი, რომელიც ტრამპს "საძაგელს" უწოდებდა და ჰიტლერს ადარებდა, ახლა კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტია - რა არის ცნობილი "ტრამპის მომთვინიერებელზე"

ჯეი დი ვენსი დღეს უკვე ამერიკის ერთ-ერთი გავლენიანი პირია, რომელსაც ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობა არგუნა. მწერალი ჯეი დი ვანსი ამ თანამდებობაზე ტრამპმა ჯერ კიდევ ივლისში დასახელდა. ჯეი დი ვანსი ერთ დროს ცნობილი იყო, როგორც "ტრამპის მომთვინიერებელი".

საინტერესო ისაა, რომ წარსულში ის ტრამპისტად არ მოიაზრებოდა. 39 წლის ვანსი 2016 წლის მემუარებით - "ჰილბილის ელეგია", გახდა პოპულარული და საბოლოოდ, სენატორობამდე ტრამპის კეთილგანწყობა ეტაპობრივად მოიპოვა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ტრამპის ერთგული მიმდევარი და როგორც დღეს უწოდებენ, მისი მემკვიდრე.

  • ოჯახი და წარსული

ვანსი მიდლთაუნში, ოჰაიოში, 1984 წლის 2 აგვისტოს დაიბადა და ბავშვობა კენტუკიში გაატარა. ის საზღვაო სამხედრო დანაყოფში 2003-დან 2007 წლამდე მსახურობდა, სანამ ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იელის სამართლის სკოლაში ჩააბარებდა. მოგვიანებით, ვანსი ვენჩურულ კაპიტალისტად მუშაობდა.

ვანსის მეუღლე, უშა, ასევე იელის სამართლის სკოლის კურსდამთავრებულია, რომელიც ადრე უზენაესი სასამართლოს მთავარ მოსამართლე ჯონ რობერტსთან და მოსამართლე ბრეტ კავანოსთან მუშაობდა. 2015 წელს ის ასოცირებულ პარტნიორად Munger, Tolles & Olson-ს შეუერთდა, სადაც "რთულ სამოქალაქო დავებსა და აპელაციებზე" მუშაობდა ისეთ სექტორებში, როგორიცაა უმაღლესი განათლება, ადგილობრივი მთავრობა, გართობა და ტექნოლოგია. ფირმის უახლესი განცხადებით, მან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

უშა ვანსი სან დიეგოს გარეუბანში გაიზარდა და ის ინდოელი მიგრანტების ოჯახიდანაა. ვანსებს სამი პატარა შვილი ჰყავს: იუენი, ვივეკი და მირაბელი.

  • “ჰილბილის ელეგია”

2016 წელს ჯეი დი ვანსმა გამოაქვეყნა თავისი ბესტსელერი წიგნი "ჰილბილის ელეგია", სადაც აღმოსავლეთ ოჰაიოს ღარიბ ინდუსტრიულ ქალაქში საკუთარ ბავშვობას აღწერდა და ამერიკის თეთრკანიან მუშათა კლასის ბრძოლას ასახავდა.

წიგნი 2020 წელს Netflix-ის ფილმად იქცა, სადაც მთავარ როლებში ეიმი ადამსი და გლენ კლოუზი მონაწილეობდნენ.

  • ერთ დროს ტრამპის კრიტიკოსი

CNN KFile-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვანსმა 2016 და 2017 წლებში მოიწონა ტვიტები, რომლებიც ტრამპსა და მის პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებდნენ - მათ შორის ერთი პოსტი, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვანსს შეეძლო, ჰილარი კლინტონის ადმინისტრაციაში ემუშავა, თუკი ეს უკანასკნელი გაიმარჯვებდა.

ვანსი იწონებდა ისეთ პოსტებს, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ტრამპმა ჩაიდინა "სერიული სექსუალური ძალადობა", სადაც ექსპრეზიდენტს უწოდებდნენ "აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე საძულველ, ბოროტ, უსიამოვნო ცნობილ ადამიანს".

KFile-ის ცნობით, ვანსმა წაშალა ძველი, ანტი-ტრამპისტული ტვიტები 2021 წლის ივლისში იმის გამოცხადებამდე, რომ ის ოჰაიოს სენატის ვაკანტურ პოსტზე იყრიდა კენჭს. 2016 წელს გამოქვეყნებული ჰქონდა ტვიტი, სადაც ვანსმა დასვა კითხვა - იყო თუ არა ტრამპი "ამერიკის ჰიტლერი".

ვანსმა ასევე თქვა, რომ 2016 წელს კლინტონისთვის ხმის მიცემასაც კი განიხილავდა, მაგრამ როგორც საბოლოოდ განაცხადა, ხმას დამოუკიდებელ კანდიდატს, ივან მაკმალინს მისცემდა.

  • სენატი

ოჰაიოს ახალბედა სენატორმა 2022 წლის არჩევნები მას შემდეგ მოიგო, რაც ტრამპის მხარდაჭერა მოიპოვა. მას ასევე პროტრამპისტული განწყობების მქონე ტექნოლოგიური მაგნატი, პიტერ თილი აფინანსებდა.

ვანსი კონგრესში უკრაინისთვის დახმარების გაწევის მკაცრი მოწინააღმდეგე იყო, ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, რომელიც რუსეთის ომის ფონზე აშშ-დან უკრაინისთვის მეტი დახმარების გაგზავნას ითვალისწინებდა.

  • ტრამპის ბოლოდროინდელი მხარდაჭერა

სენატში კანდიდატობისთვის ტრამპის მხარდაჭერის მოპოვების შემდეგ, ვანსი ყოფილი პრეზიდენტის ძლიერი მოკავშირე გახდა. სენატის კამპანიის დაწყებამდე, ვანსმა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ ადრე ტრამპს "საძაგელს" უწოდებდა.

"ბევრი ადამიანის მსგავსად, 2016 წელს ტრამპს მეც ვაკრიტიკებდი", - განუცხადა მან CNN-ს 2021 წელს, - "ვნანობ, რომ ამ კაცის შესახებ ვცდებოდი" და დაამატა, რომ მისი აზრით, ტრამპი კარგი პრეზიდენტი იყო.

ვანსი ტრამპის გვერდით იდგა ნიუ-იორკის სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას.

ოჰაიოს სენატორმა მაისში CNN-თან ინტერვიუში ვალდებულება აიღო, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგებს მიიღებს, იმ პირობით, რომ ეს იქნება "თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", გამარჯვებულის მიუხედავად. მან მაშინ ხაზი გაუსვა, რომ რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააპროტესტონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, როგორც ეს მოხდა წარსულში - მან 2000 და 2020 წლებზე მიუთითა. 2020 წლის არჩევნებში მასშტაბური თაღლითობის მტკიცებულება არ აღმოჩნდა.

შაბათს ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ვანსმა სოციალურ ქსელში დაწერა პოსტი, სადაც ნაწილობრივ ბაიდენის კამპანიას ადანაშაულებდა: "დღევანდელი დღე არ არის უბრალოდ ინციდენტი. ეს ბაიდენის კამპანიის ცენტრალური ნაწილია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავტორიტარული ფაშისტია, რომელიც ნებისმიერ ფასად უნდა იყოს შეჩერებული. ამ რიტორიკამ პირდაპირ გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობის მცდელობა", - აღნიშნა მან.

წყარო