მსოფლიო

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხიარული კადრია - რომ ნახულობენ, ეცინებათ..." - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან ცნობილი კადრის ტატუ გაიკეთა
"მხიარული კადრია - რომ ნახულობენ, ეცინებათ..." - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან ცნობილი კადრის ტატუ გაიკეთა

სხე­ულ­ზე ბევ­რი ტატუ აქვს, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ფეხ­ზე გა­კე­თე­ბულ­მა მის­მა ბოლო ტა­ტუმ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა.

სა­ქარ­თვე­ლო-პორ­ტუ­გა­ლი­ის გა­სა­ო­ცა­რი სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის შემ­დეგ, მწე­რალ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა დათო სამ­ნი­აშ­ვილ­მა, მე­ო­რე დღეს­ვე, ფეხ­ზე სწო­რედ ის გა­სა­ო­ცა­რი კად­რი ამო­იტ­ვიფ­რა, რო­მელ­შიც კარ­თან წაქ­ცე­უ­ლი რო­ნალ­დუ და მომ­ღი­მა­რი ლო­ჩოშ­ვი­ლი არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი.

  • ისე მოხ­და, რომ გა­სულ კვი­რას დათო სამ­ნი­აშ­ვილს ერთ-ერთ შეკ­რე­ბა­ზე შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი. მის ახალ ტა­ტუ­სა და ფეხ­ბურთზე სა­უ­ბარს ვე­რაფ­რით ავ­ცდით, რა­საც ახლა შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

დათო სამ­ნი­აშ­ვი­ლი:

- ჩემს ახალ ტა­ტუს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ ვუ­ყუ­რებ, რად­გან უკვე ბევ­რი ტატუ მაქვს. ზო­გა­დად, რაც ჩემ­თვის ახ­ლოს არის ხოლ­მე და სიმ­ბო­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს, ყო­ველ­თვის იმას ვი­კე­თებ. ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და, რად­გან ეგ ეპი­ზო­დი მაგ თა­მა­ში­დან ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო. თვი­თონ თა­მა­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა. მე­ო­რე დღეს­ვე წა­ვე­დი და ფეხ­ზე ეგ ტატუ გა­ვი­კე­თე.

- ჩვენს კარ­თან წაქ­ცე­უ­ლი რო­ლან­დუ, ამ თა­მაშ­ში და­მარ­ცხე­ბუ­ლი მსოფ­ლიო დო­ნის ფეხ­ბურ­თე­ლი - მარ­თლა სა­ო­ცა­რი კად­რია...

- ჩემ­თვის უფრო მხი­ა­რუ­ლი კად­რია - რო­ნალ­დუს ის­ტე­რი­უ­ლი სახე და ლო­ჩოშ­ვი­ლის ღი­მილ­თან ერ­თად, აქ­ნე­უ­ლი ხელი... ტატუ სულ 30-40 წუთ­ში ფო­ტოს მი­ხედ­ვით შე­იქ­მნა.

- რო­გო­რია ხალ­ხის რე­აქ­ცია?

- არა­ფე­რი ისე­თი, რომ ნა­ხუ­ლო­ბენ, ეცი­ნე­ბათ... მო­მა­ვალ­ში ვფიქ­რობ, რომ სხვა­დას­ხვა ტა­ტუ­თი მთე­ლი სხე­უ­ლი შე­მევ­სე­ბა. 2 წე­ლი­წა­დია, ყო­ველ­თვე ახალს ვი­კე­თებ, უკვე 20-მე ტატუ მაქვს.

- ამას რა­ღაც ფაქ­ტე­ბი, ემო­ცი­ე­ბი იწ­ვევს, ხომ?

- სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟანრ­ში ვწერ, მწე­რა­ლი ვარ, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბა ეგ არის. ამი­ტომ ამ სფე­რო­ში - სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კას­თან რაც არის, მე მომ­წონს და ჩემ­თვის რაც აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ვი­კე­თებ. თუმ­ცა ტატუ აქამ­დე სპორტზე, ფეხ­ბურთზე არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია, რად­გან ეს დი­დად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ არის. ახლა სიმ­ბო­ლუ­რი მო­მენ­ტი იყო და ეს ამი­ტომ შევ­მა­ტე.

- ე.ი. ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ცხა­დია, ხართ.

- ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და ფეხ­ბურთს ძა­ლი­ან ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი. ახლა ისე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით აღარ ვარ ამ სპორ­ტის მი­მართ გამ­წყო­ბი­ლი, ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რად უფრო სხვა რა­ღა­ცე­ბი უფრო მა­ინ­ტე­რე­სებს. ნუ, ფეხ­ბურ­თის სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მომ­ყვე­ბა და ფეხ­ბურთში საკ­მა­ოდ კარ­გად ვერ­კვე­ვი. ბავ­შვო­ბა­ში ამ სპორტზე არ მივ­ლია, თუმ­ცა რო­გორც ყვე­ლა ბავ­შვს, მეც მი­თა­მა­შია. არც ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­ზე მი­ფიქ­რია, უფრო კო­მენ­ტა­ტო­რო­ბა და მწვრთნე­ლო­ბა მინ­დო­და.

- თქვე­ნი ტატუ თავ­ზე ყუ­რა­დღე­ბას მარ­თლა იქ­ცევს.

- ესეც იმ ტატუ-არ­ტის­ტის გა­კე­თე­ბუ­ლია, ვინც ეს ბოლო, ფეხ­ზე გა­მი­კე­თა. ფაქ­ტობ­რი­ვად ნე­ი­რო­ნე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, ანუ ტვი­ნის უჯრე­დე­ბი, რის ხარ­ჯზეც ვაზ­როვ­ნებთ. მოკ­ლედ 2 ნე­ი­რო­ნის და­კავ­ში­რე­ბაა ასა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც წარ­მოქ­მნის სიგ­ნალს და ჩნდე­ბა აზრი. და­ახ­ლო­ე­ბით ეს ში­ნა­არ­სი დევს... ყვე­ლა ტა­ტუს რა­ღაც დატ­ვირ­თვა აქვს.

- ფეხ­ბურთს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ - რო­მე­ლი გუნ­დის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ხართ?

- ბავ­შვო­ბი­დან "ბარ­სე­ლო­ნას" ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი, ჯერ კი­დევ ძვე­ლი თა­ო­ბა რომ თა­მა­შობ­და - ფეხ­ბურთს მე-20 სა­უ­კუ­ნე­შიც ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი და მათ შო­რის, ბარ­სე­ლო­ნას. რა­ღაც პე­რი­ო­დი მოვ­ყვე­ბო­დი, მაგ­რამ ახლა უბ­რა­ლოდ ვუ­ყუ­რებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი აღარ ვარ.

- ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რა გვე­ტყვით?

- მო­სა­წყე­ნი ჩემ­პი­ო­ნა­ტი გა­მო­ვი­და, ზო­გა­დად იშ­ვი­ა­თად, რომ ასე­თი მო­სა­წყე­ნი გა­მო­ვი­დეს ხოლ­მე. ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის გა­მობრწყი­ნე­ბა რომ არ ჩავ­თვა­ლოთ და ეს­პა­ნე­თის ძა­ლი­ან კარ­გი თა­მა­ში, ვი­მე­ო­რებ, მო­სა­წყე­ნი ჩემ­პი­ო­ნა­ტი იყო. ვნა­ხოთ, ფი­ნა­ლი რო­გო­რი იქ­ნე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ინ­გლი­სი ისევ გა­ა­ფუ­ჭებს თა­მაშს და ეგ გუნ­დი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ცუდი მწვრთნე­ლი ჰყავს, დაც­ვით ფეხ­ბურთს ათა­მა­შებს...

ეს­პა­ნე­თი ამ "ევ­რო­ზე“ სა­უ­კე­თე­სო გუნ­დია. ფაქ­ტია, ფი­ნალ­შია და მო­ი­გებს კი­დეც. ჩემ­პი­ო­ნატს ძა­ლი­ან კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა, ასეა ხოლ­მე -ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში შე­იძ­ლე­ბა ისე­თი ძლი­ე­რი შე­მად­გენ­ლო­ბა არ ჰყავ­დეს, მაგ­რამ გუნ­დი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდეს. ამი­ტო­მაც ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბი ყვე­ლა­ზე მაღ­ლა დგას, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკ­რებ­ზეც ბევ­რად მაღ­ლა იდგა. ჩვენც უნდა ვმდგა­რი­ყა­ვით და თავი დაგ­ვეც­ვა. პირ­ვე­ლი 40 წუთი მა­გას ვა­კე­თებ­დით, მერე მსაჯ­მა შეც­დო­მა და­უშ­ვა. აშ­კა­რა თა­მა­შ­გა­რე იყო, არ და­ა­ფიქ­სი­რა. სწო­რად რომ ემოქ­მე­და, არა­ვინ იცის, მე­ო­რე ტა­იმ­ში რა მოხ­დე­ბო­და. ჩვენ ვიდ­გე­ბო­დით და შე­იძ­ლე­ბა გაგ­ვეძ­ლო კი­დე­ვაც.

ეს­პა­ნე­თი ზო­გა­დად ჩვენ­თა­ნაც მო­გე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და. სა­ერ­თოდ ვი­ტყო­დი, რომ არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დით მერ­ვე­დფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთ­თან თა­მაშს. ისე­თი კარ­გი გუნ­დია, მათ­თან შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლამ წა­ა­გოს.

- რას ეტყო­დით ჩვენს მკი­თხველს, ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვარს და ტატუ-მოყ­ვა­რუ­ლებს?

- ზო­გა­დად ტატუ მო­გო­ნე­ბაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის შენს სხე­ულ­თან ერ­თად არის. ჩემ­თვის ეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. სიმ­ბო­ლუ­რია, მარ­ტო ის არ არის, რომ ვი­ზუ­ა­ლუ­რად ლა­მა­ზი იყოს და ამი­ტომ გა­ვი­კე­თო.

თუ ვინ­მეს ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­მო­ად­გე­ბა, გა­ვუ­ზი­ა­რო, - სა­ნამ პირ­ველ ტა­ტუს გა­ი­კე­თებთ, შე­იძ­ლე­ბა 30 წელი გა­ვი­დეს. ჩემ შემ­თხვე­ვა­ში 31 წელი გა­ვი­და... რო­გორც კი პირ­ველს გა­ი­კე­თებ, მერე გა­ჩე­რე­ბა რთუ­ლია.

ავტორი:

"მხიარული კადრია - რომ ნახულობენ, ეცინებათ..." - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან ცნობილი კადრის ტატუ გაიკეთა

"მხიარული კადრია - რომ ნახულობენ, ეცინებათ..." - რას ჰყვება ჟურნალისტი, რომელმაც საქართველო-პორტუგალიის მატჩიდან ცნობილი კადრის ტატუ გაიკეთა

სხეულზე ბევრი ტატუ აქვს, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ფეხზე გაკეთებულმა მისმა ბოლო ტატუმ სოციალური ქსელი მოიცვა.

საქართველო-პორტუგალიის გასაოცარი საფეხბურთო მატჩის შემდეგ, მწერალმა და ჟურნალისტმა დათო სამნიაშვილმა, მეორე დღესვე, ფეხზე სწორედ ის გასაოცარი კადრი ამოიტვიფრა, რომელშიც კართან წაქცეული რონალდუ და მომღიმარი ლოჩოშვილი არიან აღბეჭდილი.

  • ისე მოხდა, რომ გასულ კვირას დათო სამნიაშვილს ერთ-ერთ შეკრებაზე შემთხვევით შევხვდი. მის ახალ ტატუსა და ფეხბურთზე საუბარს ვერაფრით ავცდით, რასაც ახლა შემოგთავაზებთ.

დათო სამნიაშვილი:

- ჩემს ახალ ტატუს განსაკუთრებულად არ ვუყურებ, რადგან უკვე ბევრი ტატუ მაქვს. ზოგადად, რაც ჩემთვის ახლოს არის ხოლმე და სიმბოლური დანიშნულება აქვს, ყოველთვის იმას ვიკეთებ. ამჯერადაც ასე მოხდა, რადგან ეგ ეპიზოდი მაგ თამაშიდან ყველაზე ემოციური მომენტი იყო. თვითონ თამაში დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. მეორე დღესვე წავედი და ფეხზე ეგ ტატუ გავიკეთე.

- ჩვენს კართან წაქცეული როლანდუ, ამ თამაშში დამარცხებული მსოფლიო დონის ფეხბურთელი - მართლა საოცარი კადრია...

- ჩემთვის უფრო მხიარული კადრია - რონალდუს ისტერიული სახე და ლოჩოშვილის ღიმილთან ერთად, აქნეული ხელი... ტატუ სულ 30-40 წუთში ფოტოს მიხედვით შეიქმნა.

- როგორია ხალხის რეაქცია?

- არაფერი ისეთი, რომ ნახულობენ, ეცინებათ... მომავალში ვფიქრობ, რომ სხვადასხვა ტატუთი მთელი სხეული შემევსება. 2 წელიწადია, ყოველთვე ახალს ვიკეთებ, უკვე 20-მე ტატუ მაქვს.

- ამას რაღაც ფაქტები, ემოციები იწვევს, ხომ?

- სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ვწერ, მწერალი ვარ, ჩემი საქმიანობა ეგ არის. ამიტომ ამ სფეროში - სამეცნიერო ფანტასტიკასთან რაც არის, მე მომწონს და ჩემთვის რაც აქტუალურია, ვიკეთებ. თუმცა ტატუ აქამდე სპორტზე, ფეხბურთზე არასდროს გამიკეთებია, რადგან ეს დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ახლა სიმბოლური მომენტი იყო და ეს ამიტომ შევმატე.

- ე.ი. ფეხბურთის გულშემატკივარი ცხადია, ხართ.

- ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ფეხბურთს ძალიან ვგულშემატკივრობდი. ახლა ისეთი ენთუზიაზმით აღარ ვარ ამ სპორტის მიმართ გამწყობილი, ცხოვრებაში ბევრად უფრო სხვა რაღაცები უფრო მაინტერესებს. ნუ, ფეხბურთის სიყვარული ბავშვობიდან მომყვება და ფეხბურთში საკმაოდ კარგად ვერკვევი. ბავშვობაში ამ სპორტზე არ მივლია, თუმცა როგორც ყველა ბავშვს, მეც მითამაშია. არც ფეხბურთელობაზე მიფიქრია, უფრო კომენტატორობა და მწვრთნელობა მინდოდა.

- თქვენი ტატუ თავზე ყურადღებას მართლა იქცევს.

- ესეც იმ ტატუ-არტისტის გაკეთებულია, ვინც ეს ბოლო, ფეხზე გამიკეთა. ფაქტობრივად ნეირონებია გამოსახული, ანუ ტვინის უჯრედები, რის ხარჯზეც ვაზროვნებთ. მოკლედ 2 ნეირონის დაკავშირებაა ასახული, რომელიც წარმოქმნის სიგნალს და ჩნდება აზრი. დაახლოებით ეს შინაარსი დევს... ყველა ტატუს რაღაც დატვირთვა აქვს.

- ფეხბურთს რომ დავუბრუნდეთ - რომელი გუნდის გულშემატკივარი ხართ?

- ბავშვობიდან "ბარსელონას" ვგულშემატკივრობდი, ჯერ კიდევ ძველი თაობა რომ თამაშობდა - ფეხბურთს მე-20 საუკუნეშიც ვგულშემატკივრობდი და მათ შორის, ბარსელონას. რაღაც პერიოდი მოვყვებოდი, მაგრამ ახლა უბრალოდ ვუყურებ. განსაკუთრებული გულშემატკივარი აღარ ვარ.

- ამ ჩემპიონატზე რა გვეტყვით?

- მოსაწყენი ჩემპიონატი გამოვიდა, ზოგადად იშვიათად, რომ ასეთი მოსაწყენი გამოვიდეს ხოლმე. ძალიან ჩაკეტილი იყო. საქართველოს ნაკრების გამობრწყინება რომ არ ჩავთვალოთ და ესპანეთის ძალიან კარგი თამაში, ვიმეორებ, მოსაწყენი ჩემპიონატი იყო. ვნახოთ, ფინალი როგორი იქნება, სავარაუდოდ, ინგლისი ისევ გააფუჭებს თამაშს და ეგ გუნდი სერიოზული პრობლემაა. ცუდი მწვრთნელი ჰყავს, დაცვით ფეხბურთს ათამაშებს...

ესპანეთი ამ "ევროზე“ საუკეთესო გუნდია. ფაქტია, ფინალშია და მოიგებს კიდეც. ჩემპიონატს ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა, ასეა ხოლმე -ჩემპიონატებში შეიძლება ისეთი ძლიერი შემადგენლობა არ ჰყავდეს, მაგრამ გუნდი ფსიქოლოგიურად უფრო მომზადებული შეხვდეს. ამიტომაც ესპანეთის ნაკრები ყველაზე მაღლა დგას, რა თქმა უნდა, ჩვენს ნაკრებზეც ბევრად მაღლა იდგა. ჩვენც უნდა ვმდგარიყავით და თავი დაგვეცვა. პირველი 40 წუთი მაგას ვაკეთებდით, მერე მსაჯმა შეცდომა დაუშვა. აშკარა თამაშგარე იყო, არ დააფიქსირა. სწორად რომ ემოქმედა, არავინ იცის, მეორე ტაიმში რა მოხდებოდა. ჩვენ ვიდგებოდით და შეიძლება გაგვეძლო კიდევაც.

ესპანეთი ზოგადად ჩვენთანაც მოგებას იმსახურებდა. საერთოდ ვიტყოდი, რომ არ ვიმსახურებდით მერვედფინალში ესპანეთთან თამაშს. ისეთი კარგი გუნდია, მათთან შეიძლება, ყველამ წააგოს.

- რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს, ფეხბურთის გულშემატკივარს და ტატუ-მოყვარულებს?

- ზოგადად ტატუ მოგონებაა, რომელიც ყოველთვის შენს სხეულთან ერთად არის. ჩემთვის ეს დანიშნულება აქვს. სიმბოლურია, მარტო ის არ არის, რომ ვიზუალურად ლამაზი იყოს და ამიტომ გავიკეთო.

თუ ვინმეს ჩემი გამოცდილება გამოადგება, გავუზიარო, - სანამ პირველ ტატუს გაიკეთებთ, შეიძლება 30 წელი გავიდეს. ჩემ შემთხვევაში 31 წელი გავიდა... როგორც კი პირველს გაიკეთებ, მერე გაჩერება რთულია.