სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კავკასიონზე მყინვარების უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა, დნობის მაჩვენებელი მომატებულია - რას უნდა ველოდოთ, თუ პროცესი გაგრძელდა?
კავკასიონზე მყინვარების უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა, დნობის მაჩვენებელი მომატებულია - რას უნდა ველოდოთ, თუ პროცესი გაგრძელდა?

"თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, რო­გორც იქნა გა­მოქ­ვეყ­ნდა კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ნა­შა­ლი მა­სა­ლის პირ­ვე­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია. კვლე­ვა ჩა­ვა­ტა­რეთ DebCovG-carto toolbox-ის და Sentinel სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. კავ­კა­სი­ო­ნის ზო­ნა­ში მყინ­ვა­რუ­ლი ნა­შა­ლი მა­სა­ლის შეს­წავ­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­მა­ვალ­ში მყინ­ვა­რე­ბის სწო­რად მო­დე­ლი­რე­ბის­თვის. ნა­შა­ლი მა­სა­ლა ასე­ვე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მყინ­ვა­რუ­ლი ტბე­ბის ფორ­მი­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ კავ­შირ­შია მყინ­ვა­რულ სტი­ქი­ებ­თან. კვლე­ვა გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ Geosciences-ში. 1960-2020 წლებ­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 1675 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი­დან 1061 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტ­რამ­დე შემ­ცირ­და.

მო­ნა­ცე­მე­ბის ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 2000-2020 წლებ­ში მყინ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა 4-ჯერ მე­ტია, ვიდ­რე ეს იყო 1911-1960 წლებ­ში, 3-ჯერ მეტი, ვიდ­რე იყო 1960-1986 წლებ­ში, და 2-ჯერ მეტი, ვიდ­რე 1986-2000 წლებ­ში. უპ­რე­ცე­დენ­ტო კლე­ბა და­ფიქ­სირ­და 2014-2020 წლებ­ში" - ამ­ბობს ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი და ავ­სტრა­ლი­ის მო­ნა­შის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვა­რი ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მყინ­ვა­რე­ბის სის­ქე­ში შემ­ცი­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი ნაკ­ლე­ბად სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი ხდე­ბი­ან, ყი­ნუ­ლი თხელ­დე­ბა და სიმ­ტკი­ცეს კარ­გავს, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღვე­ვა მათი სტა­ბი­ლუ­რო­ბა და სტი­ქი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მი­მართ სა­ში­ში ხდე­ბი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - დნო­ბის მა­ღა­ლი ტემ­პი გა­მოწ­ვე­უ­ლია ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით.

"კავ­კა­სი­ო­ნის შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნი, სა­დაც ახლო მო­მა­ვალ­ში ბევ­რი მცი­რე ზო­მის მყინ­ვა­რი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა. მყინ­ვა­რე­ბის გაქ­რო­ბა, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა მდი­ნა­რე­ებ­ში მყინ­ვა­რუ­ლი ჩა­მო­ნა­დე­ნის წი­ლის კლე­ბა­ზე“, - გვე­უბ­ნე­ბა გლა­ცი­ო­ლო­გი.

- თა­ნა­მედ­რო­ვე გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ფონ­ზე, რო­გო­რია კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და რა რის­კე­ბი ახ­ლავს დნო­ბის პრო­ცესს?

- ისე­ვე, რო­გორც სხვა მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში, კავ­კა­სი­ონ­ზეც მყინ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცია მკვეთ­რად მო­მა­ტე­ბუ­ლია. პირ­ვე­ლი ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცი­ის მი­ხედ­ვით, მე-19 სა­უ­კუ­ნის ბო­ლო­სა და მე-20-ს და­სა­წყის­ში, კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 1967 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი იყო. 2020 წლის სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის მი­ხედ­ვით კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 1061 კვად­რა­ტულ კი­ლო­მეტრს აღ­წევს. შე­სა­ბა­მი­სად, და­ახ­ლო­ე­ბით 120 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კავ­კა­სი­ო­ნის მყინ­ვა­რე­ბის ფარ­თო­ბი 906 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რით შემ­ცირ­და, რაც სა­ერ­თო ფარ­თო­ბის 46%- ია.

კლე­ბის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რად ასეთ მოკ­ლე დრო­ში ალ­ბათ უპ­რე­ცე­დენ­ტოა. მყინ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა კარ­გად ჩანს ძვე­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­კე­ბის ფო­ტო­ე­ბის შე­და­რე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, დნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კი­დევ უფრო მო­მა­ტე­ბუ­ლია ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სხვა­დას­ხვა მო­დე­ლე­ბის მი­ხედ­ვით, უახ­ლო­ეს ათწლე­უ­ლებ­ში დნო­ბის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბა კი­დევ უფრო მე­ტა­დაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. კავ­კა­სი­ო­ნის შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია აღ­მო­სავ­ლეთ რე­გი­ო­ნი, სა­დაც ახლო მო­მა­ვალ­ში ბევ­რი მცი­რე ზო­მის მყინ­ვა­რი დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბა.

წა­ნე­რის მყინ­ვა­რის შემ­ცი­რე­ბა 1890-2020 წლებ­ში, ძვე­ლი ტო­პოგ­რა­ფი­უ­ლი რუ­კე­ბის და თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით

მყინ­ვა­რე­ბის გაქ­რო­ბა, რა თქმა უნდა, პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა მდი­ნა­რე­ებ­ში მყინ­ვა­რუ­ლი ჩა­მო­ნა­დე­ნის წი­ლის კლე­ბა­ზე. ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დნო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ირ­ღვე­ვა მყინ­ვა­რე­ბის მიმ­დე­ბა­რე ფერ­დო­ბე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რაც პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე­ე­ბის შემ­ცვე­ლია. ცალ­კე სა­ყუ­რა­დღე­ბოა მყინ­ვა­რუ­ლი ტბე­ბი, რომ­ლე­ბის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მო­მა­ტე­ბუ­ლი დნო­ბის და მყინ­ვა­რუ­ლი ნა­შა­ლი მა­სა­ლის ურ­თი­ერთქმე­დე­ბის შე­დე­გად წარ­მო­იქ­მნე­ბა და ასე­ვე, მყინ­ვა­რუ­ლი სტი­ქი­ე­ბის გა­მომ­წვე­ვი ერთ-ერთი მი­ზე­ზია. ამ შემ­თხვე­ვა­ში მყინ­ვა­რებ­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის გარ­და, მყინ­ვა­რუ­ლი სა­ფა­რის დნო­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი პო­ლა­რულ რე­გი­ო­ნებ­ში, კერ­ძოდ, კი არ­ქტი­კა­ში და ან­ტარ­ქტი­კა­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

გერ­გე­ტის მყინ­ვა­რის შემ­ცი­რე­ბა 1890იან-1950იან-და 2011 წლებ­ში

- რო­გორ აი­სა­ხე­ბა გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენტზე?

- 2024 წლის 20 თე­ბერ­ვალს, ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენ­ტის გარ­შე­მო არ­სე­ბულ­მა ოკე­ა­ნის ყი­ნულ­მა მი­აღ­წია წლი­ურ მი­ნი­მა­ლურ ფარ­თობს (1,99 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი), რაც 46-წლი­ა­ნი კოს­მო­სუ­რი თა­ნამ­გზავ­რე­ბით დაკ­ვირ­ვე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია (პირ­ვე­ლი რე­კორ­დუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2022 წელს და­ფიქ­სირ­და). წლე­ვან­დე­ლი მი­ნი­მუ­მი 850 000 კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რით ნაკ­ლე­ბია 1981-2010 წლე­ბის ან­ტარ­ქტი­დის ოკე­ა­ნუ­რი ყი­ნუ­ლის სა­შუ­ა­ლო მი­ნი­მა­ლურ ფარ­თობ­თან (2,84 მი­ლი­ო­ნი კვად­რა­ტუ­ლი კი­ლო­მეტ­რი).

შეკლტო­ნის მყინ­ვა­რუ­ლი შელ­ფი, აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­და (ფოტო: ლე­ვან ტი­ე­ლი­ძე)

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის ეს გავ­ლე­ნა სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე 2023-2024 წლე­ბის სე­ზონ­ზე აღ­მო­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­და­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, შეკლტო­ნის მყინ­ვა­რუ­ლი შელ­ფი თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში მთლი­ა­ნად და­ნაპ­რა­ლე­ბუ­ლი იყო და ზე­და­პირ­ზე უამ­რა­ვი მცი­რე ზო­მის დრო­ე­ბი­თი ტბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. და­სავ­ლეთ ან­ტარ­ქტი­და­ში დნო­ბის ტენ­დენ­ცია კი­დევ უფრო მა­ღა­ლია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

კავკასიონზე მყინვარების უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა, დნობის მაჩვენებელი მომატებულია - რას უნდა ველოდოთ, თუ პროცესი გაგრძელდა?

კავკასიონზე მყინვარების უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა, დნობის მაჩვენებელი მომატებულია - რას უნდა ველოდოთ, თუ პროცესი გაგრძელდა?

"თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ, როგორც იქნა გამოქვეყნდა კავკასიონის მყინვარების ნაშალი მასალის პირველი რეგიონალური ინვენტარიზაცია. კვლევა ჩავატარეთ DebCovG-carto toolbox-ის და Sentinel სატელიტური სურათების გამოყენებით. კავკასიონის ზონაში მყინვარული ნაშალი მასალის შესწავლა აუცილებელია მომავალში მყინვარების სწორად მოდელირებისთვის. ნაშალი მასალა ასევე დიდ გავლენას ახდენს მყინვარული ტბების ფორმირებაში, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მყინვარულ სტიქიებთან. კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Geosciences-ში. 1960-2020 წლებში კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 1675 კვადრატული კილომეტრიდან 1061 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.

მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ 2000-2020 წლებში მყინვარების შემცირება 4-ჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო 1911-1960 წლებში, 3-ჯერ მეტი, ვიდრე იყო 1960-1986 წლებში, და 2-ჯერ მეტი, ვიდრე 1986-2000 წლებში. უპრეცედენტო კლება დაფიქსირდა 2014-2020 წლებში" - ამბობს ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე.

მისივე თქმით, მყინვარების სისქეში შემცირება ნიშნავს იმას, რომ ისინი ნაკლებად სიცოცხლისუნარიანები ხდებიან, ყინული თხელდება და სიმტკიცეს კარგავს, შესაბამისად, ირღვევა მათი სტაბილურობა და სტიქიური პროცესების მიმართ საშიში ხდებიან. ეს ყველაფერი კი კლიმატის ცვლილებას უკავშირდება - დნობის მაღალი ტემპი გამოწვეულია ტემპერატურის მატებით.

"კავკასიონის შემთხვევაში განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთ რეგიონი, სადაც ახლო მომავალში ბევრი მცირე ზომის მყინვარი, დიდი ალბათობით, საერთოდ გაქრება. მყინვარების გაქრობა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მდინარეებში მყინვარული ჩამონადენის წილის კლებაზე“, - გვეუბნება გლაციოლოგი.

- თანამედროვე გლობალური დათბობის ფონზე, როგორია კავკასიონის მყინვარების მდგომარეობა და რა რისკები ახლავს დნობის პროცესს?

- ისევე, როგორც სხვა მთიან რეგიონებში, კავკასიონზეც მყინვარების შემცირების ტენდენცია მკვეთრად მომატებულია. პირველი ინვენტარიზაციის მიხედვით, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20-ს დასაწყისში, კავკასიონის მყინვარების საერთო ფართობი 1967 კვადრატული კილომეტრი იყო. 2020 წლის სატელიტური სურათების მიხედვით კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1061 კვადრატულ კილომეტრს აღწევს. შესაბამისად, დაახლოებით 120 წლის განმავლობაში კავკასიონის მყინვარების ფართობი 906 კვადრატული კილომეტრით შემცირდა, რაც საერთო ფართობის 46%- ია.

კლების ეს მაჩვენებელი გეოლოგიურად ასეთ მოკლე დროში ალბათ უპრეცედენტოა. მყინვარების შემცირება კარგად ჩანს ძველი და თანამედროვე რუკების ფოტოების შედარებით. სამწუხაროდ, დნობის მაჩვენებლები კიდევ უფრო მომატებულია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. სხვადასხვა მოდელების მიხედვით, უახლოეს ათწლეულებში დნობის პროცესის დაჩქარება კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი. კავკასიონის შემთხვევაში განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთ რეგიონი, სადაც ახლო მომავალში ბევრი მცირე ზომის მყინვარი დიდი ალბათობით საერთოდ გაქრება.

წანერის მყინვარის შემცირება 1890-2020 წლებში, ძველი ტოპოგრაფიული რუკების და თანამედროვე სატელიტური სურათების გამოყენებით

მყინვარების გაქრობა, რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახება მდინარეებში მყინვარული ჩამონადენის წილის კლებაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ დნობის პარალელურად, ირღვევა მყინვარების მიმდებარე ფერდობების სტაბილურობა, რაც პოტენციური საფრთხეების შემცველია. ცალკე საყურადღებოა მყინვარული ტბები, რომლების ხშირ შემთხვევაში მომატებული დნობის და მყინვარული ნაშალი მასალის ურთიერთქმედების შედეგად წარმოიქმნება და ასევე, მყინვარული სტიქიების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. ამ შემთხვევაში მყინვარებზე მონიტორინგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთიანი რეგიონების გარდა, მყინვარული საფარის დნობის მაღალი მაჩვენებლები პოლარულ რეგიონებში, კერძოდ, კი არქტიკაში და ანტარქტიკაში ფიქსირდება.

გერგეტის მყინვარის შემცირება 1890იან-1950იან-და 2011 წლებში

- როგორ აისახება გლობალური დათბობა ანტარქტიდის კონტინენტზე?

- 2024 წლის 20 თებერვალს, ანტარქტიდის კონტინენტის გარშემო არსებულმა ოკეანის ყინულმა მიაღწია წლიურ მინიმალურ ფართობს (1,99 მილიონი კვადრატული კილომეტრი), რაც 46-წლიანი კოსმოსური თანამგზავრებით დაკვირვების განმავლობაში მეორე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (პირველი რეკორდული მაჩვენებელი 2022 წელს დაფიქსირდა). წლევანდელი მინიმუმი 850 000 კვადრატული კილომეტრით ნაკლებია 1981-2010 წლების ანტარქტიდის ოკეანური ყინულის საშუალო მინიმალურ ფართობთან (2,84 მილიონი კვადრატული კილომეტრი).

შეკლტონის მყინვარული შელფი, აღმოსავლეთ ანტარქტიდა (ფოტო: ლევან ტიელიძე)

გლობალური დათბობის ეს გავლენა საკუთარი თვალით ვნახე 2023-2024 წლების სეზონზე აღმოსავლეთ ანტარქტიდაში მოგზაურობისას. მაგალითად, შეკლტონის მყინვარული შელფი თებერვლის დასაწყისში მთლიანად დანაპრალებული იყო და ზედაპირზე უამრავი მცირე ზომის დროებითი ტბა შეინიშნებოდა. დასავლეთ ანტარქტიდაში დნობის ტენდენცია კიდევ უფრო მაღალია.