საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ერთი წლის მერე მისი ნახატი აუქციონზე ვნახე" - ლაშა ღლონტის ოჯახის უცნაური ამბავი
''ერთი წლის მერე მისი ნახატი აუქციონზე ვნახე" - ლაშა ღლონტის ოჯახის უცნაური ამბავი

ალ­ცჰა­ი­მე­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ნელა, მსუ­ბუ­ქი ფორ­მე­ბით იწყე­ბა და თან­და­თან მწვავ­დე­ბა. და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ძი­რი­თა­დი სიმპტო­მია ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის და­ვი­წყე­ბა, ქცე­ვი­თი სა­კი­თხე­ბის გარ­თუ­ლე­ბა, ამ დროს ალ­ცჰა­ი­მე­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ოჯახ­თან და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კავ­შირს თით­ქმის წყვე­ტენ. თან­და­თან სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბიც ირ­ღვე­ვა და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გიც დგე­ბა. ახლა სწო­რედ ერთი ასე­თი ამ­ბის შე­სა­ხებ უნდა მო­გიყ­ვეთ, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, ტრა­გი­კუ­ლი ფი­ნა­ლი აქვს...

ბა­თუმ­ში ერთ დროს ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, საქ­მის მოყ­ვა­რუ­ლი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის მა­მა­კა­ცი ალ­ცჰა­ი­მე­რით და­ა­ვად­და. გარ­შე­მო ყვე­ლას უჭირ­და მისი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ხილ­ვა... საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ, ამ და­ა­ვა­დე­ბის წყა­ლო­ბით, ცხოვ­რე­ბა 76 წლის ასაკ­ში ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა. ამ უმ­ძი­მე­სი ამ­ბით მის­მა ოჯახ­მა, ნა­თე­სა­ვებ­მა, სა­ახ­ლობ­ლომ უდი­დე­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სტრე­სი და ტკი­ვი­ლი მი­ი­ღო.

გა­სა­ო­ცა­რი და და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი მისი სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც მოხ­და, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ექიმ­მა და მომ­ღე­რალ­მა ლაშა ღლონტმა გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძის გა­და­ცე­მა­ში მოყ­ვა. ალ­ცჰა­ი­მე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ლაშა ღლონ­ტის მამა გახ­ლდათ.

ლაშა ღლონ­ტი:

- თა­ვი­დან და­ი­წყო რა­ღაც ში­შე­ბით, მა­გა­ლი­თად, ფან­ჯა­რა რა­ტომ არის ღია? უნდა დავ­კე­ტო. აკ­ვი­ა­ტე­ბე­ბი ჰქონ­და, - სან­თე­ბე­ლა, ტე­ლე­ფო­ნის დამ­ტე­ნი სად არის? - ამას რამ­დენ­ჯერ­მე იმე­ო­რებ­და. შემ­დეგ ღამე სახ­ლი­დან გა­დი­ო­და, საქ­მე მაქვს - მო­ტი­ვით და მალე მო­დი­ო­და. ჯერ ვერ ვხვდე­ბო­დით, რა ხდე­ბო­და... და­ი­წყო ასე­ვე დათ­ვლა, ნივ­თებს ით­ვლი­და... მდგო­მა­რე­ო­ბა თან­და­თან მძიმ­დე­ბო­და, იყო არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი. საგ­ნე­ბის სხვა­გან და­დე­ბა და და­ვი­წყე­ბა, მეხ­სი­ე­რე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გა­უჩ­ნდა... ბოლო პე­რი­ოდ­ში კონ­ტაქ­ტშიც პე­რი­ო­დუ­ლად შე­მო­დი­ო­და. თა­ვის სამ­ყა­რო­ში იყო. და­ა­ვა­დე­ბა სხვა­დას­ხვა ფა­ზა­ში გა­და­დი­ო­და.

უცებ ისე­თი რამ გა­ახ­სენ­დე­ბო­და და ალაგ-ალაგ რომ გვახ­სოვ­და, რო­მელ­საც თვი­თონ თან­მიმ­დევ­რუ­ლად მო­გიყ­ვე­ბო­და. ასე­ვე ჰყვე­ბო­და ამ­ბებს ღრმა ბავ­შვო­ბი­დან. მერე ისევ თა­ვის სამ­ყა­რო­ში იკე­ტე­ბო­და... ჩემი მშობ­ლე­ბი ბა­თუმ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი და ერთ ღა­მე­საც დე­დას გა­ე­პა­რა. მერე და­უ­რე­კავს, რომ გზას ვერ ვპო­უ­ლო­ბო. სად ხარო? - დე­დას უკი­თხავს. აქ შუ­ქე­ბი ან­თია და ზღვა არი­სო, - უპა­სუ­ხია, მაგ­რამ კავ­ში­რი გა­წყვე­ტი­ლა... იმის მერე კავ­შირ­ზე აღარ გა­მო­სუ­ლა. ვე­ძებ­დით პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით მთელ აჭა­რა­ში, მათ შო­რის, ქუ­თა­ის­შიც, თბი­ლის­ში...

ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო ჩარ­თუ­ლი... მხო­ლოდ 5 დღის მერე, ბა­თუ­მის ბულ­ვა­რის ბო­ლოს გარ­დაც­ვლი­ლი ვი­პო­ვეთ, გზა შეშ­ლია, აქეთ უნდა წა­მო­სუ­ლი­ყო და იქით წა­ვი­და. იქ კი მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­მან­ქა­ნო გზაც მთავ­რდე­ბა... ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ ცხე­და­რი მა­ინც მე­პო­ვა, რად­გან და­უს­რუ­ლე­ბე­ლი უშე­დე­გო ძებ­ნის შემ­დეგ ვხდე­ბო­დი, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო... ან ზღვამ რომ არ წა­ი­ღო... იმ ად­გი­ლას სა­დაც ვი­პო­ვეთ, ჭა­ო­ბია, მაგ­რამ ხან­და­ხან ზღვა გად­მო­დის, მაგ­რამ იმ დროს ადი­დე­ბუ­ლი არ იყო... შე­საძ­ლოა ფეხი და­უს­რი­ალ­და, გა­და­ვარ­და, იქი­დან ვე­ღარ ამო­ვი­და და გული გა­უ­ჩერ­და... ამის წარ­მოდ­გე­ნაც კი მზა­რავს...

ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მოხ­და

- მამა უკვე ერთი წლის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ნი­კო­ლოზ წუ­ლუ­კი­ძემ გა­ოგ­ნე­ბულ­მა და­მი­რე­კა (იცო­და, რომ მა­მა­ჩე­მი გარ­დაც­ვლი­ლი იყო). მა­მა­შე­ნის ნა­ხა­ტი აუქ­ცი­ონ­ზეა გა­მო­ტა­ნი­ლიო. გა­ვოც­დი, მაგ­რამ გავ­ვარ­დი და მა­შინ­ვე შე­ვი­ძი­ნე. მამა დი­ზა­ი­ნე­რი იყო პრო­ფე­სი­ით, მაგ­რამ მისი ნა­ხა­ტი მე არას­დროს მი­ნა­ხავს. არ ხა­ტავ­და, პე­ი­ზა­ჟი, ნა­ტურ­მორ­ტი, ასე­თი რა­ღა­ცე­ბი არას­დროს და­უ­ხა­ტავს...

სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია კი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შე­ნო­ბის დი­ზა­ინ­ზე მუ­შა­ობ­და, ქა­ლაქ ბა­თუ­მის მთა­ვა­რი მხატ­ვა­რი იყო. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და ის ნა­ხა­ტი რომ ვნა­ხე, დე­და­ჩემ­საც გა­უკ­ვირ­და. მა­მას მხატ­ვრო­ბის შე­სა­ხებ მა­ნაც არა­ფე­რი იცო­და. მერე აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი ნა­ხა­ტე­ბი ვი­ღა­ცას ამე­რი­კა­შიც წა­უ­ღია. თურ­მე სტუ­დენ­ტო­ბის დროს ხა­ტავ­და. აუქ­ცი­ონ­ზე უთ­ქვამთ, რომ თენ­გიზ ღლონ­ტის, ბა­თუ­მე­ლი მხატ­ვრე­ბის ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შექ­მნი­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი­აო. ნა­მუ­შე­ვა­რი 1956 წლი­თაა და­თა­რი­ღე­ბუ­ლი და კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­თან იყო. მე ტი­ლო­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი ხელ­მო­წე­რით ვი­ცა­ნი. იმ ყვე­ლა­ფერ­მა ისე იმოქ­მე­და. თან და­ხა­ტუ­ლია ის ად­გი­ლი, სა­დაც და­ი­ღუ­პა. რაც მთა­ვა­რია, მო­ხუ­ცი, რო­მე­ლიც გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის. ამინ­დიც ზუს­ტად ისე­თი­ვეა, თოვლნა­რე­ვი და და­ახ­ლო­ე­ბით ის მი­და­მოა. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ცხა­დია, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ფიქ­რე­ბი ჩა­ირ­თო, მაგ­რამ სი­მარ­თლე რა არის და რო­გო­რია, ვერ გა­ვი­გეთ. ასე­თი დამ­თხვე­ვა მოხ­და, რა­მაც მარ­თლა შემძრა.

რა ხდე­ბო­და 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში

- ეს იყო ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტრავ­მა. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ეს ისე­თი მო­მენ­ტი იყო, რომ არა მარ­ტო ჩვენს ოჯახ­ში, მთელ ნა­თე­სა­ო­ბა­ში დეპ­რე­სი­უ­ლი ფონი იყო ჩა­მო­წო­ლი­ლი. ღამე არ გვე­ძი­ნა. ქუ­ჩა­ში ყვე­ლა მო­ხუ­ცი მა­მა­ჩე­მი გვე­გო­ნა. ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ. ჩვე­ნი ცუ­დად ყოფ­ნა კარ­გა ხანს გაგ­რძელ­და... რო­გო­რია, იმის გა­აზ­რე­ბა, რაც მოხ­და და მერე ის, რომ ვერ პო­უ­ლობ, არ იცი, ცო­ცხა­ლია თუ მკვდა­რი... ბო­ლოს ისევ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ისევ სიმ­ღე­რამ გა­მო­მიყ­ვა­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

''ერთი წლის მერე მისი ნახატი აუქციონზე ვნახე" - ლაშა ღლონტის ოჯახის უცნაური ამბავი

''ერთი წლის მერე მისი ნახატი აუქციონზე ვნახე" - ლაშა ღლონტის ოჯახის უცნაური ამბავი

ალცჰაიმერი ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებაა, რომელიც შედარებით ნელა, მსუბუქი ფორმებით იწყება და თანდათან მწვავდება. დაავადების განვითარების საწყის ეტაპზე ძირითადი სიმპტომია ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დავიწყება, ქცევითი საკითხების გართულება, ამ დროს ალცჰაიმერის მქონე ადამიანები ოჯახთან და საზოგადოებასთან კავშირს თითქმის წყვეტენ. თანდათან სასიცოცხლო ფუნქციებიც ირღვევა და ფატალური შედეგიც დგება. ახლა სწორედ ერთი ასეთი ამბის შესახებ უნდა მოგიყვეთ, რომელსაც სამწუხაროდ, ტრაგიკული ფინალი აქვს...

ბათუმში ერთ დროს ცნობილი ადამიანი, საქმის მოყვარული, პროფესიონალი, კარგი გარეგნობის მამაკაცი ალცჰაიმერით დაავადდა. გარშემო ყველას უჭირდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა... საქმე იქამდე მივიდა, რომ, ამ დაავადების წყალობით, ცხოვრება 76 წლის ასაკში ტრაგიკულად დაასრულა. ამ უმძიმესი ამბით მისმა ოჯახმა, ნათესავებმა, საახლობლომ უდიდესი ფსიქოლოგიური სტრესი და ტკივილი მიიღო.

გასაოცარი და დაუჯერებელი ამბავი მისი სიკვდილის შემდეგაც მოხდა, რომლის შესახებაც ექიმმა და მომღერალმა ლაშა ღლონტმა გიორგი ღოღობერიძის გადაცემაში მოყვა. ალცჰაიმერით დაავადებული მამაკაცი ლაშა ღლონტის მამა გახლდათ.

ლაშა ღლონტი:

- თავიდან დაიწყო რაღაც შიშებით, მაგალითად, ფანჯარა რატომ არის ღია? უნდა დავკეტო. აკვიატებები ჰქონდა, - სანთებელა, ტელეფონის დამტენი სად არის? - ამას რამდენჯერმე იმეორებდა. შემდეგ ღამე სახლიდან გადიოდა, საქმე მაქვს - მოტივით და მალე მოდიოდა. ჯერ ვერ ვხვდებოდით, რა ხდებოდა... დაიწყო ასევე დათვლა, ნივთებს ითვლიდა... მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა, იყო არაადეკვატური მოქმედებები. საგნების სხვაგან დადება და დავიწყება, მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა... ბოლო პერიოდში კონტაქტშიც პერიოდულად შემოდიოდა. თავის სამყაროში იყო. დაავადება სხვადასხვა ფაზაში გადადიოდა.

უცებ ისეთი რამ გაახსენდებოდა და ალაგ-ალაგ რომ გვახსოვდა, რომელსაც თვითონ თანმიმდევრულად მოგიყვებოდა. ასევე ჰყვებოდა ამბებს ღრმა ბავშვობიდან. მერე ისევ თავის სამყაროში იკეტებოდა... ჩემი მშობლები ბათუმში ცხოვრობდნენ, მე თბილისში ვიყავი და ერთ ღამესაც დედას გაეპარა. მერე დაურეკავს, რომ გზას ვერ ვპოულობო. სად ხარო? - დედას უკითხავს. აქ შუქები ანთია და ზღვა არისო, - უპასუხია, მაგრამ კავშირი გაწყვეტილა... იმის მერე კავშირზე აღარ გამოსულა. ვეძებდით პოლიციის დახმარებით მთელ აჭარაში, მათ შორის, ქუთაისშიც, თბილისში...

ყველანაირი საშუალება იყო ჩართული... მხოლოდ 5 დღის მერე, ბათუმის ბულვარის ბოლოს გარდაცვლილი ვიპოვეთ, გზა შეშლია, აქეთ უნდა წამოსულიყო და იქით წავიდა. იქ კი მოსახლეობა და სამანქანო გზაც მთავრდება... ვლოცულობდი, რომ ცხედარი მაინც მეპოვა, რადგან დაუსრულებელი უშედეგო ძებნის შემდეგ ვხდებოდი, რომ გარდაცვლილი იყო... ან ზღვამ რომ არ წაიღო... იმ ადგილას სადაც ვიპოვეთ, ჭაობია, მაგრამ ხანდახან ზღვა გადმოდის, მაგრამ იმ დროს ადიდებული არ იყო... შესაძლოა ფეხი დაუსრიალდა, გადავარდა, იქიდან ვეღარ ამოვიდა და გული გაუჩერდა... ამის წარმოდგენაც კი მზარავს...

ამბავი, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ მოხდა

- მამა უკვე ერთი წლის გარდაცვლილი იყო, ნიკოლოზ წულუკიძემ გაოგნებულმა დამირეკა (იცოდა, რომ მამაჩემი გარდაცვლილი იყო). მამაშენის ნახატი აუქციონზეა გამოტანილიო. გავოცდი, მაგრამ გავვარდი და მაშინვე შევიძინე. მამა დიზაინერი იყო პროფესიით, მაგრამ მისი ნახატი მე არასდროს მინახავს. არ ხატავდა, პეიზაჟი, ნატურმორტი, ასეთი რაღაცები არასდროს დაუხატავს...

სამხატვრო აკადემია კი ჰქონდა დამთავრებული, შენობის დიზაინზე მუშაობდა, ქალაქ ბათუმის მთავარი მხატვარი იყო. ძალიან გამიკვირდა ის ნახატი რომ ვნახე, დედაჩემსაც გაუკვირდა. მამას მხატვრობის შესახებ მანაც არაფერი იცოდა. მერე აღმოჩნდა, რომ მისი ნახატები ვიღაცას ამერიკაშიც წაუღია. თურმე სტუდენტობის დროს ხატავდა. აუქციონზე უთქვამთ, რომ თენგიზ ღლონტის, ბათუმელი მხატვრების ახალგაზრდობაში შექმნილი ნამუშევარიაო. ნამუშევარი 1956 წლითაა დათარიღებული და კოლექციონერებთან იყო. მე ტილოზე გაკეთებული ხელმოწერით ვიცანი. იმ ყველაფერმა ისე იმოქმედა. თან დახატულია ის ადგილი, სადაც დაიღუპა. რაც მთავარია, მოხუცი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით მიდის. ამინდიც ზუსტად ისეთივეა, თოვლნარევი და დაახლოებით ის მიდამოა. ამ ყველაფრის შემდეგ ცხადია, ირაციონალური ფიქრები ჩაირთო, მაგრამ სიმართლე რა არის და როგორია, ვერ გავიგეთ. ასეთი დამთხვევა მოხდა, რამაც მართლა შემძრა.

რა ხდებოდა 5 დღის განმავლობაში

- ეს იყო ფსიქოლოგიური ტრავმა. ფსიქოლოგიურად ეს ისეთი მომენტი იყო, რომ არა მარტო ჩვენს ოჯახში, მთელ ნათესაობაში დეპრესიული ფონი იყო ჩამოწოლილი. ღამე არ გვეძინა. ქუჩაში ყველა მოხუცი მამაჩემი გვეგონა. ურთულესი პერიოდი გავიარეთ. ჩვენი ცუდად ყოფნა კარგა ხანს გაგრძელდა... როგორია, იმის გააზრება, რაც მოხდა და მერე ის, რომ ვერ პოულობ, არ იცი, ცოცხალია თუ მკვდარი... ბოლოს ისევ ამ მდგომარეობიდან ისევ სიმღერამ გამომიყვანა.