პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი მოგება ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყვილმა მოლდოველების დამარცხება შეძლო (ფოტოები)
პირველი მოგება ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყვილმა მოლდოველების დამარცხება შეძლო (ფოტოები)

პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ქვი­შის ფრენ­ბურ­თის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ტარ­დე­ბა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა 14 ივ­ლისს დას­რულ­დე­ბა.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე-2 დღეს სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა წყვილ­მა ლუკა ჯა­ნე­ლი­ძემ და ირაკ­ლი სუ­ბე­ლი­ან­მა მოლ­დო­ვას წყვი­ლის და­მარ­ცხე­ბა ან­გა­რი­შით 2-1 შეძ­ლეს (21:17; 15:21; 17:15). მო­ნა­წი­ლე წყვი­ლებ­მა, საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი სე­ტე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, თუმ­ცა ქარ­თველ­მა ფრენ­ბურ­თე­ლებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლი მო­გე­ბა სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე ჩა­ი­წე­რეს. ისი­ნი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ას­პა­რე­ზო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ფრენ­ბურ­თის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცია ევ­რო­პის 33 ქვეყ­ნი­დან მას­პინ­ძლობს უცხო­ელ სპორ­ტსმე­ნებს. ჩემ­პი­ო­ნა­ტი კა­ხე­თის რე­გი­ონ­ში, “ამ­ბა­სა­დო­რი კაჭ­რეთ­ში” იმარ­თე­ბა. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი 18-წლამ­დე ფრენ­ბურ­თე­ლებ­ში ტარ­დე­ბა და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ, რო­გორც გო­გო­ნე­ბი, ისე ვა­ჟე­ბი. მო­ნა­წი­ლე ქვეყ­ნებს შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოც, რო­მე­ლიც გო­გო­ნებ­სა და ვა­ჟებ­ში 3-3 წყვი­ლით ას­პა­რე­ზობს.

ჩემ­პი­ო­ნა­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუმ­რებ­მა და­დე­ბი­თად უკვე შე­ა­ფა­სეს. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 4 კორტზე, პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს თა­მა­შე­ბი - ჯამ­ში 48.

ქვი­შის ფრენ­ბურ­თი არის ზა­ფხუ­ლის სპორ­ტი, სა­დაც 8X8 ზო­მის ქვი­შის მო­ე­დან­ზე 2 მო­თა­მა­შე თა­მა­შობს. კლა­სი­კუ­რი ფრენ­ბურ­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით სპორ­ტის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­თა­მა­შე­ე­ბის აქ­ტი­ურ ჩარ­თუ­ლო­ბას მო­ი­თხოვს. ქვი­შის ფრენ­ბურ­თი 1996 წლი­დან ოლიმ­პი­ურ სა­ხე­ო­ბად გა­მო­ცხად­და და მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

პირველი მოგება ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყვილმა მოლდოველების დამარცხება შეძლო (ფოტოები)

პირველი მოგება ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე - ქართველმა წყვილმა მოლდოველების დამარცხება შეძლო (ფოტოები)

პირველად საქართველოში ქვიშის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატი ტარდება. საერთაშორისო ღონისძიება 14 ივლისს დასრულდება.

ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღეს საქართველოს წარმომადგენელმა წყვილმა ლუკა ჯანელიძემ და ირაკლი სუბელიანმა მოლდოვას წყვილის დამარცხება ანგარიშით 2-1 შეძლეს (21:17; 15:21; 17:15). მონაწილე წყვილებმა, საკმაოდ დაძაბული სეტები ჩაატარეს, თუმცა ქართველმა ფრენბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგება საკუთარ ანგარიშზე ჩაიწერეს. ისინი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას განაგრძობენ.

საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია ევროპის 33 ქვეყნიდან მასპინძლობს უცხოელ სპორტსმენებს. ჩემპიონატი კახეთის რეგიონში, “ამბასადორი კაჭრეთში” იმართება. ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდე ფრენბურთელებში ტარდება და მონაწილეობას იღებენ, როგორც გოგონები, ისე ვაჟები. მონაწილე ქვეყნებს შორის არის საქართველოც, რომელიც გოგონებსა და ვაჟებში 3-3 წყვილით ასპარეზობს.

ჩემპიონატი საერთაშორისო სტუმრებმა დადებითად უკვე შეაფასეს. დღის განმავლობაში 4 კორტზე, პარალელურად მიმდინარეობს თამაშები - ჯამში 48.

ქვიშის ფრენბურთი არის ზაფხულის სპორტი, სადაც 8X8 ზომის ქვიშის მოედანზე 2 მოთამაშე თამაშობს. კლასიკური ფრენბურთისგან განსხვავებით სპორტის ეს მიმართულება მოთამაშეების აქტიურ ჩართულობას მოითხოვს. ქვიშის ფრენბურთი 1996 წლიდან ოლიმპიურ სახეობად გამოცხადდა და მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.