სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი ჯადოსნურია ფეხბურთი" - ისტორიები, რომელიც ევრო 2024-მა მსოფლიოს აჩუქა: როგორი იყო "კერპების" და "ბავშვების" შერკინება
"ასეთი ჯადოსნურია ფეხბურთი" - ისტორიები, რომელიც ევრო 2024-მა მსოფლიოს აჩუქა: როგორი იყო "კერპების" და "ბავშვების" შერკინება

უეფა-ს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რი­გით მე-17-ე სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ნაკ­რე­ბებს შო­რის, ევრო2024 14 ივ­ნისს და­ი­წყო. მთე­ლი მსოფ­ლიო მო­უთ­მენ­ლად ელო­და მატ­ჩებს. ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი თვე­ე­ბით ადრე ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ. გერ­მა­ნი­ამ კი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­მარ­თვა და ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მზა­დე­ბა სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში და­ი­წყო.

ზა­ფხუ­ლის მატ­ჩე­ბი ათი ქა­ლა­ქის არე­ნა­ზე იმარ­თე­ბა. ბერ­ლი­ნი, დორ­ტმუნ­დი, მი­უნ­ხე­ნი, კი­ოლ­ნი, შტუტ­გარ­ტი, ჰამ­ბურ­გი, ლა­იფ­ცი­გი, ფრან­კფურ­ტი, გელ­ზენ­კირ­ხე­ნი და დი­უ­სელ­დორ­ფი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­სულ სტუმ­რებს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დახ­ვდნენ. თი­თო­ე­ულ ქა­ლაქ­ში ამის­თვის რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ევრო და­ი­ხარ­ჯა.

  • ყვე­ლა ელო­და სა­ო­ცარ სა­ნა­ხა­ო­ბას და ემო­ცი­ებს, თუმ­ცა არა­ვინ იყო მზად იმის­თვის, რაც შემ­დეგ მოხ­და...

ევრო 2024- მა მთელ მსოფ­ლი­ოს და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, მი­თო­ლო­გი­უ­რი და ლე­გენ­და­რუ­ლი ამ­ბე­ბი აჩუ­ქა. ყვე­ლა­ფე­რი კი სა­ბერ­ძნეთ­თან სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბით და­ი­წყო. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­სას­ვლე­ლი პლეი-ოფის ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მა სა­ბერ­ძნეთს პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში სძლია და ევრო 2024-ის საგ­ზუ­რი მო­ი­პო­ვა.

  • შემ­დე­გი შოკი სა­ქარ­თვე­ლო - პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩი იყო. სწო­რედ მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნა მსოფ­ლი­ოს მე­დი­ამ წლე­ბის წინ, კრის­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუ­სა და პა­ტა­რა ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ფოტო/ ვი­დეო მა­სა­ლა

“2013 წელს რო­ნალ­დუმ სა­ქარ­თვე­ლო­ში (თბი­ლის­ში) დი­ნა­მოს ფეხ­ბურ­თის აკა­დე­მია გახ­სნა. 10 წლის შემ­დეგ, მას სწო­რედ ფო­ტო­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ბავ­შვე­ბი ეთა­მა­შე­ბოდ­ნენ ევრო 2024-ზე“, - წერ­და მსოფ­ლი­ოს მე­დია.

პა­ტა­რა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძის, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი­სა და მათი კერ­პის - კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დუს ფოტო მსოფ­ლი­ოს ელ­ვი­სის სის­წრა­ფით მო­ე­დო.

შემ­დეგ იყო სა­ქარ­თვე­ლოს­თან წა­გე­ბუ­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩი, რო­ნალ­დუს და “კვა­რას“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დამ­შვი­დო­ბე­ბა, გაც­ვლი­ლი მა­ი­სუ­რე­ბი და ასო­ბით სტა­ტი­ე­ბი GOAT- ზე, რო­მელ­მაც მო­მა­ვალ თა­ო­ბებს გა­და­უ­ლო­ცა სარ­ბი­ე­ლი.

“ოც­ნე­ბე­ბი სრულ­დე­ბა“, - ცი­ტი­რებ­დნენ და ავ­რცე­ლებ­დნენ კვა­რა­ცხე­ლი­ას ფრა­ზას უცხო­უ­რი სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, ინ­სტაგ­რამ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტოს­თან ერ­თად. სა­დაც ჩანს რო­ნალ­დუს მა­ი­სუ­რი, რო­მე­ლიც მან ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს უსახ­სოვ­რა.

  • სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ე­ბი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა... ახლა მსოფ­ლიო 16 წლის ია­მა­ლი­სა და მე­სის ფო­ტო­ებ­ზე სა­უბ­რობს

“ალ­ბათ, მარ­თლა არ­სე­ბობს რა­ღაც... მან თა­ვი­სი ძალა გა­დას­ცა... ორი ლე­გენ­დის და­სა­წყი­სი...“ - წე­რენ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ და უამ­რავ სხვა ცი­ტა­ტას 4 თვის ლა­მინ ია­მა­ლის და მე­სის ფო­ტო­ებ­ზე, რო­მელ­საც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ის­ტო­რია აქვს.

“20 წლის ლეო 2007 წელს პირ­ვე­ლად შეხ­ვდა ია­მალს. 17 წლის შემ­დეგ ერთი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბის­თვის იბ­რძო­ლებს ფი­ნალ­ში, მე­ო­რე კი კოპა ამე­რი­კის მო­სა­გე­ბად. ასე­თი ჯა­დოს­ნუ­რია ფეხ­ბურ­თი“ , - წერს Entrepreneur Georgia და Bleacher Report -ის ილუსტრა­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს.

წინა შემ­თხვე­ვის მსგავ­სად, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ჯა­დოს­ნურ ამ­ბავს ჰგავს მათი ამ­ბა­ვი. მა­შინ ხომ ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, რომ პა­ტა­რა ია­მა­ლი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­დე­ბო­და, ვინც ევრო 2024-ზე მე­ტო­ქე­ებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და, პე­ლეს რე­კორდს და­ამ­ხობ­და და მსოფ­ლიო მას­ზე ისა­უბ­რებ­და.

"ია­მა­ლი ეს­პა­ნე­თის მო­მა­ვალ ოქ­როს ერა­ზე მიგ­ვა­ნიშ­ნებს... ფი­ნალ­ში გა­მოჩ­ნდა ვარ­სკვლა­ვი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ძლი­ე­რი მემ­კვიდ­რე. ლა­მინ ია­მა­ლის სენ­სა­ცი­ურ­მა გოლ­მა ევრო 2024 გა­ა­ნა­თა...“

"თით­ქოს მას ღვთის კვერ­თხი შე­ე­ხო, რჩე­უ­ლია"

“წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ის­ტო­რია ლი­ო­ნელ მე­სის და ლა­მინ ია­მა­ლის ფო­ტო­ებს მიღ­მა“ - წერს მე­ინ­სტრიმ მე­დია.

ბარ­სე­ლო­ნას ტა­ლან­ტის, ლა­მინ ია­მა­ლის მა­მამ, მუ­ნირ ნას­რა­უ­იმ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვი­სი შვი­ლი­სა და ლი­ო­ნელ მე­სის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, წარ­წე­რით: "ორი ლე­გენ­დის და­სა­წყი­სი". ამის შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ლე­გენ­და­რუ­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი­სა და 16 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის კი­დევ არა­ერ­თი ფოტო გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც 2007 წლის დე­კემ­ბრით თა­რიღ­დე­ბა. მა­შინ ია­მა­ლი მხო­ლოდ და მხო­ლოდ 4 თვის იყო. ფო­ტო­ე­ბი სო­ლი­და­რო­ბის კა­ლენ­დრის გამო გა­და­ი­ღეს, რო­მელ­საც კა­ტა­ლო­ნი­უ­რი გა­მო­ცე­მა ყო­ველ წელს აწარ­მო­ებ­და და რო­მელ­შიც ბარ­სე­ლო­ნას ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ამ ის­ტო­რი­უ­ლი კად­რის ფო­ტოგ­რაფ­მა, ჯოან მონ­ფორ­ტმა, The Athletic-თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის პრო­ცე­სი გა­იხ­სე­ნა: "რთუ­ლი ფოტო იყო, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მის გა­და­სა­ღე­ბად “სის­ხლი დავღვა­რე“, - აღ­ნიშ­ნა ფო­ტოგ­რაფ­მა.

მარ­თლაც ასე­თი ჯა­დოს­ნუ­რია ფეხ­ბურ­თი...

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

ყველა ოცნება ასე აგხდომოდეს ჩვენო ხვიჩა <3 მართლაც საოცარია 

მორიელი
1

ფოტოგრაფმა ხელობა დაიფასა. რა სისხლი არა, კვატი დაღვარა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ასეთი ჯადოსნურია ფეხბურთი" - ისტორიები, რომელიც ევრო 2024-მა მსოფლიოს აჩუქა: როგორი იყო "კერპების" და "ბავშვების" შერკინება

"ასეთი ჯადოსნურია ფეხბურთი" - ისტორიები, რომელიც ევრო 2024-მა მსოფლიოს აჩუქა: როგორი იყო "კერპების" და "ბავშვების" შერკინება

უეფა-ს მიერ ჩატარებული რიგით მე-17-ე საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნების ნაკრებებს შორის, ევრო2024 14 ივნისს დაიწყო. მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდა მატჩებს. ფეხბურთის გულშემატკივრები თვეებით ადრე ემზადებოდნენ. გერმანიამ კი ინფრასტრუქტურის გამართვა და ჩემპიონატისთვის მზადება საგანგებო რეჟიმში დაიწყო.

ზაფხულის მატჩები ათი ქალაქის არენაზე იმართება. ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, კიოლნი, შტუტგარტი, ჰამბურგი, ლაიფციგი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი და დიუსელდორფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულ სტუმრებს მომზადებულები დახვდნენ. თითოეულ ქალაქში ამისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ევრო დაიხარჯა.

  • ყველა ელოდა საოცარ სანახაობას და ემოციებს, თუმცა არავინ იყო მზად იმისთვის, რაც შემდეგ მოხდა...

ევრო 2024- მა მთელ მსოფლიოს დაუჯერებელი, მითოლოგიური და ლეგენდარული ამბები აჩუქა. ყველაფერი კი საბერძნეთთან საქართველოს ისტორიული გამარჯვებით დაიწყო. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.

  • შემდეგი შოკი საქართველო - პორტუგალიის მატჩი იყო. სწორედ მაშინ აღმოაჩინა მსოფლიოს მედიამ წლების წინ, კრისტიანო რონალდუსა და პატარა ქართველი ფეხბურთელების ფოტო/ ვიდეო მასალა

“2013 წელს რონალდუმ საქართველოში (თბილისში) დინამოს ფეხბურთის აკადემია გახსნა. 10 წლის შემდეგ, მას სწორედ ფოტოზე გამოსახული ბავშვები ეთამაშებოდნენ ევრო 2024-ზე“, - წერდა მსოფლიოს მედია.

პატარა ხვიჩა კვარაცხელიას, ზურიკო დავითაშვილის, გიორგი მამარდაშვილის, გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი ქოჩორაშვილისა და მათი კერპის - კრიშტიანო რონალდუს ფოტო მსოფლიოს ელვისის სისწრაფით მოედო.

შემდეგ იყო საქართველოსთან წაგებული პორტუგალიის მატჩი, რონალდუს და “კვარას“ განსაკუთრებული დამშვიდობება, გაცვლილი მაისურები და ასობით სტატიები GOAT- ზე, რომელმაც მომავალ თაობებს გადაულოცა სარბიელი.

“ოცნებები სრულდება“, - ციტირებდნენ და ავრცელებდნენ კვარაცხელიას ფრაზას უცხოური სპორტული გამოცემები, ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოსთან ერთად. სადაც ჩანს რონალდუს მაისური, რომელიც მან ქართველ ფეხბურთელს უსახსოვრა.

  • საოცარი ისტორიები ამით არ დასრულებულა... ახლა მსოფლიო 16 წლის იამალისა და მესის ფოტოებზე საუბრობს

“ალბათ, მართლა არსებობს რაღაც... მან თავისი ძალა გადასცა... ორი ლეგენდის დასაწყისი...“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ და უამრავ სხვა ციტატას 4 თვის ლამინ იამალის და მესის ფოტოებზე, რომელსაც წარმოუდგენელი ისტორია აქვს.

“20 წლის ლეო 2007 წელს პირველად შეხვდა იამალს. 17 წლის შემდეგ ერთი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს ფინალში, მეორე კი კოპა ამერიკის მოსაგებად. ასეთი ჯადოსნურია ფეხბურთი“ , - წერს Entrepreneur Georgia და Bleacher Report -ის ილუსტრაციებს აქვეყნებს.

წინა შემთხვევის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ჯადოსნურ ამბავს ჰგავს მათი ამბავი. მაშინ ხომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პატარა იამალი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდებოდა, ვინც ევრო 2024-ზე მეტოქეებს დაუპირისპირდებოდა, პელეს რეკორდს დაამხობდა და მსოფლიო მასზე ისაუბრებდა.

"იამალი ესპანეთის მომავალ ოქროს ერაზე მიგვანიშნებს... ფინალში გამოჩნდა ვარსკვლავი, რომელიც შეიძლება იყოს ძლიერი მემკვიდრე. ლამინ იამალის სენსაციურმა გოლმა ევრო 2024 გაანათა...“

"თითქოს მას ღვთის კვერთხი შეეხო, რჩეულია"

“წარმოუდგენელი ისტორია ლიონელ მესის და ლამინ იამალის ფოტოებს მიღმა“ - წერს მეინსტრიმ მედია.

ბარსელონას ტალანტის, ლამინ იამალის მამამ, მუნირ ნასრაუიმ სოციალურ ქსელში თავისი შვილისა და ლიონელ მესის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით: "ორი ლეგენდის დასაწყისი". ამის შემდეგ ინტერნეტსივრცეში ლეგენდარული არგენტინელისა და 16 წლის ფეხბურთელის კიდევ არაერთი ფოტო გავრცელდა, რომელიც 2007 წლის დეკემბრით თარიღდება. მაშინ იამალი მხოლოდ და მხოლოდ 4 თვის იყო. ფოტოები სოლიდარობის კალენდრის გამო გადაიღეს, რომელსაც კატალონიური გამოცემა ყოველ წელს აწარმოებდა და რომელშიც ბარსელონას ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ამ ისტორიული კადრის ფოტოგრაფმა, ჯოან მონფორტმა, The Athletic-თან ფოტოების გადაღების პროცესი გაიხსენა: "რთული ფოტო იყო, შემიძლია ვთქვა, რომ მის გადასაღებად “სისხლი დავღვარე“, - აღნიშნა ფოტოგრაფმა.

მართლაც ასეთი ჯადოსნურია ფეხბურთი...

ასევე იხილეთ: