Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ" - თურქული შოუბიზნესის ულამაზესი ვარსკვლავი ქართველი აღმოჩნდა: რა არის ცნობილი პოპულარულ მსახიობზე
"დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ" - თურქული შოუბიზნესის ულამაზესი ვარსკვლავი ქართველი აღმოჩნდა: რა არის ცნობილი პოპულარულ მსახიობზე

უკვე სამი დღეა რაც თურ­ქუ­ლი მე­დია ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის ბურ­ჩუ ბი­ნი­ჩის შე­სა­ხებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურ­ჩუ 7-თვი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ქმარს და­შორ­და და ეს ამ­ბა­ვი ყვი­თე­ლი პრე­სის გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თემა იყო.

თუმ­ცა მხო­ლოდ ეს არ არის - მსა­ხი­ობ­მა ამ­ჯე­რად სულ სხვა ამ­ბით მი­ი­პყრო მე­დი­ი­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­მო­ა­ცხა­და, რომ "დნმ-ის ტეს­ტი გა­ი­კე­თა და 100%-ით ქარ­თვე­ლი და ლაზი აღ­მოჩ­ნდა.“

ბი­ნი­ჩი ამ­ბობს, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა, რომ დნმ-ის ტეს­ტი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა და შე­დე­გი მის­თვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა.

"ჩემი ფეს­ვე­ბი 100 პრო­ცენ­ტით ქარ­თუ­ლი და ლა­ზუ­რია... მე 100%-ით ქარ­თვე­ლი ვარ," - ამ­ბობს მე­დი­ას­თან ბურ­ჩუ.

"ჩემი ფეს­ვე­ბი კავ­კა­სი­ი­დან მო­დის. მე­გო­ნა, რომ ჩემი ფეს­ვე­ბი რი­ზე­დან იყო, მაგ­რამ როცა დნმ-ის ტეს­ტი გა­ვი­კე­თე, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დავ­რჩი, რო­დე­საც გა­ვი­გე სა­ი­დან მო­დის ჩემი ფეს­ვე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მან.

  • მოკ­ლედ ბურ­ჩუს შე­სა­ხებ

ბურ­ჩუ ბი­ნი­ჩი, 1986 წლის 6 ივ­ნისს და­ი­ბა­და და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში ერ­ზე­რუმ­ში გა­ი­ზარ­და. გო­გო­ნას მა­მის სამ­სა­ხუ­რის გამო სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში უწევ­და ცხოვ­რე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მისი ფეს­ვე­ბი რი­ზე­დან იყო.

ბურ­ჩუ ბი­ნი­ჩი, რომ­ლის მა­მაც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე იყო, სა­ბო­ლო­ოდ აი­დინ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. გო­გო­ნამ იქ და­ამ­თავ­რა სა­შუ­ა­ლო სკო­ლა. ბავ­შვო­ბი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო სიმ­ღე­რი­თა და და­სარ­ტყა­მი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის შეს­წავ­ლით.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მა­მა­მი­სი ერ­ზე­რუმ­ში დაბ­რუნ­და, ბურ­ჩუ ყველ­გან მუ­შა­ობ­და, მათ შო­რის აფ­თი­აქ­ში და მო­ცეკ­ვა­ვედ.

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა 2007 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც სე­რი­ალ­ში "ღრუბ­ლებს მიღ­მა" გი­უ­ლენ­გი­უ­ლის როლი შე­ას­რუ­ლა. პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ Söz-ში ცე­რე­ნის რო­ლით მო­ვი­და, შემ­დეგ კი კარ­გა ხანს ქალი ეკ­რა­ნე­ბი­დან გაქ­რა.

ბურ­ჯუს კა­რი­ე­რა­ში რამ­დე­ნი­მე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი პრო­ექ­ტი ჰქონ­და, თუმ­ცა წარ­მა­ტე­ბა მა­ინც მალე მო­ვი­და. 2011 წელს ბურ­ჯუმ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ და აღი­ა­რე­ბულ სე­რი­ალ­ში “დი­დე­ბუ­ლი სა­უ­კუ­ნე”. 2015-2017 წლებ­ში კი სე­რი­ალ­ში "სი­ცო­ცხლის სიმ­ღე­რა“, სა­დაც ჰუ­ლი­ას როლს თა­მა­შობ­და. სწო­რედ ეს როლი გახ­და მის­თვის წარ­მა­ტე­ბის ბი­ლე­თი, მა­ყუ­რებ­ლებს იმ­დე­ნად შე­აყ­ვა­რა თავი, რომ სულ მალე თურ­ქე­თის შო­უ­ბიზ­ნე­სის ერთ-ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დი ფი­გუ­რა გახ­და. ბურ­ჯუ თურ­ქე­თის შო­უ­ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის ათე­ულ­ში, მე­სა­მე ად­გილს იკა­ვებს.

ავტორი:

"დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ" - თურქული შოუბიზნესის ულამაზესი ვარსკვლავი ქართველი აღმოჩნდა: რა არის ცნობილი პოპულარულ მსახიობზე

"დნმ-ის ტესტი გავიკეთე, მე 100%-ით ქართველი ვარ" - თურქული შოუბიზნესის ულამაზესი ვარსკვლავი ქართველი აღმოჩნდა: რა არის ცნობილი პოპულარულ მსახიობზე

უკვე სამი დღეა რაც თურქული მედია ცნობილი თურქი მსახიობის ბურჩუ ბინიჩის შესახებ წერს. ცოტა ხნის წინ, ბურჩუ 7-თვიანი ქორწინების შემდეგ, ქმარს დაშორდა და ეს ამბავი ყვითელი პრესის განხილვის მთავარი თემა იყო.

თუმცა მხოლოდ ეს არ არის - მსახიობმა ამჯერად სულ სხვა ამბით მიიპყრო მედიისა და თაყვანისმცემლების ყურადღება. ჟურნალისტებთან საუბრისას გამოაცხადა, რომ "დნმ-ის ტესტი გაიკეთა და 100%-ით ქართველი და ლაზი აღმოჩნდა.“

ბინიჩი ამბობს, რომ განქორწინების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დნმ-ის ტესტი ჩაეტარებინა და შედეგი მისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა.

"ჩემი ფესვები 100 პროცენტით ქართული და ლაზურია... მე 100%-ით ქართველი ვარ," - ამბობს მედიასთან ბურჩუ.

"ჩემი ფესვები კავკასიიდან მოდის. მეგონა, რომ ჩემი ფესვები რიზედან იყო, მაგრამ როცა დნმ-ის ტესტი გავიკეთე, გაკვირვებული დავრჩი, როდესაც გავიგე საიდან მოდის ჩემი ფესვები", - განაცხადა მან.

  • მოკლედ ბურჩუს შესახებ

ბურჩუ ბინიჩი, 1986 წლის 6 ივნისს დაიბადა და მშობლიურ ქალაქში ერზერუმში გაიზარდა. გოგონას მამის სამსახურის გამო სხვადასხვა ქალაქში უწევდა ცხოვრება, დარწმუნებული იყო, რომ მისი ფესვები რიზედან იყო.

ბურჩუ ბინიჩი, რომლის მამაც საჯარო მოხელე იყო, საბოლოოდ აიდინში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონამ იქ დაამთავრა საშუალო სკოლა. ბავშვობიდან დაინტერესებული იყო სიმღერითა და დასარტყამი ინსტრუმენტების შესწავლით.

სკოლის დამთავრების შემდეგ, როდესაც მამამისი ერზერუმში დაბრუნდა, ბურჩუ ყველგან მუშაობდა, მათ შორის აფთიაქში და მოცეკვავედ.

სამსახიობო კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც სერიალში "ღრუბლებს მიღმა" გიულენგიულის როლი შეასრულა. პოპულარობა სერიალ Söz-ში ცერენის როლით მოვიდა, შემდეგ კი კარგა ხანს ქალი ეკრანებიდან გაქრა.

ბურჯუს კარიერაში რამდენიმე წარუმატებელი პროექტი ჰქონდა, თუმცა წარმატება მაინც მალე მოვიდა. 2011 წელს ბურჯუმ მონაწილეობა მიიღო, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და აღიარებულ სერიალში “დიდებული საუკუნე”. 2015-2017 წლებში კი სერიალში "სიცოცხლის სიმღერა“, სადაც ჰულიას როლს თამაშობდა. სწორედ ეს როლი გახდა მისთვის წარმატების ბილეთი, მაყურებლებს იმდენად შეაყვარა თავი, რომ სულ მალე თურქეთის შოუბიზნესის ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი ფიგურა გახდა. ბურჯუ თურქეთის შოუბიზნესის ყველაზე ლამაზი და წარმატებული ქალების ათეულში, მესამე ადგილს იკავებს.