მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ობოლი იყო, დეიდამ გაზარდა..." - უკრაინაში საავადმყოფოზე ოკუპანტების იერიშის შედეგად ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა
"ის ობოლი იყო, დეიდამ გაზარდა..." - უკრაინაში საავადმყოფოზე ოკუპანტების იერიშის შედეგად ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა

კი­ევ­ში, ოხ­მატ­დი­ტის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე რუ­სე­თის თავ­დას­ხმის შე­დე­გად ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი 30 წლის ექი­მი სვეტ­ლა­ნა ლუ­კი­ან­ჩუ­კია. ინ­ფორ­მა­ცია "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე ლვო­ვის მერ­მა ან­დრეი სა­დოვ­მა გა­ავ­რცე­ლა.

ახალ­გაზ­რდა ექი­მი ლვოვ­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნა ობო­ლი იყო და დე­ი­დამ გა­ზარ­და. სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ნეფ­რო­ლო­გად მუ­შა­ობ­და.

"სვეტ­ლა­ნას ლვოვ­ში დაკ­რძა­ლა­ვენ მშობ­ლე­ბის მახ­ლობ­ლად, გო­ლოს­კოვ­სკის სა­საფ­ლა­ო­ზე", - წერს სა­დო­ვი.

  • რა არის ამ დრო­ის­თვის ცნო­ბი­ლი ოხ­მატ­დი­ტის ტრა­გე­დი­ა­ზე?

8 ივ­ლისს რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა კი­ევ­ზე სა­რა­კე­ტო შე­ტე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. ოხ­მატ­დი­ტის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო მტრის ცე­ცხლის ქვეშ მო­ექ­ცა.

მა­ლე­ვე კი­ევ­ში მწვა­ნე დე­რე­ფა­ნი მო­ე­წყო, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც კლი­ნი­კა­ში მწო­ლი­ა­რე ბავ­შვე­ბი მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­იყ­ვნეს.

ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­რა­კე­ტო იე­რი­შის შე­დე­გად მთელს კი­ევ­ში და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 20-მდე გა­ი­ზარ­და და 61 და­შავ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"კი­ევ­ში 20 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 61 და­შავ­და. კერ­ძოდ, "ოხ­მატ­დი­ტის“ ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 2 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 10 და­შავ­და. 4 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს, მათ­გან 3 ბავ­შვია“, - აცხა­დებს უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

ავტორი:

"ის ობოლი იყო, დეიდამ გაზარდა..." - უკრაინაში საავადმყოფოზე ოკუპანტების იერიშის შედეგად ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა

"ის ობოლი იყო, დეიდამ გაზარდა..." - უკრაინაში საავადმყოფოზე ოკუპანტების იერიშის შედეგად ახალგაზრდა ექიმი დაიღუპა

კიევში, ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი 30 წლის ექიმი სვეტლანა ლუკიანჩუკია. ინფორმაცია "ტელეგრამის" არხზე ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა გაავრცელა.

ახალგაზრდა ექიმი ლვოვში დაიბადა. გოგონა ობოლი იყო და დეიდამ გაზარდა. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბავშვთა საავადმყოფოში ნეფროლოგად მუშაობდა.

"სვეტლანას ლვოვში დაკრძალავენ მშობლების მახლობლად, გოლოსკოვსკის სასაფლაოზე", - წერს სადოვი.

  • რა არის ამ დროისთვის ცნობილი ოხმატდიტის ტრაგედიაზე?

8 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფო მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა.

მალევე კიევში მწვანე დერეფანი მოეწყო, რომლის საშუალებითაც კლინიკაში მწოლიარე ბავშვები მარცხენა სანაპიროზე გადაიყვნეს.

ბოლო ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად მთელს კიევში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და 61 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. კერძოდ, "ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია“, - აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.