საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზიდანების წყვილის "მარგალიტის ქორწილი" და 53 წლის ვერონიკას შთამბეჭდავი გარეგნობა - ზინედინ ზიდანი და მისი ცოლი ახლახან ბებია-ბაბუა გახდნენ (ფოტოები)
ზიდანების წყვილის "მარგალიტის ქორწილი" და 53 წლის ვერონიკას შთამბეჭდავი გარეგნობა - ზინედინ ზიდანი და მისი ცოლი ახლახან ბებია-ბაბუა გახდნენ (ფოტოები)

ლე­გენ­და­რულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ზი­ნე­დინ ზი­დან­მა და მის­მა მე­უღ­ლემ ვე­რო­ნი­კა ფერ­ნან­დეს­მა უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში ახ­ლა­ხან ქორ­წი­ნე­ბის 30 წლის იუ­ბი­ლე აღ­ნიშ­ნეს. წყვილ­მა კი­დევ ერთხელ შეჰ­ფი­ცა ერ­თგუ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთს.

წყვი­ლის ოთხი­ვე ვაჟი მა­მის კვალს გაჰ­ყვა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი არი­ან. თეო, ლუკა, ელი­ა­ზი და ენცო ეს­პა­ნე­თის სხვა­დას­ხვა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ: თეო წარ­მო­ად­გენს მად­რი­დის რე­ალს, ელი­ა­ზი წარ­მო­ად­გენს ბე­ტისს, ენცო - ფუ­ენ­ლაბ­რა­დას და ლუკა - ეი­ბარს.

სა­ქორ­წი­ნო წვე­უ­ლე­ბას ზი­და­ნის მშობ­ლე­ბიც და­ეს­წრნენ, რათა წყვი­ლის­თვის "მარ­გა­ლი­ტის ქორ­წი­ლი" მი­ე­ლო­ცათ.

ზი­ნე­დინ­მა და ვე­რო­ნი­კამ ერ­თმა­ნე­თი 1989 წელს გა­იც­ნეს, რო­დე­საც ისი­ნი 17 და 18 წლის იყ­ვნენ და 1994 წელს და­ქორ­წინ­დნენ.

  • ახლა წყვი­ლი ცხოვ­რე­ბის ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და და ბე­ბია-ბა­ბუაა. ზი­და­ნი და ვე­რო­ნი­კა ხში­რად ატა­რე­ბენ დროს ახალ­შო­ბილ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან, ჯუ­ლი­ას­თან და კა­ი­ას­თან ერ­თად.

ვე­რო­ნი­კა, რო­მე­ლიც დღემ­დე იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია, საფ­რან­გეთ­ში და­ი­ბა­და, ღა­რი­ბი ან­და­ლუ­სი­ე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში. შვი­დი წლის ასა­კი­დან გო­გო­ნა ოც­ნე­ბობ­და გამ­ხდა­რი­ყო მო­ცეკ­ვა­ვე, მაგ­რამ ოც­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის დათ­მო.

1989 წელს, კა­ნის სა­ბა­ლე­ტო სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას, ვე­რო­ნი­კამ ზიზუ გა­იც­ნო.

"ჩვე­ნი გაც­ნო­ბა ბედ­ნი­ე­რი დამ­თხვე­ვა იყო, ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლიყ­ვნენ, მათ შო­რის იყო ერთი უც­ნო­ბი ბიჭი, სიმ­პა­თი­უ­რი, მაგ­რამ ისე­თი მორ­ცხვი, მა­შინ­ვე მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მას ისე­თი­ვე ცო­ცხა­ლი გოგო სჭირ­დე­ბო­და, რო­გო­რიც მე ვი­ყა­ვი. აღ­მოჩ­ნდა, რომ ისიც იგი­ვეს ფიქ­რობ­და", - იხ­სე­ნე­ბეს ვე­რო­ნი­კა.

1994 წლის 29 მა­ისს ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წინ­დნენ. გო­გო­ნა და­ემ­შვი­დო­ბა ბა­ლეტს, ცხოვ­რე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და ფეხ­ბურთს მი­უ­ძღვნა.

ზი­და­ნი ყო­ველ­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს მე­უღ­ლის აზრს.

თა­ვად ვე­რო­ნი­კამ აღი­ა­რა, რომ ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ქმრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, მაგ­რამ მხო­ლოდ მათი ოჯა­ხის სა­სარ­გებ­ლოდ. "ზი­ნე­დინ­მა იმ­დე­ნად დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა, რომ ჩემი მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ამას უბ­რა­ლოდ ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და", - იხუმ­რა სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლემ ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

რო­გორ იცხოვ­რა ზი­დან­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერთ ქალ­თან - სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლე­ბი...

ზიზუ და ვე­რო­ნი­კა, ორი­ვე ემიგ­რან­ტე­ბის შვი­ლე­ბი არი­ან. ზი­და­ნის ნა­თე­სა­ვე­ბი ალ­ჟი­რი­დან არი­ან, ცო­ლის კი ან­და­ლუ­სი­ი­დან.

1994 წელს, რო­დე­საც წყვილ­მა იქორ­წი­ნა, ზი­ნე­დი­ნი ბორ­დო­ში თა­მა­შობ­და. ქორ­წი­ლი ეი­ლა­ნის ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში გა­ი­მარ­თა. "თუ დავ­ქორ­წინ­დე­ბი, ეს იქ­ნე­ბა სა­მუ­და­მოდ", - თქვა ზი­დან­მა და პი­რო­ბა შე­ას­რუ­ლა.

მე­დია ხში­რად წერ­და ზი­და­ნის შე­საძ­ლო რო­მა­ნებ­ზე სხვა­დას­ხვა ცნო­ბილ ქა­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც მან 1998 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თე­ლი მე­უღ­ლის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა.

წყვილს ოთხი შვი­ლი ჰყავს: ენცო და­ი­ბა­და 1995 წელს, ლუკა - 1998 წელს, თეო - 2002 წელს და ელი­ა­ზი - 2005 წელს. ყვე­ლა­ნი მა­მის კვალს გაჰ­ყვნენ და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გახ­დნენ.

ვე­რო­ნი­კამ ირი­ბად იმოქ­მე­და ზი­ზუს მად­რი­დის რე­ალ­ში გა­დას­ვლა­ზე. მას არ მოს­წონ­და ტუ­რი­ნის კლი­მა­ტი, ბავ­შვე­ბი ხში­რად ავად­მყო­ფობ­დნენ და ფეხ­ბურ­თე­ლის აგენ­ტი ცოლს ეუბ­ნე­ბო­და, რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და მათ­თვის ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა.

გაც­ნო­ბი­დან 33 წლის შემ­დეგ, ვე­რო­ნი­კა და ზიზუ სრულ იდი­ლი­ა­ში არი­ან. „ჩვენს შო­რის არა­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რი არ არ­სე­ბობს და ეს მშვე­ნი­ე­რია", - აღ­ნიშ­ნა ზი­დან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ზიდანების წყვილის "მარგალიტის ქორწილი" და 53 წლის ვერონიკას შთამბეჭდავი გარეგნობა - ზინედინ ზიდანი და მისი ცოლი ახლახან ბებია-ბაბუა გახდნენ (ფოტოები)

ზიდანების წყვილის "მარგალიტის ქორწილი" და 53 წლის ვერონიკას შთამბეჭდავი გარეგნობა - ზინედინ ზიდანი და მისი ცოლი ახლახან ბებია-ბაბუა გახდნენ (ფოტოები)

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ზინედინ ზიდანმა და მისმა მეუღლემ ვერონიკა ფერნანდესმა უახლოესი მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში ახლახან ქორწინების 30 წლის იუბილე აღნიშნეს. წყვილმა კიდევ ერთხელ შეჰფიცა ერთგულება ერთმანეთს.

წყვილის ოთხივე ვაჟი მამის კვალს გაჰყვა და პროფესიონალი ფეხბურთელები არიან. თეო, ლუკა, ელიაზი და ენცო ესპანეთის სხვადასხვა საფეხბურთო კლუბებში თამაშობენ: თეო წარმოადგენს მადრიდის რეალს, ელიაზი წარმოადგენს ბეტისს, ენცო - ფუენლაბრადას და ლუკა - ეიბარს.

საქორწინო წვეულებას ზიდანის მშობლებიც დაესწრნენ, რათა წყვილისთვის "მარგალიტის ქორწილი" მიელოცათ.

ზინედინმა და ვერონიკამ ერთმანეთი 1989 წელს გაიცნეს, როდესაც ისინი 17 და 18 წლის იყვნენ და 1994 წელს დაქორწინდნენ.

  • ახლა წყვილი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავიდა და ბებია-ბაბუაა. ზიდანი და ვერონიკა ხშირად ატარებენ დროს ახალშობილ შვილიშვილებთან, ჯულიასთან და კაიასთან ერთად.

ვერონიკა, რომელიც დღემდე იდეალურ ფორმაშია, საფრანგეთში დაიბადა, ღარიბი ანდალუსიელი ემიგრანტების ოჯახში. შვიდი წლის ასაკიდან გოგონა ოცნებობდა გამხდარიყო მოცეკვავე, მაგრამ ოცნება სიყვარულისთვის დათმო.

1989 წელს, კანის საბალეტო სკოლაში სწავლისას, ვერონიკამ ზიზუ გაიცნო.

"ჩვენი გაცნობა ბედნიერი დამთხვევა იყო, ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ჩემს სანახავად მოსულიყვნენ, მათ შორის იყო ერთი უცნობი ბიჭი, სიმპათიური, მაგრამ ისეთი მორცხვი, მაშინვე მომეჩვენა, რომ მას ისეთივე ცოცხალი გოგო სჭირდებოდა, როგორიც მე ვიყავი. აღმოჩნდა, რომ ისიც იგივეს ფიქრობდა", - იხსენებეს ვერონიკა.

1994 წლის 29 მაისს ახალგაზრდა შეყვარებულები დაქორწინდნენ. გოგონა დაემშვიდობა ბალეტს, ცხოვრება საყვარელ ადამიანს და ფეხბურთს მიუძღვნა.

ზიდანი ყოველთვის ითვალისწინებს მეუღლის აზრს.

თავად ვერონიკამ აღიარა, რომ ის გავლენას ახდენს ქმრის გადაწყვეტილებაზე, მაგრამ მხოლოდ მათი ოჯახის სასარგებლოდ. "ზინედინმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ ჩემი მხარდაჭერის გარეშე ამას უბრალოდ ვერ მოახერხებდა", - იხუმრა სპორტსმენის მეუღლემ ერთ-ერთ ინტერვიუში.

როგორ იცხოვრა ზიდანმა მთელი ცხოვრება ერთ ქალთან - საინტერესო დეტალები...

ზიზუ და ვერონიკა, ორივე ემიგრანტების შვილები არიან. ზიდანის ნათესავები ალჟირიდან არიან, ცოლის კი ანდალუსიიდან.

1994 წელს, როდესაც წყვილმა იქორწინა, ზინედინი ბორდოში თამაშობდა. ქორწილი ეილანის ციხესიმაგრეში გაიმართა. "თუ დავქორწინდები, ეს იქნება სამუდამოდ", - თქვა ზიდანმა და პირობა შეასრულა.

მედია ხშირად წერდა ზიდანის შესაძლო რომანებზე სხვადასხვა ცნობილ ქალებთან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ფეხბურთელი მეუღლის ერთგული დარჩა.

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: ენცო დაიბადა 1995 წელს, ლუკა - 1998 წელს, თეო - 2002 წელს და ელიაზი - 2005 წელს. ყველანი მამის კვალს გაჰყვნენ და ფეხბურთელები გახდნენ.

ვერონიკამ ირიბად იმოქმედა ზიზუს მადრიდის რეალში გადასვლაზე. მას არ მოსწონდა ტურინის კლიმატი, ბავშვები ხშირად ავადმყოფობდნენ და ფეხბურთელის აგენტი ცოლს ეუბნებოდა, რა კარგი იქნებოდა მათთვის ესპანეთში ცხოვრება.

გაცნობიდან 33 წლის შემდეგ, ვერონიკა და ზიზუ სრულ იდილიაში არიან. „ჩვენს შორის არანაირი ბარიერი არ არსებობს და ეს მშვენიერია", - აღნიშნა ზიდანმა.