მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ... " - რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი
"მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ... " - რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, მე­ო­რე სამ­შვი­დო­ბო სა­მიტ­ზე რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ, მაგ­რამ ეს, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა რუ­სე­თის ამ­ჟა­მინ­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რად­გან მას, მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის ეში­ნია.

"თუ მო­მა­ვა­ლი მშვი­დო­ბის სა­მი­ტი იმ გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­რი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც გან­ვი­ხი­ლავთ, მე­ო­რე სა­მი­ტი კი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ იქ­ნე­ბა გეგ­მა ყვე­ლა პუნ­ქტით, რო­გორც ვხე­დავთ ომის დას­რუ­ლე­ბას და მსოფ­ლი­ოს უმე­ტე­სო­ბა ჩვენს მხა­რეს იქ­ნე­ბა.

თუ ეს გეგ­მა მზად იქ­ნე­ბა, ჩვენ მო­ვა­წყობთ მშვი­დო­ბის მე­ო­რე სა­მიტს და იქ უნდა იყ­ვნენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ ვინ იქ­ნე­ბა ეს? ვნა­ხავთ. არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს პუ­ტი­ნი იქ­ნე­ბა. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ მას გა­რეთ გას­ვლის ეში­ნია“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

მისი თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ან ჩი­ნე­თი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ მე­სა­მე მხა­რე­ე­ბი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის დი­ა­ლოგ­ში. ზე­ლენ­სკიმ გან­მარ­ტა, რომ ამ ქვეყ­ნებს, გან­სხვა­ვე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პუ­ტი­ნის შე­სა­ჩე­რებ­ლად ზე­წო­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ... " - რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

"მშვიდობის მეორე სამიტს რუსეთის წარმომადგენლები უნდა დაესწრონ... " - რას აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლები უნდა იყვნენ, მაგრამ ეს, ალბათ, არ იქნება რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, რადგან მას, მისივე შეფასებით, ქვეყნის დატოვების ეშინია.

"თუ მომავალი მშვიდობის სამიტი იმ გეგმის მიხედვით წარიმართება, რომელსაც განვიხილავთ, მეორე სამიტი კი ითვალისწინებს, რომ იქნება გეგმა ყველა პუნქტით, როგორც ვხედავთ ომის დასრულებას და მსოფლიოს უმეტესობა ჩვენს მხარეს იქნება.

თუ ეს გეგმა მზად იქნება, ჩვენ მოვაწყობთ მშვიდობის მეორე სამიტს და იქ უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ ვინ იქნება ეს? ვნახავთ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს პუტინი იქნება. მეჩვენება, რომ მას გარეთ გასვლის ეშინია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ან ჩინეთი შეიძლება იყვნენ მესამე მხარეები რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის დიალოგში. ზელენსკიმ განმარტა, რომ ამ ქვეყნებს, განსხვავებების მიუხედავად, პუტინის შესაჩერებლად ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ.