საქართველო - ესპანეთის მატჩის მიმდინარეობისას არავის გამოჰპარვია ერთი დეტალი, როდესაც წიტაიშვილმა გუნდის კაპიტანს, გურამ კაშიას მთავარი მწვრთნელის- ვილი სანიოლის წერილი გადასცა.
მას შემდეგ, არაერთი ვარაუდი დაიწერა იმის შესახებ, თუ რა ეწერა წერილში. “"ფეისბუქზე" ამ თემაზე შექმნილი სკეტჩებიც კი გავრცელდა.
"რა ეწერა ფურცელზე?" - სწორედ ამ შეკითხვას გასცა გურამ კაშიამ პასუხი "რუსთავი 2" -ის ეთერში.
- არ ვიცი რა ეწერა, მე ხომ ვერ ვკითხულობ (იცინის)... რაღაც ტაქტიკური გადაადგილება იყო...
- დაგეხმარათ ეს ტაქტიკური გადაადგილება?
- ვერა, 4:1 წავაგეთ... ალბათ ვერ წავიკითხე კარგად
ცნობისთვის, გურამ კაშიამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დისლექტიკია... (კითხვის უნარის დაქვეითება).
"დისლექტიკი ვარ. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია. ასოები მერევა. რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ეს არის და რაღაც სხვა არის. მთელი ბავშვობა გავიზარდე იმ აზრით, რომ კითხვაში კარგი არ ვარ, მასწავლებელი რომ ამაყენებდა, წამაკითხებდა რაღაცას, ვერ ვკითხულობდი. მეუბნებოდა, "დაჯექი, შტერო, დებილო, გაუნათლებელო..." იხილეთ ვრცლად
იხილეთ ასევე:
კარგი გურამ რა დაბერდი ფეხბურთისთვის - ეხლა აჯობებს კითხვაში დასპეცდე .
რა თქმა უნდა წარმატებაა,მაგრამ ესპანეთთან ძალიან დავიხიეთ უკან ჩაკვეს გაყვანა,კიტეს ტრამვა,ასეთი ფეხბურთელებს რომ ცვლი იმ მომენტში რა თამაშს აჩვენებენ გამოსულმა ხო უკეთეს თამაში უნდა აჩვენოს თუ არა შეცვლას რა აზრი აქვს.