საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა ბიჭებს სიხარულისთვის... ისტორია დაიწერა!" - ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესპანეთთან მატჩის შემდეგ
"მადლობა ბიჭებს სიხარულისთვის... ისტორია დაიწერა!" - ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესპანეთთან მატჩის შემდეგ

მინ­და, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ბი­ჭებს, ვნა­ხეთ და პი­რა­და­დაც გა­და­ვუ­ხა­დეთ მად­ლო­ბა, ზღა­პა­რი გვა­ჩუ­ქეს ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მთლი­ა­ნად ხალ­ხს და ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი და სი­ა­მა­ყის გან­ცდა მი­ა­ნი­ჭეს თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, მად­ლო­ბა ბი­ჭებს კი­დევ ერთხელ ამ ყვე­ლა­ფე­რის­თვის, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი­ოლნში, სა­ქარ­თვე­ლო-ეს­პა­ნე­თის მატ­ჩის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, და­ი­წე­რა ის­ტო­რია, ვი­ნა­ი­დან 30 წლის თავ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და და პირ­ვე­ლი­ვე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ევ­რო­პის 16 სა­უ­კე­თე­სო გუნდში მოხ­ვდა.

"პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბით ვარ და­მუხ­ტუ­ლი თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­სა­ნა­ნი მარ­ცხი გვქონ­და. ყვე­ლამ იცის, რომ ეს­პა­ნე­თი არის ევ­რო­პის თუ არა სა­უ­კე­თე­სო, ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს თა­მა­ში იყო რთუ­ლი, მაგ­რამ ბი­ჭებ­მა ამ თა­მაშ­შიც ჩა­დეს ყვე­ლა­ფე­რი და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მად­ლო­ბა ეკუთ­ვნით მათ. ეს არის ის­ტო­რია პირ­ველ რიგ­ში, ის­ტო­რია და­ი­წე­რა. პირ­ვე­ლად 30 წლის თავ­ზე, ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი გა­ვი­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და პირ­ვე­ლი­ვე ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვდა ევ­რო­პის 16 სა­უ­კე­თე­სო გუნდს შო­რის, გა­ვი­და ქვეჯ­გუ­ფი­დან. ეს არის ის­ტო­რია და ნიშ­ნავს იმას, რომ ქარ­თულ­მა ფეხ­ბურ­თმა გა­დად­გა ერთი ძა­ლი­ან დიდი ნა­ბი­ჯი წინ. ხში­რად სა­უბ­რო­ბენ ხოლ­მე კლა­სის მო­მა­ტე­ბა­ზე. კლა­სის მო­მა­ტე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ტურ­ნი­რე­ბის გა­რე­შე. ამ ტურ­ნირ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ კლა­სის თვალ­საზ­რი­სით დღეს ვართ უფრო წინ, ვიდ­რე ვი­ყა­ვით გუ­შინ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა თვალ­საზ­რი­სით ის­ტო­რი­უ­ლი იყო ეს ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რო­მელ­შიც ბი­ჭებ­მა ასე ღირ­სე­უ­ლად მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ

დე­და­ქა­ლა­ქის მერი, კახა კა­ლა­ძე ეროვ­ნულ ნაკ­რებს მად­ლო­ბას უხ­დის.

"დღეს უკვე მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე იბ­რძვის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

კა­ლა­ძე მად­ლო­ბას უხ­დის ეროვ­ნულ ნაკ­რებს რაც ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­უ­ტა­ნეს.

"ევრო 2024-ის მერ­ვე­დფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ არის ღირ­სე­უ­ლი მე­ტო­ქე, რო­მე­ლიც თა­მა­შობს მა­ღა­ლი დო­ნის ფეხ­ბურთს. მად­ლო­ბა ბი­ჭებს იმ სი­ხა­რუ­ლის­თვის, რაც ქარ­თველ გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­უ­ტა­ნეს და ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ ყვე­ლა ადა­მი­ანს აჩუ­ქეს სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­შე­ბი. დღეს უკვე მთელ­მა მსოფ­ლი­ომ იცის, რომ სა­ქარ­თვე­ლო ის ქვე­ყა­ნაა, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე იბ­რძვის გა­მარ­ჯვე­ბის­თვის. წინ ბევ­რი გა­მარ­ჯვე­ბა გვე­ლო­დე­ბა! სა­ქარ­თვე­ლო, არ გა­ჩერ­დე!", - წერს კახა კა­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ევრო 2024-ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი მერ­ვე­დფი­ნალ­ში ეს­პა­ნეთ­თან და­მარ­ცხდა და ჩემ­პი­ო­ნატს და­ემ­შვი­დო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მადლობა ბიჭებს სიხარულისთვის... ისტორია დაიწერა!" - ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესპანეთთან მატჩის შემდეგ

"მადლობა ბიჭებს სიხარულისთვის... ისტორია დაიწერა!" - ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ესპანეთთან მატჩის შემდეგ

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბიჭებს, ვნახეთ და პირადადაც გადავუხადეთ მადლობა, ზღაპარი გვაჩუქეს ამ დროის განმავლობაში მთლიანად ხალხს და ძალიან დიდი სიხარული და სიამაყის განცდა მიანიჭეს თითოეულ ჩვენგანს, მადლობა ბიჭებს კიდევ ერთხელ ამ ყველაფერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კიოლნში, საქართველო-ესპანეთის მატჩის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დაიწერა ისტორია, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

"პოზიტიური ემოციებით ვარ დამუხტული თავიდან ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ დასანანი მარცხი გვქონდა. ყველამ იცის, რომ ესპანეთი არის ევროპის თუ არა საუკეთესო, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდი. აქედან გამომდინარე, ეს თამაში იყო რთული, მაგრამ ბიჭებმა ამ თამაშშიც ჩადეს ყველაფერი და მხოლოდ და მხოლოდ მადლობა ეკუთვნით მათ. ეს არის ისტორია პირველ რიგში, ისტორია დაიწერა. პირველად 30 წლის თავზე, ჩვენი ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველივე ჩემპიონატზე მოხვდა ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის, გავიდა ქვეჯგუფიდან. ეს არის ისტორია და ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ფეხბურთმა გადადგა ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ხშირად საუბრობენ ხოლმე კლასის მომატებაზე. კლასის მომატება შეუძლებელია ასეთი ტურნირების გარეშე. ამ ტურნირში მონაწილეობა და პირველი წარმატება ნიშნავს იმას, რომ კლასის თვალსაზრისით დღეს ვართ უფრო წინ, ვიდრე ვიყავით გუშინ. აქედან გამომდინარე, ყველა თვალსაზრისით ისტორიული იყო ეს ჩემპიონატი, რომელშიც ბიჭებმა ასე ღირსეულად მიიღეს მონაწილეობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის.

"დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

კალაძე მადლობას უხდის ეროვნულ ნაკრებს რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს.

"ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის ღირსეული მეტოქე, რომელიც თამაშობს მაღალი დონის ფეხბურთს. მადლობა ბიჭებს იმ სიხარულისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს მოუტანეს და ფეხბურთის მოყვარულ ყველა ადამიანს აჩუქეს საინტერესო თამაშები. დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ბოლომდე იბრძვის გამარჯვებისთვის. წინ ბევრი გამარჯვება გველოდება! საქართველო, არ გაჩერდე!", - წერს კახა კალაძე.

ცნობისთვის, ევრო 2024-ზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მერვედფინალში ესპანეთთან დამარცხდა და ჩემპიონატს დაემშვიდობა.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"