პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ შრება საქართველოში ტბები?
რატომ შრება საქართველოში ტბები?

სა­ქარ­თვე­ლო­ში და თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში არა­ერ­თი ტბა შრე­ბა! მათ შო­რის ნა­წი­ლი ბუ­ნებ­რი­ვია, ნა­წი­ლი კი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი წყალ­სა­ტე­ვი, რო­მელ­მაც ათე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიკ­როკ­ლი­მა­ტის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას­თან ერ­თად უნი­კა­ლუ­რი ფლო­რა და ფა­უ­ნა შექ­მნა, ბუ­ნე­ბის ათა­სო­ბით წარ­მო­მად­გე­ნელს აცო­ცხლებს, მათ შო­რის ჩვენც, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მათ­გან სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ას ვი­ღებთ. ხე­ლოვ­ნუ­რი ტბე­ბი­დან, რომ­ლებ­საც მალე სა­უ­კუ­ნეც შე­უს­რულ­დე­ბათ, ბევ­რი მათ­გა­ნი მე­ლი­ო­რა­ცი­ი­სათ­ვის იყო შექ­მნი­ლი და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უხვი მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნას უწყობ­და ხელს. მარ­თა­ლია, სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს ეს ფუნ­ქცია და­კარ­გეს, თუმ­ცა სხვა, ტუ­რის­ტუ­ლი ფუნ­ქცია მო­ი­პო­ვეს და ქვეყ­ნის­თვის კვლავ მა­ტე­რი­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბად იქ­ცნენ. დღეს კი ეს ტბე­ბი შრე­ბა, მათ შო­რის ლი­სის, კუ­მი­სის, მა­და­თა­ფის, ბა­ზა­ლე­თის, თრი­ა­ლე­თის, ია­ყუბ­ლოს, ლი­პის და ა.შ. თბი­ლი­სის შე­მო­გა­რე­ნის თუ სხვა ტბე­ბი.

სპე­ცი­ა­ლის­ტთა შე­ფა­სე­ბით, ტბე­ბის შრო­ბა მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა და მხო­ლოდ ახლა, კლი­მა­ტის გამო არ და­წყე­ბუ­ლა. არა­ერ­თი ტბის შრო­ბის მი­ზე­ზად არა კლი­მა­ტი, არა­მედ ტბის რე­სურ­სის უხე­ში გა­მო­ყე­ნე­ბაც სა­ხელ­დე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში შრო­ბის მი­ზე­ზებს სწავ­ლო­ბენ და თუ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ­სე­ბობს, შე­და­რე­ბით მცი­რე ტბე­ბი მა­ინც ხე­ლოვ­ნუ­რად კვლავ ივ­სე­ბა. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კი სრულ­ყო­ფი­ლი კვლე­ვა და მი­ზე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრის ღო­ნის­ძი­ე­ბა თით­ქმის არც ერთ ტბა­სა და წყალ­სა­ცავს არ ჩა­ტა­რე­ბია. ბოლო წლებ­ში დამ­შრა­ლი ტბე­ბის რი­ცხვს და­ე­მა­ტა ლი­პის ტბა/წყალ­სა­ცა­ვი თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში. ტბა სო­ფელ ლი­პთან, ზღვის დო­ნი­დან 1090 მეტრზე სა­ერ­თოდ გაქ­რა. ტბის დამ­ბე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი სა­მი­ო­დე კვი­რის წინ გა­და­ან­გრია უზარ­მა­ზარ­მა ნი­აღ­ვარ­მა. დღეს ტბის ად­გილ­ზე მხო­ლოდ ტა­ლა­ხი­ა­ნი გუ­ბეა. არა­და, არც ისე დიდი ხნის წინ ეს ად­გი­ლი ტუ­რის­ტე­ბი­სა თუ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის შვე­ბა იყო. თევ­ზა­ო­ბის სე­ზონ­ზეც აქ უამ­რა­ვი მე­თევ­ზე ამო­დი­ო­და. ამ ეტაპ­ზე ტბის უკან დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი ჩანს, რა­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი გვე­სა­უბ­რე­ბი­ან:

სოფო ქო­ნი­ა­ძე:

- ლი­პის ტბის მიმ­დე­ბა­რე ად­გი­ლებ­ში რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლია. ამ ხალ­ხმა და­კარ­გა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი სიმ­დიდ­რე. რო­გორც ვიცი, და­ახ­ლო­ე­ბით 70 წლის წინ ტბა აქა­უ­რი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მო­სარ­წყა­ვად და­ა­გუ­ბეს. რად­გან აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შინ­ლად ცხე­ლი ზა­ფხუ­ლი იცის, ტბა ამ ფუნ­ქცი­ით სა­გან­გე­ბოდ შე­იქ­მნა, თუმ­ცა არა ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­დი­ნე­ბუ­ლი წყლე­ბი­სა­გან, არა­მედ იმ პა­ტა­რა მდი­ნა­რი­სა­გან, რო­მე­ლიც აქ მთე­ბი­დან ჩა­მო­დის. ამ მდი­ნა­რის წყა­ლო­ბით ტბა არა­სო­დეს დაშ­რე­ბო­და, რომ არა უყუ­რა­დღე­ბო­ბა - რო­დე­საც ტბის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი დამ­ბე­ბი და­იბ­ზა­რა, დას­კდა და არა­ვის უფიქ­რია მათ შე­კე­თე­ბა­ზე. პირ­ვე­ლად აქ დამ­ბა 2011 წლის წყალ­დი­დო­ბი­სას და­ნაპ­რალ­და. მას შემ­დეგ, ტბაც დაკ­ნინ­და და გა­რე­მოს სი­ლა­მა­ზეც, სა­მი­ო­დე კვი­რის წინ კი ტბას სა­ერ­თოდ მო­ე­ღო ბოლო, ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ დამ­ბის ის ნა­წი­ლიც გა­ან­გრია, რაც დარ­ჩე­ნი­ლი იყო, გუ­ბეც აღარ და­ტო­ვა, მხო­ლოდ ტა­ლა­ხია დარ­ჩე­ნი­ლი. ლი­პის ტბა­ზე უამ­რა­ვი ტუ­რის­ტი და­დი­ო­და, რაც უკვე აღარ არ­სე­ბობს, დამ­თავ­რდა...

სწო­რედ ასე­ვე წუხს მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხეთ­ში, ადი­გენ­ში, თრი­ა­ლას ტბის შრო­ბის გამო: იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი უძ­ვე­ლე­სი და ულა­მა­ზე­სი ტბი­დან ერთ-ერთი წლე­ბია ნელ-ნელა შრე­ბა, წყალმცე­ნა­რე­ე­ბით ივ­სე­ბა და ჭა­ობ­დე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა დიდი ხა­ნია ითხოვს ტბის გაწ­მენ­დას, თუმ­ცა ამა­ოდ. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, ეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა.

მა­რი­ამ კა­პა­ნა­ძე, ადი­გე­ნი: - ვინც ადი­გენ­ში არ ყო­ფი­ლა და თრი­ა­ლას ეს ტბა არ უნა­ხავს, ალ­ბათ, ვერც გა­ი­გებს, რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ჩვენ­თვის. აქ თა­ო­ბე­ბი იზ­რდე­ბი­ან, ზოგს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი ად­გი­ლიც არა აქვს და სწო­რედ ამ ტბას აფა­რებს თავს. ზა­ფხულ­ში დღეც არ გავა, რომ ტბა­ზე ხალ­ხი არ ადი­ო­დეს ბავ­შვე­ბით, მათ შო­რის მეც. ამი­ტო­მაც მი­ჭირს იმ გან­ცდის გად­მო­ცე­მა, რას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ტბის კვდო­მა. ხალ­ხი გა­მუდ­მე­ბით ითხოვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან რა­ი­მე უშ­ვე­ლონ, წყალმცე­ნა­რე­ე­ბი­სა­გან გაწ­მინ­დონ, მაგ­რამ არა და არა. ამ­ბო­ბენ, სა­ა­მი­სო ფული არა გვაქ­ვსო. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

რატომ შრება საქართველოში ტბები?

რატომ შრება საქართველოში ტბები?

საქართველოში და თბილისის შემოგარენში არაერთი ტბა შრება! მათ შორის ნაწილი ბუნებრივია, ნაწილი კი ხელოვნურად შექმნილი წყალსატევი, რომელმაც ათეული წლების განმავლობაში მიკროკლიმატის ჩამოყალიბებასთან ერთად უნიკალური ფლორა და ფაუნა შექმნა, ბუნების ათასობით წარმომადგენელს აცოცხლებს, მათ შორის ჩვენც, ადამიანებს, რომლებიც მათგან სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ. ხელოვნური ტბებიდან, რომლებსაც მალე საუკუნეც შეუსრულდებათ, ბევრი მათგანი მელიორაციისათვის იყო შექმნილი და მიმდებარე ტერიტორიებზე უხვი მოსავლის მოყვანას უწყობდა ხელს. მართალია, საუკუნის დასასრულს ეს ფუნქცია დაკარგეს, თუმცა სხვა, ტურისტული ფუნქცია მოიპოვეს და ქვეყნისთვის კვლავ მატერიალურ ღირებულებად იქცნენ. დღეს კი ეს ტბები შრება, მათ შორის ლისის, კუმისის, მადათაფის, ბაზალეთის, თრიალეთის, იაყუბლოს, ლიპის და ა.შ. თბილისის შემოგარენის თუ სხვა ტბები.

სპეციალისტთა შეფასებით, ტბების შრობა მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა და მხოლოდ ახლა, კლიმატის გამო არ დაწყებულა. არაერთი ტბის შრობის მიზეზად არა კლიმატი, არამედ ტბის რესურსის უხეში გამოყენებაც სახელდება. განვითარებულ ქვეყნებში შრობის მიზეზებს სწავლობენ და თუ გადარჩენის შანსი არსებობს, შედარებით მცირე ტბები მაინც ხელოვნურად კვლავ ივსება. ჩვენს ქვეყანაში კი სრულყოფილი კვლევა და მიზეზების აღმოფხვრის ღონისძიება თითქმის არც ერთ ტბასა და წყალსაცავს არ ჩატარებია. ბოლო წლებში დამშრალი ტბების რიცხვს დაემატა ლიპის ტბა/წყალსაცავი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ტბა სოფელ ლიპთან, ზღვის დონიდან 1090 მეტრზე საერთოდ გაქრა. ტბის დამბების ნარჩენები სამიოდე კვირის წინ გადაანგრია უზარმაზარმა ნიაღვარმა. დღეს ტბის ადგილზე მხოლოდ ტალახიანი გუბეა. არადა, არც ისე დიდი ხნის წინ ეს ადგილი ტურისტებისა თუ ადგილობრივი მოსახლეობისათვის შვება იყო. თევზაობის სეზონზეც აქ უამრავი მეთევზე ამოდიოდა. ამ ეტაპზე ტბის უკან დაბრუნება შეუძლებელი ჩანს, რაზეც ადგილობრივები გვესაუბრებიან:

სოფო ქონიაძე:

- ლიპის ტბის მიმდებარე ადგილებში რამდენიმე სოფელია. ამ ხალხმა დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სიმდიდრე. როგორც ვიცი, დაახლოებით 70 წლის წინ ტბა აქაური ტერიტორიების მოსარწყავად დააგუბეს. რადგან აღმოსავლეთ საქართველოში საშინლად ცხელი ზაფხული იცის, ტბა ამ ფუნქციით საგანგებოდ შეიქმნა, თუმცა არა ხელოვნურად ჩადინებული წყლებისაგან, არამედ იმ პატარა მდინარისაგან, რომელიც აქ მთებიდან ჩამოდის. ამ მდინარის წყალობით ტბა არასოდეს დაშრებოდა, რომ არა უყურადღებობა - როდესაც ტბის შემაკავებელი დამბები დაიბზარა, დასკდა და არავის უფიქრია მათ შეკეთებაზე. პირველად აქ დამბა 2011 წლის წყალდიდობისას დანაპრალდა. მას შემდეგ, ტბაც დაკნინდა და გარემოს სილამაზეც, სამიოდე კვირის წინ კი ტბას საერთოდ მოეღო ბოლო, ადიდებულმა მდინარემ დამბის ის ნაწილიც გაანგრია, რაც დარჩენილი იყო, გუბეც აღარ დატოვა, მხოლოდ ტალახია დარჩენილი. ლიპის ტბაზე უამრავი ტურისტი დადიოდა, რაც უკვე აღარ არსებობს, დამთავრდა...

სწორედ ასევე წუხს მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთში, ადიგენში, თრიალას ტბის შრობის გამო: იმ ტერიტორიაზე სამი უძველესი და ულამაზესი ტბიდან ერთ-ერთი წლებია ნელ-ნელა შრება, წყალმცენარეებით ივსება და ჭაობდება. მოსახლეობა დიდი ხანია ითხოვს ტბის გაწმენდას, თუმცა ამაოდ. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ეს ძვირადღირებული ღონისძიებაა.

მარიამ კაპანაძე, ადიგენი: - ვინც ადიგენში არ ყოფილა და თრიალას ეს ტბა არ უნახავს, ალბათ, ვერც გაიგებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. აქ თაობები იზრდებიან, ზოგს დასასვენებელი ადგილიც არა აქვს და სწორედ ამ ტბას აფარებს თავს. ზაფხულში დღეც არ გავა, რომ ტბაზე ხალხი არ ადიოდეს ბავშვებით, მათ შორის მეც. ამიტომაც მიჭირს იმ განცდის გადმოცემა, რასთან არის დაკავშირებული ტბის კვდომა. ხალხი გამუდმებით ითხოვს ხელისუფლებისაგან რაიმე უშველონ, წყალმცენარეებისაგან გაწმინდონ, მაგრამ არა და არა. ამბობენ, საამისო ფული არა გვაქვსო. გააგრძელეთ კითხვა