საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფატიმა 14 წლის იყო, როცა რამზანისგან შვილს ელოდებოდა" - "რამზანის ჰარამხანა": რა გამოავლინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ? ჩეჩნეთის ლიდერის კიდევ ერთი ბნელი მხარე
"ფატიმა 14 წლის იყო, როცა რამზანისგან შვილს ელოდებოდა" - "რამზანის ჰარამხანა": რა გამოავლინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ? ჩეჩნეთის ლიდერის კიდევ ერთი ბნელი მხარე

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტურ­მა ჯგუფ­მა "პრო­ექ­ტმა" რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის რამ­ზან კა­დი­რო­ვის შე­სა­ხებ გა­მო­ძი­ე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს. რო­გორ მო­ვი­და დიქ­ტა­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და რა და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩა­ი­დი­ნა ჩეჩ­ნე­თის მმარ­თვე­ლო­ბის 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­მუ­შე­ვა­რი ვრცე­ლია და მას­ში დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი კა­დი­რო­ვე­ბის კლა­ნის აღ­ზე­ვე­ბა, გამ­დიდ­რე­ბა, მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია და დე­ტა­ლე­ბი ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის ჰა­რამ­ხა­ნის შე­სა­ხებ, სა­დაც არა­ერ­თი არას­რულ­წლო­ვა­ნიც მოხ­ვედ­რი­ლა. ის­ტო­რი­ე­ბი მძი­მეა, ალ­ბათ ბევ­რი თქვენ­გა­ნი ახლა გა­ი­გებს, რომ კა­დი­რო­ვის 14 შვილს სხვა­დას­ხვა დე­დე­ბი ჰყავთ.

  • კა­დი­რო­ვის ქა­ლე­ბი

რამ­ზან კა­დი­რო­ვი გა­უ­მა­ძღა­რია ქა­ლე­ბის მი­მართ - ასე იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ის ნა­წი­ლი, სა­დაც ლი­დე­რის ჰა­რამ­ხა­ნა­ზე გვიყ­ვე­ბი­ან. ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს ჰყავს რამ­დე­ნი­მე მუდ­მი­ვი ცოლი, თუმ­ცა რუ­სე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კრძა­ლავს მრა­ვალ­ცო­ლი­ა­ნო­ბას. მას ასე­ვე ჰყავს არა­ერ­თი ხარ­ჭა. ხარ­ჭა - არ არის ზუს­ტი ტერ­მი­ნი, რო­გორც კა­დი­რო­ვის ორი ნაც­ნო­ბი გან­მარ­ტავს, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა ად­გი­ლობ­რივ მო­ლას უბ­რძა­ნა ე.წ. ნიკა, ანუ ის­ლა­მუ­რი ქორ­წი­ნე­ბა გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა. ასე აზღვე­ვენ გო­გო­ნებს სიძ­ვის ბრალ­დე­ბე­ბის­გან, თუმ­ცა ეს მათ არ შვე­ლის. ჩეჩ­ნეთ­ში ბევ­რი ლა­მა­ზი გო­გო­ნაა, რომ­ლე­ბიც კა­დი­რო­ვის ყო­ფი­ლი ხარ­ჭე­ბის სტიგ­მით ცხოვ­რო­ბენ. ისი­ნი ცო­ლად არა­ვის მოჰ­ყავს.

ჩეჩ­ნეთ­ში სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ კა­დი­როვს ჰა­რე­მი აქვს.

სიმ­ღე­რა "ჩემი ნა­ნა­კი", 2012 წელს პო­პუ­ლა­რულ­მა ჩე­ჩენ­მა მომ­ღე­რალ­მა თა­მი­ლა სა­გა­ი­პო­ვამ შე­ას­რუ­ლა. მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლეზ­გინ­კა ელექტრო­ნუ­ლი არან­ჟი­რე­ბით. ტექ­სტი ჩეჩ­ნუ­რი­სა და რუ­სუ­ლის ნა­ზა­ვია. მას­ში კა­დი­რო­ვის მრა­ვა­ლი ხარ­ჭაა ჩა­მოთ­ვლი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, "ნა­ნა­კი" რამ­ზან კა­დი­რო­ვის მეტ­სა­ხე­ლია. მას მომ­ღე­რა­ლი ნა­ზად მი­მარ­თავს, თით­ქოს მისი ოჯა­ხის წევ­რი იყოს. საქ­მე ისაა, რომ თა­ვად თა­მი­ლა სა­გა­ი­პო­ვა ჩეჩ­ნე­თის უფ­რო­სის ჰა­რემ­ში ცხოვ­რობ­და.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა ყვე­ლა იმ ქა­ლის ვი­ნა­ო­ბა, რო­მე­ლიც ამ სა­ხე­ლე­ბის უკან იმა­ლე­ბო­და. ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო, გა­მო­ძი­ე­ბამ თავი შე­ი­კა­ვა ყვე­ლა მათ­გან­ზე სა­უბ­რის­გან, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ქა­ლის ის­ტო­რია იმ­დე­ნად მძი­მეა, რომ მისი იგ­ნო­რი­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - მათი ამ­ბე­ბი ნათ­ლად ასა­ხავს ჩეჩ­ნე­თის მმარ­თვე­ლის სრუ­ლი­ად არა­ა­და­მი­ა­ნურ სა­ხეს.

გა­ი­ცა­ნით ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რის მთა­ვა­რი ცო­ლე­ბი: მედ­ნი კა­დი­რო­ვა, ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვა, ამი­ნატ ახ­მა­დო­ვა და ზა­მი­რა (პას­პორ­ტის მი­ხედ­ვით ინ­დი­რა) ძაბ­რა­ი­ლო­ვა.

მედ­ნი კა­დი­რო­ვას შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის - რამ­ზა­ნი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გენს მას, რო­გორც თა­ვის ერ­თა­დერთ მე­უღ­ლეს. მედ­ნი ისე­ვე რო­გორც კა­დი­რო­ვის ყვე­ლა სხვა ქალი, ძა­ლი­ან მდი­და­რია. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის და­მალ­ვის მიზ­ნით, კა­დი­რო­ვის პირ­ველ მე­უღ­ლეს ფიქ­ტი­უ­რი ვი­ნა­ო­ბაც კი მო­უ­გო­ნეს - მას მე­ო­რე პას­პორ­ტი აქვს მედ­ნი მუ­სა­ე­ვის სა­ხელ­ზე.

კა­დი­რო­ვის პრო­პა­გან­და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მედ­ნიმ რამ­ზანს 42 წლის ასაკ­ში 14 შვი­ლი გა­უ­ჩი­ნა, რაც რა თქმა უნდა, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. საქ­მე ისაა, რომ კა­დი­რო­ვი არ­თმევს შვი­ლებს თა­ვის ხარ­ჭებს.

2014 წელს ამი­ნატ ახ­მა­დო­ვას რამ­ზან კა­დი­რო­ვი­სა­გან ვაჟი შეიხ მუ­ჰა­მე­დი შე­ე­ძი­ნა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ამი­ნატს ცალ­კე სახ­ლი გა­და­ე­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კა­დი­რო­ვის რე­ზი­დენ­ცი­ის მახ­ლობ­ლად, სა­დაც ის მსა­ხუ­რებ­თან და ხან­და­ხან შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ბავ­შვი წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც კა­დი­რო­ვის კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის, მედ­ნის ვაჟი.

ამი­ნატ ახ­მა­დო­ვა მედ­ნი კა­დი­რო­ვას უკან მისი ვა­ჟის შეიხ მუ­ჰა­მე­დის სპექ­ტაკლზე

კა­დი­რო­ვის მე­ო­რე ვა­ჟის, ელის დედა ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვაა, ჩეჩ­ნე­თის მმარ­თვე­ლის ერთ-ერთი არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ცოლი.

ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვას ვაჟი ელი კა­დი­რო­ვი 2024 წლის ივ­ნის­ში ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რა­ზე

ფა­ტი­მა რამ­ზა­ნის კი­დევ სამი შვი­ლის დე­დაა. ამ ფო­ტო­ზე მისი ქა­ლიშ­ვი­ლი აშუ­რა, მედ­ნი კა­დი­რო­ვას ეხუ­ტე­ბა.

და ესე­ნი არი­ან ესე­ტი და შეიხ-აჰ­მა­დი, ტყუ­პი, რომ­ლე­ბიც ფა­ტი­მამ 2015 წელს გა­ა­ჩი­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის ერთ-ერთი წყა­რო იხ­სე­ნებს, რო­გორ შე­ეს­წრო ოჯა­ხურ დრა­მას - ფა­ტი­მას სურ­და ერთ-ერთ შვი­ლის ჩა­ხუ­ტე­ბო­და, მაგ­რამ რამ­ზან­მა ამის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

რამ­ზა­ნი­სა და ფა­ტი­მას არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ქორ­წი­ნე­ბა ცალ­კე ის­ტო­რი­აა. ხა­ზუ­ე­ვამ ჩეჩ­ნე­თის ის­ტო­რი­ა­ში ერ­თა­დერთ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. კონ­კურ­სი 2006 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ი­მარ­თა. რე­ა­ლუ­რად კი ის სპე­ცი­ა­ლუ­რად რამ­ზა­ნის­თვის ჩა­ტარ­და და ღო­ნის­ძი­ე­ბას მა­ყუ­რე­ბე­ლიც კი არ ჰყავ­და, რაც მო­რალ­ზე ზრუნ­ვით ახ­სნეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში რამ­ზან­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად თა­ვი­სი ქა­ლე­ბის­თვის შოუ დად­გა.

კად­რი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი­დან

რო­დე­საც ხა­ზუ­ე­ვამ მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის პრი­ზი მი­ი­ღო, რამ­ზა­ნის­გან შვილს ელო­დე­ბო­და. მა­შინ ფა­ტი­მა 14 წლის იყო, ის ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში და­დი­ო­და. ელი იმ წლის ბო­ლოს და­ი­ბა­და.

ფა­ტი­მა კონ­კურ­სის დღეს

წყა­რო ამ­ბობს: "კა­დი­როვს ურ­ჩევ­ნია ქალ­წუ­ლი ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნე­ბი, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი ან პირ­ველ­კურ­სე­ლე­ბი. მას ჰყავს ასის­ტენ­ტი, რო­მე­ლიც ინარ­ჩუ­ნებს კონ­ტაქ­ტებს ბევრ ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩენ გო­გო­ნას­თან. ათო­ბით, შე­საძ­ლოა ასო­ბი­თაც იყ­ვნენ ისი­ნი“.

ბოლო წლებ­ში ფა­ტი­მა ჩნდე­ბა ოჯა­ხურ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე. შარ­შან, რა­მა­და­ნის თვე­ში, ის კა­ნო­ნი­ე­რი მე­უღ­ლის, მედ­ნის გვერ­დით იჯდა.

ჩეჩ­ნეთ­ში ახ­სოვთ, რო­დე­საც 2000-იან წლებ­ში კა­დი­რო­ვის ხალ­ხს შე­ეძ­ლო ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდა ჩე­ჩე­ნი გო­გო­ნე­ბი პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში, სკო­ლის გზა­ზე და­ე­ჭი­რათ. კა­დი­როვ­მა ზო­გი­ერთ თა­ვის ხარ­ჭას მის­გან ბავ­შვის გა­ჩე­ნა­ზე ფიქ­რიც კი აუკ­რძა­ლა. და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი მათ გარ­და­უ­ვა­ლი სას­ჯე­ლი ელო­დათ.

მსგავ­სი ის­ტო­რია გა­დახ­და ჟა­ნე­ტა მუ­კუ­ე­ვას. მისი ამ­ბა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას სამ­მა ადა­მი­ან­მა მო­უყ­ვა, ისი­ნი იც­ნობ­დნენ რამ­ზან­საც და გო­გო­ნას ოჯახ­საც.

ჟა­ნე­ტი რამ­ზა­ნის თა­ნა­ტო­ლი იყო. კა­დი­რო­ვი მას ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­და და ალ­ბათ მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც იყო. მაგ­რამ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში ჟა­ნე­ტი სხვა ჩე­ჩენ­ზე, ტი­მირ­ბუ­ლატ­ზე და­ქორ­წინ­და. რამ­დე­ნი­მე წელ­ში წყვი­ლი გან­ქორ­წინ­და, მათ პა­ტა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი, ლინ­და დარ­ჩათ. რო­დე­საც რამ­ზან­მა ეს შე­ი­ტყო და თა­ვი­სი დიდი ხნის ვნე­ბის ობი­ექტს მი­ა­კი­თხა. მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­წყო და სა­ბო­ლო­ოდ ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და.

2003 წლის 26 სექ­ტემ­ბერს ჟა­ნე­ტი გუ­დერ­მეს­ში მოკ­ლეს. უც­ნობ­მა პი­რებ­მა მას ქუ­ჩა­ში ეს­რო­ლეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი და­სა­ხელ­და ტყვი­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი თა­ვი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში. კა­დი­რო­ვის ნაც­ნო­ბი ორი ადა­მი­ა­ნი თვლის, რომ რამ­ზან­მა თა­ვად მო­ი­შო­რა საყ­ვა­რე­ლი ქალი.

ერთ-ერ­თის თქმით, რამ­ზანს გა­უ­ხარ­და, რო­დე­საც გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი გა­ი­გო, რად­გან ქალი ორ­სუ­ლად იყო. ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა ქა­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, გროზ­ნო­ში მდე­ბა­რე ერთ-ერთ ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურს დრო­ე­ბით - "ჟა­ნე­ტი" და­არ­ქვა. "ეს მისი დახ­ვე­წი­ლი იუ­მო­რის გრძნო­ბაა", - ამ­ბობს ერთ-ერთი თა­ნა­მო­სა­უბ­რე.

კა­დი­რო­ვის კი­დევ ერთი სა­ი­დუმ­ლო ცოლი სიმ­ღე­რის ერთ-ერთი გმი­რი ხუტ­მატ და­და­ე­ვაა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მისი სა­ხე­ლია ზა­ლი­ნა. იმის გამო, რომ ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა სულ­თანს, მისი კა­რი­ე­რა გა­ნად­გურ­და. ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ხში­რად ჩნდე­ბო­და ახალ ამ­ბებ­ში რამ­ზან­თან ერ­თად, რო­გორც მისი თა­ნა­შემ­წე. ის ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და იმა­ნის ქალ­თა კლუბს (კა­დი­რო­ვის მხარ­დამ­ჭერ ქალ­თა ასო­ცი­ა­ცია) და ახალ­გაზ­რდულ პო­ლი­ტი­კას რეს­პუბ­ლი­კა­ში. გარ­კვე­ულ მო­მენ­ტამ­დე, კა­დი­რო­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რებ­და შეხ­ვედ­რებს ამ კლუბ­თან და სა­ჯა­როდ მი­უ­ლო­ცა თა­ვის თა­ნა­შემ­წეს და­ბა­დე­ბის დღე, უსურ­ვა "ბედ­ნი­ე­რე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში", მაგ­რამ 2017 წლის შემ­დეგ და­და­ე­ვა და­ი­თხო­ვა.

ასე­ვე და­ი­სა­ჯა მომ­ღე­რა­ლი თა­მი­ლა სა­გა­ი­პო­ვა, რო­მელ­მაც კა­დი­რო­ვის ჰა­რემ­ზე სიმ­ღე­რა და­წე­რა. მან რამ­ზან­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი იპო­ვა, რაც სულ­თანს არ მო­ე­წო­ნა. თა­მი­ლა სცე­მეს და ის სა­მუ­და­მოდ გა­აქ­რეს ჩეჩ­ნუ­რი სცე­ნი­დან. ახლა სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს.

კა­დი­რო­ვი მორ­ჩილ ცო­ლებს ბევრ ფულს აძ­ლევს. ერთ დროს ისი­ნი გროზ­ნოს ცენ­ტრში ერთ-ერთ ახალ კორ­პუს­ში ცხოვ­რობ­დნენ. შემ­დეგ კი ბევ­რმა მათ­გან­მა მი­ი­ღო ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სახ­ლი ჩეჩ­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე და­ცულ მხა­რე­ში - რამ­ზა­ნის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან ახ­ლოს.

"ახლა გა­სა­გე­ბია, რაში ხარ­ჯავს რამ­ზან კა­დი­რო­ვი ბი­უ­ჯე­ტი­დან მო­პა­რულ მი­ლი­არ­დებს. სულ­თანს თა­ვი­სუ­ფალ დროს მთე­ლი ჰა­რე­მი დუ­ბა­ი­ში მიჰ­ყავს. იქ, რო­გორც თვითმხილ­ვე­ლი ამ­ბობს, კა­დი­რო­ვის ხარ­ჭე­ბი თა­ვი­ანთ "ნა­ნაკ­თან" ერ­თო­ბი­ან", - ვკი­თხუ­ლობთ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლა­ში.

ფუ­ლის გარ­და, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტა­ტუ­სიც. პა­ტი­ვია იყო ჩეჩ­ნე­თის სულ­თნის მემ­კვიდ­რის დედა, თუნ­დაც ქალ­მა სა­ჯა­როდ არ გა­მო­ა­ცხა­დოს დე­დო­ბა... მა­გა­ლი­თად, პა­ტი­ვია იყო 15 წლის სას­ტი­კი ადამ კა­დი­რო­ვის დედა.

  • გა­ვიხ­სე­ნოთ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად რამ­ზან კა­დი­რო­ვის ქა­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი შოუ იყო. თუ ფა­ტი­მა ხა­ზუ­ე­ვამ მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, მა­შინ ვინ გახ­და პირ­ვე­ლი? - ის ახლა ოც­და­თორ­მე­ტი წლის, ზა­მი­რა (ანუ ინ­დი­რა) ძაბ­რა­ი­ლო­ვაა.

კონ­კურ­სის დროს ზა­მი­რა 14 წლის იყო, უმა­მოდ გა­ი­ზარ­და. მამა ომში ომში და­ი­ღუ­პა. ამ დღი­დან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გავა და ზა­მი­რა ადამ კა­დი­როვს გა­ა­ჩენს... რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან სხვა ქა­ლის შვი­ლად იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ადა­მის სი­სას­ტი­კე­ზე კი უამ­რავ­ჯერ და­უ­წე­რია მე­დი­ას.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ფატიმა 14 წლის იყო, როცა რამზანისგან შვილს ელოდებოდა" - "რამზანის ჰარამხანა": რა გამოავლინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ? ჩეჩნეთის ლიდერის კიდევ ერთი ბნელი მხარე

"ფატიმა 14 წლის იყო, როცა რამზანისგან შვილს ელოდებოდა" - "რამზანის ჰარამხანა": რა გამოავლინა ჟურნალისტურმა გამოძიებამ? ჩეჩნეთის ლიდერის კიდევ ერთი ბნელი მხარე

საგამოძიებო ჟურნალისტურმა ჯგუფმა "პროექტმა" რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნეს. როგორ მოვიდა დიქტატორი ხელისუფლებაში და რა დანაშაულები ჩაიდინა ჩეჩნეთის მმართველობის 20 წლის განმავლობაში.

საგამოძიებო ნამუშევარი ვრცელია და მასში დეტალურად არის აღწერილი კადიროვების კლანის აღზევება, გამდიდრება, მკვლელობების სერია და დეტალები ჩეჩნეთის ლიდერის ჰარამხანის შესახებ, სადაც არაერთი არასრულწლოვანიც მოხვედრილა. ისტორიები მძიმეა, ალბათ ბევრი თქვენგანი ახლა გაიგებს, რომ კადიროვის 14 შვილს სხვადასხვა დედები ჰყავთ.

  • კადიროვის ქალები

რამზან კადიროვი გაუმაძღარია ქალების მიმართ - ასე იწყება გამოძიების ის ნაწილი, სადაც ლიდერის ჰარამხანაზე გვიყვებიან. ჩეჩნეთის ლიდერს ჰყავს რამდენიმე მუდმივი ცოლი, თუმცა რუსეთის კანონმდებლობა კრძალავს მრავალცოლიანობას. მას ასევე ჰყავს არაერთი ხარჭა. ხარჭა - არ არის ზუსტი ტერმინი, როგორც კადიროვის ორი ნაცნობი განმარტავს, მათთან ურთიერთობისას ჩეჩნეთის ლიდერმა ადგილობრივ მოლას უბრძანა ე.წ. ნიკა, ანუ ისლამური ქორწინება გაეფორმებინა. ასე აზღვევენ გოგონებს სიძვის ბრალდებებისგან, თუმცა ეს მათ არ შველის. ჩეჩნეთში ბევრი ლამაზი გოგონაა, რომლებიც კადიროვის ყოფილი ხარჭების სტიგმით ცხოვრობენ. ისინი ცოლად არავის მოჰყავს.

ჩეჩნეთში საიდუმლო არ არის, რომ კადიროვს ჰარემი აქვს.

სიმღერა "ჩემი ნანაკი", 2012 წელს პოპულარულმა ჩეჩენმა მომღერალმა თამილა საგაიპოვამ შეასრულა. მუსიკალური თვალსაზრისით, ეს არის ჩვეულებრივი ლეზგინკა ელექტრონული არანჟირებით. ტექსტი ჩეჩნურისა და რუსულის ნაზავია. მასში კადიროვის მრავალი ხარჭაა ჩამოთვლილი. სინამდვილეში, "ნანაკი" რამზან კადიროვის მეტსახელია. მას მომღერალი ნაზად მიმართავს, თითქოს მისი ოჯახის წევრი იყოს. საქმე ისაა, რომ თავად თამილა საგაიპოვა ჩეჩნეთის უფროსის ჰარემში ცხოვრობდა.

გამოძიებამ დაადგინა ყველა იმ ქალის ვინაობა, რომელიც ამ სახელების უკან იმალებოდა. ეთიკური მიზეზების გამო, გამოძიებამ თავი შეიკავა ყველა მათგანზე საუბრისგან, თუმცა ზოგიერთი ქალის ისტორია იმდენად მძიმეა, რომ მისი იგნორირება შეუძლებელია - მათი ამბები ნათლად ასახავს ჩეჩნეთის მმართველის სრულიად არაადამიანურ სახეს.

გაიცანით ჩეჩნეთის ლიდერის მთავარი ცოლები: მედნი კადიროვა, ფატიმა ხაზუევა, ამინატ ახმადოვა და ზამირა (პასპორტის მიხედვით ინდირა) ძაბრაილოვა.

მედნი კადიროვას შესახებ ყველამ იცის - რამზანი ოფიციალურად წარადგენს მას, როგორც თავის ერთადერთ მეუღლეს. მედნი ისევე როგორც კადიროვის ყველა სხვა ქალი, ძალიან მდიდარია. ძვირადღირებული ქონების დამალვის მიზნით, კადიროვის პირველ მეუღლეს ფიქტიური ვინაობაც კი მოუგონეს - მას მეორე პასპორტი აქვს მედნი მუსაევის სახელზე.

კადიროვის პროპაგანდა ირწმუნება, რომ მედნიმ რამზანს 42 წლის ასაკში 14 შვილი გაუჩინა, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე ისაა, რომ კადიროვი ართმევს შვილებს თავის ხარჭებს.

2014 წელს ამინატ ახმადოვას რამზან კადიროვისაგან ვაჟი შეიხ მუჰამედი შეეძინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამინატს ცალკე სახლი გადაეცა სპეციალურად დაცულ ტერიტორიაზე კადიროვის რეზიდენციის მახლობლად, სადაც ის მსახურებთან და ხანდახან შვილთან ერთად ცხოვრობს. საზოგადოებაში ბავშვი წარმოდგენილია როგორც კადიროვის კანონიერი მეუღლის, მედნის ვაჟი.

ამინატ ახმადოვა მედნი კადიროვას უკან მისი ვაჟის შეიხ მუჰამედის სპექტაკლზე

კადიროვის მეორე ვაჟის, ელის დედა ფატიმა ხაზუევაა, ჩეჩნეთის მმართველის ერთ-ერთი არაოფიციალური ცოლი.

ფატიმა ხაზუევას ვაჟი ელი კადიროვი 2024 წლის ივნისში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე

ფატიმა რამზანის კიდევ სამი შვილის დედაა. ამ ფოტოზე მისი ქალიშვილი აშურა, მედნი კადიროვას ეხუტება.

და ესენი არიან ესეტი და შეიხ-აჰმადი, ტყუპი, რომლებიც ფატიმამ 2015 წელს გააჩინა.

გამოძიების ერთ-ერთი წყარო იხსენებს, როგორ შეესწრო ოჯახურ დრამას - ფატიმას სურდა ერთ-ერთ შვილის ჩახუტებოდა, მაგრამ რამზანმა ამის უფლება არ მისცა.

რამზანისა და ფატიმას არაოფიციალური ქორწინება ცალკე ისტორიაა. ხაზუევამ ჩეჩნეთის ისტორიაში ერთადერთ სილამაზის კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსი 2006 წლის გაზაფხულზე გაიმართა. რეალურად კი ის სპეციალურად რამზანისთვის ჩატარდა და ღონისძიებას მაყურებელიც კი არ ჰყავდა, რაც მორალზე ზრუნვით ახსნეს. სინამდვილეში რამზანმა სპეციალურად თავისი ქალებისთვის შოუ დადგა.

კადრი სილამაზის კონკურსიდან

როდესაც ხაზუევამ მეორე ადგილისთვის პრიზი მიიღო, რამზანისგან შვილს ელოდებოდა. მაშინ ფატიმა 14 წლის იყო, ის ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა. ელი იმ წლის ბოლოს დაიბადა.

ფატიმა კონკურსის დღეს

წყარო ამბობს: "კადიროვს ურჩევნია ქალწული ახალგაზრდა გოგონები, სკოლის მოსწავლეები ან პირველკურსელები. მას ჰყავს ასისტენტი, რომელიც ინარჩუნებს კონტაქტებს ბევრ ახალგაზრდა ჩეჩენ გოგონასთან. ათობით, შესაძლოა ასობითაც იყვნენ ისინი“.

ბოლო წლებში ფატიმა ჩნდება ოჯახურ დღესასწაულებზე. შარშან, რამადანის თვეში, ის კანონიერი მეუღლის, მედნის გვერდით იჯდა.

ჩეჩნეთში ახსოვთ, როდესაც 2000-იან წლებში კადიროვის ხალხს შეეძლო ლამაზი ახალგაზრდა ჩეჩენი გოგონები პირდაპირ ქუჩაში, სკოლის გზაზე დაეჭირათ. კადიროვმა ზოგიერთ თავის ხარჭას მისგან ბავშვის გაჩენაზე ფიქრიც კი აუკრძალა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მათ გარდაუვალი სასჯელი ელოდათ.

მსგავსი ისტორია გადახდა ჟანეტა მუკუევას. მისი ამბავი ჟურნალისტურ გამოძიებას სამმა ადამიანმა მოუყვა, ისინი იცნობდნენ რამზანსაც და გოგონას ოჯახსაც.

ჟანეტი რამზანის თანატოლი იყო. კადიროვი მას ბავშვობიდან იცნობდა და ალბათ მასზე შეყვარებულიც იყო. მაგრამ ახალგაზრდა ასაკში ჟანეტი სხვა ჩეჩენზე, ტიმირბულატზე დაქორწინდა. რამდენიმე წელში წყვილი განქორწინდა, მათ პატარა ქალიშვილი, ლინდა დარჩათ. როდესაც რამზანმა ეს შეიტყო და თავისი დიდი ხნის ვნების ობიექტს მიაკითხა. მათ შორის ურთიერთობა დაიწყო და საბოლოოდ ტრაგედიით დასრულდა.

2003 წლის 26 სექტემბერს ჟანეტი გუდერმესში მოკლეს. უცნობმა პირებმა მას ქუჩაში ესროლეს. გარდაცვალების მიზეზი დასახელდა ტყვიით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები თავისა და გულმკერდის არეში. კადიროვის ნაცნობი ორი ადამიანი თვლის, რომ რამზანმა თავად მოიშორა საყვარელი ქალი.

ერთ-ერთის თქმით, რამზანს გაუხარდა, როდესაც გოგონას გარდაცვალების ამბავი გაიგო, რადგან ქალი ორსულად იყო. ჩეჩნეთის ლიდერმა ქალის სიკვდილის შემდეგ, გროზნოში მდებარე ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურს დროებით - "ჟანეტი" დაარქვა. "ეს მისი დახვეწილი იუმორის გრძნობაა", - ამბობს ერთ-ერთი თანამოსაუბრე.

კადიროვის კიდევ ერთი საიდუმლო ცოლი სიმღერის ერთ-ერთი გმირი ხუტმატ დადაევაა. სინამდვილეში, მისი სახელია ზალინა. იმის გამო, რომ ის არ დაემორჩილა სულთანს, მისი კარიერა განადგურდა. ახალგაზრდა გოგონა ხშირად ჩნდებოდა ახალ ამბებში რამზანთან ერთად, როგორც მისი თანაშემწე. ის ხელმძღვანელობდა იმანის ქალთა კლუბს (კადიროვის მხარდამჭერ ქალთა ასოციაცია) და ახალგაზრდულ პოლიტიკას რესპუბლიკაში. გარკვეულ მომენტამდე, კადიროვი რეგულარულად ატარებდა შეხვედრებს ამ კლუბთან და საჯაროდ მიულოცა თავის თანაშემწეს დაბადების დღე, უსურვა "ბედნიერება პირად ცხოვრებაში", მაგრამ 2017 წლის შემდეგ დადაევა დაითხოვა.

ასევე დაისაჯა მომღერალი თამილა საგაიპოვა, რომელმაც კადიროვის ჰარემზე სიმღერა დაწერა. მან რამზანთან შეხვედრის შემდეგ საყვარელი ადამიანი იპოვა, რაც სულთანს არ მოეწონა. თამილა სცემეს და ის სამუდამოდ გააქრეს ჩეჩნური სცენიდან. ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს.

კადიროვი მორჩილ ცოლებს ბევრ ფულს აძლევს. ერთ დროს ისინი გროზნოს ცენტრში ერთ-ერთ ახალ კორპუსში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ბევრმა მათგანმა მიიღო ძვირადღირებული სახლი ჩეჩნეთის დედაქალაქის ყველაზე დაცულ მხარეში - რამზანის რეზიდენციასთან ახლოს.

"ახლა გასაგებია, რაში ხარჯავს რამზან კადიროვი ბიუჯეტიდან მოპარულ მილიარდებს. სულთანს თავისუფალ დროს მთელი ჰარემი დუბაიში მიჰყავს. იქ, როგორც თვითმხილველი ამბობს, კადიროვის ხარჭები თავიანთ "ნანაკთან" ერთობიან", - ვკითხულობთ საგამოძიებო მასალაში.

ფულის გარდა, მნიშვნელოვანია სტატუსიც. პატივია იყო ჩეჩნეთის სულთნის მემკვიდრის დედა, თუნდაც ქალმა საჯაროდ არ გამოაცხადოს დედობა... მაგალითად, პატივია იყო 15 წლის სასტიკი ადამ კადიროვის დედა.

  • გავიხსენოთ სილამაზის კონკურსი, რომელიც რეალურად რამზან კადიროვის ქალების ორგანიზებული შოუ იყო. თუ ფატიმა ხაზუევამ მეორე ადგილი დაიკავა, მაშინ ვინ გახდა პირველი? - ის ახლა ოცდათორმეტი წლის, ზამირა (ანუ ინდირა) ძაბრაილოვაა.

კონკურსის დროს ზამირა 14 წლის იყო, უმამოდ გაიზარდა. მამა ომში ომში დაიღუპა. ამ დღიდან წელიწადნახევარი გავა და ზამირა ადამ კადიროვს გააჩენს... რომელიც პირველივე დღეებიდან სხვა ქალის შვილად იქნება წარმოდგენილი. ადამის სისასტიკეზე კი უამრავჯერ დაუწერია მედიას.

წაიკითხეთ ასევე: