საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო დაღუპულ პილიგრიმთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს - ჰაერის ტემპერატურა 52 გრადუსს აღწევს: უმძიმესი ამბები საუდის არაბეთიდან
მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო დაღუპულ პილიგრიმთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს - ჰაერის ტემპერატურა 52 გრადუსს აღწევს: უმძიმესი ამბები საუდის არაბეთიდან

მე­ქა­ში ჰა­ჯის დროს და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უკვე 1000-ს აჭარ­ბებს. პი­ლიგ­რიმ­თა და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­უ­საძ­ლი­სი სი­ცხეა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ად­გი­ლებ­ში სა­დაც მომ­ლოც­ვე­ლე­ბი არი­ან ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა 52 გრა­დუ­სია.

ზო­გი­ერ­თი მე­დია წერს, რომ და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა 1081-ს მი­აღ­წია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა ეგ­ვიპ­ტე­ლია.

ეგ­ვიპ­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არა­ფერს ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლებ­ზე, თუმ­ცა აცხა­დე­ბენ რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს ჰა­ჯის დროს და­კარ­გუ­ლი ეგ­ვიპ­ტე­ლე­ბის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

სა­უ­დის არა­ბე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2000-ზე მეტ მომ­ლოც­ველს სი­ცხის გამო ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და მათ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა გა­ე­წი­ათ, თუმ­ცა ეს რი­ცხვი კვი­რა დღის შემ­დეგ აღარ გა­ნახ­ლე­ბუ­ლა.

ჰა­ჯის პი­ლიგ­რი­მო­ბა ის­ლა­მის რე­ლი­გი­ა­ში ხუთი ძი­რი­თა­დი ბურ­ჯი­დან ერთ-ერ­თია და ყვე­ლა მუს­ლი­მან­მა, ვი­საც შე­უძ­ლია, ის სულ მცი­რე, ერთხელ მა­ინც უნდა შე­ას­რუ­ლოს სი­ცო­ცხლე­ში.

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო, ამ რი­ტუ­ა­ლის შეს­რუ­ლე­ბა სულ უფრო რთულ­დე­ბა. სა­უ­დის არა­ბეთ­ში გა­სულ თვე­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, რი­ტუ­ა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ად­გი­ლას ტემ­პე­რა­ტუ­რა ყო­ველ ათწლე­ულ­ში 0.4 გრა­დუ­სით იზ­რდე­ბა.

ავტორი:

მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო დაღუპულ პილიგრიმთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს - ჰაერის ტემპერატურა 52 გრადუსს აღწევს: უმძიმესი ამბები საუდის არაბეთიდან

მექაში გაუსაძლისი სიცხის გამო დაღუპულ პილიგრიმთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს - ჰაერის ტემპერატურა 52 გრადუსს აღწევს: უმძიმესი ამბები საუდის არაბეთიდან

მექაში ჰაჯის დროს დაღუპულთა რაოდენობა უკვე 1000-ს აჭარბებს. პილიგრიმთა დაღუპვის მიზეზი საუდის არაბეთში გაუსაძლისი სიცხეა. ბოლო ინფორმაციით, იმ ადგილებში სადაც მომლოცველები არიან ჰაერის ტემპერატურა 52 გრადუსია.

ზოგიერთი მედია წერს, რომ დაღუპულთა რიცხვმა 1081-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ პირებს დაღუპულთა შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ეგვიპტელია.

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში არაფერს ამბობენ გარდაცვლილებზე, თუმცა აცხადებენ რომ მიმდინარეობს ჰაჯის დროს დაკარგული ეგვიპტელების სამძებრო სამუშაოები.

საუდის არაბეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2000-ზე მეტ მომლოცველს სიცხის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მათ სამედიცინო დახმარება გაეწიათ, თუმცა ეს რიცხვი კვირა დღის შემდეგ აღარ განახლებულა.

ჰაჯის პილიგრიმობა ისლამის რელიგიაში ხუთი ძირითადი ბურჯიდან ერთ-ერთია და ყველა მუსლიმანმა, ვისაც შეუძლია, ის სულ მცირე, ერთხელ მაინც უნდა შეასრულოს სიცოცხლეში.

კლიმატის ცვლილების გამო, ამ რიტუალის შესრულება სულ უფრო რთულდება. საუდის არაბეთში გასულ თვეში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რიტუალების შესრულების ადგილას ტემპერატურა ყოველ ათწლეულში 0.4 გრადუსით იზრდება.