მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმტკიცებდა, რომ "ტიტანი" უსაფრთხო იყო" - როგორ გადაურჩა ტრაგედიას ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც OceanGate-ის დირექტორმა 100 000 დოლარიანი ბილეთები გადასცა
"მიმტკიცებდა, რომ "ტიტანი" უსაფრთხო იყო" - როგორ გადაურჩა ტრაგედიას ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც OceanGate-ის დირექტორმა 100 000 დოლარიანი ბილეთები გადასცა

ვე­გა­სე­ლი ინ­ვეს­ტო­რი, ჯეი ბლუ­მი ამ­ბობს, რომ OceanGate-ის წყალ­ქვე­შა ნავ Titan-ზე ვაჟ­თან ერ­თად მი­იწ­ვი­ეს, თუმ­ცა შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, რად­გან ნა­ვის უსაფრ­თხო­ე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ იყო.

ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით იგი Newsweek- ს ესა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ OceanGate-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტო­კტონ რაშ­მა 100 000 დო­ლა­რი­ა­ნი ბი­ლე­თე­ბი გა­დას­ცა და არ­წმუ­ნებ­და, რომ ნავი სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო იყო და წყლის წნე­ვას უპ­რობ­ლე­მოდ გა­უძ­ლებ­და.

"მიმ­ტკი­ცებ­და, რომ "ტი­ტა­ნი" უფრო უსაფრ­თხო იყო, ვიდ­რე ვერ­ტმფრე­ნით მგზავ­რო­ბა, და­ი­ვინ­გი ან ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა" - ამ­ბობს ბლუ­მი.

"ტი­ტან­მა" თა­ვის დამ­ხმა­რე ნავ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია 2023 წლის 18 ივ­ნისს და­კარ­გა. ეკი­პა­ჟის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ბრი­ტა­ნე­ლი მი­ლი­არ­დე­რი ჰა­მიშ ჰარ­დინ­გი, პა­კის­ტა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი შაჰზა­და და­ვუ­დი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი სტო­კტონ რაში, და ფრან­გი წყალ­ქვე­შა პი­ლო­ტი პოლ-ანრი ნარ­გე­ო­ლე.

აუ­დიო ჩა­ნა­წერ­ში გა­გო­ნი­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, მაშ­ვე­ლებ­მა ივა­რა­უ­დეს, რომ "ტი­ტა­ნის" ერთ-ერთი გა­დარ­ჩე­ნი­ლი მგზავ­რი მე­ტა­ლის ზე­და­პირ­ზე აკა­კუ­ნებ­და და გა­დარ­ჩე­ნას ითხოვ­და. ამ დროს მაშ­ვე­ლე­ბი ჯერ ისევ სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბი ეძებ­დნენ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მგზავ­რებს. კა­კუ­ნის ხმამ მათ იმე­დი გა­უ­ჩი­ნა, რომ ხო­მალ­დზე ვი­ღაც ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო და მათ­თან შე­ტყო­ბი­ნე­ბის გა­მოგ­ზავ­ნას ცდი­ლობ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით დად­გინ­და, რომ ხმა­უ­რი მგზავ­რე­ბის ან ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის­გან ვერ იქ­ნე­ბო­და, რად­გან ისი­ნი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად მყი­სი­ე­რად და­ი­ღუპ­ნენ.

წყა­რო: Businessinsider

ავტორი:

"მიმტკიცებდა, რომ "ტიტანი" უსაფრთხო იყო" - როგორ გადაურჩა ტრაგედიას ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც OceanGate-ის დირექტორმა 100 000 დოლარიანი ბილეთები გადასცა

"მიმტკიცებდა, რომ "ტიტანი" უსაფრთხო იყო" - როგორ გადაურჩა ტრაგედიას ამერიკელი ბიზნესმენი, რომელსაც OceanGate-ის დირექტორმა 100 000 დოლარიანი ბილეთები გადასცა

ვეგასელი ინვესტორი, ჯეი ბლუმი ამბობს, რომ OceanGate-ის წყალქვეშა ნავ Titan-ზე ვაჟთან ერთად მიიწვიეს, თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა, რადგან ნავის უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ იყო.

ამ ფაქტთან დაკავშირებით იგი Newsweek- ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ OceanGate-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტოკტონ რაშმა 100 000 დოლარიანი ბილეთები გადასცა და არწმუნებდა, რომ ნავი სრულიად უსაფრთხო იყო და წყლის წნევას უპრობლემოდ გაუძლებდა.

"მიმტკიცებდა, რომ "ტიტანი" უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე ვერტმფრენით მგზავრობა, დაივინგი ან ქუჩის გადაკვეთა" - ამბობს ბლუმი.

"ტიტანმა" თავის დამხმარე ნავთან კომუნიკაცია 2023 წლის 18 ივნისს დაკარგა. ეკიპაჟის შემადგენლობაში იყვნენ ბრიტანელი მილიარდერი ჰამიშ ჰარდინგი, პაკისტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავუდი და მისი ვაჟი, OceanGate Expeditions-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტოკტონ რაში, და ფრანგი წყალქვეშა პილოტი პოლ-ანრი ნარგეოლე.

აუდიო ჩანაწერში გაგონილი ხმების მიხედვით, მაშველებმა ივარაუდეს, რომ "ტიტანის" ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრი მეტალის ზედაპირზე აკაკუნებდა და გადარჩენას ითხოვდა. ამ დროს მაშველები ჯერ ისევ სასოწარკვეთილები ეძებდნენ გაუჩინარებულ მგზავრებს. კაკუნის ხმამ მათ იმედი გაუჩინა, რომ ხომალდზე ვიღაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მათთან შეტყობინების გამოგზავნას ცდილობდა.

მოგვიანებით დადგინდა, რომ ხმაური მგზავრების ან ეკიპაჟის წევრებისგან ვერ იქნებოდა, რადგან ისინი კატასტროფული აფეთქების შედეგად მყისიერად დაიღუპნენ.

წყარო: Businessinsider