სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას" - აშშ-ის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე
"იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას" - აშშ-ის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის, რო­ბინ და­ნი­გა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­ზღუდ­ვე­ბის ქვეშ მოხ­ვედ­რილ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს, ვი­საც ამ დრომ­დე ამე­რი­კის ვიზა ჰქონ­დათ, ვი­ზის არა­ვა­ლი­დუ­რო­ბის შე­სა­ხებ უკვე ეც­ნო­ბათ. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ელჩმა „ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

გეგ­მავს თუ არა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, კონ­კრე­ტუ­ლად რას გუ­ლის­ხმობს სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სრუ­ლი გა­და­ხედ­ვა და რო­გორ აფა­სებს ამე­რი­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტში ჩი­ნურ-სინ­გა­პუ­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის შე­მოყ­ვა­ნას, ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე რო­ბინ და­ნი­გან­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

- პირ­ველ რიგ­ში, მსურს მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ თქვენ მიერ გა­წე­უ­ლი შრო­მის­თვის და იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის­თვის ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს გვსტუმ­რობთ. ბოლო პე­რი­ო­დის ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვის პირ­ვე­ლი ტრან­ში, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს და­უ­წე­სა. რო­გორც ვი­ცით, სან­ქცია 24-დან 36 პირ­ზე გავ­რცელ­და. რა პრინ­ცი­პით შე­ირჩნენ ეს პი­რე­ბი და მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა შე­ზღუდ­ვე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა? და კი­თხვა, რო­მე­ლიც ყვე­ლას ძა­ლი­ან აღელ­ვებს - მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა, რომ აშშ-მ უშუ­ა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს და­უ­წე­სოს სან­ქცი­ე­ბი?

- მსურს გი­პა­სუ­ხოთ თქვენს კონ­კრე­ტულ კი­თხვა­ზე სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ მინ­და სა­უ­ბა­რი უფრო ფარ­თო სუ­რა­თით და­ვი­წყო, რად­გან, ვფიქ­რობ, რომ ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი ამე­რი­კის ერ­თგუ­ლე­ბის სრუ­ლი ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა. ჩვენ გვაქვს გა­სა­ოც­რად ძლი­ე­რი პარტნი­ო­რო­ბა. ნე­ბის­მი­ერ­მა ამე­რი­კელ­მა, რო­მელ­საც შეხ­ვდე­ბით, იცის სა­ქარ­თვე­ლო, იცის სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, უყ­ვარს ეს ქვე­ყა­ნა და აფა­სებს და პა­ტივს სცემს მას. თით­ქმის 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ შევ­ქმე­ნით ეს პარტნი­ო­რო­ბა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს გაძ­ლი­ე­რე­ბას და ასე­ვე, და­ეხ­მა­რა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს.

ჩვენ გვსურს კე­თილ­დღე­ო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა. ჩვენ გვსურს სა­ქარ­თვე­ლოს ხილ­ვა, რო­მელ­საც ჰყავს კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი და გაწ­ვრთნი­ლი ჯარი, კარ­გად აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ნა­პი­რო დაც­ვა. ჩვენ გვსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს ძლი­ე­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა და გვსურს ვი­ხი­ლოთ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ქმნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, რათა მათ შეძ­ლონ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა და არ წა­ვიდ­ნენ სხვა ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შა­ოდ. ჩვენს გვსურს სა­ქარ­თვე­ლოს ხილ­ვა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია თა­ვი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა და ენის დაც­ვა. მთე­ლი ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა 32 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მარ­თუ­ლი იყო ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვის­კენ და ვფიქ­რობ, ეს იყო გა­სა­ო­ცა­რი წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია. ჩვენ ერ­თგუ­ლე­ბი ვართ ამ პარტნი­ო­რო­ბის. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი ოქ­ტომ­ბერ­ში, ჩა­მო­ვე­დი იმის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბით, რომ იყო გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ ჩა­მო­ვე­დი სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, რომ მე­მუ­შა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, რათა დავ­ბრუ­ნე­ბო­დით ამ მდი­და­რი პარტნი­ო­რო­ბის კურსს, რო­მე­ლიც გვაქვს. და იცით, ჩვენ ეს გა­ვა­კე­თეთ კი­დეც ერ­თად, რო­დე­საც აქ პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი, მი­ვაღ­წი­ეთ რე­ა­ლურ პროგ­რესს. პირ­ვე­ლი რაც გა­ვა­კე­თე, ჩა­ვე­დი ბრი­უ­სელ­ში და რე­კო­მენ­და­ცია გა­ვუ­წიე სა­ქარ­თვე­ლოს, რომ მას მი­ე­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი, რა­საც ვა­შინგტო­ნი ასე­ვე უჭერ­და მხარს. ევ­რო­კავ­შირ­მა, რო­მე­ლიც, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, მი­ი­ღო დი­დე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ვფიქ­რობ, რომ კარ­გად მივ­დი­ო­დით, რაც იყოს ახა­ლი და­სა­წყი­სი ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თვის, მაგ­რამ უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­დად­გა ნა­ბი­ჯე­ბი, რაც უკი­დუ­რე­სად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ერთ-ერთი მათ­გა­ნი არის დე­ზინ­ფორ­მა­ცია და ნე­გა­ტი­უ­რი რი­ტო­რი­კა და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი არის „უცხო­უ­რი აგენ­ტე­ბის“ კა­ნო­ნი, რაც გვჯე­რა, რომ არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­ცხა­დე­ბუ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო.

კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯი არის ძა­ლა­დო­ბი­სა და და­ში­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ყვე­ლა ამ ნა­ბი­ჯ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა სამ­წუ­ხა­რო გა­რე­მო­ე­ბამ­დე, სა­დაც ახლა ვართ - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი და­ა­წე­სა. მსურს კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნო, რომ არა­ვის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ გვსურს ამის გა­კე­თე­ბა.

ჩვენ გვსურს და­ვუბ­რუნ­დეთ პო­ზი­ტი­ურ პარტნი­ო­რო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, მაგ­რამ უკა­ნას­კნელ­მა ქმე­დე­ბებ­მა მიგ­ვიყ­ვა­ნა იქამ­დე, რომ სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა გან­სა­ზღვრა, რომ იმ პი­რებ­სა და მათ ოჯა­ხის წევ­რებ­ზე, რომ­ლებ­საც წვლი­ლი მი­უ­ძღვით ამ ქმე­დე­ბებ­ში, რაც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ას, ავ­რცე­ლებს დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას, ძა­ლა­დობს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ მათ შე­ე­ზღუ­დე­ბო­დათ ამე­რი­კა­ში შეს­ვლა. რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, შე­ზღუდ­ვის პირ­ვე­ლი ტრან­ში უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ ვიზა, ეც­ნო­ბათ, რომ მათი ვიზა ვა­ლი­დუ­რი აღარ არის და მათ ვი­საც არ აქვთ ვიზა, ვე­ღარ მი­ი­ღე­ბენ მას. სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი ძა­ლი­ან მკა­ფიო იყო, რომ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კი­დევ იქ­ნე­ბა შემ­დგო­მი შე­დე­გე­ბი. უნდა მომ­ხდა­რი­ყო თუ არა ეს? არა! ვი­სურ­ვებ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ კურ­სის ცვლი­ლე­ბის ხილ­ვას და მათ მიერ ისე­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას, რომ ჩვენ აღარ დაგ­ვჭირ­დეს მეტი შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა. არის ეს მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ? ვცდი­ლობთ თუ არა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის და­სან­ქცი­რე­ბას? ცალ­სა­ხად არა! ჩვენ გვსურს სა­უ­კე­თე­სო ამ ქვეყ­ნის­თვის და გვსურს, რომ ეს ქვე­ყა­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყოს. შე­დე­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბებს ჩვე­ნი მხრი­დან მოჰ­ყვა, არის ხელ­სა­წყო ქმე­დე­ბის შე­საც­ვლე­ლად და არ არის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის და­სას­ჯე­ლად. ისი­ნი ძა­ლი­ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ეს გაგ­ზავ­ნის სიგ­ნალს იმის­თვის, რომ ნე­გა­ტი­უ­რი ქმე­დე­ბის შე­მობ­რუ­ნე­ბა მოხ­დეს.

- სან­ქცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, კი­დევ მექ­ნე­ბა და­ზუს­ტე­ბე­ბი თუმ­ცა იქამ­დე, რო­გორც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლი­სას საკ­მა­ოდ კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შედ­გა თქვენ­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის და მო­უ­ლოდ­ნე­ლად უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ღაც შე­იც­ვა­ლა. პი­რა­დად თქვენ ან ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს ვა­შინგტონ­ში თუ გაქვთ რა­ი­მე წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც და­სავ­ლურ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ შე­ა­ფა­სა რო­გორც არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი ვერ­სია?

- რა შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­ტი­ვა­ცია?! რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის ქმე­დე­ბებს ვაკ­ვირ­დე­ბი, უპი­რა­ტე­სო­ბას ვა­ნი­ჭებ გან­ვი­ხი­ლო ისი­ნი იმ ჭრილ­ში, თუ რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ქმე­დე­ბე­ბი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. ჩვენ ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს და ვამ­ბობთ იმას, რაც აბ­რა­ამ ლინ­კოლნმა პირ­ვე­ლად თქვა, რომ დე­მოკ­რა­ტია ნიშ­ნავს ხალ­ხის მმარ­თვე­ლო­ბას, ხალ­ხის მიერ და ხალ­ხის­თვის. ასე რომ, რო­დე­საც ახა­ლი პო­ლი­ტი­კა აქ­ტი­ურ­დე­ბა, აქ, ამე­რი­კა­ში, ან ნე­ბის­მი­ერ დე­მოკ­რა­ტი­ა­ში, უნდა დას­ვა კი­თხვა, რო­გორ ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას. რა­საც ვი­ტყო­დი ამ შემ­თხვე­ვა­ში არის ის, რომ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და მის მიერ არ­ჩე­უ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­სა­წყვე­ტია ემ­სა­ხუ­რე­ბა თუ არა ეს ქმე­დე­ბე­ბი ხალ­ხს, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ევ­რო­კავ­შირ­მა ძა­ლი­ან ცხა­დად აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ქმე­დე­ბე­ბი არ არის შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვალ ტრა­ექ­ტო­რი­ას­თან და უფრო მე­ტიც, ის შე­ა­ჩე­რებს, შე­ა­ნე­ლებს და შე­ა­ფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს სვლას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­კენ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ასე­ვე ცხა­დად აღ­ნიშ­ნა, რომ ამ ქმე­დე­ბებს აქვს უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ჩვენს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე და ჩვენს მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ აყე­ნებს. ეკო­ნო­მი­კუ­რი და კერ­ძო სექ­ტო­რის წევ­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვეს, რომ ეს ქმე­დე­ბე­ბი ნე­გა­ტი­უ­რი იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის, ტუ­რიზ­მის ინ­დუსტრი­ის­თვის, ლა­რის სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის, ასე­ვე იმ კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ ვაჭ­რო­ბენ, ეს არ არის კარ­გი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია არის თუ არა ეს ქმე­დე­ბე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ხალ­ხის სამ­სა­ხუ­რით, თუ ისი­ნი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია ვი­ღა­ცის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის სამ­სა­ხუ­რით. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას" - აშშ-ის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე

"იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას" - აშშ-ის ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ სანქციებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, რობინ დანიგანის ინფორმაციით, შეზღუდვების ქვეშ მოხვედრილ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს, ვისაც ამ დრომდე ამერიკის ვიზა ჰქონდათ, ვიზის არავალიდურობის შესახებ უკვე ეცნობათ. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

გეგმავს თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები სანქციების დაწესებას საქართველოსთვის, კონკრეტულად რას გულისხმობს სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებული ურთიერთობების სრული გადახედვა და როგორ აფასებს ამერიკის ოფიციალური წარმომადგენელი ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ-სინგაპურული კომპანიის შემოყვანას, ამ და სხვა საკითხებზე რობინ დანიგანმა ინტერვიუში ისაუბრა.

- პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენ მიერ გაწეული შრომისთვის და იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს გვსტუმრობთ. ბოლო პერიოდის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ერთ-ერთი მთავარი საკითხია სავიზო შეზღუდვის პირველი ტრანში, რომელიც ვაშინგტონმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დაუწესა. როგორც ვიცით, სანქცია 24-დან 36 პირზე გავრცელდა. რა პრინციპით შეირჩნენ ეს პირები და მოსალოდნელია თუ არა შეზღუდვების გაფართოება? და კითხვა, რომელიც ყველას ძალიან აღელვებს - მოსალოდნელია თუ არა, რომ აშშ-მ უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოს დაუწესოს სანქციები?

- მსურს გიპასუხოთ თქვენს კონკრეტულ კითხვაზე სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით, მაგრამ მინდა საუბარი უფრო ფართო სურათით დავიწყო, რადგან, ვფიქრობ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსადმი ამერიკის ერთგულების სრული ისტორიის მოყოლა. ჩვენ გვაქვს გასაოცრად ძლიერი პარტნიორობა. ნებისმიერმა ამერიკელმა, რომელსაც შეხვდებით, იცის საქართველო, იცის საქართველოს შესახებ, უყვარს ეს ქვეყანა და აფასებს და პატივს სცემს მას. თითქმის 32 წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ეს პარტნიორობა, რომელიც ცდილობს საქართველოს გაძლიერებას და ასევე, დაეხმარა ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ჩვენ გვსურს კეთილდღეობის, სტაბილურობის მქონე საქართველო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ჩვენ გვსურს საქართველოს ხილვა, რომელსაც ჰყავს კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილი ჯარი, კარგად აღჭურვილი სანაპირო დაცვა. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოში იყოს ძლიერი განათლების სისტემა და გვსურს ვიხილოთ საქართველო, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს თავისი მოსახლეობისთვის, რათა მათ შეძლონ ქვეყანაში დარჩენა და არ წავიდნენ სხვა ქვეყანაში სამუშაოდ. ჩვენს გვსურს საქართველოს ხილვა, რომელსაც შეუძლია თავისი კულტურული მემკვიდრეობისა და ენის დაცვა. მთელი ჩვენი დახმარება და თანამშრომლობა 32 წლის განმავლობაში მიმართული იყო ამ ყველაფრის მიღწევისკენ და ვფიქრობ, ეს იყო გასაოცარი წარმატების ისტორია. ჩვენ ერთგულები ვართ ამ პარტნიორობის. როდესაც საქართველოში ჩამოვედი ოქტომბერში, ჩამოვედი იმის გაცნობიერებით, რომ იყო გარკვეული გამოწვევები ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ ჩამოვედი სრული პასუხისმგებლობით, რომ მემუშავა საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოს მოსახლეობასთან, რათა დავბრუნებოდით ამ მდიდარი პარტნიორობის კურსს, რომელიც გვაქვს. და იცით, ჩვენ ეს გავაკეთეთ კიდეც ერთად, როდესაც აქ პირველად ჩამოვედი, მივაღწიეთ რეალურ პროგრესს. პირველი რაც გავაკეთე, ჩავედი ბრიუსელში და რეკომენდაცია გავუწიე საქართველოს, რომ მას მიეღო კანდიდატის სტატუსი, რასაც ვაშინგტონი ასევე უჭერდა მხარს. ევროკავშირმა, რომელიც, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი იყო გადაწყვეტილების მიღებაზე, ჩემი გადმოსახედიდან, მიიღო დიდებული გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ კარგად მივდიოდით, რაც იყოს ახალი დასაწყისი ჩვენი ურთიერთობებისთვის, მაგრამ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ერთ-ერთი მათგანი არის დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დასავლეთის წინააღმდეგ, კიდევ ერთი მაგალითი არის „უცხოური აგენტების“ კანონი, რაც გვჯერა, რომ არის ქართველი ხალხის გაცხადებული მისწრაფებების საწინააღმდეგო.

კიდევ ერთი ნაბიჯი არის ძალადობისა და დაშინების შემთხვევები მშვიდობიანი აქციის მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯმა მიგვიყვანა სამწუხარო გარემოებამდე, სადაც ახლა ვართ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დააწესა. მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ არავის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გვსურს ამის გაკეთება.

ჩვენ გვსურს დავუბრუნდეთ პოზიტიურ პარტნიორობას საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ უკანასკნელმა ქმედებებმა მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფო მდივანმა განსაზღვრა, რომ იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ქმედებებში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიას, ავრცელებს დეზინფორმაციას, ძალადობს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომ მათ შეეზღუდებოდათ ამერიკაში შესვლა. როგორც აღნიშნეთ, შეზღუდვის პირველი ტრანში უკვე განხორციელდა და იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ვიზა, ეცნობათ, რომ მათი ვიზა ვალიდური აღარ არის და მათ ვისაც არ აქვთ ვიზა, ვეღარ მიიღებენ მას. სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო, რომ, დიდი ალბათობით, კიდევ იქნება შემდგომი შედეგები. უნდა მომხდარიყო თუ არა ეს? არა! ვისურვებდი საქართველოს ხელისუფლების მიერ კურსის ცვლილების ხილვას და მათ მიერ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდეს მეტი შეზღუდვების დაწესება. არის ეს მიმართული საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ? ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს. შედეგები, რომლებიც ხელისუფლების ქმედებებს ჩვენი მხრიდან მოჰყვა, არის ხელსაწყო ქმედების შესაცვლელად და არ არის განკუთვნილი საქართველოს მოსახლეობის დასასჯელად. ისინი ძალიან მიზანმიმართულია და ვიმედოვნებ, რომ ეს გაგზავნის სიგნალს იმისთვის, რომ ნეგატიური ქმედების შემობრუნება მოხდეს.

- სანქციებთან დაკავშირებით, კიდევ მექნება დაზუსტებები თუმცა იქამდე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოში ჩამოსვლისას საკმაოდ კარგი თანამშრომლობა შედგა თქვენსა და ხელისუფლებას შორის და მოულოდნელად უკანასკნელი თვეების განმავლობაში რაღაც შეიცვალა. პირადად თქვენ ან ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში თუ გაქვთ რაიმე წარმოდგენა იმაზე, რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ ამ ურთიერთსაწინააღმდეგო კანონის მიღება, რომელიც დასავლურმა საზოგადოებამ შეაფასა როგორც არადემოკრატიული, რა იქნება თქვენი ვერსია?

- რა შეიძლება იყოს მოტივაცია?! როდესაც ხელისუფლებების ქმედებებს ვაკვირდები, უპირატესობას ვანიჭებ განვიხილო ისინი იმ ჭრილში, თუ როგორ ემსახურება ეს ქმედებები ქვეყნის მოსახლეობას. ჩვენ ვუახლოვდებით ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს და ვამბობთ იმას, რაც აბრაამ ლინკოლნმა პირველად თქვა, რომ დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას, ხალხის მიერ და ხალხისთვის. ასე რომ, როდესაც ახალი პოლიტიკა აქტიურდება, აქ, ამერიკაში, ან ნებისმიერ დემოკრატიაში, უნდა დასვა კითხვა, როგორ ემსახურება ეს ქვეყნის მოსახლეობას. რასაც ვიტყოდი ამ შემთხვევაში არის ის, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების გადასაწყვეტია ემსახურება თუ არა ეს ქმედებები ხალხს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირმა ძალიან ცხადად აღნიშნა, რომ ეს ქმედებები არ არის შესაბამისობაში საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ ტრაექტორიასთან და უფრო მეტიც, ის შეაჩერებს, შეანელებს და შეაფერხებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე ცხადად აღნიშნა, რომ ამ ქმედებებს აქვს უარყოფითი გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეკონომიკური და კერძო სექტორის წევრებმა საქართველოში თქვეს, რომ ეს ქმედებები ნეგატიური იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ლარის სტაბილურობისთვის, ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საჯაროდ ვაჭრობენ, ეს არ არის კარგი საქართველოს ეკონომიკისთვის. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია არის თუ არა ეს ქმედებები მოტივირებული ხალხის სამსახურით, თუ ისინი მოტივირებულია ვიღაცის პერსონალური ინტერესების სამსახურით. გააგრძელეთ კითხვა