საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არაბი ლედი დაიანა", რომელიც სირიას "აზანზარებს": ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან - ვინ არის ბაშარ ასადის გავლენიანი ცოლი?
"არაბი ლედი დაიანა", რომელიც სირიას "აზანზარებს": ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან - ვინ არის ბაშარ ასადის გავლენიანი ცოლი?

სი­რია, რუ­სე­თის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, 13 წლი­ა­ნი ომის შემ­დეგ, ახ­ლაც ნან­გრე­ვებ­ში ცხოვ­რობს. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ქვეყ­ნის­გან დარ­ჩა, ახლა რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის ხელ­შია. მათ შო­რი­საა სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის ბა­შარ ალ-ასა­დის მე­უღ­ლე ასმა ალ-ასა­დი.

  • ას­მას სა­ხე­ლი ომის­შემ­დგომ სი­რი­ა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა. მის გა­რე­შე არ ხდე­ბა გა­რი­გე­ბე­ბი და არ მი­ი­ღე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ის დგას ქვე­ყა­ნა­ში ქო­ნე­ბის ცნო­ბი­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბის უკან.

მთე­ლი სი­რია ახლა ას­მას ეკუთ­ვნის - ასე ამ­ბო­ბენ მას­ზე სი­რი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი.

ხუთი წლის წინ ას­მას მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. და­ა­ვა­დე­ბის­გან გა­ნი­კურ­ნა, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში ექი­მებ­მა მას კი­ბოს ახა­ლი დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს - მი­ე­ლო­ი­დუ­რი ლე­ი­კე­მია.

"არა­ბი ლედი და­ი­ა­ნა", "სი­ნათ­ლის სხი­ვი სი­რი­ის პირ­ქუშ რე­ა­ლო­ბა­ში", "უდაბ­ნოს ვარ­დი", "ერის დედა", „სი­რი­ე­ლი მარი ან­ტუ­ა­ნე­ტა, "რკი­ნის ლედი" - ასე­თი ეპი­თე­ტე­ბით ასმა ასადს სხვა­დას­ხვა დროს მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ, რო­გორც ქვე­ყა­ნა­ში, ისე მის ფარ­გლებს გა­რეთ.

ვინ არის ასმა, სი­რი­ის პირ­ვე­ლი ლედი?

არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლის გა­რიჟ­რაჟ­ზე ას­მა­ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებ­დნენ, რო­მელ­საც შე­ეძ­ლო აღეკ­ვე­თა პრო­ტეს­ტის სის­ხლი­ა­ნი ჩახ­შო­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ახლა მას­ზე ამ­ბო­ბენ, რომ მან ყვე­ლა­ზე მე­ტად იხე­ი­რა სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­მო­ქა­ლა­ქო ომით.

"რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ მათ­ზე, ვინც ომი­დან ისარ­გებ­ლა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასმა ასა­დის ფი­გუ­რა. მას ოდეს­ღაც უდაბ­ნოს ვარდს ეძახ­დნენ, ახლა ის სი­რი­ის რკი­ნის ლედი გახ­და“, - ნათ­ქვა­მია Qatar Harmoon Center for Contemporary Research-ის კვლე­ვა­ში.

სი­რი­ის პირ­ვე­ლი ლედი შუ­ა­მავ­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ქვეყ­ნის ყვე­ლა მთა­ვარ სექ­ტორს აკონ­ტრო­ლებს - ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ებს, უძ­რავ ქო­ნე­ბას, ბან­კებს, ვაჭ­რო­ბას.

ასმა ასა­დის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­შია ევ­რო­კავ­ში­რი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბი.

"ქმრი­სა და ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ის სი­რი­ის ომით ყვე­ლა­ზე არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად სარ­გებ­ლობს“, - გა­ნა­ცხა­და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა მაიკ პომ­პე­ომ, რო­დე­საც ას­მას წი­ნა­აღ­მდეგ 2020 წელს სან­ქცი­ე­ბი შე­მო­ი­ღეს.

სი­რი­ის ახა­ლი ელი­ტე­ბი: ომი ქმნის მო­უ­ლოდ­ნელ სიმ­დიდ­რეს

13 წლი­ან­მა ომმა სი­რი­ა­ში ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა გა­ა­ნად­გუ­რა. სა­შუ­ა­ლო კლა­სი და ღა­რი­ბე­ბი მა­თხოვ­რე­ბად აქ­ცია. მაგ­რამ ხალ­ხის მცი­რე ნა­წი­ლის­თვის ომმა გამ­დიდ­რე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გახ­სნა.

სი­რი­ის ეკო­ნო­მი­კა (რაც მის­გან დარ­ჩა) რე­ა­ლუ­რად იყო­ფა ბა­შა­რის, მისი უმ­ცრო­სი ძმის, მა­ჰერ­სა და ას­მას შო­რის. ისი­ნი ახლა ახა­ლი მდიდ­რე­ბის კლა­სის ლი­დე­რე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც მო­ა­ხერ­ხეს ომი­დან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბა.

სი­რია ახლა მე­ო­რე ად­გილ­ზეა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ინ­დექ­სით.

ვაჭ­რე­ბის ახა­ლი კლა­სი, რომ­ლებ­მაც ომი­დან ფული იშო­ვეს, ძი­რი­თა­დად არი­ან გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, კონ­ტრა­ბან­დის­ტე­ბი, ჯარ­თის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი, რე­კე­ტი­ო­რე­ბი და შუ­ა­მავ­ლე­ბი ნავ­თო­ბის გა­ყიდ­ვის ბიზ­ნეს­ში.

სი­რი­ის ძვე­ლი სა­ვაჭ­რო ელი­ტა თან­და­თან ახალ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა შეც­ვა­ლეს. მდი­და­რი სი­რი­ე­ლი ოჯა­ხე­ბი, ძი­რი­თა­დად სუ­ნი­ტე­ბი, ახლა ან გა­კოტ­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ან მოკ­ლუ­ლე­ბი, ან გა­და­სახ­ლე­ბა­ში.

ასმა ასა­დი და მისი იმ­პე­რია

ას­მამ საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია - სი­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი, ჯერ კი­დევ 2007 წელს შექ­მნა. ფონდსა და სი­რი­ის არაბ­თა წი­თელ ნა­ხე­ვარ­მთვა­რეს (SARC) სრუ­ლი კონ­ტრო­ლი აქვს ქვე­ყა­ნა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის სექ­ტორ­ზე.

„ეს სის­ტე­მა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს რე­ჟიმს, გა­და­ა­ნა­წი­ლოს დახ­მა­რე­ბა სურ­ვი­ლი­სა­მებრ, მა­გა­ლი­თად, საკ­ვე­ბი მის­ცეს ჯა­რის­კა­ცებს და არა გა­ჭირ­ვე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს“, - ნათ­ქვა­მია აშშ-ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვა­ში.

ფონდს არა­ერ­თხელ დას­დეს ბრა­ლი გა­ე­როს­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, შარ­შან­დე­ლი და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრის შემ­დეგ კი ორ­გა­ნი­ზა­ცია მხო­ლოდ რე­ჟი­მის ერ­თგუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს.

ბრძო­ლა გავ­ლე­ნი­სა და ქო­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის­თვის

2019 წელს სი­რი­ის ერთ დროს მთა­ვარ ოლი­გარ­ქს და ბა­შარ ალ-ასა­დის ბი­ძაშ­ვილს რამი მახ­ლუფს პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა. იგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­და­ე­ხა­და მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის გა­და­სა­ხა­დე­ბი და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მის ქო­ნე­ბას კი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი და­ე­უფლნენ.

მახ­ლუ­ფის "და­ცე­მის" უკან სწო­რედ ასმა ასა­დი იდგა. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ქალ­მა შვი­ლებს გა­უ­თა­ვი­სუფ­ლა ად­გი­ლი სი­რი­ის მთავ­რო­ბის სა­თა­ვე­ში.

ას­მას და ბა­შარს სამი შვი­ლი ჰყავთ - ჰა­ფე­ზი - 23, ზე­ი­ნი - 21 და კა­რი­მი - 20 წლის.

ამი­ე­რი­დან, მახ­ლუ­ფის ნაც­ვლად, სი­რი­ის უმ­სხვი­ლე­სი მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რი „სი­რი­ა­ტე­ლი“ პირ­ველ ლე­დის და­ახ­ლო­ე­ბულ პი­რებს ეკუთ­ვნის. ას­მამ თა­ვად აიღო კონ­ტრო­ლი მახ­ლუ­ფის საქ­ველ­მოქ­მე­დო კომ­პა­ნია Al Bustan-ზე და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ა­არ­სა სა­კუ­თა­რი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია Emmatel (ას­მას ბავ­შვო­ბა­ში ლონ­დონ­ში ცხოვ­რე­ბი­სას ემას ეძახ­დნენ).

რო­გორ და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი: სი­რია 2000 წელს - ცვლი­ლე­ბე­ბის იმე­დი

24 წლის წინ სი­რია დიდ ცვლი­ლე­ბას ელო­და. ჰა­ფეზ ალ-ასა­დი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თავ­და, გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი ად­გი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მის უმ­ცროს ვაჟს ბა­შარს ერგო. სი­რი­ის ტახ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად მისი უფ­რო­სი ძმა ბა­სი­ლის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, მაგ­რამ ის ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა.

90-იან წლებ­ში ბა­შა­რი ლონ­დონ­ში ოფ­თალ­მო­ლო­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, სა­დაც გა­იც­ნო მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე. ასმა აპი­რებ­და აშშ-ში წას­ვლას ჰარ­ვარ­დში სას­წავ­ლებ­ლად. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად გა­მო­ვი­და: და­ქორ­წინ­და და წი­ნაპ­რე­ბის სამ­შობ­ლო­ში გა­და­ვი­და.

ასმა ასადს სი­რი­ის რე­ჟი­მის რბილ ძა­ლას, ასა­დის ოჯა­ხის მთა­ვარ პიარ-ინ­სტრუ­მენტს ეძახ­დნენ. სი­რი­ის სწრა­ფი მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის იმე­დე­ბი მას­ზე იყო დამ­ყა­რე­ბუ­ლი. იმ დროს ჩან­და, რომ ქვე­ყა­ნას და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სურ­და.

მაგ­რამ ჯერ ერა­ყის ომმა და შემ­დეგ 2011 წლის „არა­ბულ­მა გა­ზა­ფხულ­მა“ ამ იმე­დებს ბოლო მო­უ­ღო.

ასმა სი­რი­ა­ში: რე­ფორ­მე­ბი და პიარ კამ­პა­ნია

ბა­შარ ალ-ასად­მა სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ას­ვლი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბი და­ი­წყო. მან პი­რო­ბა დადო, რომ სი­რი­ას გა­უხ­სნი­და მსოფ­ლი­ოს­კენ მი­მა­ვალ გზას და და­ას­რუ­ლებ­და ქვეყ­ნის რეპ­რე­სი­ულ წარ­სულს.

და­ი­წყო პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში გა­მოს­ცეს პირ­ვე­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­ზე­თი, მე­დი­ა­ში და­ი­წყეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა, გა­იხ­სნა კერ­ძო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, გაჩ­ნდა სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და რა­დი­ო­სად­გუ­რე­ბი, შე­იქ­მნა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფე­ბი. და­მას­კო­ში გა­იხ­სნა კერ­ძო ბან­კე­ბი.

სი­რი­ა­ში საფ­რან­გე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. ას­მამ გა­იც­ნო ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ბრედ პიტი, სტინ­გი.

ეს დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა, რად­გან ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რად მძი­მე­წო­ნი­ა­ნე­ბის ძვე­ლი გვარ­დია ჩა­ე­რია, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ჰა­ფეზს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

რე­ფორ­მე­ბი შე­ჩერ­და და რო­გორც ბევ­რი აღი­ა­რებს, ამან ძი­რი­თა­დად ელი­ტა­სა და მმარ­თველ კლასს მო­უ­ტა­ნა სარ­გე­ბე­ლი. ამ დროს ასმა სა­კუ­თა­რი იმი­ჯის შექ­მნა­ზე მუ­შა­ობ­და.

მის იმიჯ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იყო ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტრა­ტე­გი ლორდ ტი­მო­თი ბელი. პი­ა­რის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ბელ პო­ტინ­გე­რი იყო მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის სამი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის კონ­სულ­ტან­ტი. მის კლი­ენ­ტებს შო­რის იყ­ვნენ ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კო და ავ­გუს­ტო პი­ნო­ჩე­ტი და სხვე­ბი.

მან მო­ი­ფიქ­რა ას­მას­თვის კონ­ცეფ­ცია, რო­მე­ლიც სამ რა­მე­ზე იყო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი - ქველ­მოქ­მე­დე­ბა, კულ­ტუ­რა და პი­როვ­ნუ­ლი ხიბ­ლი.

2011 წელს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში არა­ბუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი მძვინ­ვა­რებ­და. ასა­დი მას ტან­კე­ბით შეხ­ვდა. ამავდრო­უ­ლად, ამე­რი­კულ­მა Vogue-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია ას­მას სა­დი­დებ­ლად, სა­თა­უ­რით "უდაბ­ნოს ვარ­დი". ახალ­გაზ­რდა, მდიდ­რუ­ლი, გლა­მუ­რუ­ლი, ანა­ლი­ტი­კუ­რი გო­ნე­ბით - ჟურ­ნა­ლის­ტი არ აკ­ლებ­და სა­დი­დე­ბელ ეპი­თე­ტებს. ორი­ო­დე თვის შემ­დეგ, სტა­ტია აი­ღეს სა­ი­ტი­დან, Vogue-ის მთა­ვარ რე­დაქ­ტორს ანა ვინ­ტურს კი ბო­დი­შის მოხ­და მო­უ­წია.

რო­გორც ლორდ ბელ­მა რამ­დე­ნი­მე წლის წინ გერ­მა­ნულ ჟურ­ნალ Zeit Magazin-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აღი­ა­რა, ას­მამ პი­ა­რის ამო­ცა­ნა "იდე­ა­ლუ­რად" შე­ას­რუ­ლა.

რე­ჟიმს, რო­მელ­მაც ასო­ბით ათა­სი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, დღემ­დე მე­გობ­რუ­ლი სახე აქვს. ”ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ვა­კე­თეთ მა­შინ”, - თქვა ბელ­მა თა­ვი­სი მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ.

ემა

ასმა და­ი­ბა­და 1975 წელს ლონ­დონ­ში, აკტო­ნის რა­ი­ონ­ში, ბრი­ტა­ნე­თის დე­და­ქა­ლა­ქის და­სავ­ლე­თით. მისი მშობ­ლე­ბი სუ­ნი­ტი მუს­ლი­მე­ბი არი­ან. 70-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ისი­ნი ლონ­დონ­ში გა­და­ვიდ­ნენ უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის სა­ძი­ებ­ლად.

სკო­ლა­ში მას ემას ეძახ­დნენ. რთუ­ლი იყო მას­ში სი­რი­ე­ლის და­ნახ­ვა, იხ­სე­ნებს მე­ზო­ბე­ლი. ის ძა­ლი­ან ინ­გლი­სე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თით­ქოს არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო სი­რი­ას­თან.

„ზო­გი­ერ­თი ქალი ზრუ­ნავს თა­ვის სტილ­ზე, ზოგი კი ადა­მი­ა­ნებ­ზე. რა და­გე­მარ­თა ასმა? შე­ა­ჩე­რე შენი ქმა­რი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, შე­წყვი­ტე მათი გვერ­დში დგო­მა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა შენი გა­რეგ­ნო­ბა, არა­მედ შენი ქმე­დე­ბე­ბი“, - მი­მარ­თეს ას­მას გა­ე­რო­ში გერ­მა­ნი­ი­სა და ბრი­ტა­ნე­თის წარ­მო­მად­გენ­ლის ცო­ლებ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

კონ­ფლიქ­ტის მწვერ­ვალ­ზე პირ­ველ­მა ლე­დიმ გა­მო­ა­ცხა­და, რომ სი­რია ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის ქვეშ იყო და მისი ქმა­რი ბა­შა­რი იყო ყვე­ლა სი­რი­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტი. ქალი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდილ­ში გა­და­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხო­ლოდ 2016 წელს და­უბ­რუნ­და, რო­დე­საც ბა­შა­რის დედა ანი­სი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­თა­ნაც ას­მას და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და.

სი­რია ომის შემ­დეგ

სი­რი­ე­ლე­ბის მე­ო­თხედ­ზე მეტი - და­ახ­ლო­ე­ბით 5,7 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი - მსოფ­ლიო ბან­კის უახ­ლე­სი მო­ნა­ცე­მე­ბით, უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში ცხოვ­რობს. ქვე­ყა­ნა­ში სა­შუ­ა­ლო კლა­სი დიდი ხა­ნია გაქ­რა. ყვე­ლა­ფე­რი დე­ფი­ცი­ტშია. ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წილს უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით უდ­გია სული.

ისე­დაც სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­სულ გა­ზა­ფხულ­ზე მომ­ხდარ­მა ძლი­ერ­მა მი­წისძვრამ და­ამ­ძი­მა.

ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა ადა­მი­ა­ნებს შიმ­ში­ლის ზღვარ­ზე აყე­ნებს. სი­რი­უ­ლი ლირა ვარ­დნას გა­ნაგ­რძობს: შე­და­რე­ბის­თვის, 2011 წლის ომამ­დე 1 დო­ლა­რი 47 სი­რი­უ­ლი ლირა ღირ­და, ხოლო 2023 წელს - 14 ათას ლი­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

გა­სულ წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­უქ­მა საწ­ვა­ვის სუბ­სი­დი­ე­ბი და ფა­სე­ბი ორ-სამ­ჯერ გა­ზარ­და.

2015 წელს რუ­სე­თის ინ­ტერ­ვენ­ცია და ირა­ნის მხარ­და­ჭე­რა ასადს და­ეხ­მა­რა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის დიდ ნა­წილ­ზე კონ­ტრო­ლი აღედ­გი­ნა. ბევ­რი ასა­დის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი დღეგ­რძე­ლო­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად კრემ­ლის დახ­მა­რე­ბას მი­იჩ­ნევს.

13 წლი­ა­ნი ომის შემ­დეგ ის აკონ­ტრო­ლებს სი­რი­ის და­ახ­ლო­ე­ბით 70-80%-ს. იდ­ლიბ­ში ცხოვ­რო­ბენ ყო­ფი­ლი ოპო­ზი­ცი­ი­სა და ჯი­ჰა­დის­ტე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი, სი­რი­ის ჩრდი­ლო­ე­თით ქურ­თე­ბი და თურ­ქე­ბი, დეირ ეზ-ზო­რის რე­გი­ონ­ში არის ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო (რუ­სეთ­ში ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად აღი­ა­რე­ბუ­ლი).

და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბოლო წლებ­ში აქ­ტი­უ­რი ბრძო­ლა არ ყო­ფი­ლა, ომი არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს დას­რუ­ლე­ბუ­ლად, სა­ნამ პო­ლი­ტი­კუ­რი წეს­რი­გი არ აღ­დგე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"არაბი ლედი დაიანა", რომელიც სირიას "აზანზარებს": ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან - ვინ არის ბაშარ ასადის გავლენიანი ცოლი?

"არაბი ლედი დაიანა", რომელიც სირიას "აზანზარებს": ორჯერ დამარცხებული სიმსივნე და სანქციები ევროპისგან და ამერიკისგან - ვინ არის ბაშარ ასადის გავლენიანი ცოლი?

სირია, რუსეთის მთავარი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში, 13 წლიანი ომის შემდეგ, ახლაც ნანგრევებში ცხოვრობს. ყველაფერი, რაც ქვეყნისგან დარჩა, ახლა რამდენიმე ადამიანის ხელშია. მათ შორისაა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მეუღლე ასმა ალ-ასადი.

  • ასმას სახელი ომისშემდგომ სირიაში პოლიტიკური და ფინანსური ძალაუფლების სიმბოლოდ იქცა. მის გარეშე არ ხდება გარიგებები და არ მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ის დგას ქვეყანაში ქონების ცნობილი გადანაწილების უკან.

მთელი სირია ახლა ასმას ეკუთვნის - ასე ამბობენ მასზე სირიელი ბიზნესმენები.

ხუთი წლის წინ ასმას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. დაავადებისგან განიკურნა, მაგრამ მიმდინარე წლის მაისში ექიმებმა მას კიბოს ახალი დიაგნოზი დაუსვეს - მიელოიდური ლეიკემია.

"არაბი ლედი დაიანა", "სინათლის სხივი სირიის პირქუშ რეალობაში", "უდაბნოს ვარდი", "ერის დედა", „სირიელი მარი ანტუანეტა, "რკინის ლედი" - ასეთი ეპითეტებით ასმა ასადს სხვადასხვა დროს მოიხსენიებდნენ, როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ვინ არის ასმა, სირიის პირველი ლედი?

არაბული გაზაფხულის გარიჟრაჟზე ასმაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, რომელსაც შეეძლო აღეკვეთა პროტესტის სისხლიანი ჩახშობა ქვეყანაში. ახლა მასზე ამბობენ, რომ მან ყველაზე მეტად იხეირა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომით.

"როდესაც ვსაუბრობთ მათზე, ვინც ომიდან ისარგებლა, მნიშვნელოვანია ასმა ასადის ფიგურა. მას ოდესღაც უდაბნოს ვარდს ეძახდნენ, ახლა ის სირიის რკინის ლედი გახდა“, - ნათქვამია Qatar Harmoon Center for Contemporary Research-ის კვლევაში.

სირიის პირველი ლედი შუამავლების მეშვეობით ქვეყნის ყველა მთავარ სექტორს აკონტროლებს - ტელეკომუნიკაციებს, უძრავ ქონებას, ბანკებს, ვაჭრობას.

ასმა ასადის წინააღმდეგ ძალაშია ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული პირადი სანქციები.

"ქმრისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერით, ის სირიის ომით ყველაზე არაკეთილსინდისიერად სარგებლობს“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, როდესაც ასმას წინააღმდეგ 2020 წელს სანქციები შემოიღეს.

სირიის ახალი ელიტები: ომი ქმნის მოულოდნელ სიმდიდრეს

13 წლიანმა ომმა სირიაში ქვეყნის ეკონომიკა გაანადგურა. საშუალო კლასი და ღარიბები მათხოვრებად აქცია. მაგრამ ხალხის მცირე ნაწილისთვის ომმა გამდიდრების ახალი შესაძლებლობები გახსნა.

სირიის ეკონომიკა (რაც მისგან დარჩა) რეალურად იყოფა ბაშარის, მისი უმცროსი ძმის, მაჰერსა და ასმას შორის. ისინი ახლა ახალი მდიდრების კლასის ლიდერები არიან, რომლებმაც მოახერხეს ომიდან სარგებლის მიღება.

სირია ახლა მეორე ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების ინდექსით.

ვაჭრების ახალი კლასი, რომლებმაც ომიდან ფული იშოვეს, ძირითადად არიან გადამყიდველები, კონტრაბანდისტები, ჯართის გამყიდველები, რეკეტიორები და შუამავლები ნავთობის გაყიდვის ბიზნესში.

სირიის ძველი სავაჭრო ელიტა თანდათან ახალმა ბიზნესმენებმა შეცვალეს. მდიდარი სირიელი ოჯახები, ძირითადად სუნიტები, ახლა ან გაკოტრებულები არიან, ან მოკლულები, ან გადასახლებაში.

ასმა ასადი და მისი იმპერია

ასმამ საქველმოქმედო ორგანიზაცია - სირიის განვითარების ფონდი, ჯერ კიდევ 2007 წელს შექმნა. ფონდსა და სირიის არაბთა წითელ ნახევარმთვარეს (SARC) სრული კონტროლი აქვს ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების სექტორზე.

„ეს სისტემა საშუალებას აძლევს რეჟიმს, გადაანაწილოს დახმარება სურვილისამებრ, მაგალითად, საკვები მისცეს ჯარისკაცებს და არა გაჭირვებულ მოქალაქეებს“, - ნათქვამია აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

ფონდს არაერთხელ დასდეს ბრალი გაეროსგან მიღებული თანხების ბოროტად გამოყენებაში, შარშანდელი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ კი ორგანიზაცია მხოლოდ რეჟიმის ერთგულების დახმარებაში დაადანაშაულეს.

ბრძოლა გავლენისა და ქონების გადანაწილებისთვის

2019 წელს სირიის ერთ დროს მთავარ ოლიგარქს და ბაშარ ალ-ასადის ბიძაშვილს რამი მახლუფს პრობლემები შეექმნა. იგი იძულებული გახდა გადაეხადა მილიონობით დოლარის გადასახადები და შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მის ქონებას კი სხვა ადამიანები დაეუფლნენ.

მახლუფის "დაცემის" უკან სწორედ ასმა ასადი იდგა. ექსპერტების აზრით, ქალმა შვილებს გაუთავისუფლა ადგილი სირიის მთავრობის სათავეში.

ასმას და ბაშარს სამი შვილი ჰყავთ - ჰაფეზი - 23, ზეინი - 21 და კარიმი - 20 წლის.

ამიერიდან, მახლუფის ნაცვლად, სირიის უმსხვილესი მობილური ოპერატორი „სირიატელი“ პირველ ლედის დაახლოებულ პირებს ეკუთვნის. ასმამ თავად აიღო კონტროლი მახლუფის საქველმოქმედო კომპანია Al Bustan-ზე და მოგვიანებით დააარსა საკუთარი სატელეკომუნიკაციო კომპანია Emmatel (ასმას ბავშვობაში ლონდონში ცხოვრებისას ემას ეძახდნენ).

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: სირია 2000 წელს - ცვლილებების იმედი

24 წლის წინ სირია დიდ ცვლილებას ელოდა. ჰაფეზ ალ-ასადი, რომელიც ქვეყანას 30 წლის განმავლობაში მართავდა, გარდაიცვალა.

მისი ადგილი მოულოდნელად მის უმცროს ვაჟს ბაშარს ერგო. სირიის ტახტი თავდაპირველად მისი უფროსი ძმა ბასილისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

90-იან წლებში ბაშარი ლონდონში ოფთალმოლოგის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე. ასმა აპირებდა აშშ-ში წასვლას ჰარვარდში სასწავლებლად. მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად გამოვიდა: დაქორწინდა და წინაპრების სამშობლოში გადავიდა.

ასმა ასადს სირიის რეჟიმის რბილ ძალას, ასადის ოჯახის მთავარ პიარ-ინსტრუმენტს ეძახდნენ. სირიის სწრაფი მოდერნიზაციის იმედები მასზე იყო დამყარებული. იმ დროს ჩანდა, რომ ქვეყანას დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურდა.

მაგრამ ჯერ ერაყის ომმა და შემდეგ 2011 წლის „არაბულმა გაზაფხულმა“ ამ იმედებს ბოლო მოუღო.

ასმა სირიაში: რეფორმები და პიარ კამპანია

ბაშარ ალ-ასადმა სირიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ასვლიდან პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები დაიწყო. მან პირობა დადო, რომ სირიას გაუხსნიდა მსოფლიოსკენ მიმავალ გზას და დაასრულებდა ქვეყნის რეპრესიულ წარსულს.

დაიწყო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ქვეყანაში გამოსცეს პირველი დამოუკიდებელი გაზეთი, მედიაში დაიწყეს ხელისუფლების კრიტიკა, გაიხსნა კერძო უნივერსიტეტები, გაჩნდა საკაბელო ტელევიზიები და რადიოსადგურები, შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველი ჯგუფები. დამასკოში გაიხსნა კერძო ბანკები.

სირიაში საფრანგეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციები ჩავიდნენ. ასმამ გაიცნო ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, სტინგი.

ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ასადის მმართველობაში პოლიტიკურად მძიმეწონიანების ძველი გვარდია ჩაერია, რომელიც ჯერ კიდევ ჰაფეზს ემსახურებოდა.

რეფორმები შეჩერდა და როგორც ბევრი აღიარებს, ამან ძირითადად ელიტასა და მმართველ კლასს მოუტანა სარგებელი. ამ დროს ასმა საკუთარი იმიჯის შექმნაზე მუშაობდა.

მის იმიჯზე პასუხისმგებელი იყო ცნობილი ბრიტანელი პოლიტიკური სტრატეგი ლორდ ტიმოთი ბელი. პიარის სააგენტოს ხელმძღვანელი ბელ პოტინგერი იყო მარგარეტ ტეტჩერის სამი საარჩევნო კამპანიის კონსულტანტი. მის კლიენტებს შორის იყვნენ ალექსანდრე ლუკაშენკო და ავგუსტო პინოჩეტი და სხვები.

მან მოიფიქრა ასმასთვის კონცეფცია, რომელიც სამ რამეზე იყო ფოკუსირებული - ქველმოქმედება, კულტურა და პიროვნული ხიბლი.

2011 წელს ახლო აღმოსავლეთში არაბული გაზაფხული მძვინვარებდა. ასადი მას ტანკებით შეხვდა. ამავდროულად, ამერიკულმა Vogue-მა გამოაქვეყნა სტატია ასმას სადიდებლად, სათაურით "უდაბნოს ვარდი". ახალგაზრდა, მდიდრული, გლამურული, ანალიტიკური გონებით - ჟურნალისტი არ აკლებდა სადიდებელ ეპითეტებს. ორიოდე თვის შემდეგ, სტატია აიღეს საიტიდან, Vogue-ის მთავარ რედაქტორს ანა ვინტურს კი ბოდიშის მოხდა მოუწია.

როგორც ლორდ ბელმა რამდენიმე წლის წინ გერმანულ ჟურნალ Zeit Magazin-თან ინტერვიუში აღიარა, ასმამ პიარის ამოცანა "იდეალურად" შეასრულა.

რეჟიმს, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი მოკლა, დღემდე მეგობრული სახე აქვს. ”ჩვენ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ მაშინ”, - თქვა ბელმა თავისი მუშაობის შესახებ.

ემა

ასმა დაიბადა 1975 წელს ლონდონში, აკტონის რაიონში, ბრიტანეთის დედაქალაქის დასავლეთით. მისი მშობლები სუნიტი მუსლიმები არიან. 70-იანი წლების დასაწყისში ისინი ლონდონში გადავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად.

სკოლაში მას ემას ეძახდნენ. რთული იყო მასში სირიელის დანახვა, იხსენებს მეზობელი. ის ძალიან ინგლისელად გამოიყურებოდა, თითქოს არაფერი ჰქონდა საერთო სირიასთან.

„ზოგიერთი ქალი ზრუნავს თავის სტილზე, ზოგი კი ადამიანებზე. რა დაგემართა ასმა? შეაჩერე შენი ქმარი და მისი მხარდამჭერები, შეწყვიტე მათი გვერდში დგომა. მნიშვნელოვანია არა შენი გარეგნობა, არამედ შენი ქმედებები“, - მიმართეს ასმას გაეროში გერმანიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლის ცოლებმა ვიდეომიმართვაში.

კონფლიქტის მწვერვალზე პირველმა ლედიმ გამოაცხადა, რომ სირია ტერორისტების თავდასხმის ქვეშ იყო და მისი ქმარი ბაშარი იყო ყველა სირიელის პრეზიდენტი. ქალი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩრდილში გადავიდა და საზოგადოებას მხოლოდ 2016 წელს დაუბრუნდა, როდესაც ბაშარის დედა ანისი გარდაიცვალა, რომელთანაც ასმას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

სირია ომის შემდეგ

სირიელების მეოთხედზე მეტი - დაახლოებით 5,7 მილიონი ადამიანი - მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემებით, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ქვეყანაში საშუალო კლასი დიდი ხანია გაქრა. ყველაფერი დეფიციტშია. ადამიანების ნაწილს უცხოეთში წასული ნათესავების დახმარებით უდგია სული.

ისედაც სავალალო მდგომარეობა გასულ გაზაფხულზე მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ დაამძიმა.

ცხოვრების პირობების ნებისმიერი გაუარესება ადამიანებს შიმშილის ზღვარზე აყენებს. სირიული ლირა ვარდნას განაგრძობს: შედარებისთვის, 2011 წლის ომამდე 1 დოლარი 47 სირიული ლირა ღირდა, ხოლო 2023 წელს - 14 ათას ლირამდე გაიზარდა.

გასულ წელს ხელისუფლებამ გააუქმა საწვავის სუბსიდიები და ფასები ორ-სამჯერ გაზარდა.

2015 წელს რუსეთის ინტერვენცია და ირანის მხარდაჭერა ასადს დაეხმარა ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლი აღედგინა. ბევრი ასადის სიცოცხლისუნარიანობისა და პოლიტიკური დღეგრძელობის მთავარ მიზეზად კრემლის დახმარებას მიიჩნევს.

13 წლიანი ომის შემდეგ ის აკონტროლებს სირიის დაახლოებით 70-80%-ს. იდლიბში ცხოვრობენ ყოფილი ოპოზიციისა და ჯიჰადისტების ნარჩენები, სირიის ჩრდილოეთით ქურთები და თურქები, დეირ ეზ-ზორის რეგიონში არის ისლამური სახელმწიფო (რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული).

და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქტიური ბრძოლა არ ყოფილა, ომი არ შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად, სანამ პოლიტიკური წესრიგი არ აღდგება.

წყარო