საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიზნად რჩება დიდი ერთობა, თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ" - სააკაშვილი
"მიზნად რჩება დიდი ერთობა, თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ" - სააკაშვილი

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად მო­იქ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, ის პარ­ტი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რედ თინა ბო­კუ­ჩა­ვას და­ნიშ­ვნა­საც და აცხა­დებს, რომ თინა ბო­კუ­ჩა­ვა ძა­ლი­ან შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ზუს­ტად ერ­გე­ბა დღე­ვან­დელ ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის დო­ნის გა­მოწ­ვე­ვებს.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის“ სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, ახლა მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ერ­თი­ა­ნო­ბაა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ - პირ­ვე­ლად პარ­ტი­ას ჰყავს ქალი თავ­მჯდო­მა­რე - თინა ბო­კუ­ჩა­ვა. თიკა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და 2012 წელს, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად და უზარ­მა­ზა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა შე­ი­ძი­ნა ბოლო 12 წე­ლი­წად­ში.

თი­კას ფან­ტას­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ამ­თავ­რა ამე­რი­კა­ში, შემ­დეგ და­ას­რუ­ლა ტაფ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სრუ­ლი კურ­სი (ფლეტ­ჩე­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლის, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ მეც ვას­წავ­ლი­დი), შემ­დეგ სწავ­ლა გა­აგ­რძე­ლა ევ­რო­პა­ში და და­ამ­თავ­რა ჟე­ნე­ვის ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტი. თიკა მშობ­ლი­უ­რი ენის დო­ნე­ზე ფლობს რამ­დე­ნი­მე უცხო ენას და არის სამი შვი­ლის დედა, ძა­ლი­ან შე­უ­პო­ვა­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ზუს­ტად ერ­გე­ბა დღე­ვან­დელ ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის დო­ნის გა­მოწ­ვე­ვებს.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მო­იქ­ცა ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლად, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­თუ­ლე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა, პარ­ტი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს.

ჩვენს მიზ­ნად რჩე­ბა დიდი ერ­თო­ბა. მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი დრო უნდა ვი­მუ­შა­ოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან და პო­ლი­ტი­კო­სებ­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუ ის არ გა­მო­ვა, მა­შინ იმ­დე­ნად ერ­თად გა­ვერ­თი­ან­დე­ბით სა­ერ­თო პლატ­ფორ­მა­ზე, რამ­დე­ნა­დაც შევ­ძლებთ. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და მტე­რი - ეს არის ოლი­გარ­ქის ჯგუ­ფი. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი პარ­ტია ჩვენ­თვის, ერ­თის მხრივ, სა­არ­ჩევ­ნო კონ­კუ­რენ­ტია და მე­ო­რეს მხრივ, მო­მა­ვა­ლი კო­ა­ლი­ცი­უ­რი პარტნი­ო­რი, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ეს არაა სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი“, - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ავტორი:

"მიზნად რჩება დიდი ერთობა, თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ" - სააკაშვილი

"მიზნად რჩება დიდი ერთობა, თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ" - სააკაშვილი

ლევან ხაბეიშვილი ძალიან ღირსეულად მოიქცა, მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, ის პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას დანიშვნასაც და აცხადებს, რომ თინა ბოკუჩავა ძალიან შეუპოვარი ადამიანია, რომელიც ზუსტად ერგება დღევანდელ ყოფნა-არყოფნის დონის გამოწვევებს.

როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი წერს, ახლა მთავარი მიზანი ერთიანობაა.

"მნიშვნელოვანი ცვლილება "ნაციონალურ მოძრაობაში“ - პირველად პარტიას ჰყავს ქალი თავმჯდომარე - თინა ბოკუჩავა. თიკა პოლიტიკაში მოვიდა 2012 წელს, არჩევნების შედეგად და უზარმაზარი პოლიტიკური გამოცდილება შეიძინა ბოლო 12 წელიწადში.

თიკას ფანტასტიკური განათლება აქვს მიღებული. საშუალო სკოლა დაამთავრა ამერიკაში, შემდეგ დაასრულა ტაფტის უნივერსიტეტის სრული კურსი (ფლეტჩერის დიპლომატიური სკოლის, რომელშიც რამდენიმე წლის წინ მეც ვასწავლიდი), შემდეგ სწავლა გააგრძელა ევროპაში და დაამთავრა ჟენევის ძალიან პრესტიჟული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი. თიკა მშობლიური ენის დონეზე ფლობს რამდენიმე უცხო ენას და არის სამი შვილის დედა, ძალიან შეუპოვარი ადამიანია, რომელიც ზუსტად ერგება დღევანდელ ყოფნა-არყოფნის დონის გამოწვევებს.

ლევან ხაბეიშვილი მოიქცა ძალიან ღირსეულად, მიუხედავად ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობისა, პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ჩვენს მიზნად რჩება დიდი ერთობა. მთელი დარჩენილი დრო უნდა ვიმუშაოთ საზოგადოებასთან და პოლიტიკოსებთან ამ მიმართულებით. თუ ის არ გამოვა, მაშინ იმდენად ერთად გავერთიანდებით საერთო პლატფორმაზე, რამდენადაც შევძლებთ. ყველა შემთხვევაში, ამ არჩევნებზე ჩვენ გვეყოლება მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე და მტერი - ეს არის ოლიგარქის ჯგუფი. ყველა დანარჩენი პარტია ჩვენთვის, ერთის მხრივ, საარჩევნო კონკურენტია და მეორეს მხრივ, მომავალი კოალიციური პარტნიორი, მაგრამ ვიმეორებ, ეს არაა საუკეთესო ვარიანტი“, - წერს სააკაშვილი.