სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა
თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

თი­ბი­სი ჯგუფ­მა გა­დახ­დე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა შე­ი­ძი­ნა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს რე­გი­ონ­ში ჯგუ­ფის სტრა­ტე­გი­ულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. გა­დახ­დე­ბის ახა­ლი პლატ­ფორ­მა ბიზ­ნე­სებს სთა­ვა­ზობს, მარ­ტი­ვად და სწრა­ფად მი­ი­ღონ და მარ­თონ გა­დახ­დე­ბი, გა­ზარ­დონ გა­ყიდ­ვე­ბი და მომ­ხმა­რე­ბელს სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა შეს­თა­ვა­ზონ.

პლატ­ფორ­მა უკვე შვიდ წელ­ზე მე­ტია სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე წარ­მა­ტე­ბით ოპე­რი­რებს და მომ­სა­ხუ­რე­ბას უწევს ინ­დუსტრი­ის ლი­დერ კომ­პა­ნი­ებს.

პირ­ველ ეტაპ­ზე, თი­ბი­სი ჯგუ­ფი სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მის მეშ­ვე­ო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს, უზ­ბე­კე­თის, მოლ­დო­ვა­სა და სომ­ხე­თის ბაზ­რებს შეს­თა­ვა­ზებს ონ­ლა­ინ გა­დახ­დე­ბის მარ­თვის მოქ­ნილ და უსაფრ­თხო სის­ტე­მას. პლატ­ფორ­მის ოპე­რი­რე­ბის არე­ა­ლი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფრო გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

“თი­ბი­სი გა­ნაგ­რძობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე გან­ვი­თა­რე­ბას და კვლა­ვაც ერ­თგუ­ლი რჩე­ბა თა­ვი­სი მი­სი­ი­სა, გა­უ­მარ­ტი­ვოს ადა­მი­ა­ნებს და ბიზ­ნე­სებს ცხოვ­რე­ბა. წინა კვი­რას ჩვენ ხელი მო­ვა­წე­რეთ გა­რი­გე­ბას, რომ­ლი­თაც თი­ბი­სი ჯგუფ­მა შე­ი­ძი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ონ­ლა­ინ გა­დახ­დე­ბის პლატ­ფორ­მა, რო­მელ­საც აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე ოპე­რი­რე­ბის შვიდ­წ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ფარ­თო ბაზა, რომ­ლებ­საც ბიზ­ნე­სე­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს. სულ მალე თი­ბი­სი ჯგუ­ფი ბიზ­ნესს შეს­თა­ვა­ზებს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­ურ პლატ­ფორ­მას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც მათ შე­ეძ­ლე­ბათ გა­დახ­დე­ბის და ან­გა­რიშს­წო­რე­ბის პრო­ცე­სის მარ­თვა, დე­ტა­ლურ რე­პორ­ტებ­ზე წვდო­მის მი­ღე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ქცე­ვის ანა­ლი­ზი, რაც სა­ბო­ლო­ოდ და­ეხ­მა­რე­ბათ ეფექ­ტუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­სა და გა­ყიდ­ვე­ბის გაზ­რდა­ში”, - თორ­ნი­კე გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი, თი­ბი­სი ბან­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცი­ის სწრა­ფად ცვა­ლე­ბად სამ­ყა­რო­ში, მოქ­ნი­ლი, სწრა­ფი და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად გა­მარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ გა­დახ­დე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მა, ბიზ­ნესს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, ინო­ვა­ცი­უ­რი და მოქ­ნი­ლი გზით გან­ვი­თარ­დეს. გარ­და ამი­სა, ბიზ­ნე­სე­ბის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­მნე­ბა, გა­ვიდ­ნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რებ­ზე. ერთი ინ­ტეგ­რა­ცი­ი­თა და პრო­ვა­ი­დე­რით, ნე­ბის­მი­ე­რი ზო­მის კომ­პა­ნი­ას შე­უძ­ლია შე­ვი­დეს რე­გი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის ბა­ზარ­ზე, გა­ზარ­დოს მიზ­ნობ­რივ მომ­ხმა­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი.

R

თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეგიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და სწრაფად მიიღონ და მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.

პლატფორმა უკვე შვიდ წელზე მეტია საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომსახურებას უწევს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს.

პირველ ეტაპზე, თიბისი ჯგუფი საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებს შესთავაზებს ონლაინ გადახდების მართვის მოქნილ და უსაფრთხო სისტემას. პლატფორმის ოპერირების არეალი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება.

“თიბისი განაგრძობს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას და კვლავაც ერთგული რჩება თავისი მისიისა, გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება. წინა კვირას ჩვენ ხელი მოვაწერეთ გარიგებას, რომლითაც თიბისი ჯგუფმა შეიძინა საერთაშორისო ონლაინ გადახდების პლატფორმა, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ფართო ბაზა, რომლებსაც ბიზნესების კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს. სულ მალე თიბისი ჯგუფი ბიზნესს შესთავაზებს მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაში”, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ელექტრონული კომერციის სწრაფად ცვალებად სამყაროში, მოქნილი, სწრაფი და ტექნოლოგიურად გამართული ონლაინ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ინოვაციური და მოქნილი გზით განვითარდეს. გარდა ამისა, ბიზნესებისთვის შესაძლებლობა იქმნება, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია შევიდეს რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, გაზარდოს მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.

R