სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში ბარამბოს სანაყინე ჯიხურები გაიხსნა
თბილისში ბარამბოს სანაყინე ჯიხურები გაიხსნა

რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს გემ­რი­ე­ლი ნა­ყი­ნი, მაგ­რამ ბარ­ამ­ბო ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლია!

15 წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მქო­ნე, ქარ­თუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლის კომ­პა­ნია ბარ­ამ­ბო, ბაზ­რის ახალ სეგ­მენტზე შე­ვი­და და სა­ნა­ყი­ნე ჯი­ხუ­რე­ბი გახ­სნა. ბრენ­დი, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მრა­ვალ­ფე­რო­ვან ასორ­ტი­მენ­ტთან, სან­დო­ო­ბას­თან და სტა­ბი­ლუ­რად მა­ღალ ხა­რისხთან ასო­ცირ­დე­ბა, კი­დევ ერთ სი­ახ­ლეს სთა­ვა­ზობს მომ­ხმა­რე­ბელს ჩა­მო­სას­ხმე­ლი ნა­ყი­ნის სა­ხით. კომ­პა­ნი­ის ტექ­ნო­ლო­გე­ბი დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­დნენ, რომ ამ ცივი და ტკბი­ლი ნუგ­ბა­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის, გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოს და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი ამ შემ­თხვე­ვა­შიც გე­მოვ­ნურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­სა და ხა­რისხზე გა­კეთ­და, რად­გან ნა­ყი­ნი ერ­თნა­ი­რად უყ­ვარს დიდ­საც და პა­ტა­რა­საც ამი­ტომ, თუ ნამ­დვი­ლი ნა­ყი­ნი გინ­და, ე.ი. გინ­და ბარ­ამ­ბო!

ივე­რი რუ­ა­ძე, ბარ­ამ­ბოს ხა­რის­ხის და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის მე­ნე­ჯე­რი: „ბარ­ამ­ბოს ის­ტო­რია, და­ი­წყო ჩა­ნა­ფიქ­რით, რომ კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი პრო­დუქ­ტი მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ყო­ფი­ლი­ყო. როცა ხა­რისხზე ვსა­უბ­რობთ, პირ­ველ­ყოვ­ლი­სა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი კომ­პა­ნია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღ­რმა­ვებს ცოდ­ნა­სა და გა­მოც­დი­ლე­ბას, რის ხარ­ჯზეც ვი­ღებთ იმ შე­დეგს, რაც გვაქვს. ამას­თან მუდ­მი­ვად მი­ვის­წრაფ­ვით სრულ­ყო­ფის­კენ.

წლე­ვან­დელ ნა­ყი­ნის სე­ზონს ბარ­ამ­ბო სი­ახ­ლით იწყებს, უფრო მე­ტად დახ­ვე­წი­ლი, გემ­რი­ე­ლი, ხა­რის­ხი­ა­ნი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბით. რა თქმა უნდა, არ­სე­ბობს გემ­რი­ე­ლი ნა­ყი­ნე­ბი, მაგ­რამ ჩვე­ნი აზ­რით, ეს კი­დევ უფრო გემ­რი­ე­ლია და გვი­ხა­რია, რომ ამას მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­გე­მოვ­ნე­ბის­თა­ნა­ვე აღ­ნიშ­ნავს. გე­მო­ებს გან­სა­ზღვრავს მა­ღალ­ხა­რის­ხი­ა­ნი ნედ­ლე­უ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი რე­ცეპ­ტე­ბი. შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ და­ა­გე­მოვ­ნოთ ჩვე­ნი ყა­ვის ნა­ყი­ნი, ან შე­იგ­რძნოთ ნე­კერ­ჩხლის სირო­ფი­თა და მო­ხა­ლუ­ლი კა­რა­მე­ლი­ზი­რე­ბუ­ლი ნიგვზით მომ­ზა­დე­ბუ­ლი ნა­ყი­ნის გემო. ვი­ღა­ცას შე­საძ­ლოა ნამ­ცხვრი­სა და ნა­ღე­ბის ნა­ზა­ვის გემო უფრო მო­ე­წო­ნოს... მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გე­მო­ე­ბია, ვნა­ხოთ რო­მე­ლი მათ­გა­ნი გახ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის ფა­ვო­რი­ტი.

გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბის დახ­ვე­წა­სა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას­თან ერ­თად, გა­ათ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით ხდე­ბა ხა­რის­ხის მარ­თვა. ამას­თან, პრო­დუქ­ტის ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა და­ვუთ­მეთ. ჩა­მო­სას­ხმე­ლი ნა­ყი­ნე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა ფე­რი­სა და ზო­მის ვაფ­ლის კო­ლო­ფებს ვთა­ვა­ზობთ მომ­ხმა­რე­ბელს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოყ­ვა­რუ­ლე­ბის­თვის დიდი ზო­მი­სას, რო­მელ­შიც ნა­ყი­ნის 3 - 5 ბურ­თუ­ლა თავ­სდე­ბა. არის ასე­ვე სტან­დარ­ტუ­ლი და პა­ტა­რა ზო­მის ვაფ­ლის კო­ლო­ფე­ბი“.

ბარ­ამ­ბო მომ­ხმა­რე­ბელს ყო­ველ წელს სთა­ვა­ზობს სი­ახ­ლე­ებს. მომ­ხმა­რებ­ლის სურ­ვი­ლის, მო­თხოვ­ნე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, კომ­პა­ნია ახა­ლი გე­მოს, ფორ­მის თუ ტექ­ნო­ლო­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბით, თა­ვის ასორ­ტი­მენტს სულ უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვანს ხდის. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც მიმ­დი­ნა­რე წე­ლია, რო­მე­ლიც ბარ­ამ­ბოს ის­ტო­რი­ა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტით ჩა­ი­წე­რე­ბა. ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის სა­ნა­ყი­ნე ჯი­ხუ­რებ­ში მომ­ხმა­რე­ბელს მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი მე­ნიუ და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცი­ის დიდი არ­ჩე­ვა­ნი დახ­ვდე­ბა, სა­დაც მთა­ვა­რი პრო­დუქ­ტი ბარ­ამ­ბოს ჩა­მო­სას­ხმე­ლი ნა­ყი­ნი იქ­ნე­ბა. ერ­თგუ­ლი და ლო­ი­ა­ლუ­რი მომ­ხმა­რებ­ლის გარ­და, ახა­ლი პრო­დუქ­ტი­თა და კონ­ცეფ­ცი­ით, ბარ­ამ­ბო ახალ სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეგ­მენტზე გას­ვლა­საც გეგ­მავს.

ანა სა­რიშ­ვი­ლი, პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი: „ბარ­ამ­ბოს 15 წლის იუ­ბი­ლე­ზე კომ­პა­ნი­ამ მომ­ხმა­რე­ბელს და სა­კუ­თარ თავს ახა­ლი , ფან­ტას­ტი­კუ­რი სივ­რცე­ე­ბის სა­ხით სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თა. ჩა­მო­სას­ხმე­ლი ნა­ყი­ნი აქამ­დე კომ­პა­ნი­ას არ უწარ­მო­ე­ბია. ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დით, რომ ეს პრო­დუქ­ტიც ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს ეკად­რე­ბა. გვინ­დო­და ის სივ­რცეც გვქო­ნო­და, სა­დაც ერ­თგუ­ლე­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­თვის მად­ლო­ბას ვე­ტყო­დით ყვე­ლა მათ­განს.

ასორ­ტი­მენ­ტის თვალ­საზ­რი­სით, ამ­ჟა­მად კომ­პა­ნია გთა­ვა­ზობთ ისეთ პრო­დუქ­ტებს, რო­მე­ლიც აქამ­დე არ უწარ­მო­ე­ბია. ესე­ნია: 10 სა­ხე­ო­ბის ნა­ყი­ნი, ჩა­მო­სას­ხმე­ლი ნა­ყი­ნი, და­ნა­მა­ტე­ბის იდეა და ა.შ. ვფიქ­რობ, შევ­ძლებთ ყვე­ლას გე­მოვ­ნე­ბას მო­ვერ­გოთ. ძა­ლი­ან დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვფიქ­რობთ, რომ შევ­ძლებთ ახ­ლოს მი­ვი­დეთ ყვე­ლას­თან, ვი­საც ბარ­ამ­ბო უყ­ვარს“.

თავ­და­პირ­ვე­ლად ბარ­ამ­ბოს ჯი­ხუ­რე­ბის ქსე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ორი ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და და­მა­ტე­ბით take away კონ­ცეფ­ცი­ის ობი­ექ­ტი მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზირ­ზე. ჯი­ხუ­რე­ბის ახა­ლი პრო­ექ­ტით „ბარ­ამ­ბო“ კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა თა­ვის ერ­თგულ მომ­ხმა­რე­ბელს და შექ­მნის მათ­თან გა­დაკ­ვე­თის და­მა­ტე­ბით წერ­ტი­ლებს.

R

ია
0

მცენარეული ზეთების გარეშე თუ იქნება ნაყინი მაშინ იქნება გემრიელი და სასარგებლო.....

ავტორი:

თბილისში ბარამბოს სანაყინე ჯიხურები გაიხსნა

თბილისში ბარამბოს სანაყინე ჯიხურები გაიხსნა

რა თქმა უნდა, არსებობს გემრიელი ნაყინი, მაგრამ ბარამბო ყველაზე გემრიელია!

15 წლიანი ისტორიის მქონე, ქართული ტკბილეულის კომპანია ბარამბო, ბაზრის ახალ სეგმენტზე შევიდა და სანაყინე ჯიხურები გახსნა. ბრენდი, რომელიც მომხმარებლისთვის მრავალფეროვან ასორტიმენტთან, სანდოობასთან და სტაბილურად მაღალ ხარისხთან ასოცირდება, კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს მომხმარებელს ჩამოსასხმელი ნაყინის სახით. კომპანიის ტექნოლოგები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ამ ცივი და ტკბილი ნუგბარის მოყვარულებისთვის, გამორჩეული გემოს და მაღალი ხარისხის პროდუქტი შეეთავაზებინათ. განსაკუთრებული აქცენტი ამ შემთხვევაშიც გემოვნურ მახასიათებლებსა და ხარისხზე გაკეთდა, რადგან ნაყინი ერთნაირად უყვარს დიდსაც და პატარასაც ამიტომ, თუ ნამდვილი ნაყინი გინდა, ე.ი. გინდა ბარამბო!

ივერი რუაძე, ბარამბოს ხარისხის და ტექნოლოგიური პროცესების მართვის მენეჯერი: „ბარამბოს ისტორია, დაიწყო ჩანაფიქრით, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ყოველი პროდუქტი მაღალი ხარისხის ყოფილიყო. როცა ხარისხზე ვსაუბრობთ, პირველყოვლისა მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობა და გემოვნური თვისებები. ამ მიმართულებით ჩვენი კომპანია წლების განმავლობაში იღრმავებს ცოდნასა და გამოცდილებას, რის ხარჯზეც ვიღებთ იმ შედეგს, რაც გვაქვს. ამასთან მუდმივად მივისწრაფვით სრულყოფისკენ.

წლევანდელ ნაყინის სეზონს ბარამბო სიახლით იწყებს, უფრო მეტად დახვეწილი, გემრიელი, ხარისხიანი და განუმეორებელი პროდუქტებით. რა თქმა უნდა, არსებობს გემრიელი ნაყინები, მაგრამ ჩვენი აზრით, ეს კიდევ უფრო გემრიელია და გვიხარია, რომ ამას მომხმარებელი დაგემოვნებისთანავე აღნიშნავს. გემოებს განსაზღვრავს მაღალხარისხიანი ნედლეული და ორიგინალური რეცეპტები. შესაძლებლობა გაქვთ დააგემოვნოთ ჩვენი ყავის ნაყინი, ან შეიგრძნოთ ნეკერჩხლის სიროფითა და მოხალული კარამელიზირებული ნიგვზით მომზადებული ნაყინის გემო. ვიღაცას შესაძლოა ნამცხვრისა და ნაღების ნაზავის გემო უფრო მოეწონოს... მრავალფეროვანი გემოებია, ვნახოთ რომელი მათგანი გახდება მომხმარებლის ფავორიტი.

გემოვნური თვისებების დახვეწასა და მრავალფეროვნებასთან ერთად, გაათმაგებული ძალისხმევით ხდება ხარისხის მართვა. ამასთან, პროდუქტის ვიზუალურ მხარესაც დიდი ყურადღება დავუთმეთ. ჩამოსასხმელი ნაყინებისთვის სხვადასხვა ფერისა და ზომის ვაფლის კოლოფებს ვთავაზობთ მომხმარებელს. განსაკუთრებული მოყვარულებისთვის დიდი ზომისას, რომელშიც ნაყინის 3 - 5 ბურთულა თავსდება. არის ასევე სტანდარტული და პატარა ზომის ვაფლის კოლოფები“.

ბარამბო მომხმარებელს ყოველ წელს სთავაზობს სიახლეებს. მომხმარებლის სურვილის, მოთხოვნებისა და საჭიროების შესაბამისად, კომპანია ახალი გემოს, ფორმის თუ ტექნოლოგიის შემუშავებით, თავის ასორტიმენტს სულ უფრო მრავალფეროვანს ხდის. გამონაკლისი არც მიმდინარე წელია, რომელიც ბარამბოს ისტორიაში სტრატეგიული მნიშვნელობის ახალი პროექტით ჩაიწერება. ახალი კონცეფციის სანაყინე ჯიხურებში მომხმარებელს მრავალფეროვანი მენიუ და ხარისხიანი პროდუქციის დიდი არჩევანი დახვდება, სადაც მთავარი პროდუქტი ბარამბოს ჩამოსასხმელი ნაყინი იქნება. ერთგული და ლოიალური მომხმარებლის გარდა, ახალი პროდუქტითა და კონცეფციით, ბარამბო ახალ სამომხმარებლო სეგმენტზე გასვლასაც გეგმავს.

ანა სარიშვილი, პროექტის მენეჯერი: „ბარამბოს 15 წლის იუბილეზე კომპანიამ მომხმარებელს და საკუთარ თავს ახალი , ფანტასტიკური სივრცეების სახით საჩუქარი გაუკეთა. ჩამოსასხმელი ნაყინი აქამდე კომპანიას არ უწარმოებია. ძალიან დიდხანს ვმუშაობდით, რომ ეს პროდუქტიც ყოფილიყო ისეთი, როგორიც ჩვენს მომხმარებელს ეკადრება. გვინდოდა ის სივრცეც გვქონოდა, სადაც ერთგულებისა და სიყვარულისთვის მადლობას ვეტყოდით ყველა მათგანს.

ასორტიმენტის თვალსაზრისით, ამჟამად კომპანია გთავაზობთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც აქამდე არ უწარმოებია. ესენია: 10 სახეობის ნაყინი, ჩამოსასხმელი ნაყინი, დანამატების იდეა და ა.შ. ვფიქრობ, შევძლებთ ყველას გემოვნებას მოვერგოთ. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვაგრძელებთ მუშაობას და სამი წლის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ შევძლებთ ახლოს მივიდეთ ყველასთან, ვისაც ბარამბო უყვარს“.

თავდაპირველად ბარამბოს ჯიხურების ქსელი თბილისის მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი ორი ძირითადი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე და დამატებით take away კონცეფციის ობიექტი მელიქიშვილის გამზირზე. ჯიხურების ახალი პროექტით „ბარამბო“ კიდევ უფრო დაუახლოვდება თავის ერთგულ მომხმარებელს და შექმნის მათთან გადაკვეთის დამატებით წერტილებს.

R