მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები
როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები

სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი წელს 3 ივ­ლისს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბით და­ი­წყე­ბა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, პირ­ველ გა­მოც­დას აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ჩა­ა­ბა­რე­ბენ. 26 ივ­ლისს კი ფი­ზი­კის გა­მოც­დით დას­რულ­დე­ბა.

"საგ­ნი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დებ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლე­ბი სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­ში 5 ივ­ლი­სი­დან ჩა­ერ­თვე­ბი­ან. 5 ივ­ლისს ჩა­ტარ­დე­ბა სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სიც. მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი კი სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დას 17 და 18 ივ­ლისს ჩა­ა­ბა­რე­ბენ. დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­მოც­დის თა­რი­ღის, გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბის დრო­ი­სა და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მი­სა­მარ­თის შე­სა­ხებ მი­თი­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­გა­მოც­დო ბა­რათ­ზე. გა­მო­საც­დე­ლე­ბი ბა­რა­თე­ბის ამო­ბეჭდ­ვას სა­კუ­თა­რი სა­რე­გის­ტრა­ციო გვერ­დი­დან 20 ივ­ნი­სის შემ­დეგ შეძ­ლე­ბენ. 2024 წელს სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი შემ­დეგ ქა­ლა­ქებ­ში გა­იხ­სნე­ბა: ბა­თუ­მი, ფოთი, ზუგ­დი­დი, ოზურ­გე­თი, ქუ­თა­ი­სი, ახალ­ცი­ხე, გორი, თბი­ლი­სი, რუს­თა­ვი, თე­ლა­ვი, ხულო, ამ­ბრო­ლა­უ­რი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2024 წელს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის და­რე­გის­ტრირ­და 47 000-ზე მეტი აბი­ტუ­რი­ენ­ტი. სტუ­დენ­ტთა საგ­რან­ტო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი 3 000-ზე მეტ­მა სტუ­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა. სა­ერ­თო სა­მა­გის­ტრო გა­მოც­დი­სათ­ვის რე­გის­ტრა­ცია 10 000-ზე მეტ­მა მა­გის­ტრან­ტო­ბის კან­დი­დატ­მა გა­ი­ა­რა, ხოლო მას­წავ­ლებ­ლის გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად 18 900 - ზე მეტი მსურ­ვე­ლი და­რე­გის­ტრირ­და.

თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ვებგ­ვერ­დზე www.naec.ge, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის სის­ტე­მა­ტუ­რად ქვეყ­ნდე­ბა კონ­კრე­ტულ სა­გან­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი. რუბ­რი­კა "რჩე­ვე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს“ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია იმ გა­მო­საც­დე­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც სურთ დე­ტა­ლუ­რად გა­ეც­ნონ ჩა­სა­ბა­რე­ბელს სა­გან­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ წე­სებ­სა და ინ­სტრუქ­ცი­ებს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ გა­ეც­ნონ ცნო­ბარ­ში. ცნო­ბარ­ში ასე­ვე მო­ცე­მუ­ლია ცხრი­ლი, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, თი­თო­ე­უ­ლი გა­მოც­დი­სათ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლე­ბი”, -ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

გა­მოც­დე­ბის გან­რი­გი

ავტორი:

როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები

როდის დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები

საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

"საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. 2024 წელს საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი, ხულო, ამბროლაური.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა, ხოლო მასწავლებლის გამოცდის ჩასაბარებლად 18 900 - ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.

თემის აქტუალობიდან გამომდინარე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge, აბიტურიენტებისათვის სისტემატურად ქვეყნდება კონკრეტულ საგანთან დაკავშირებული რეკომენდაციები. რუბრიკა "რჩევები აბიტურიენტებს“ გათვალისწინებულია იმ გამოსაცდელებისათვის, რომლებსაც სურთ დეტალურად გაეცნონ ჩასაბარებელს საგანთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. რაც შეეხება საგამოცდო პროცესსა და მასთან დაკავშირებულ წესებსა და ინსტრუქციებს, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ გაეცნონ ცნობარში. ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტი, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები”, -ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოცდების განრიგი