საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - ვინ არის გარეთ უორდი?
გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - ვინ არის გარეთ უორდი?

ამ ზა­ფხულს, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ელჩი ეყო­ლე­ბა - მარკ კლე­ი­ტონს გა­რეთ უორ­დი რამ­დე­ნი­მე თვე­ში შეც­ვლის.

  • ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, გა­რეთ უორ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელ­ჩის პო­ზი­ცი­ა­ზე საქ­მი­ა­ნო­ბას 2024 წლის აგ­ვის­ტო­დან შე­უდ­გე­ბა.

სა­ელ­ჩო­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 4 -წლი­ა­ნი მი­სი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, მარკ კლე­ი­ტო­ნი საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში სხვა პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ნაგ­რძობს.

"გა­რეთ უორ­დი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სამ­სა­ხურ­ში 1998 წლი­დან მუ­შა­ობს.

მისი სრუ­ლი სა­ხე­ლი გა­რეთ ედუ­არდ უორ­დია.

მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა ასე­თია:

2022 – 2024 წლებ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო, თა­ნა­მე­გობ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო (FCDO) აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი;

2018 -2022 წლებ­ში იყო დიდი ბრი­ტა­ნე­თის ელჩი ვი­ეტ­ნამ­ში;

2017 წელი- უმაღ­ლე­სი სა­მე­თა­უ­რო-საშ­ტა­ბო კურ­სი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს თავ­დაც­ვის აკა­დე­მია;

2014-2017 წლებ­ში გა­რეთ უორ­დი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო და თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში (FCO) დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე და ჩი­ნე­თის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, აზი­ი­სა და წყნა­რი ოკე­ა­ნის დი­რექ­ტო­რა­ტი;

2010 -2013 წლებ­ში იყო დიდი ბრი­ტა­ნე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი კონ­სუ­ლი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში;

2007-2010 წლებ­ში იკა­ვებ­და სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის გან­ყო­ფი­ლე­ბის პირ­ვე­ლი მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას, დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში პე­კინ­ში;

2002-2006 წლებ­ში იყო ევ­რო­პის დი­რექ­ტო­რა­ტის იუს­ტი­ცი­ი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, სა­გა­რეო და თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში (FCO);

1998 – 2002 იკა­ვებ­და მოს­კოვ­ში ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში მე­ო­რე პო­ლი­ტი­კუ­რი მდი­ვა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას”, - ნათ­ქვა­მია სა­ელ­ჩოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - ვინ არის გარეთ უორდი?

გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - ვინ არის გარეთ უორდი?

ამ ზაფხულს, გაერთიანებულ სამეფოს საქართველოში ახალი ელჩი ეყოლება - მარკ კლეიტონს გარეთ უორდი რამდენიმე თვეში შეცვლის.

  • ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს. მათივე ცნობით, გარეთ უორდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის პოზიციაზე საქმიანობას 2024 წლის აგვისტოდან შეუდგება.

საელჩოში განმარტავენ, რომ საქართველოში 4 -წლიანი მისიის დასრულების შემდეგ, მარკ კლეიტონი საქმიანობას გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში სხვა პოზიციაზე განაგრძობს.

"გარეთ უორდი გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ სამსახურში 1998 წლიდან მუშაობს.

მისი სრული სახელი გარეთ ედუარდ უორდია.

მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:

2022 – 2024 წლებში გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრო (FCDO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტი;

2018 -2022 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის ელჩი ვიეტნამში;

2017 წელი- უმაღლესი სამეთაურო-საშტაბო კურსი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემია;

2014-2017 წლებში გარეთ უორდი იყო გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO) დირექტორის მოადგილე და ჩინეთის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, აზიისა და წყნარი ოკეანის დირექტორატი;

2010 -2013 წლებში იყო დიდი ბრიტანეთის გენერალური კონსული სანკტ-პეტერბურგში;

2007-2010 წლებში იკავებდა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების პირველი მდივნის თანამდებობას, დიდი ბრიტანეთის საელჩოში პეკინში;

2002-2006 წლებში იყო ევროპის დირექტორატის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსი, საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროში (FCO);

1998 – 2002 იკავებდა მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში მეორე პოლიტიკური მდივანის თანამდებობას”, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.