პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარიზში რა გინდა, წადი მოსკოვში... მონა“ - დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს აეროპორტში ე.წ. აგენტების კანონის მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვეს: რას წერს პიანისტი თვითონ?
"პარიზში რა გინდა, წადი მოსკოვში... მონა“ - დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს აეროპორტში ე.წ. აგენტების კანონის მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვეს: რას წერს პიანისტი თვითონ?

"პა­რიზ­ში რა გინ­და, წადი მოს­კოვ­ში, აქ რა გინ­და, მონა“, - ასე მი­მარ­თა­ვენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში გა­და­ღე­ბულ და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დეო კად­რებ­ში პარ­ლა­მენ­ტარ­სა და პი­ა­ნისტ ელი­სო ბოლ­ქვა­ძეს.

დღეს­ვე ელი­სო ბოლ­ქვა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა, რომ "სა­მა­გა­ლი­თოდ გა­მო­ა­ჭე­ნებს“ იმ ხალ­ხს, ვინც მას მონა უწო­და.

"იმ უმ­სგავს ხალ­ხს, ვინც თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევს პა­რი­ზის აე­რო­პორ­ტში ის­ტე­რი­კე­ბი გა­მარ­თოს რო­გორც ნამ­დვილ­მა ქა­ჯებ­მა შემ­დეგს ვე­ტყო­დი: უსა­ხუ­რე­ბი და სა­ცო­და­ვე­ბი ხართ. მო­ნე­ბი და უსამ­შობ­ლო­ე­ბი! გა­მო­გა­ჭე­ნებთ მალე სა­მა­გა­ლი­თოდ“.

ბოლ­ქვა­ძეს სტა­ტუ­სის ქვეშ უპა­სუ­ხა მო­ქა­ლა­ქემ, რო­მელ­მაც დე­პუ­ტატს ე.წ აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის­თვის მხარ­და­ჭე­რის­თვის აე­რო­პორ­ტში პა­სუ­ხი მოს­თხო­ვა:

"მე ვარ ელი­სო, არ იწ­ვა­ლოთ ბევ­რი ჩემს მო­სა­ძებ­ნად. კი­ვი­ლი და ის­ტე­რი­კა თქვენ ატე­ხეთ, მე მხო­ლოდ ერთი კი­თხვა და­გის­ვით: რა გინ­დათ იმ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მელ­საც აგენ­ტე­ბის დამ­ფი­ნან­სე­ბელს და მტერს ეძა­ხით?! ქარ­თვე­ლე­ბის­თვის ჩი­ნე­თი, რუ­სე­თი და ირა­ნი გინ­დათ და თქვენ პა­რი­ზებ­ში და­სე­ირ­ნობთ! აი, ეს არის სი­მარ­თლე და გრცხვე­ნო­დეთ! მე არ­სად გავ­ქცე­ულ­ვარ, არა­ფე­რი მაქვს გა­საქ­ცე­ვი და თქვენ რო­გორ გარ­ბი­ხართ, კარ­გად ჩანს“, - წერს თა­მარ ჯინ­ჭა­რა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხანგრძლივი ზრდის შემდეგ, თბილისში პარკირების ჯარიმები შემცირდა, თანაც თითქმის 60%-ით
ავტორი:

"პარიზში რა გინდა, წადი მოსკოვში... მონა“ - დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს აეროპორტში ე.წ. აგენტების კანონის მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვეს: რას წერს პიანისტი თვითონ?

"პარიზში რა გინდა, წადი მოსკოვში... მონა“ - დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს აეროპორტში ე.წ. აგენტების კანონის მხარდაჭერისთვის პასუხი მოსთხოვეს: რას წერს პიანისტი თვითონ?

"პარიზში რა გინდა, წადი მოსკოვში, აქ რა გინდა, მონა“, - ასე მიმართავენ მოქალაქეები პარიზის აეროპორტში გადაღებულ და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო კადრებში პარლამენტარსა და პიანისტ ელისო ბოლქვაძეს.

დღესვე ელისო ბოლქვაძემ "ფეისბუქზე" დაწერა, რომ "სამაგალითოდ გამოაჭენებს“ იმ ხალხს, ვინც მას მონა უწოდა.

"იმ უმსგავს ხალხს, ვინც თავს უფლებას აძლევს პარიზის აეროპორტში ისტერიკები გამართოს როგორც ნამდვილმა ქაჯებმა შემდეგს ვეტყოდი: უსახურები და საცოდავები ხართ. მონები და უსამშობლოები! გამოგაჭენებთ მალე სამაგალითოდ“.

ბოლქვაძეს სტატუსის ქვეშ უპასუხა მოქალაქემ, რომელმაც დეპუტატს ე.წ აგენტების კანონისთვის მხარდაჭერისთვის აეროპორტში პასუხი მოსთხოვა:

"მე ვარ ელისო, არ იწვალოთ ბევრი ჩემს მოსაძებნად. კივილი და ისტერიკა თქვენ ატეხეთ, მე მხოლოდ ერთი კითხვა დაგისვით: რა გინდათ იმ ქვეყანაში, რომელსაც აგენტების დამფინანსებელს და მტერს ეძახით?! ქართველებისთვის ჩინეთი, რუსეთი და ირანი გინდათ და თქვენ პარიზებში დასეირნობთ! აი, ეს არის სიმართლე და გრცხვენოდეთ! მე არსად გავქცეულვარ, არაფერი მაქვს გასაქცევი და თქვენ როგორ გარბიხართ, კარგად ჩანს“, - წერს თამარ ჯინჭარაძე.