საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: - საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე" - არჩილ თალაკვაძე
"მინდა ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: - საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე" - არჩილ თალაკვაძე

მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ნამ­დვილ მე­გო­ბარს მივ­მარ­თო: სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა თქვე­ნი კი­დევ უფრო მყა­რი პო­ზი­ცია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კურ დახ­მა­რე­ბა­ზე, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ებ­ზე! ჩვენ ჩვე­ნის მხრი­დან მზად ვართ, ნე­ბის­მი­ერ სა­გა­რეო სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხზე გვქონ­დეს დი­ა­ლო­გი! რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კას, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, უსაფრ­თხო­ე­ბას და დე­მოკ­რა­ტი­ის დაც­ვას გარე ჩა­რე­ვე­ბის­გან, ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ის, რაც სხვა ქვეყ­ნებ­საც აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

თა­ლაკ­ვა­ძის შე­ფა­სე­ბით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე ხელ­შე­სა­ხე­ბი პროგ­რე­სია და ქვე­ყა­ნას დი­ა­მეტ­რა­ლუ­რად პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი აქვს.

თა­ლაკ­ვა­ძე იმა­საც ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მი­ღე­ბულ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე უფრო მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი აქვს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ 15 ქვე­ყა­ნას, ასე­ვე აშშ-ს, ის­რა­ელს და სხვა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებს.

“ჩვენ პარტნი­ო­რებ­თან და კო­ლე­გებ­თან ერ­თა­დერ­თი გზავ­ნი­ლი გვაქვს - უფრო ძლი­ე­რად და­უ­ჭი­რონ მხა­რი ჩვენს ქვე­ყა­ნას! სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პუ­ლი ტრა­ექ­ტო­რი­ით მი­დის!

მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და პარტნი­ო­რებს ვუ­თხრა: - გამჭვირ­ვა­ლო­ბის რე­ესტრი და­ნერგვა არის შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი კავ­ში­რი და გავ­ლე­ნა ჩვენს პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­ზე არა აქვს. სა­კი­თხის ისე წარ­მო­ჩე­ნა, რომ თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ესტრის შექ­მნამ, რაც ევ­რო­პის 15 ქვე­ყა­ნა­ში გაქვთ, თით­ქოს თქვენს ქვეყ­ნებ­ში შეც­ვა­ლა რა­ი­მე ან ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რა­ი­მე­ზე მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა, რა თქმა უნდა, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია.

მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ნამ­დვილ მე­გო­ბარს მივ­მარ­თო, კი­დევ უფრო მე­ტად გა­აძ­ლი­ე­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რა - ჩვენ დღეს გვჭირ­დე­ბა უფრო ძლი­ე­რი პირ­და­პი­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა და უფრო ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, მათ შო­რის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის ბოლო ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც გა­წევ­რი­ა­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მინდა ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: - საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე" - არჩილ თალაკვაძე

"მინდა ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: - საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე" - არჩილ თალაკვაძე

მინდა საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო: საქართველოს სჭირდება თქვენი კიდევ უფრო მყარი პოზიცია ევროინტეგრაციაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე, უსაფრთხოების გარანტიებზე! ჩვენ ჩვენის მხრიდან მზად ვართ, ნებისმიერ საგარეო საერთაშორისო პოლიტიკის საკითხზე გვქონდეს დიალოგი! რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატიის დაცვას გარე ჩარევებისგან, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც სხვა ქვეყნებსაც აქვთ გაკეთებული, - ამის შესახებ პარლამენტში, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის შეფასებით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები პროგრესია და ქვეყანას დიამეტრალურად პოზიტიური შედეგები აქვს.

თალაკვაძე იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მიერ მიღებულ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე უფრო მკაცრი კანონები აქვს ევროკავშირის წევრ 15 ქვეყანას, ასევე აშშ-ს, ისრაელს და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებს.

“ჩვენ პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთადერთი გზავნილი გვაქვს - უფრო ძლიერად დაუჭირონ მხარი ჩვენს ქვეყანას! საქართველო ევროპული ტრაექტორიით მიდის!

მინდა საქართველოს საზოგადოებას და პარტნიორებს ვუთხრა: - გამჭვირვალობის რეესტრი დანერგვა არის შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილება და არანაირი სამართლებრივი კავშირი და გავლენა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე არა აქვს. საკითხის ისე წარმოჩენა, რომ თითქოს საქართველოში რეესტრის შექმნამ, რაც ევროპის 15 ქვეყანაში გაქვთ, თითქოს თქვენს ქვეყნებში შეცვალა რაიმე ან ჩვენს ურთიერთობებში რაიმეზე მოახდინა ზეგავლენა, რა თქმა უნდა, საფუძველს მოკლებულია.

მინდა საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს მივმართო, კიდევ უფრო მეტად გააძლიერონ საქართველოს მხარდაჭერა - ჩვენ დღეს გვჭირდება უფრო ძლიერი პირდაპირი ეკონომიკური მხარდაჭერა და უფრო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, მათ შორის ევროინტეგრაციის ბოლო ეტაპზე, რომელიც გაწევრიანებას გულისხმობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.