მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება..." - კიტეს" საოცარი სეზონი, ოჯახი და დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი
"ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება..."  - კიტეს" საოცარი სეზონი, ოჯახი და დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ის შემ­დგენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის­თვის მო­ემ­ზა­დე­ბა, უკვე ცნო­ბი­ლია. სა­ქარ­თვე­ლო ევრო 2024-ის F ჯგუფ­ში თურ­ქეთს, ჩე­ხეთს და პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა 22 მა­ისს და­ა­სა­ხე­ლა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლია ნა­ხე­ვარმცვე­ლი ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი.

Ambebi.ge გაც­ნობთ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რებს, ამ­ჯე­რად სწო­რედ კი­ტე­იშ­ვილ­ზე მო­გიყ­ვე­ბით...

• სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა სამ­შობ­ლო­ში

ავ­სტრი­უ­ლი "შტურ­მი­სა“ და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი 1996 წლის 26 მარტს, რუს­თავ­ში და­ი­ბა­და. "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" აკა­დე­მი­ის აღ­ზრდი­ლის სა­ხელ­ზე ამ კლუბ­ში მო­გე­ბუ­ლი ოთხი ტი­ტუ­ლია. 2015-16 წლებ­ში ორ­ჯერ იყო და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლად. გარ­და ამი­სა, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ის 2017 წლის სე­ზო­ნის სიმ­ბო­ლურ გუნდში მოხ­ვდა. ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი 22 წლის ასაკ­ში "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" კა­პი­ტა­ნი გახ­და, ის ეროვ­ნუ­ლი ლი­გის 2018 წლის სე­ზონ­ში მე­ო­რე ნა­ხევ­რის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შედ და­ა­სა­ხე­ლეს. კი­ტე­იშ­ვილ­მა "დი­ნა­მო თბი­ლი­სის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 98 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 17 გოლი გა­ი­ტა­ნა.

• კი­ტე­იშ­ვი­ლი "შტურმ­ში“

ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა სამ­შობ­ლო­დან კა­რი­ე­რა ავ­სტრი­ა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად კი, გრა­ცის "შტურმ­ში" გა­აგ­რძე­ლა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელი 2018 წლის 31 ივ­ლისს მო­ე­წე­რა და ქარ­თვე­ლის ტრანსფე­რი და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 ევრო დაჯ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად მან ავ­სტრი­ის ბუნ­დეს­ლი­გის გუნდთან ხელი 4-წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა, შემ­დგომ­ში ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ხან­გრძლივ­და და ის დღემ­დე ავ­სტრი­უ­ლი კლუ­ბის შე­მად­გენ­ლო­ბის ძი­რი­თა­დი ფეხ­ბურ­თე­ლია.

კი­ტე­იშ­ვი­ლი გუნდს თა­ვი­დან­ვე კარ­გად შე­ე­წყო. ქარ­თვე­ლი ამ­ბობ­და, რომ გრაც­ში თავს ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და.

"აქ ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩემი მე­უღ­ლე თავს კარ­გად გრძნობს, მე კი გუნდში სა­ი­მე­დო ხალ­ხის ხელ­ში ვარ“, - ამ­ბობ­და "კიტე" 2020 წელს ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"კი­ტეს" სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის პი­კიც სწო­რედ "შტურმ­ში" ას­პა­რე­ზო­ბის პე­რი­ოდ­ში დად­გა. ავ­სტრი­ულ გუნდში გა­დას­ვლი­დან მა­ლე­ვე მის­მა სატ­რანსფე­რო ფას­მა 1 მი­ლი­ონ ევ­როს მი­აღ­წია, ცოტა ხან­ში კი 3 მი­ლი­ონს გა­უ­ტოლ­და. transfermarkt - ის თა­ნახ­მად, დღეს მისი სატ­რანსფე­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 5 მლნ. ევ­როა.

2023 წლის 30 აპ­რილს კი­ტე­იშ­ვილ­მა კლუბ­თან ერ­თად პირ­ვე­ლი თასი მო­ი­გო.

მე­ო­რედ 2024 წლის 1-ლ მა­ისს, კი­ტე­იშ­ვი­ლის "შტურ­მი“ ავ­სტრი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

2024 წელი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის მარ­თლაც სა­უ­კე­თე­სო გა­მოდ­გა, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში ის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ვი­და, შტურ­მის" რი­გებ­ში კი ავ­სტრი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, ამას­თა­ნა­ვე, კიტე" ავ­სტრი­ის ბუნ­დეს­ლი­გის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად აღი­ა­რეს.

• და­ბა­დე­ბის დღის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი

26 მარ­ტი "კი­ტეს" და­ბა­დე­ბის დღეა. სწო­რედ ამ დღეს წყდე­ბო­და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გას­ვლის ბედი. ურ­თუ­ლე­სი გა­მოდ­გა სა­ბერ­ძნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბის სე­რი­ამ გა­და­წყვი­ტა...

"კვეკ­ვეს­კი­რის გა­დამ­წყვე­ტი პე­ნალ­ტის შემ­დეგ რა ემო­ცი­აც იყო, ალ­ბათ, ბევ­რმა ჩვენ­გან­მა ვერც გა­მო­ხა­ტა ეს ემო­ცია. გა­სახ­დელ­ში შეს­ვლამ­დე ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რა ხდე­ბო­და და რა­ო­დენ დიდ რა­ღა­ცას მი­ვაღ­წი­ეთ და რო­გორ გა­ვა­ხა­რეთ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო", - თქვა მატ­ჩის შემ­დეგ "კი­ტემ".

მისი თქმით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ერ­თად ემ­ზა­დე­ბო­და ამ გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

"ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ისე­თი შე­მარ­თე­ბით იყო წარ­მარ­თუ­ლი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო უბ­რა­ლოდ, რომ ეს თა­მა­ში ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო... რა თქმა უნდა, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კი­ვარს - ვინც სტა­დი­ონ­ზე იყო, ვინც ტე­ლე­ვი­ზო­რით გვი­ყუ­რებ­და. სა­ოც­რად ამა­ყე­ბი ვართ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, რომ ასე­თი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს სა­ქარ­თვე­ლოს და ასე შე­უძ­ლია ფეხ­ბურთს და ჩვენს თა­მაშს ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ა­ხა­როს“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ფეხ­ბურ­თელ­მა ასე­ვე გა­ამ­ხი­ლა რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლას ერთი სული აქვს, რომ ის დღე­ე­ბი მო­ვი­დეს და წა­ვი­დეთ უკვე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მე უკვე ასე ვარ. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან დი­დია მო­ლო­დი­ნი და ყვე­ლას გვინ­და, რომ ეს გა­მარ­ჯვე­ბა კი­დევ უფრო გან­ვამ­ტკი­ცოთ და ძა­ლი­ან კარ­გად წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ თავი. გვგო­ნია, რომ გვაქვს ამის ამ­ბი­ცია და შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს. რა თქმა უნდა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კარ­გი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი და აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვივ­ლით ამ მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდს. იმე­დი გვაქვს ყვე­ლას, რომ თავს კარ­გად წარ­მო­ვა­ჩენთ და მე­ტო­ქე­ებს სი­ურპრი­ზებს შევ­თა­ვა­ზებთ“, - გა­ნა­ცხა­და "კი­ტემ" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

• ოჯა­ხი

ოთო კი­ტე­იშ­ვი­ლი ელა ზარ­ნა­ძე­ზეა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან ირ­კვე­ვა, ისი­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი. წყვილს ერთი გო­გო­ნა, ლი­ვია ჰყავს. "კი­ტემ" შვი­ლის მო­ლო­დი­ნის ამ­ბა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვარს მო­ედ­ნი­დან, "რედ ბულ ზალცბურ­გის" კარ­ში გა­ტა­ნი­ლი ბურ­თის შემ­დეგ, გო­ლის აღ­ნიშ­ვნი­სას აც­ნო­ბა

"რას ნიშ­ნავ­და ჩემი გო­ლის აღ­ნიშ­ვნა ზალცბურგთან შეხ­ვედ­რა­ში? მამა ვხდე­ბი. ეს იქ­ნე­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი მოვ­ლე­ნა და ბედ­ნი­ე­რე­ბა. შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა იყო, ეს ამ­ბა­ვი ამ გზით მეც­ნო­ბე­ბი­ნა. მე და ჩემი მე­უღ­ლე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, ბავ­შვი დე­კემ­ბერ­ში უნდა და­ი­ბა­დოს", - თქვა ოთომ Kleinezeitung-თან სა­უ­ბარ­ში 2021 წლის მა­ის­ში.

"კე­თი­ლი იყო შენი მობ­რძა­ნე­ბა ამ სამ­ყა­რო­ში, ლი­ვია", - ამ პოს­ტით შე­ე­გე­ბა პა­ტა­რას და­ბა­დე­ბას მა­მი­კო "ინ­სტაგ­რამ­ზე".

რო­გორც სა­ჯა­როდ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, წყვი­ლი ხში­რად მოგ­ზა­უ­რობს.

ლი­ვია 2022 წელს მო­ი­ნათ­ლეს, მისი ერთ-ერთი ნათ­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლია.

ავტორი:

"ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება..." - კიტეს" საოცარი სეზონი, ოჯახი და დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი

"ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება..."  - კიტეს" საოცარი სეზონი, ოჯახი და დაბადების დღის საუკეთესო საჩუქარი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ის შემდგენლობა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, უკვე ცნობილია. საქართველო ევრო 2024-ის F ჯგუფში თურქეთს, ჩეხეთს და პორტუგალიას დაუპირისპირდება. გუნდის შემადგენლობა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 22 მაისს დაასახელა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაკრებში გამოძახებულია ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი.

Ambebi.ge გაცნობთ საქართველოს ნაკრების წევრებს, ამჯერად სწორედ კიტეიშვილზე მოგიყვებით...

• სპორტული კარიერა სამშობლოში

ავსტრიული "შტურმისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 1996 წლის 26 მარტს, რუსთავში დაიბადა. "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილის სახელზე ამ კლუბში მოგებული ოთხი ტიტულია. 2015-16 წლებში ორჯერ იყო დასახელებული საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის 2017 წლის სეზონის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. ოთარ კიტეიშვილი 22 წლის ასაკში "დინამო თბილისის" კაპიტანი გახდა, ის ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონში მეორე ნახევრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. კიტეიშვილმა "დინამო თბილისის" შემადგენლობაში 98 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

• კიტეიშვილი "შტურმში“

ოთარ კიტეიშვილმა სამშობლოდან კარიერა ავსტრიაში, კონკრეტულად კი, გრაცის "შტურმში" გააგრძელა. ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 31 ივლისს მოეწერა და ქართველის ტრანსფერი დაახლოებით 800 000 ევრო დაჯდა. თავდაპირველად მან ავსტრიის ბუნდესლიგის გუნდთან ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა, შემდგომში ეს ხელშეკრულება გახანგრძლივდა და ის დღემდე ავსტრიული კლუბის შემადგენლობის ძირითადი ფეხბურთელია.

კიტეიშვილი გუნდს თავიდანვე კარგად შეეწყო. ქართველი ამბობდა, რომ გრაცში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა.

"აქ ძალიან მეგობრული ხალხია. მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მეუღლე თავს კარგად გრძნობს, მე კი გუნდში საიმედო ხალხის ხელში ვარ“, - ამბობდა "კიტე" 2020 წელს ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში.

"კიტეს" სატრანსფერო ღირებულების პიკიც სწორედ "შტურმში" ასპარეზობის პერიოდში დადგა. ავსტრიულ გუნდში გადასვლიდან მალევე მისმა სატრანსფერო ფასმა 1 მილიონ ევროს მიაღწია, ცოტა ხანში კი 3 მილიონს გაუტოლდა. transfermarkt - ის თანახმად, დღეს მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მლნ. ევროა.

2023 წლის 30 აპრილს კიტეიშვილმა კლუბთან ერთად პირველი თასი მოიგო.

მეორედ 2024 წლის 1-ლ მაისს, კიტეიშვილის "შტურმი“ ავსტრიის ჩემპიონი გახდა.

2024 წელი ფეხბურთელისთვის მართლაც საუკეთესო გამოდგა, საქართველოს ნაკრების რიგებში ის ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, შტურმის" რიგებში კი ავსტრიის ჩემპიონი გახდა, ამასთანავე, კიტე" ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა პირებმა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

• დაბადების დღის ყველაზე დიდი საჩუქარი

26 მარტი "კიტეს" დაბადების დღეა. სწორედ ამ დღეს წყდებოდა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გასვლის ბედი. ურთულესი გამოდგა საბერძნეთთან დაპირისპირება, ყველაფერი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა...

"კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტის შემდეგ რა ემოციაც იყო, ალბათ, ბევრმა ჩვენგანმა ვერც გამოხატა ეს ემოცია. გასახდელში შესვლამდე ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა და რაოდენ დიდ რაღაცას მივაღწიეთ და როგორ გავახარეთ მთელი საქართველო", - თქვა მატჩის შემდეგ "კიტემ".

მისი თქმით, მთელი საქართველო ერთად ემზადებოდა ამ გამარჯვებისთვის.

"ეს ყველაფერი ისე იყო ორგანიზებული, ისეთი შემართებით იყო წარმართული, რომ შეუძლებელი იყო უბრალოდ, რომ ეს თამაში ჩვენი გამარჯვებით არ დასრულებულიყო... რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა გულშემატკივარს - ვინც სტადიონზე იყო, ვინც ტელევიზორით გვიყურებდა. საოცრად ამაყები ვართ ფეხბურთელები, რომ ასეთი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოს და ასე შეუძლია ფეხბურთს და ჩვენს თამაშს ქართველი გულშემატკივარი გაახაროს“, - აღნიშნა მან.

ფეხბურთელმა ასევე გაამხილა რა მოლოდინები აქვს ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით.

"დარწმუნებული ვარ, ყველას ერთი სული აქვს, რომ ის დღეები მოვიდეს და წავიდეთ უკვე ევროპის ჩემპიონატზე. მე უკვე ასე ვარ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდია მოლოდინი და ყველას გვინდა, რომ ეს გამარჯვება კიდევ უფრო განვამტკიცოთ და ძალიან კარგად წარმოვაჩინოთ თავი. გვგონია, რომ გვაქვს ამის ამბიცია და შესაძლებლობა საქართველოს ნაკრებს. რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება კარგი მოსამზადებელი პერიოდი და აუცილებლად გავივლით ამ მოსამზადებელ პერიოდს. იმედი გვაქვს ყველას, რომ თავს კარგად წარმოვაჩენთ და მეტოქეებს სიურპრიზებს შევთავაზებთ“, - განაცხადა "კიტემ" ერთ-ერთ ინტერვიუში.

• ოჯახი

ოთო კიტეიშვილი ელა ზარნაძეზეა დაქორწინებული. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ისინი წლების განმავლობაში იყვნენ შეყვარებულები. წყვილს ერთი გოგონა, ლივია ჰყავს. "კიტემ" შვილის მოლოდინის ამბავი გულშემატკივარს მოედნიდან, "რედ ბულ ზალცბურგის" კარში გატანილი ბურთის შემდეგ, გოლის აღნიშვნისას აცნობა

"რას ნიშნავდა ჩემი გოლის აღნიშვნა ზალცბურგთან შეხვედრაში? მამა ვხდები. ეს იქნება ჩემი ცხოვრების დიდი მოვლენა და ბედნიერება. შესანიშნავი საშუალება იყო, ეს ამბავი ამ გზით მეცნობებინა. მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვართ, ბავშვი დეკემბერში უნდა დაიბადოს", - თქვა ოთომ Kleinezeitung-თან საუბარში 2021 წლის მაისში.

"კეთილი იყო შენი მობრძანება ამ სამყაროში, ლივია", - ამ პოსტით შეეგება პატარას დაბადებას მამიკო "ინსტაგრამზე".

<svg width="50px" height="50px" viewBox="0 0 60 60" version="1.1" xmlns="https://www.w3.org/2000/svg" xmlns:xlink="https://www.w3.org/1999/xlink"><g stroke="none" stroke-width="1" fill="none" fill-rule="evenodd"><g transform="translate(-511.000000, -20.000000)" fill="#000000"><g><path d="M556.869,30.41 C554.814,30.41 553.148,32.076 553.148,34.131 C553.148,36.186 554.814,37.852 556.869,37.852 C558.924,37.852 560.59,36.186 560.59,34.131 C560.59,32.076 558.924,30.41 556.869,30.41 M541,60.657 C535.114,60.657 530.342,55.887 530.342,50 C530.342,44.114 535.114,39.342 541,39.342 C546.887,39.342 551.658,44.114 551.658,50 C551.658,55.887 546.887,60.657 541,60.657 M541,33.886 C532.1,33.886 524.886,41.1 524.886,50 C524.886,58.899 532.1,66.113 541,66.113 C549.9,66.113 557.115,58.899 557.115,50 C557.115,41.1 549.9,33.886 541,33.886 M565.378,62.101 C565.244,65.022 564.756,66.606 564.346,67.663 C563.803,69.06 563.154,70.057 562.106,71.106 C561.058,72.155 560.06,72.803 558.662,73.347 C557.607,73.757 556.021,74.244 553.102,74.378 C549.944,74.521 548.997,74.552 541,74.552 C533.003,74.552 532.056,74.521 528.898,74.378 C525.979,74.244 524.393,73.757 523.338,73.347 C521.94,72.803 520.942,72.155 519.894,71.106 C518.846,70.057 518.197,69.06 517.654,67.663 C517.244,66.606 516.755,65.022 516.623,62.101 C516.479,58.943 516.448,57.996 516.448,50 C516.448,42.003 516.479,41.056 516.623,37.899 C516.755,34.978 517.244,33.391 517.654,32.338 C518.197,30.938 518.846,29.942 519.894,28.894 C520.942,27.846 521.94,27.196 523.338,26.654 C524.393,26.244 525.979,25.756 528.898,25.623 C532.057,25.479 533.004,25.448 541,25.448 C548.997,25.448 549.943,25.479 553.102,25.623 C556.021,25.756 557.607,26.244 558.662,26.654 C560.06,27.196 561.058,27.846 562.106,28.894 C563.154,29.942 563.803,30.938 564.346,32.338 C564.756,33.391 565.244,34.978 565.378,37.899 C565.522,41.056 565.552,42.003 565.552,50 C565.552,57.996 565.522,58.943 565.378,62.101 M570.82,37.631 C570.674,34.438 570.167,32.258 569.425,30.349 C568.659,28.377 567.633,26.702 565.965,25.035 C564.297,23.368 562.623,22.342 560.652,21.575 C558.743,20.834 556.562,20.326 553.369,20.18 C550.169,20.033 549.148,20 541,20 C532.853,20 531.831,20.033 528.631,20.18 C525.438,20.326 523.257,20.834 521.349,21.575 C519.376,22.342 517.703,23.368 516.035,25.035 C514.368,26.702 513.342,28.377 512.574,30.349 C511.834,32.258 511.326,34.438 511.181,37.631 C511.035,40.831 511,41.851 511,50 C511,58.147 511.035,59.17 511.181,62.369 C511.326,65.562 511.834,67.743 512.574,69.651 C513.342,71.625 514.368,73.296 516.035,74.965 C517.703,76.634 519.376,77.658 521.349,78.425 C523.257,79.167 525.438,79.673 528.631,79.82 C531.831,79.965 532.853,80.001 541,80.001 C549.148,80.001 550.169,79.965 553.369,79.82 C556.562,79.673 558.743,79.167 560.652,78.425 C562.623,77.658 564.297,76.634 565.965,74.965 C567.633,73.296 568.659,71.625 569.425,69.651 C570.167,67.743 570.674,65.562 570.82,62.369 C570.966,59.17 571,58.147 571,50 C571,41.851 570.966,40.831 570.82,37.631"></path></g></g></g></svg>

View this post on Instagram

A post shared by Oto Kiteishvili (@oto_kiteishvili)

როგორც საჯაროდ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, წყვილი ხშირად მოგზაურობს.

ლივია 2022 წელს მოინათლეს, მისი ერთ-ერთი ნათლია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილია.