მსოფლიო საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა ისეთად, როგორიც დღეს არის. ამ პროცესში არაერთმა ადამიანმა თუ მოვლენამ გარდამტეხი როლი შეასრულა. თანამედროვე მსოფლიოს ფორმირებაში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, გასულ საუკუნეში მომხდარი მოვლენები იყო.
გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს 20 საუკუნის ისტორიიდან, რომელიც შეიძლება აქამდე არ იცოდით ან უბრალოდ, არ გახსოვდათ.
პერლ ჰარბორი
1941 წელს იაპონიამ ჰავაიში მდებარე ამერიკის საზღვაო ბაზას მოულოდნელად, ომის გამოუცხადებლად შეუტია. 350 თვითმფრინავი ამერიკულ ფლოტს თავს დაესხა. შეტაკება 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. იაპონელებმა დააზიანეს 21 ამერიკული თვითმფრინავი, დაიღუპა 2300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. პრეზიდენტმა რუზველტმა 7 დეკემბერს უწოდა - „დღე, როდესაც სირცხვილი ვჭამეთ.“
იაპონელებმა პერლ-ჰარბორის მოვლენის შემდეგ იმპერია განავრცეს. მათ აზიის უმეტესი ნაწილი, მათ შორის, ბრიტანული კოლონია ჰონკონგი და წყნარი ოკეანის კუნძულები დაიკავეს. 1942 წლიდან აშშ-მა და მოკავშირეებმა ეს ტერიტორიები ნელ-ნელა დაიბრუნეს, მაგრამ ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
რუსეთის ატომური ამბები
1949 წლის აგვისტოში, იაპონიის ქალაქების, ნაგასაკისა და ჰიროსიმას - თავზე ამერიკელების მიერ მსოფლიოში პირველი ატომური ბომბების ჩამოგდებიდან 4 წელიწადში, სსრკ-მ საკუთარი ატომური ბომბი გამოცადა. ეს იყო პლუტონიუის ბომბის საცდელი აფეთქება ყაზახეთში, სემიპალატინსკის პოლიგონზე. ბომბს მეტსახელად „პირველი ელვა“ უწოდეს. მისი სიმძლავრე ნაგასაკისაზე ჩამოგდებული ბომბისას უტოლდებოდა. სსრკ-ში ატომური ბომბი იმაზე ადრე გამოცადეს, ვიდრე ამერიკელი მეცნიერები და პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ. ამის შემდეგ ყველა ატომური ომის საშიშროებამ შეაძრწუნა.
ბერლინის კედლის დანგრევა
ბერლინის კედელი 1961 წლიდან აღმართული იყო, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის პოლიტიკური კონფლიქტის სიმბოლო. 1989 წელს უნგრეთმა ავსტრიასთან საზღვარი გახსნა, რამაც ათასობით აღმოსავლეთგერმანელს საშუალება მისცა, ავსტრიის გავლით დასავლეთ გერმანიაში გადასულიყო. აღმოსავლეთით გერმანიაში ანტისამთავრობო გამოსვლები დაიწყო და, საბოლოოდ, აღმოსავლეთგერმანელებს თავისუფალი გადაადგილების ნებართვა მისცეს. ათასობით ადამიანი საკონტროლო-გამშვებ პუნქტს მიაწყდა და ბერლინის კედელი გაიხსნა.
„ალ-ქაიდას“ წარმოშობა
1979 წელს, როცა რუსეთი ავღანეთში შეიჭრა, ავღანელ მოსახლეობასა და მოჯაჰედებს სხვადასხვა ქვეყნის იდეალისტი მუსლიმებიც შეუერთდნენ. საბჭოთა ოკუპაციის მარცხის შემდეგ ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ გაძლიერდა. ავღანეთის შემდგომ „ალ-ქაიდა“ საუდის არაბეთსაც გადასწვდა, რადგან მიაჩნდა, რომ მუჰამედის სამშობლოში აშშ-ს სამხედრო ბაზები არ უნდა ჰქონოდა. აშშ-იშ სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმა დაიწყო არა მხოლოდ საუდის არაბეთში, არამედ იემენში, კენიასა და ტანზანიაში.
ომი სპარსეთის ყურეში
1990 წელს ერაყის მმართველის, სადამ ჰუსეინის გადაწყვეტილებით, ქუვეითში შეჭრის შემდეგ, აშშ-სა და გაეროს მეთაურობით ჩამოყალიბებული კოალიციის არმიებმა 1991 წლის იანვარში უდაბნოს შტორმის სახელით ცნობილი სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს. 1991 წელის თებერვლის ბოლოს ერაყმა ქუვეითი დატოვა და იძულებული გახდა, გაეროს რეზოლუციებს დათანხმებოდა. აღნიშნულის მიუხედავად, ერაყსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა იზრდებოდა.
ეს გახლავთ რამდენიმე ამონარიდი „მსოფლიოს ისტორიის“ ხუთტომეულის მეხუთე ტომიდან, რომელშიც კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი დაპირისპირებების - პირველი და მეორე მსოფლიო ომების ამბებს წაიკითხავთ, შემდგომ დამდგარი ცივი ომის პერიოდს, საბჭოთა კავშირის დაშლისას, პოსტსაბჭოთა ეპოქაში განვითარებულ ურთულეს პროცესებსაც გაეცნობით. ტომეული XXI საუკუნის გამოწვევებით სრულდება.
ხუთტომეული „პალიტრა L-ის“ სერიაა, რომელშიც ჩვენი სამყაროს თავგადასავალია მოთხრობილი, დასაბამიდან დღემდე. ”მსოფლიოს ისტორიის“ ეს გამოცემა მკითხველთა ფართო წრისთვისაა განკუთვნილი. მას ინტერესით გაეცნობა ყველა, ვინაიდან დაწერილია ლაკონიურად, ყველასთვის გასაგები ენით დიდი ამბები პატარ-პატარა თავებადაა დაყოფილი. წიგნი გაჯერებულია ილუსტრაციებით და უნიკალური ფოტომასალით.
ხუთტომეულის ოთხი წიგნი უკვე გამოცემულია, მეხუთე სერია კი პირველი წიგნი 20 მაისიდან იქნება ხელმისაწვდომი და წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 18 ლარი იქნება.
წიგნის შეძენა შეგეძლებათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, ამისთვის დარეკეთ ნომერზე: 032 2 47 00 45 ან ეწვიეთ ვებგვერდს.
R
არ უნდა დაგვავიწყდეს ვიეტნამი, ერაყი (ვითომ ქიმიური იარაღის საბაბით)ავღანეთი (მომხრეთა იქ ჩატოვებით, რომლებიც თვითმფრინავიდან ცვიოდნენ) იუგოსლავიის დაბომბვა ... სირიის აოხრება და მიტოვება ... კადაფი ამერიკამ და საფრანგეთმა გააძლიერეს, სადამ ჰუსეინი აშშ-მ
აუცილებელია ასევე: ხიროსიმა-ნაგასაკი; აბუგრეიდი-გუანტანამო;