მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარული ექიმის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება და ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - "თითქოს ჩემს სახელთან ერთად წინდაწინ გადაწყდა ყველაფერი"
ლეგენდარული ექიმის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება და ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - "თითქოს ჩემს სახელთან ერთად წინდაწინ გადაწყდა ყველაფერი"

93 წლის ასაკ­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ექი­მი გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძე გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა ცენ­ტრის და­მა­არ­სე­ბე­ლი და მისი უც­ვლე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, თბი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე, ქალ­ბა­ტო­ნი გულ­ნა­რა ჩა­ფი­ძე და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს.

"დღე­ვან­დელ სი­ნამ­დვი­ლე­ში ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი ექი­მი, რო­მელ­საც ქალ­ბა­ტონ გულ­ნა­რა ჩა­ფი­ძის ოდე­ნო­ბის წვლი­ლი ჰქონ­დეს შე­ტა­ნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მისი ხან­გრძლი­ვი და ნა­ყო­ფი­ე­რი მოღ­ვა­წე­ო­ბა მი­მარ­თუ­ლი იყო გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბით შე­პყრო­ბი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ამ მიზ­ნის­თვის კი, ის გა­ნუხ­რე­ლად ზრუ­ნავ­და კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სრულ­ყო­ფა­ზე და ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის აღ­ზრდა­სა და და­ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ვნის ღირ­სია ქალ­ბა­ტონ გულ­ნა­რა ჩა­ფი­ძის უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ცენ­ტში უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის გახ­სნა, რო­მელ­თა წარ­მა­ტე­ბულ­მა საქ­მი­ა­ნო­ბამ ათა­სო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს შე­უ­ნარ­ჩუ­ნა სი­ცო­ცხლე და გა­უ­უმ­ჯო­ბე­სა ჯან­მრთე­ლო­ბა", - ვკი­თხუ­ლობთ გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლის და­მა­არ­სე­ბე­ლი და უც­ვლე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თა­ვად ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო გახ­ლდათ.

მან სა­მე­დი­ცი­ნო კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ინ­ტე­რე­სო გზა გა­ი­ა­რა - იყო ბორ­ჯო­მის ლი­კა­ნის სა­ნა­ტო­რი­უ­მის ექი­მი-ორ­დი­ნა­ტო­რი; მოს­კო­ვის ექიმ­თა და­ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი და კლი­ნი­კუ­რი თე­რა­პი­ის ინ­სტი­ტუ­ტის უმ­ცრო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი.

1963-1975 წლებ­ში ინ­ფარ­ქტის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამ კუ­თხით მუ­შა­ო­ბა სა­ერ­თოდ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში...

ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო 1989 წლი­დან სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის პი­რა­დი ექი­მი გახ­ლდათ. 1997 წელს გა­და­უ­დე­ბელ კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრს მი­ე­ნი­ჭა აკად. გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლი. 1994-2014 წლებ­ში ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ.

მისი ექი­მო­ბა კი მა­მას გა­და­უ­წყვე­ტია. სა­ხე­ლიც, გულ­ნა­რა მას­ვე და­ურ­ქმე­ვია. "თით­ქოს ჩემს სა­ხელ­თან ერ­თად წინ­და­წინ გა­და­წყდა ყვე­ლა­ფე­რი", - ამ­ბობ­და ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის სა­ხე­ლიც იწყე­ბო­და სი­ტყვით "გული"...

მა­მას კი უნ­დო­და შვი­ლის ექი­მო­ბა, მაგ­რამ თა­ვად პა­ტა­რა გულ­ნა­რა ყვე­ლა პრო­ფე­სი­ა­ზე ერ­თდრო­უ­ლად ოც­ნე­ბობ­და თურ­მე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, "მი­ლი­ცი­ო­ნე­რო­ბა­ზეც" კი უფიქ­რია, რომ არა­ფე­რი ვთქვათ, მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ზე.

კარ­გი მოს­წავ­ლე იყო, სკო­ლა "ოქ­როს მე­დალ­ზე“ და­ამ­თავ­რა. დიპ­ლო­მა­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ემ­ზა­დე­ბო­და და მა­მამ და­ას­წრო, მისი სა­ბუ­თე­ბი მის უკი­თხა­ვად სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში შე­ი­ტა­ნა. ასე გახ­და გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძე სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი...

ამის გამო სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ტეს­ტი მქონ­და, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე. სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტი და­მემ­თავ­რე­ბი­ნაო, - ჰყვე­ბო­და ის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ფიქ­რობ­და, დიპ­ლომს მშობ­ლებს მი­ვუ­ტან, მაგ­რამ მერე მა­ინც ჩა­ვა­ბა­რებ იქ, სა­დაც სწავ­ლა მა­ნამ­დე მინ­დო­დაო. ისე მოხ­და, რომ მე­დი­ცი­ნით სე­რი­ო­ზუ­ლად და­ინ­ტე­რეს­და. ამ სფე­რომ მი­ი­ზი­და, შე­ი­ტყუა და შემ­დეგ უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლიც კი იყო, ამ დარ­გს რომ არ უღა­ლა­ტა. მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლეც სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლი­სას გა­იც­ნო. ის ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ხრით სწავ­ლობ­და.

წყვილ­მა მე­დი­ცი­ნას თავი და წლე­ბი მი­უ­ძღვნა ისე, რომ 90 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძე კვლა­ვაც ახერ­ხებ­და მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას.

ლე­გენ­და­რულ­მა ექიმ­მა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იხ­სნა. მის ცხოვ­რე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი წლე­ბიც იყო და ტრა­გი­კუ­ლიც. ცნო­ბილ ექიმს ამა­ზე სა­ჯა­როდ არა­ერ­თხელ უსა­უბ­რია.

"უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი, ვიდ­რე დიდი ტრა­გე­დია არ დატ­რი­ალ­და ჩემს ოჯახ­ში. 1989 წელს ჩემი უმ­ცრო­სი შვი­ლი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუ­პა. მა­შინ და­ინ­გრა ჩემი ცხოვ­რე­ბა, ცა ჩა­მო­იქ­ცა, მიწა გას­კდა, ეს იყო რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბა, ამი­სი არც მო­ყო­ლა შე­იძ­ლე­ბა, არც თქმა...

ის მო­მა­ვა­ლი ექი­მი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, მერე კას­კა­დი­ვით წა­მო­ვი­და ყვე­ლა­ფე­რი. რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მე­უღ­ლე გუ­ლით გარ­და­მეც­ვა­ლა. ყო­ველ დი­ლას მი­დი­ო­და შვი­ლის საფ­ლავ­ზე, შემ­დეგ სამ­სა­ხურ­ში, მერე ისევ საფ­ლავ­ზე და იქი­დან სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე იყო... რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უფ­რო­სი შვი­ლიც გარ­და­მეც­ვა­ლა, ფილ­ტვე­ბის სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. გა­ნა­ჩე­ნი იყო, რომ ორი თვე გაძ­ლებ­და, ერთი წე­ლი­წა­დი ვიბ­რძო­დით და თვი­თო­ნაც ძა­ლი­ან იბ­რძო­და. მე­ო­რე შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი შვი­ლი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეც­რად და­ი­ღუ­პა.

ლა­პა­რა­კო­ბენ, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნე, რო­გორ ხარო. რა გა­და­ვი­ტა­ნე, ისი­ნი სულ ჩემ­თან არი­ან. თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით, ავად­მყოფს ვნა­ხუ­ლობ, დავ­დი­ვარ, ტვინ­ში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა მი­თხრა, თქვენ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მი­თხრეს, რომ თქვენს თვალ­ზე ცრემ­ლი არ უნა­ხავ­თო. ჩემ ოთახს უნა­ხავს ჩემი ცრემ­ლი, ჩემს ბა­ლიშს. აი, ასე დამ­თავ­რდა ჩემი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ კი­დევ ვცო­ცხლობ, ამას სი­ცო­ცხლე ჰქვია?

- მე­უბ­ნე­ბი­ან, ამ­დე­ნი წლის ხარ და რა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბიო. ეს მე სულ არ მჭირ­დე­ბა და არც რე­ა­ლუ­რი არ არის, მე არა­ფე­რი გა­და­მი­ტა­ნია, მე ყო­ველ სა­ათს, ყო­ველ წუთს ვი­ტან ამას. ახლა შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი მყავს, ტყუ­პი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი, მათ­თვის მიდ­გას სული და მათი შე­წუ­ხე­ბა არ მინ­და. არც მინ­და, რომ იგ­რძნონ რამე მა­წუ­ხებს, რა­მის სურ­ვი­ლი მაქვს, არა, მე ყო­ველ­თვის კარ­გად ვარ“, - ჰყვე­ბო­და თავ­სდა­ტე­ხილ ტრა­გე­დი­ებ­ზე ინ­ტერ­ვი­უ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან“.

ინ­ფარ­ქტის კვლე­ვი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი გა­ნუ­ზო­მელ წვლი­ლის­თვის გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძეს "ინ­ფარ­ქტის დე­დო­ფა­ლი“ უწო­დეს.

"ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბა 9 წე­ლი­წა­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი იყო, რო­მე­ლიც ამ კუ­თხით მუ­შა­ობ­და. კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში 9 წლის მერე გა­იხ­სნა ინ­ფარ­ქტის გან­ყო­ფი­ლე­ბა...

ბევ­რჯერ გა­მი­კე­თე­ბია ასე­თი რამ - არა მარ­ტო ავად­მყო­ფი და­მი­ი­მე­დე­ბია, არა­მედ მისი პატ­რო­ნი და ახ­ლობ­ლე­ბი... რო­დე­საც აღ­სა­რე­ბა­ზე პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი, მო­ძღვარ­მა მი­თხრა, ტყუ­ილს თუ ამ­ბობ­თო. მა­შინ ინ­ფარ­ქტით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ხში­რი იყო, რად­გან პატ­რონ­საც ვა­წყნა­რებ­დი, პა­ცი­ენ­ტსაც და ნა­თე­სა­ვებ­საც, რომ იმე­დი არ და­ე­კარ­გა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

მოკ­ლედ, მო­ძღვარს ვუ­თხა­რი, რომ დღე არ არის ტყუ­ი­ლი არ ვთქვა-მეთ­ქი... იყო ასე­თი შემ­თხვე­ვა, პა­ლა­ტის კარი იყო და­ხუ­რუ­ლი და იქვე შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ქალი თავ­დახ­რი­ლი იჯდა და ტი­რო­და. რა­ტომ ტი­რით-მეთ­ქი, - ვკი­თხე. ამ პა­ლა­ტა­ში ჩემი შვი­ლი წევს. 27 წლი­საა, აქვს ინ­ფარ­ქტი და მისი გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ არი­სო. შე­ვე­დი და ვნა­ხე პა­ცი­ენ­ტი, დიდ­ხანს ვე­ლა­პა­რა­კე. რომ გა­მო­ვე­დი, ქალ­ბა­ტონს ვუ­თხა­რი, რა­ტომ ტი­რით, თქვე­ნი შვი­ლი მძი­მე ავად­მყო­ფია, მაგ­რამ სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირს, მორ­ჩე­ბა-მეთ­ქი. ბიჭი მარ­თლა მორ­ჩა და იმის მერე 14 წელი იცო­ცხლა“, - იხ­სე­ნებ­და ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ექი­მო­ბა ბევ­რჯერ შეს­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ უარს ამ­ბობ­და.

"მა­შინ არ­სე­ბობ­და მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლო, სა­დაც სხვა­დას­ხვა დამ­სა­ხუ­რე­ბის ადა­მი­ა­ნებს არ­ჩევ­დნენ. იქ მკურ­ნა­ლო­ბას წყვეტ­და არა ექი­მი, არა­მედ პა­ცი­ენ­ტი და მისი ნა­თე­სა­ვი. არ შე­მიძ­ლია ვინ­მემ რა­ი­მე ჩარ­ჩო­ში ჩამ­სვას. რად­გან ცე­კას მდი­ვა­ნი იყო, მე­გო­ნა, პრე­ტენ­ზი­აც მეტი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ არ ვთან­ხმდე­ბო­დი. ერთხელ მე­ო­თხე სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა მი­თხრა, - წა­მომ­ყე­ვი შე­ვარ­დნა­ძეს­თან, ისე მა­ინც მი­ვი­დე­თო. წავ­ყე­ვი. ისე შემ­ხვდნენ, მივ­ხვდი, რომ ნდო­ბა მა­შინ­ვე გა­მო­მი­ცხა­დეს. მე­ო­რედ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, აღ­დგო­მა იყო, სა­ა­თი აღარ მახ­სოვ­და, და­რეკ­ვაც არ მინ­დო­და, ცე­კას მდი­ვანს აღ­დგო­მა რო­გორ მი­ვუ­ლო­ცო-მეთ­ქი. მოკ­ლედ, მა­ინც და­ვუ­რე­კე. ისე მოხ­და, რომ ბა­ტონ­მა ედუ­არ­დმა აიღო ყურ­მი­ლი და ქრის­ტე აღ­დგაო, - მი­თხრა. გა­მიკ­ვირ­და. წა­ვე­დი, მინ­დვ­რის ყვა­ვი­ლე­ბის დიდი თა­ი­გუ­ლი ვი­ყი­დე...

თა­ვი­დან­ვე ჯვარს ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ მორ­წმუ­ნე არ ვი­ყა­ვი, ჯვარს ჩემ­თვის უფრო სამ­კა­უ­ლის დატ­ვირ­თვა ჰქონ­და. და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი - შე­ვარ­დნა­ძის ექი­მი ჯვარს ატა­რებ­სო. ალ­ბათ მოს­წონს და ამი­ტომ უკე­თი­აო, - შე­ვარ­დნა­ძემ. მერე ჩემი პარ­ტი­ა­ში შეს­ვლის სა­კი­თხი დად­გა. მა­შინ აქე­დან წა­ვალ-მეთ­ქი. ამა­ზეც იგი­ვე პა­სუ­ხი გას­ცა ბა­ტონ­მა ედუ­არ­დმა - თუ არ უნდა, ნუ აწუ­ხებ­თო...

კრწა­ნი­სი­დან, ანუ მის­გან გვი­ან მოვ­დი­ო­დი ხოლ­მე... ერთხე­ლაც, მო­რი­გი ვი­ზი­ტის შემ­დეგ მან­ქა­ნა­ში მე და ჩემი მძღო­ლი ვი­ყა­ვით. გა­ის­მა სრო­ლის ხმა, ტყვი­ე­ბის ჯერი მო­დი­ო­და. მან­ქა­ნა ისე და­ი­ცხრი­ლა, რომ გა­და­აგ­დეს“, - ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ამ­ბებს მე­დი­ას­თან ასე იხ­სე­ნებ­და ექი­მი.

მისი მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია კი გუ­ლის სამ­კურ­ნა­ლოდ ასე­თი იყო: "აკე­თეთ სი­კე­თე, და­ეხ­მა­რეთ გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ასეთ დროს გუ­ლიც კარ­გად გექ­ნე­ბათ და თქვენც კარ­გად იქ­ნე­ბით".

  • ambebi.ge მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ცნო­ბი­ლი ექი­მის, გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და სამ­ძი­მარს უცხა­დებს მის ოჯახს და სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბას
ავტორი:

ლეგენდარული ექიმის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება და ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - "თითქოს ჩემს სახელთან ერთად წინდაწინ გადაწყდა ყველაფერი"

ლეგენდარული ექიმის ტრაგედიებით სავსე ცხოვრება და ყოველდღიური ბრძოლა ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად - "თითქოს ჩემს სახელთან ერთად წინდაწინ გადაწყდა ყველაფერი"

93 წლის ასაკში ცნობილი ქართველი ექიმი გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცენტრის დამაარსებელი და მისი უცვლელი გენერალური დირექტორი, თბილისის საპატიო მოქალაქე, ქალბატონი გულნარა ჩაფიძე და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

"დღევანდელ სინამდვილეში ძნელად მოიძებნება ისეთი ექიმი, რომელსაც ქალბატონ გულნარა ჩაფიძის ოდენობის წვლილი ჰქონდეს შეტანილი საქართველოში მედიცინის მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარებაში. მისი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა მიმართული იყო გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით შეპყრობილი პაციენტების ჯანმრთელობის მკურნალობაზე, ამ მიზნისთვის კი, ის განუხრელად ზრუნავდა კარდიოლოგიური სამსახურის სრულყოფაზე და ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდასა და დახელოვნებაზე. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქალბატონ გულნარა ჩაფიძის უშუალო ხელმძღვანელობით ცენტში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინტერვენციული კარდიოლოგიისა და კარდიოქირურგიის განყოფილებების გახსნა, რომელთა წარმატებულმა საქმიანობამ ათასობით საქართველოს მოქალაქეს შეუნარჩუნა სიცოცხლე და გაუუმჯობესა ჯანმრთელობა", - ვკითხულობთ გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის განცხადებაში, რომლის დამაარსებელი და უცვლელი გენერალური დირექტორი თავად ქალბატონი გულიკო გახლდათ.

მან სამედიცინო კარიერის განმავლობაში საინტერესო გზა გაიარა - იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი; მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი; საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ამ კუთხით მუშაობა საერთოდ მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოში...

ქალბატონი გულიკო 1989 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი გახლდათ. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გულიკო ჩაფიძის სახელი. 1994-2014 წლებში ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი გახლდათ.

მისი ექიმობა კი მამას გადაუწყვეტია. სახელიც, გულნარა მასვე დაურქმევია. "თითქოს ჩემს სახელთან ერთად წინდაწინ გადაწყდა ყველაფერი", - ამბობდა ქალბატონი გულიკო. ადამიანი, რომლის სახელიც იწყებოდა სიტყვით "გული"...

მამას კი უნდოდა შვილის ექიმობა, მაგრამ თავად პატარა გულნარა ყველა პროფესიაზე ერთდროულად ოცნებობდა თურმე. წარმოიდგინეთ, "მილიციონერობაზეც" კი უფიქრია, რომ არაფერი ვთქვათ, მსახიობობაზე, ჟურნალისტობასა და დიპლომატიაზე.

კარგი მოსწავლე იყო, სკოლა "ოქროს მედალზე“ დაამთავრა. დიპლომატური მიმართულებით სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა და მამამ დაასწრო, მისი საბუთები მის უკითხავად სამედიცინო ინსტიტუტში შეიტანა. ასე გახდა გულიკო ჩაფიძე სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი...

ამის გამო სერიოზული პროტესტი მქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე. სამკურნალო ფაკულტეტი დამემთავრებინაო, - ჰყვებოდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში.

ფიქრობდა, დიპლომს მშობლებს მივუტან, მაგრამ მერე მაინც ჩავაბარებ იქ, სადაც სწავლა მანამდე მინდოდაო. ისე მოხდა, რომ მედიცინით სერიოზულად დაინტერესდა. ამ სფერომ მიიზიდა, შეიტყუა და შემდეგ უზომოდ კმაყოფილიც კი იყო, ამ დარგს რომ არ უღალატა. მომავალი მეუღლეც სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას გაიცნო. ის ქირურგიული განხრით სწავლობდა.

წყვილმა მედიცინას თავი და წლები მიუძღვნა ისე, რომ 90 წელს გადაცილებული გულიკო ჩაფიძე კვლავაც ახერხებდა მუშაობის გაგრძელებას.

ლეგენდარულმა ექიმმა წლების განმავლობაში არაერთი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. მის ცხოვრებაში ბედნიერი წლებიც იყო და ტრაგიკულიც. ცნობილ ექიმს ამაზე საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია.

"უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ვიდრე დიდი ტრაგედია არ დატრიალდა ჩემს ოჯახში. 1989 წელს ჩემი უმცროსი შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მაშინ დაინგრა ჩემი ცხოვრება, ცა ჩამოიქცა, მიწა გასკდა, ეს იყო რაღაც საშინელება, ამისი არც მოყოლა შეიძლება, არც თქმა...

ის მომავალი ექიმი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, მერე კასკადივით წამოვიდა ყველაფერი. რამდენიმე წელიწადში მეუღლე გულით გარდამეცვალა. ყოველ დილას მიდიოდა შვილის საფლავზე, შემდეგ სამსახურში, მერე ისევ საფლავზე და იქიდან სახლში ბრუნდებოდა, წლების განმავლობაში ასე იყო... რამდენიმე წელიწადში უფროსი შვილიც გარდამეცვალა, ფილტვების სიმსივნე ჰქონდა. განაჩენი იყო, რომ ორი თვე გაძლებდა, ერთი წელიწადი ვიბრძოდით და თვითონაც ძალიან იბრძოდა. მეორე შვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი შვილი 23 წლის ბიჭი, ისიც ასე უეცრად დაიღუპა.

ლაპარაკობენ, როგორ გადაიტანე, როგორ ხარო. რა გადავიტანე, ისინი სულ ჩემთან არიან. თქვენ გესაუბრებით, ავადმყოფს ვნახულობ, დავდივარ, ტვინში სულ ეს მაქვს. ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, თქვენმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ თქვენს თვალზე ცრემლი არ უნახავთო. ჩემ ოთახს უნახავს ჩემი ცრემლი, ჩემს ბალიშს. აი, ასე დამთავრდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ კიდევ ვცოცხლობ, ამას სიცოცხლე ჰქვია?

- მეუბნებიან, ამდენი წლის ხარ და რა კარგად გამოიყურებიო. ეს მე სულ არ მჭირდება და არც რეალური არ არის, მე არაფერი გადამიტანია, მე ყოველ საათს, ყოველ წუთს ვიტან ამას. ახლა შვილთაშვილები მყავს, ტყუპი, შვილიშვილები, მათთვის მიდგას სული და მათი შეწუხება არ მინდა. არც მინდა, რომ იგრძნონ რამე მაწუხებს, რამის სურვილი მაქვს, არა, მე ყოველთვის კარგად ვარ“, - ჰყვებოდა თავსდატეხილ ტრაგედიებზე ინტერვიუში ტელეკომპანია "ფორმულასთან“.

ინფარქტის კვლევისა და მკურნალობის საქმეში შეტანილი განუზომელ წვლილისთვის გულიკო ჩაფიძეს "ინფარქტის დედოფალი“ უწოდეს.

"ჩვენი განყოფილება 9 წელიწადი საქართველოში ერთადერთი იყო, რომელიც ამ კუთხით მუშაობდა. კარდიოლოგიის ინსტიტუტში 9 წლის მერე გაიხსნა ინფარქტის განყოფილება...

ბევრჯერ გამიკეთებია ასეთი რამ - არა მარტო ავადმყოფი დამიიმედებია, არამედ მისი პატრონი და ახლობლები... როდესაც აღსარებაზე პირველად მოვხვდი, მოძღვარმა მითხრა, ტყუილს თუ ამბობთო. მაშინ ინფარქტით სიკვდილიანობა ხშირი იყო, რადგან პატრონსაც ვაწყნარებდი, პაციენტსაც და ნათესავებსაც, რომ იმედი არ დაეკარგა. სხვა შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებათ.

მოკლედ, მოძღვარს ვუთხარი, რომ დღე არ არის ტყუილი არ ვთქვა-მეთქი... იყო ასეთი შემთხვევა, პალატის კარი იყო დახურული და იქვე შავებში ჩაცმული ქალი თავდახრილი იჯდა და ტიროდა. რატომ ტირით-მეთქი, - ვკითხე. ამ პალატაში ჩემი შვილი წევს. 27 წლისაა, აქვს ინფარქტი და მისი გადარჩენის შანსი არ არისო. შევედი და ვნახე პაციენტი, დიდხანს ველაპარაკე. რომ გამოვედი, ქალბატონს ვუთხარი, რატომ ტირით, თქვენი შვილი მძიმე ავადმყოფია, მაგრამ სასიკვდილო არაფერი სჭირს, მორჩება-მეთქი. ბიჭი მართლა მორჩა და იმის მერე 14 წელი იცოცხლა“, - იხსენებდა ქალბატონი გულიკო.

ედუარდ შევარდნაძის ექიმობა ბევრჯერ შესთავაზეს, მაგრამ უარს ამბობდა.

"მაშინ არსებობდა მეოთხე სამმართველო, სადაც სხვადასხვა დამსახურების ადამიანებს არჩევდნენ. იქ მკურნალობას წყვეტდა არა ექიმი, არამედ პაციენტი და მისი ნათესავი. არ შემიძლია ვინმემ რაიმე ჩარჩოში ჩამსვას. რადგან ცეკას მდივანი იყო, მეგონა, პრეტენზიაც მეტი იქნებოდა. ამიტომ არ ვთანხმდებოდი. ერთხელ მეოთხე სამმართველოს უფროსმა მითხრა, - წამომყევი შევარდნაძესთან, ისე მაინც მივიდეთო. წავყევი. ისე შემხვდნენ, მივხვდი, რომ ნდობა მაშინვე გამომიცხადეს. მეორედ უნდა წავსულიყავი, აღდგომა იყო, საათი აღარ მახსოვდა, დარეკვაც არ მინდოდა, ცეკას მდივანს აღდგომა როგორ მივულოცო-მეთქი. მოკლედ, მაინც დავურეკე. ისე მოხდა, რომ ბატონმა ედუარდმა აიღო ყურმილი და ქრისტე აღდგაო, - მითხრა. გამიკვირდა. წავედი, მინდვრის ყვავილების დიდი თაიგული ვიყიდე...

თავიდანვე ჯვარს ვატარებდი, მაგრამ მორწმუნე არ ვიყავი, ჯვარს ჩემთვის უფრო სამკაულის დატვირთვა ჰქონდა. დაიწყეს ლაპარაკი - შევარდნაძის ექიმი ჯვარს ატარებსო. ალბათ მოსწონს და ამიტომ უკეთიაო, - შევარდნაძემ. მერე ჩემი პარტიაში შესვლის საკითხი დადგა. მაშინ აქედან წავალ-მეთქი. ამაზეც იგივე პასუხი გასცა ბატონმა ედუარდმა - თუ არ უნდა, ნუ აწუხებთო...

კრწანისიდან, ანუ მისგან გვიან მოვდიოდი ხოლმე... ერთხელაც, მორიგი ვიზიტის შემდეგ მანქანაში მე და ჩემი მძღოლი ვიყავით. გაისმა სროლის ხმა, ტყვიების ჯერი მოდიოდა. მანქანა ისე დაიცხრილა, რომ გადააგდეს“, - ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებულ ამბებს მედიასთან ასე იხსენებდა ექიმი.

მისი მთავარი რეკომენდაცია კი გულის სამკურნალოდ ასეთი იყო: "აკეთეთ სიკეთე, დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანებს. ასეთ დროს გულიც კარგად გექნებათ და თქვენც კარგად იქნებით".

  • ambebi.ge მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და სამედიცინო საზოგადოებას