მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები.
ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ვეტოს ეხმაურება.
"1. დიდი მადლობა სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ არ არსებობს შენიშვნები და არგუმენტები (ვეტოს ახალი ნაირსახეობის გამოგონებაზე კი სხვადასხვა თაობის იურისტები დიდი ხნის განმავლობაში იმსჯელებენ )
2. რაც შეეხება ჩვენს კონსტუქციულ შეთავაზებას, ვეტოს პროცედურაში ჩაერთო უცხოელი პარტნიორები, მან უარით და დესტრუქციით უპასუხა!
3. ნაცების, მდიდარი ენჯეოების და მათი დავალების მიმცემების ყალბი პროექტი გამჭვირვალობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ - “არა რუსულ კანონს” ჩავარდა!" - წერს მდინარაძე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ვეტო დაადო.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. პანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
აფსუსი არაა მაკრონი და შოლცი იყვნენ ამხელა ქვეყნების ლიდერები?
კანონი ძალაში შევა, გამჭვირვალობა გაანათებს; მერე ჩიქოვანს გამოელევა ფული, ან კეზერას მობეზრდება და დაწყნარდება ქვეყანა
რა გახარებულები იყვნენ ხაბე და ჭჭ, ესაოდა კურსი ეცემა, ეკონომიკა დაინგრევა, ხალხი დაიმშევაო! :)) მერე დამშეულები ხმას ჩვენ მოგვცემენო ...
დოქსოპულო შენ დედა გყავს?
რა გახდა რა სიჯიუტეა,გადადეთ ეს კანონი,რაღაც ექვსი თვით,დაე მომავალმა პარლამენტმა განიხილოს და თუ საჭიროდ ჩათვლიან ან მიიღებენ ან გააუქმებენ . ახალგაზრდები დააუბრუნდებიან აუდიტორიებს და ქვეყანაც დაწყნარდება.