სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე განცხადებას ავრცელებს
ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე განცხადებას ავრცელებს

ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძე-ივა­ნიშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, სა­დაც "ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში ქი­რურგს ადა ლექ­ტორ როს­ტომ ცხვე­დი­ა­ნის გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ბ-ნო როს­ტომ,

შე­უძ­ლებ­ლად ჩავ­თვა­ლე, უყუ­რა­დღე­ბოდ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა თქვე­ნი ემო­ცი­უ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო მო­მარ­თვა ჩემ მი­მართ.

სამ­წუ­ხა­როდ, ვერც მე და ვერც ჩემ­მა დამ ვერ შევ­ძე­ლით, ჩვე­ნი ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებ­ში აღგ­ვედ­გი­ნა თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სცე­ნე­ბი, მაგ­რამ თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ თქვენ იც­ნობ­დით ჩემს მა­მას და ბრძან­დე­ბით მისი თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბას მაძ­ლევს მოგ­მარ­თოთ.

უდი­დეს პა­ტივს მი­ვა­გებ თქვენს თა­ო­ბას!

მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თქვენ­მა თა­ო­ბამ, მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ქარ­ტე­ხი­ლი­სა, შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ჩვე­ნი სა­ქარ­თვე­ლო, ქარ­თუ­ლი ენა და თვითმყო­ფა­დო­ბა! დღეს ეს ჩემი თა­ო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა!

თქვენ უკვე ბავ­შვო­ბი­დან იწ­ვნი­ეთ, თუ რას ნიშ­ნავს ომი და ომში და­ღუ­პუ­ლი გმი­რე­ბის ხსოვ­ნის ტკი­ვი­ლი!

თქვენ ასე­ვე კარ­გად იგ­რძე­ნით ომის შემ­დგო­მი აღ­დგე­ნის სიმ­ძი­მე და მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სიძ­ნე­ლე­ე­ბი!

ცხოვ­რე­ბის ქარ­ტე­ხილ­მა ეროვ­ნუ­ლი თვითმყო­ფა­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის­თვის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბიც არ მო­გაკ­ლოთ და 2008 წლის ომის ტრა­გე­დი­აც გა­და­გა­ტა­ნი­ნათ!

ამ­დე­ნი ტკი­ვი­ლის და გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე თა­ო­ბას კი, და­მე­თან­ხმე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მეტი მო­ე­თხო­ვე­ბა, ვიდ­რე ახალ­გაზ­რდა სტუ­დენტს!

ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად მახ­სოვს, თუ რო­გორ ემ­ზა­დე­ბო­და მამა გეგ­მუ­რი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის­თვის. ეს მა­გა­ლი­თი მუ­დამ თვალ­წინ მიდ­გას. სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და მამა, თა­ვი­სი ცოდ­ნა გა­ეღრმა­ვე­ბი­ნა და არ კმა­ყო­ფილ­დე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნით და გა­მოც­დი­ლე­ბით. ეს თქვე­ნი თა­ო­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბაა: შე­ის­წავ­ლო სიღ­რმი­სე­უ­ლად სა­კი­თხი, გა­ა­კე­თო ანა­ლი­ზი და მხო­ლოდ ამის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ი­ტა­ნო დას­კვნა!

სწო­რედ ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, ვიყო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა თქვენ არა­მარ­ტო წა­კი­თხუ­ლი, არა­მედ შეს­წავ­ლი­ლიც გაქვთ! ამი­ტომ წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­მაჩ­ნია, არ მო­გის­მი­ნოთ და არ გკი­თხოთ - გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ში, კერ­ძოდ რო­მე­ლი პუნ­ქტი არ მოგ­წონთ და რა­ტომ? მე მზად ვარ, შე­გახ­ვედ­როთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს (თქვენ­თვის მი­სა­ღებ ფორ­მატ­ში), რომ­ლებ­თა­ნაც შეძ­ლებთ დის­კუ­სი­ას და თქვე­ნი შეს­წო­რე­ბე­ბის შე­ტა­ნას ან მათი არ­გუ­მენ­ტე­ბის შემ­დეგ, აზ­რის შეც­ვლას.

ჩემ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია თქვე­ნი და თქვე­ნი თა­ო­ბის, ისე­ვე რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის აზრი.

დღეს, ამ კა­ნო­ნის არას­წორ­მა ინ­ტერპრე­ტა­ცი­ამ გა­მო­იწ­ვია სა­ზო­გა­დო­ე­ბის გახ­ლე­ჩა, ჩემი აზ­რით კი, ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ფლიქ­ტი მხო­ლოდ დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში უნდა წყდე­ბო­დეს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ჩვენ ყვე­ლას სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი გვა­მოძ­რა­ვებს!

მე, პირ­ველ რიგ­ში, ვარ მე­უღ­ლე, დედა და ბე­ბია და ჩემ­თვის, ისე­ვე რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი მო­ქა­ლა­ქი­სათ­ვის, სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იყოს მშვი­დო­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ცხოვ­როთ, სა­დაც ქალი ქა­ლობს, კაცი კა­ცობს, დე­დას დედა ჰქვია და მა­მას მამა! ჩვენ უნდა ვი­ცხოვ­როთ ისეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­დაც ჯვა­რი იქ­ნე­ბა არა უბ­რა­ლოდ მო­დის აქ­სე­სუ­ა­რი, არა­მედ ჩვე­ნი რწმე­ნის უწ­მინ­დე­სი სიმ­ბო­ლო, ისე, რო­გორც აქამ­დე იყო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე!

დღეს, ისე­ვე რო­გორც 2011 წელს, მე გვერ­დში ვუდ­გა­ვარ ჩემს მე­უღ­ლეს და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვი­ზი­ა­რებ მის შე­ხე­დუ­ლე­ბებს, ვი­ნა­ი­დან ჩემი მე­უღ­ლის ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლია!

ის ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის, იდენ­ტო­ბის და თვითმყო­ფა­დო­ბის დამ­ცვე­ლი, ვი­ნა­ი­დან მა­მუ­ლი, ენა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა მისი არა მარ­ტო გე­ნე­ტი­კუ­რი კოდი, არა­მედ სი­ცო­ცხლის არ­სიც არის!

ჩემ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს მდგრა­დი, ერ­თი­ა­ნი და ძლი­ე­რი, ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კით და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხით. ასე­ვე სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა იყოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, თა­ვი­სი თვითმყო­ფა­დო­ბი­თა და ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით. არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ვი­ყოთ ისე­თი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვე­ყა­ნა, სა­დაც და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, სი­ტყვი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი რწმე­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყო­ველ­გვა­რი თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ფსევ­დო­ი­დე­ო­ლო­გი­ე­ბის­გან.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ თქვენც ასე­თი­ვე სა­ქარ­თვე­ლო გინ­დათ!

კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით, მშობ­ლი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლექ­ტორ­მა როს­ტომ ცხვე­დი­ან­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში მი­მარ­თა.

"მჯე­რა, შენს ოჯახ­ში ხმა გაქვს და სი­ტყვა გეთ­ქმის, ჩა­აგ­დე მან­დი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბულ მხა­რე­ებს შო­რის... თუ შენ შენს ოჯახ­ში სი­ტყვა არ გეთ­ქმის და ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გან­ტვირ­თვის ვე­რა­ფერს აკე­თებ, მა­შინ შუ­შა­ნი­კი გა­იხ­სე­ნე... მუხ­ლზე და­ჩო­ქი­ლი გთხოვ, გე­მუ­და­რე­ბი შვი­ლო ეკა, გა­ა­კე­თე ის, რაც ქარ­თველ ქალს, რაც ქალ­ბა­ტო­ნი ლუ­დას და ფე­დი­ას შვილს ეკუთ­ვნის“, - გა­ნა­ცხა­და როს­ტომ ცხვე­დი­ან­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე განცხადებას ავრცელებს

ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც "ფორმულას“ ეთერში ქირურგს ადა ლექტორ როსტომ ცხვედიანის გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

"მოგესალმებით, ბ-ნო როსტომ,

შეუძლებლად ჩავთვალე, უყურადღებოდ დამეტოვებინა თქვენი ემოციური სატელევიზიო მომართვა ჩემ მიმართ.

სამწუხაროდ, ვერც მე და ვერც ჩემმა დამ ვერ შევძელით, ჩვენი ბავშვობის მოგონებებში აღგვედგინა თქვენთან ურთიერთობის სცენები, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ თქვენ იცნობდით ჩემს მამას და ბრძანდებით მისი თაობის წარმომადგენელი, საშუალებას მაძლევს მოგმართოთ.

უდიდეს პატივს მივაგებ თქვენს თაობას!

მადლიერების გრძნობით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენმა თაობამ, მიუხედავად ბევრი ქარტეხილისა, შეინარჩუნა ჩვენი საქართველო, ქართული ენა და თვითმყოფადობა! დღეს ეს ჩემი თაობის ვალდებულებაა!

თქვენ უკვე ბავშვობიდან იწვნიეთ, თუ რას ნიშნავს ომი და ომში დაღუპული გმირების ხსოვნის ტკივილი!

თქვენ ასევე კარგად იგრძენით ომის შემდგომი აღდგენის სიმძიმე და მშვიდობის შენარჩუნების სიძნელეები!

ცხოვრების ქარტეხილმა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის გაჩაღებული ბრძოლებიც არ მოგაკლოთ და 2008 წლის ომის ტრაგედიაც გადაგატანინათ!

ამდენი ტკივილის და გამოცდილების მქონე თაობას კი, დამეთანხმებით, გაცილებით მეტი მოეთხოვება, ვიდრე ახალგაზრდა სტუდენტს!

ბავშვობიდან კარგად მახსოვს, თუ როგორ ემზადებოდა მამა გეგმური ოპერაციის ჩატარებისთვის. ეს მაგალითი მუდამ თვალწინ მიდგას. სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა მამა, თავისი ცოდნა გაეღრმავებინა და არ კმაყოფილდებოდა არსებული ცოდნით და გამოცდილებით. ეს თქვენი თაობის უნიკალურობაა: შეისწავლო სიღრმისეულად საკითხი, გააკეთო ანალიზი და მხოლოდ ამის საფუძველზე გამოიტანო დასკვნა!

სწორედ ასეთი შეხედულება მაძლევს საფუძველს, ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ეს კანონმდებლობა თქვენ არამარტო წაკითხული, არამედ შესწავლილიც გაქვთ! ამიტომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, არ მოგისმინოთ და არ გკითხოთ - გამჭვირვალობის კანონში, კერძოდ რომელი პუნქტი არ მოგწონთ და რატომ? მე მზად ვარ, შეგახვედროთ სპეციალისტებს (თქვენთვის მისაღებ ფორმატში), რომლებთანაც შეძლებთ დისკუსიას და თქვენი შესწორებების შეტანას ან მათი არგუმენტების შემდეგ, აზრის შეცვლას.

ჩემთვის ძალიან ღირებულია თქვენი და თქვენი თაობის, ისევე როგორც თითოეული მოქალაქის აზრი.

დღეს, ამ კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია საზოგადოების გახლეჩა, ჩემი აზრით კი, ნებისმიერი კონფლიქტი მხოლოდ დიალოგის ფორმატში უნდა წყდებოდეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველას სამშობლოს სიყვარული გვამოძრავებს!

მე, პირველ რიგში, ვარ მეუღლე, დედა და ბებია და ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოქალაქისათვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იყოს მშვიდობა ქვეყანაში და ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ, სადაც ქალი ქალობს, კაცი კაცობს, დედას დედა ჰქვია და მამას მამა! ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისეთ საქართველოში, სადაც ჯვარი იქნება არა უბრალოდ მოდის აქსესუარი, არამედ ჩვენი რწმენის უწმინდესი სიმბოლო, ისე, როგორც აქამდე იყო საუკუნეების მანძილზე!

დღეს, ისევე როგორც 2011 წელს, მე გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან ჩემი მეუღლის ინტერესი ყოველთვის სამშობლოს სიყვარულია!

ის ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების, იდენტობის და თვითმყოფადობის დამცველი, ვინაიდან მამული, ენა და სარწმუნოება მისი არა მარტო გენეტიკური კოდი, არამედ სიცოცხლის არსიც არის!

ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მდგრადი, ერთიანი და ძლიერი, ძლიერი ეკონომიკით და თავისუფალი ხალხით. ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, თავისი თვითმყოფადობითა და ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ისეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, გარანტირებული იქნება ჩვენი რწმენის თავისუფლება ყოველგვარი თავსმოხვეული ფსევდოიდეოლოგიებისგან.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ასეთივე საქართველო გინდათ!

კეთილი სურვილებით, მშობლიური სიყვარულით და პატივისცემით“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლექტორმა როსტომ ცხვედიანმა ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს "ფორმულას" ეთერში მიმართა.

"მჯერა, შენს ოჯახში ხმა გაქვს და სიტყვა გეთქმის, ჩააგდე მანდილი სამოქალაქო დაპირისპირებულ მხარეებს შორის... თუ შენ შენს ოჯახში სიტყვა არ გეთქმის და ამ სიტუაციის განტვირთვის ვერაფერს აკეთებ, მაშინ შუშანიკი გაიხსენე... მუხლზე დაჩოქილი გთხოვ, გემუდარები შვილო ეკა, გააკეთე ის, რაც ქართველ ქალს, რაც ქალბატონი ლუდას და ფედიას შვილს ეკუთვნის“, - განაცხადა როსტომ ცხვედიანმა.

იხილეთ ასევე: