საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდით უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ?" - ვინ და რატომ არ მისცა "გირჩელ" სანდრო რაქვიაშვილს მიტინგზე გამოსვლის უფლება?
"ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდით უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ?" - ვინ და რატომ არ მისცა "გირჩელ" სანდრო რაქვიაშვილს მიტინგზე გამოსვლის უფლება?

გუ­შინ, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცი­ის დროს, პარ­ტია "გირ­ჩის“ "ფე­ის­ბუქჯ­გუფ­ში" მხარ­დამ­ჭე­რებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დეო, რო­მელ­შიც დე­პუ­ტა­ტი სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას სცე­ნა­ზე ას­ვლი­სა და სი­ტყვით გა­მოს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა ბაია პა­ტა­რა­ი­ამ და ბექა ყორ­ში­ამ არ მის­ცეს.

"მო­ვე­დი და ვთხო­ვე ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, სი­ტყვით გა­მოს­ვლა მინ­და-მეთ­ქი. ბევრ დროს არ წა­გარ­თმევთ, ხალ­ხს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო, ასე­ვე მო­ვუ­წო­დო - მეთ­ქი... რა­ზეც მი­თხრეს, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და, უფრო სწო­რად ბექა ყორ­ში­ამ მი­თხრა ეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყ­ვნენ. - პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­დი­ოდ­ნე­ნო.

რომ ვკი­თხე, აქ "ნა­ცე­ბი" იდ­გნენ და "ლელო" იდგა-მეთ­ქი, ამა­ზე მი­თხრეს, კი, შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ თუ ერ­თად იქ­ნე­ბი­თო. მე თუ "ნა­ცე­ბის" გვერ­დით დავ­დგე­ბო­დი მა­შინ შე­იძ­ლე­ბა გამ­მარ­თლე­ბო­და და მექ­ნე­ბო­და სი­ტყვა, თუმ­ცა რად­გან მარ­ტო მინ­დო­და გა­მოს­ვლა, არ შე­იძ­ლე­ბა. რო­გორც მი­ნი­მუმ გა­სა­გე­ბი გახ­და, ვინ წყვეტს და ვინ არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, ამ შემ­თხვე­ვა­ში ბექა ყორ­შია...

მე­ო­რე ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც ჯგუფ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ჩანს, რომ რაქ­ვი­აშ­ვილს სცე­ნას­თან უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია და ბექა ყორ­შია ესა­უბ­რე­ბი­ან.

წუ­ხელ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტის დე­ტა­ლებ­ზე სან­დრო რაქ­ვი­აშ­ვილს ტე­ლე­ფო­ნით და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ბა­ტო­ნო სან­დრო, ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ სცე­ნას­თან ბაია პა­ტა­რა­ი­ას და ბექა ყორ­ში­ას ესა­უბ­რე­ბით, მათ გი­თხრეს უარი სი­ტყვით გა­მოს­ვლა­ზე?

- კი ბა­ტო­ნო, მეტი ვინ მე­ტყო­და.

- რისი თქმა გინ­დო­დათ სცე­ნი­დან და რა­ტომ გი­თხრეს უარი?

- ჩემს ვი­დე­ო­ში ამა­ზე დე­ტა­ლუ­რად ვსა­უბ­რობ. ბა­ი­ამ მი­თხრა, უბ­რა­ლოდ, - არაო. ბექა ყორ­ში­ამ სხვებ­თან ერ­თად უნდა გა­მოხ­ვი­დე, ცალ­კე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია არაო. "ნა­ცე­ბი" და "ლელო" რომ იდ­გნენ, იმათ გვერ­დზე უნდა დად­გეო და მე იმათ­თან რა კავ­შირ­ში ვარ. ეს იყო არ­გუ­მენ­ტი.

- რა უნდა გეთ­ქვათ სცე­ნი­დან?

- მად­ლო­ბა უნდა მეთ­ქვა ხალ­ხის­თვის, შანსს რომ გვაძ­ლევს პო­ლი­ტი­კო­სებს რა­ღაც შევ­ცვა­ლოთ. მე­ო­რე, რომ ამ მი­ტინგზე უნდა იდ­გნენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თა­ვი­ანთ გეგ­მებ­ზე და მიზ­ნებ­ზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. აპო­ლი­ტი­კუ­რი მი­ტინ­გი არ არ­სე­ბობს სამ­ყა­რო­ში, ის ყო­ველ­თვის ღიად ან ფა­რუ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რია. ჩვენ გვინ­და ეს სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი გავ­ხა­დოთ, ეს მინ­დო­და მეთ­ქვა იმ ხალ­ხის­თვის, ვინც იქ იდგა.

- ბაია პა­ტა­რა­ია და ბექა ყორ­შია წყვეტ­და, ვინ უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო სცე­ნა­ზე?

- დიახ, ცხა­დია. ვი­დე­ოს კო­მენ­ტა­რე­ბი რომ ნა­ხოთ, ბექა ყორ­ში­ამ თა­ვა­დაც და­ა­დას­ტუ­რა ეს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდით უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ?" - ვინ და რატომ არ მისცა "გირჩელ" სანდრო რაქვიაშვილს მიტინგზე გამოსვლის უფლება?

"ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდით უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ?" - ვინ და რატომ არ მისცა "გირჩელ" სანდრო რაქვიაშვილს მიტინგზე გამოსვლის უფლება?

გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ხალხმრავალი აქციის დროს, პარტია "გირჩის“ "ფეისბუქჯგუფში" მხარდამჭერებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ მას სცენაზე ასვლისა და სიტყვით გამოსვლის საშუალება ბაია პატარაიამ და ბექა ყორშიამ არ მისცეს.

"მოვედი და ვთხოვე ორგანიზატორებს, სიტყვით გამოსვლა მინდა-მეთქი. ბევრ დროს არ წაგართმევთ, ხალხს მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე მოვუწოდო - მეთქი... რაზეც მითხრეს, რომ არ შეიძლებოდა, უფრო სწორად ბექა ყორშიამ მითხრა ეს, დანარჩენები წინააღმდეგი არ იყვნენ. - პოლიტიკოსები არ შეიძლება გამოდიოდნენო.

რომ ვკითხე, აქ "ნაცები" იდგნენ და "ლელო" იდგა-მეთქი, ამაზე მითხრეს, კი, შეიძლება, ოღონდ თუ ერთად იქნებითო. მე თუ "ნაცების" გვერდით დავდგებოდი მაშინ შეიძლება გამმართლებოდა და მექნებოდა სიტყვა, თუმცა რადგან მარტო მინდოდა გამოსვლა, არ შეიძლება. როგორც მინიმუმ გასაგები გახდა, ვინ წყვეტს და ვინ არის პასუხისმგებელი, ამ შემთხვევაში ბექა ყორშია...

მეორე ვიდეოში, რომელიც ჯგუფში გამოქვეყნდა ჩანს, რომ რაქვიაშვილს სცენასთან უფლებადამცველი ბაია პატარაია და ბექა ყორშია ესაუბრებიან.

წუხელ მომხდარ ინციდენტის დეტალებზე სანდრო რაქვიაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით.

- ბატონო სანდრო, ვიდეოში ჩანს, რომ სცენასთან ბაია პატარაიას და ბექა ყორშიას ესაუბრებით, მათ გითხრეს უარი სიტყვით გამოსვლაზე?

- კი ბატონო, მეტი ვინ მეტყოდა.

- რისი თქმა გინდოდათ სცენიდან და რატომ გითხრეს უარი?

- ჩემს ვიდეოში ამაზე დეტალურად ვსაუბრობ. ბაიამ მითხრა, უბრალოდ, - არაო. ბექა ყორშიამ სხვებთან ერთად უნდა გამოხვიდე, ცალკე პოლიტიკური პარტია არაო. "ნაცები" და "ლელო" რომ იდგნენ, იმათ გვერდზე უნდა დადგეო და მე იმათთან რა კავშირში ვარ. ეს იყო არგუმენტი.

- რა უნდა გეთქვათ სცენიდან?

- მადლობა უნდა მეთქვა ხალხისთვის, შანსს რომ გვაძლევს პოლიტიკოსებს რაღაც შევცვალოთ. მეორე, რომ ამ მიტინგზე უნდა იდგნენ პოლიტიკოსები თავიანთ გეგმებზე და მიზნებზე ლაპარაკობდნენ. აპოლიტიკური მიტინგი არ არსებობს სამყაროში, ის ყოველთვის ღიად ან ფარულად პოლიტიკურია. ჩვენ გვინდა ეს საჯარო პოლიტიკის ნაწილი გავხადოთ, ეს მინდოდა მეთქვა იმ ხალხისთვის, ვინც იქ იდგა.

- ბაია პატარაია და ბექა ყორშია წყვეტდა, ვინ უნდა გამოსულიყო სცენაზე?

- დიახ, ცხადია. ვიდეოს კომენტარები რომ ნახოთ, ბექა ყორშიამ თავადაც დაადასტურა ეს.

იხილეთ ასევე: