საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ევროპის მოედანზე 20 ათასი ადამიანიც ვერ იქნება შეკრებილი.
მისი თქმით, იმ სიმჭიდროვის გათვალისწინებით, რაც ევროპის მოედანზეა, ადგილზე დაახლოებით 14-დან 17 ათას ადამიანამდე ადამიანი შეიკრიბებოდა.
"ავხსნი ახლა, ძალიან დიდი ჭყლეტა, როცა არის 4 ადამიანი ეტევა კვადრატულზე მეტრზე. ანუ ჭყლეტა რომ იყოს მანდ 100 ათასი ადამიანი რომ იყოს, მინიმუმ 25 ათას კვადრატულ მეტრზე უნდა იდგნენ ადამიანები.
ახლა რასაც ვუყურებ, მაქსიმუმ 5-6-7 ათასი კვადრატული მეტრი ჰქონდეთ ათვისებული, საშუალო სიმჭიდროვის შემთხვევაში აი, რომ მოგინდეს და გაბერო ადამიანების რაოდენობა, 20 ათასამდე ადიხარ. მაგრამ რასაც ვუყურებ, ამხელა სიმჭიდროვეც არ არის.
დაახლოებით 12-14-17 ათასი, ამას ზუსტად ვერ დათვლი, ეს კიდევ შეიძლება... საბოლოო ფოტო რომ იქნება, შეიძლება დათვალო, მაგრამ 20 ათასი ადამიანიც ვერაფრით ვერ იქნება იმ სიმჭიდროვისა და ტერიტორიის გათვალისწინებით, რაც იქ არის" - აღნიშნა მდინარაძემ.
ნახეთ ასევე: