საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა... გავრცელებული ინფორმაცია კატასტროფაა" - ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე
"სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა... გავრცელებული ინფორმაცია კატასტროფაა" - ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე

სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი კი არა, ავად­მყო­ფი და კრი­მი­ნა­ლი ყო­ფი­ლა ეს ადა­მი­ა­ნი, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბლო­გერ­მა უჩა აბა­ში­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ „უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხეს“.

მისი თქმით, „ეს ინ­ფორ­მა­ცია კა­ტას­ტრო­ფაა“.

„მე არ მო­მის­მე­ნია ბრი­ფინ­გი, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცია, რაც მე მი­თხრეს, კა­ტას­ტრო­ფაა. ამ ადა­მი­ან­ზე ატე­ხეს, რომ სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი და­ა­კა­ვეს. სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი კი არა, ავად­მყო­ფი და კრი­მი­ნა­ლი ყო­ფი­ლა ეს ადა­მი­ა­ნი. მე არ ვარ­ღვევ უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცი­ას, მაგ­რამ ეს ადა­მი­ა­ნი თუ ამას ჩა­დი­ო­და, გარ­და იმი­სა, რომ ეს ავად­მყო­ფო­ბაა და სა­ში­ნე­ლე­ბაა, ეს არის დას­ჯა­დი ქმე­დე­ბა. თუ მიჰ­ყავ­და სახ­ლში ვი­ღა­ცე­ბი და თვი­თონ წერ­და, კა­ტას­ტრო­ფაა. ამა­ზე პო­ლი­ცია და სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რე­ბი შე­სა­ბა­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, დღეს ბლო­გერ უჩა აბა­ში­ძის მე­უღ­ლე, მა­რი­ამ იაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, თე­ი­მუ­რაზ კუ­პა­ტა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა, უჩა აბა­ში­ძემ და მის­მა მე­უღ­ლემ, მა­რი­ამ იაშ­ვილ­მა უკა­ნო­ნოდ მო­ი­პო­ვეს და მათ კუთ­ვნილ კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მა­ში ასე­უ­ლო­ბით პი­რის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ნა­ხეს.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, ჩა­ნა­წე­რებ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი პი­რე­ბიც, რო­მელ­თა გა­და­ღე­ბაც ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უკა­ნო­ნოდ, მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე და შე­სა­ბა­მი­სად, ხდე­ბო­და მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხელ­ყო­ფა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა... გავრცელებული ინფორმაცია კატასტროფაა" - ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე

"სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა... გავრცელებული ინფორმაცია კატასტროფაა" - ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე

სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ბლოგერმა უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ „უკანონოდ მოიპოვეს და კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს“.

მისი თქმით, „ეს ინფორმაცია კატასტროფაა“.

„მე არ მომისმენია ბრიფინგი, მაგრამ ინფორმაცია, რაც მე მითხრეს, კატასტროფაა. ამ ადამიანზე ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი. მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, ეს არის დასჯადი ქმედება. თუ მიჰყავდა სახლში ვიღაცები და თვითონ წერდა, კატასტროფაა. ამაზე პოლიცია და საგამოძიებო სამსახურები შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ბლოგერ უჩა აბაშიძის მეუღლე, მარიამ იაშვილი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულებმა, უჩა აბაშიძემ და მისმა მეუღლემ, მარიამ იაშვილმა უკანონოდ მოიპოვეს და მათ კუთვნილ კომპიუტერულ სისტემაში ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შეინახეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კუპატაძემ განაცხადა, ჩანაწერებში ფიგურირებენ საზოგადოებისათვის ცნობილი პირებიც, რომელთა გადაღებაც ხორციელდებოდა უკანონოდ, მათი ნებართვის გარეშე და შესაბამისად, ხდებოდა მათი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა.

წაიკითხეთ ასევე: