საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ჩემი პირადი აზრია და არა პარტიის... არ მივესალმები, როცა ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა" - ღარიბაშვილი
"ეს ჩემი პირადი აზრია და არა პარტიის... არ მივესალმები, როცა ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა" - ღარიბაშვილი

ჩემი პი­რა­დი აზ­რია, არ არის ჩვე­ნი პარ­ტი­ის აზრი, მაგ­რამ, რო­დე­საც ხდე­ბა ლე­გა­ლი­ზე­ბა უცხო სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბი­სა, ამას მე, რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, არ მი­ვე­სალ­მე­ბი. ჩემ­თვის უცხო სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის მსა­ხუ­რე­ბა არის ღა­ლა­ტი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­სა, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რო­მე­ლი ქვეყ­ნის აგენ­ტია ადა­მი­ა­ნი, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, აგენ­ტო­ბა ღა­ლა­ტია.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის თქმით­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა იფიქ­რონ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ზე.

"მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს რო­მე­ლი ქვეყ­ნის აგენ­ტი იქ­ნე­ბი, იქ­ნე­ბი რუ­სე­თის, ამე­რი­კის, აფ­რი­კის თუ აზი­ის - მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, აგენ­ტი არის აგენ­ტი. აგენ­ტის ქმე­დე­ბა არის დას­ჯა­დი, ეს არის ღა­ლა­ტი. მე­გობ­რე­ბის აგენ­ტო­ბა შე­იძ­ლე­ბა? მე მაქვს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ მი­უ­ღე­ბე­ლია სა­ერ­თოდ. დის­კუ­სია იმა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­იძ­ლე­ბა თუ არა მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ვიყო. ეს ხომ კა­ტას­ტრო­ფაა?

ამას თავ­ში რომ და­უშ­ვებს კაცი, მისი საქ­მე წა­სუ­ლია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ იფიქ­როს სხვა სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის გა­ტა­რე­ბა­ზე? ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს ერთი - ეს არის ქარ­თუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი. ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, რომ იფიქ­როთ მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მა­შინ როცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია და რუ­სის ჯარი გვიდ­გას 40 კი­ლო­მეტრში თბი­ლი­სი­დან, აი ამას უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს „ენ­ჯე­ოს“ საქ­მი­ა­ნო­ბა და არა იმას, რომ „ენ­ჯეო“ იდ­გეს მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და პარ­ლა­მენ­ტის და ითხოვ­დეს მთავ­რო­ბის გა­დად­გო­მას.

"ასე­ვე მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი „ენ­ჯეო“ სექ­ტო­რის ელი­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ნინო ლომ­ჯა­რია, ყო­ფი­ლი ომ­ბუდსმე­ნი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი, როცა იყო ძა­ლი­ან სა­ში­ში, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, უკ­რა­ი­ნა­ში ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი იყო ომი და მა­შინ მე ძა­ლი­ან მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დე, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­ი­ცავს მხო­ლოდ ქარ­თულ ინ­ტე­რე­სებს, მხო­ლოდ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებს, მხო­ლოდ ჩვე­ნი ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს და მა­შინ გა­მო­ვი­და ეს ქალ­ბა­ტო­ნი და თქვა, რომ მირ­ჩევ­ნია ბომ­ბე­ბი ცვი­ო­დეს თბი­ლის­შიო. ამის მთქმე­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მე, მო­ქა­ლა­ქემ, ჩემ პი­რად აზრს მო­გახ­სე­ნებთ, ჩავ­თვა­ლო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სის გამ­ტა­რებ­ლად. ის ხომ, რა თქმა უნდა, იმ დროს, იმ მო­მენ­ტში და დღე­საც ატა­რებ­და სხვა ქვეყ­ნის, თუ სხვა ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს. მისი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­იძ­ლე­ბა ამ დას­კვნის გა­კე­თე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 29 ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნის წე­რილ­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

"ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­წო­ნი არაა, მი­უ­ღე­ბე­ლია. მი­მაჩ­ნია, რომ სა­ჭი­როა დი­ა­ლო­გი, სა­უ­ბა­რი ჩვენს ამე­რი­კელ და ევ­რო­პელ მე­გობ­რებ­თან. მეტი ახ­სნა გვჭირ­დე­ბა და პო­ზი­ცი­ე­ბის და­ახ­ლო­ე­ბა, სა­ბო­ლო­ოდ რა­ღაც გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა, გა­მო­სა­ვა­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს. მთა­ვა­რი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვე­ძე­ბოთ ისე­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­აძ­ლი­ე­რებს და არა ისე­თი გა­მო­სა­ვა­ლი თუ პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას და­ა­სუს­ტებს“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ეს ჩემი პირადი აზრია და არა პარტიის... არ მივესალმები, როცა ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა" - ღარიბაშვილი

"ეს ჩემი პირადი აზრია და არა პარტიის... არ მივესალმები, როცა ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა" - ღარიბაშვილი

ჩემი პირადი აზრია, არ არის ჩვენი პარტიის აზრი, მაგრამ, როდესაც ხდება ლეგალიზება უცხო სახელმწიფოს ინტერესების გატარებისა, ამას მე, როგორც მოქალაქე, არ მივესალმები. ჩემთვის უცხო სახელმწიფოს ინტერესების მსახურება არის ღალატი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტია ადამიანი, ყველა შემთხვევაში, აგენტობა ღალატია.

ღარიბაშვილის თქმითვე, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იფიქრონ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე.

"მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის აგენტი იქნები, იქნები რუსეთის, ამერიკის, აფრიკის თუ აზიის - მნიშვნელობა არ აქვს, აგენტი არის აგენტი. აგენტის ქმედება არის დასჯადი, ეს არის ღალატი. მეგობრების აგენტობა შეიძლება? მე მაქვს საუბარი იმაზე, რომ მიუღებელია საერთოდ. დისკუსია იმაზე მიმდინარეობს, შეიძლება თუ არა მეგობარი სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ვიყო. ეს ხომ კატასტროფაა?

ამას თავში რომ დაუშვებს კაცი, მისი საქმე წასულია. როგორ შეიძლება, საქართველოს მოქალაქემ იფიქროს სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარებაზე? ინტერესი არსებობს ერთი - ეს არის ქართული, საქართველოს ინტერესი. ჩემი რჩევა იქნება, რომ იფიქროთ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და რუსის ჯარი გვიდგას 40 კილომეტრში თბილისიდან, აი ამას უნდა ემსახურებოდეს „ენჯეოს“ საქმიანობა და არა იმას, რომ „ენჯეო“ იდგეს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციის და პარლამენტის და ითხოვდეს მთავრობის გადადგომას.

"ასევე მინდა შეგახსენოთ ერთ-ერთი ცნობილი „ენჯეო“ სექტორის ელიტის წარმომადგენელი ნინო ლომჯარია, ყოფილი ომბუდსმენი, სახალხო დამცველი, როცა იყო ძალიან საშიში, რთული მდგომარეობა, უკრაინაში ახალი დაწყებული იყო ომი და მაშინ მე ძალიან მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო დაიცავს მხოლოდ ქართულ ინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მხოლოდ ჩვენი ხალხის ინტერესებს და მაშინ გამოვიდა ეს ქალბატონი და თქვა, რომ მირჩევნია ბომბები ცვიოდეს თბილისშიო. ამის მთქმელი ადამიანი, როგორ შეიძლება მე, მოქალაქემ, ჩემ პირად აზრს მოგახსენებთ, ჩავთვალო ჩვენი ქვეყნის ინტერესის გამტარებლად. ის ხომ, რა თქმა უნდა, იმ დროს, იმ მომენტში და დღესაც ატარებდა სხვა ქვეყნის, თუ სხვა ქვეყნების ინტერესებს. მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე შეიძლება ამ დასკვნის გაკეთება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი 29 ამერიკელი კონგრესმენის წერილსაც გამოეხმაურა:

"ეს ყველაფერი მოსაწონი არაა, მიუღებელია. მიმაჩნია, რომ საჭიროა დიალოგი, საუბარი ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. მეტი ახსნა გვჭირდება და პოზიციების დაახლოება, საბოლოოდ რაღაც გამოსავლის პოვნა, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. მთავარი ისაა, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააძლიერებს და არა ისეთი გამოსავალი თუ პრობლემა, რომელიც ქვეყანას დაასუსტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაიკითხეთ ასევე: