პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალავერდში დამარხული უძველესი ისტორია
ალავერდში დამარხული  უძველესი ისტორია

ალა­ვერ­დის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში 2009 წლის მი­წუ­რულს არ­ქე­ო­ლო­გებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­მარხს მი­აკ­ვლი­ეს. მარ­თა­ლია, ტაძ­რის ჩრდი­ლო­ეთ კე­დელ­ში მწვა­ნე ქვის ზო­ლით გა­მო­ყო­ფი­ლი საფ­ლა­ვი ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ გახ­სნეს, მაგ­რამ მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ იგი დი­დე­ბულს ან წმინ­დანს ეკუთ­ვნის. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის აზ­რით, გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი 13 ასუ­რელ მა­მა­თა­გან ერთ-ერ­თის, წმინ­და იო­სებ ალა­ვერ­დე­ლის ნეშ­ტის უკა­ნას­კნე­ლი სამ­ყო­ფე­ლია. ამის მა­ნიშ­ნებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ საფ­ლა­ვის თავ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ წმინ­და გი­ორ­გის ფრეს­კა­საც. რეს­ტავ­რა­ტორ და­ვით გა­გო­ში­ძის თქმით, ფრეს­კა ძა­ლი­ან ძვე­ლი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია. შე­მორ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ კონ­ტუ­რე­ბი­სა და ირ­გვლივ შე­მოვ­ლე­ბუ­ლი წი­თე­ლი, სქე­ლი წნუ­ლი ორ­ნა­მენ­ტის სა­ხით. რეს­ტავ­რი­რე­ბის დროს ისიც დად­გინ­და, რომ ფრეს­კა ად­რეც აღუდ­გე­ნი­ათ.

ნანა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე: "ტა­ძა­რი რამ­დენ­ჯერ­მე აღად­გი­ნეს და არა­ერ­თხე­ლაც მო­ი­ხა­ტა, რაც და­ა­დას­ტუ­რა მხატ­ვრო­ბის რამ­დე­ნი­მე ფე­ნის არ­სე­ბო­ბამ. ყვე­ლა მათ­გა­ნი სხვა­დას­ხვა ეპო­ქა­შია შეს­რუ­ლე­ბუ­ლი.

წმინ­და გი­ორ­გის ფრეს­კა საფ­ლა­ვის თავ­ზე, შე­ლე­სილ თაღ­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბულ სა­მარ­ხებს ბი­ზან­ტი­ა­შიც ასე აკე­თებ­დნენ, თაღ­ში, ნა­წი­ლობ­რივ კედ­ლის სის­ქე­სა და მიმ­დე­ბა­რე მო­ნაკ­ვეთ­ში. ალა­ვერ­დშიც ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ აქ უნდა იყოს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რის სა­მარ­ხი. ბი­ზან­ტი­უ­რი ტრა­დი­ცი­ით, სა­მარ­ხის ად­გი­ლას ხა­ტავ­დნენ გან­სვე­ნე­ბუ­ლის ფრეს­კას ან უბ­რა­ლოდ მის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას. ალა­ვერ­დის მთა­ვარ ტა­ძარ­ში უამ­რავ­ჯერ არის კე­დე­ლი გა­და­კე­თე­ბუ­ლი და ახლა სხვა აღა­რა­ფე­რი იკი­თხე­ბა, თუმც შე­საძ­ლოა მათ შო­რის წმინ­და იო­სებ ალა­ვერ­დე­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბაც ყო­ფი­ლი­ყო".

არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ გია მა­ხა­რა­ძის აზ­რით, საფ­ლა­ვი ერთ-ერთი და არა ერ­თა­დერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნაა.

ჩა­ტარ­და სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის უმე­ტე­სი ნა­წი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და რეს­ტავ­რა­ცია. აღ­დგე­ნი­ლია სა­ე­პის­კო­პო­სო სა­სახ­ლე, მა­რა­ნი, აბა­ნო, სამ­რეკ­ლო.

სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო და სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს ალა­ვერ­დის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მთა­ვარ ტა­ძარ­ში, წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ა­ში. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას წინ უძღო­და არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლის დრო­საც აი­ყა­რა XVIII სა­უ­კუ­ნე­ში ძველ­ზე და­გე­ბუ­ლი, ამაღ­ლე­ბუ­ლი ია­ტა­კი და სწო­რედ ამ დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს უნი­კა­ლუ­რი სა­მარ­ხი. იგი XI სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა. აღ­მო­ჩე­ნი­ლია უძ­ვე­ლე­სი ეკ­ლე­სი­ის ნაშ­თე­ბიც. სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ ის ეკ­ლე­სი­აა, სა­დაც და­ას­ვე­ნეს წმინ­და­ნის ნეშ­ტი.

გია მა­ხა­რა­ძე: - ცნო­ბი­ლია, რომ იო­სებ ალა­ვერ­დე­ლი მის მიერ აშე­ნე­ბულ პირ­ველ ტა­ძარ­შია დაკ­რძა­ლუ­ლი. ჩვენ სწო­რედ იმ ძვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ფრაგ­მენ­ტებს ვე­ძებ­დით. XI სა­უ­კუ­ნის ტაძ­რის კედ­ლებ­ში აღ­მოჩ­ნდა IX-X სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბა­ზი­ლი­კა, რომ­ლის ქვე­მოთ კი­დევ უფრო ძვე­ლი კომ­პლექ­სია, სა­ვა­რა­უ­დოდ, იო­სებ ალა­ვერ­დე­ლის მოღ­ვა­წე­ო­ბის დრო­ინ­დე­ლი. უკვე ჩანს ნაშ­თე­ბი.

დღეს უკვე ვი­ცით, რო­გო­რი იყო ალა­ვერ­დი მთა­ვა­რი ტაძ­რის აშე­ნე­ბამ­დე IX-X სა­უ­კუ­ნე­ებ­ში. ეს იყო ცი­ხე­სი­მაგ­რე, გამ­ყა­რე­ბუ­ლი ორ­მა­გი გა­ლავ­ნით და წყლით სავ­სე დამ­ცა­ვი თხრი­ლით. თავ­დაც­ვის სის­ტე­მა სა­ოც­რად დახ­ვე­წი­ლია. ქარ­თუ­ლი ცი­ხე­ე­ბი­სა და ციხე-დარ­ბა­ზე­ბის უმე­ტე­სო­ბა მი­უწ­ვდო­მელ ად­გი­ლებ­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი. ბარ­ში ციხე-დარ­ბა­ზე­ბი ძა­ლი­ან ცოტა გვაქვს. ალა­ვერ­დის ციხე-დარ­ბა­ზი 26 ოთა­ხის­გან შედ­გე­ბო­და. ამი­ტო­მაც ამ კომ­პლექსს მხო­ლოდ სა­მო­ნას­ტრო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ექ­ნე­ბო­და. სა­ლო­ცა­ვი ტა­ძა­რი კომ­პლექსში შე­დი­ო­და. აქ იყო სა­სახ­ლეც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ IX-X სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ტა­ძა­რი სა­ე­პის­კო­პო­სო არ ყო­ფი­ლა, ეს ტე­რი­ტო­რია და კომ­პლექ­სი სტრა­ტე­გი­უ­ლად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რო­გორც კა­ხე­თი­სა და ჰე­რე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე ობი­ექ­ტი. ამი­ტო­მაც არის იგი გა­მორ­ჩე­უ­ლი თავ­დაც­ვის სის­ტე­მით. სულ მიკ­ვირ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ალა­ვერ­დის ტა­ძარს წყლით სავ­სე დამ­ცა­ვი თხრი­ლი ჰქო­ნო­და, მა­შინ როცა აქ ჩა­მომ­დი­ნა­რე პა­ტა­რა ღე­ლის გე­ო­ლო­გი­უ­რი ასა­კი მხო­ლოდ 100-150 წლით თა­რიღ­დე­ბა. უძ­ვე­ლეს სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ოს­ტა­ტუ­რად გა­და­უჭ­რი­ათ უწყლო­ო­ბის პრობ­ლე­მა - დამ­ცა­ვი არხი ღრმა ჭე­ბი­დან მი­წის­ქვე­შა წყლე­ბით მა­რაგ­დე­ბო­და.

ძვე­ლი გა­ლავ­ნის შიგ­ნით აღ­მო­ჩე­ნილ საკ­მა­ოდ დიდ კომ­პლექსში ძვე­ლი ეკ­ლე­სი­აც შე­დის. მისი ნაშ­თის ნა­წი­ლი ალა­ვერ­დის ტაძ­რის გა­რეთ აღ­მოჩ­ნდა, ნა­წი­ლიც ტაძ­რით არის გა­და­ფა­რუ­ლი. სწო­რედ ამ ნა­წილ­შია წმინ­და მა­მის საფ­ლა­ვიც.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია VI-VIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ბა­ზი­ლი­კის აღ­მო­ჩე­ნა. წმინ­და მა­მე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბა ზღაპ­რად მი­იჩ­ნე­ო­და საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში, რად­გან მათი ფი­ზი­კუ­რი კვა­ლი არ­სად ჩანს სა­ეკ­ლე­სიო ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­ხით. ჩვენ კი მი­ვა­დე­ქით წმინ­და მა­მე­ბის მოღ­ვა­წე­ო­ბის იმ პე­რი­ოდს, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ირან­მა ად­გი­ლობ­რი­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ა­უქ­მა და ქვე­ყა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და. წმინ­და მა­მე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის დიდი მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობ­დნენ, სა­მო­ნას­ტრო აღმშე­ნებ­ლო­ბას სჭირ­დე­ბო­და არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი შემ­წე­ო­ბაც, რად­გან მა­მე­ბი თა­ვი­ან­თი მოღ­ვა­წე­ო­ბით სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პო­ლი­ტი­კას აძ­ლი­ე­რებ­დნენ.

- რო­გორ და­ად­გენთ სა­მარ­ხის ასაკს?

- ჯერ უნდა მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ მას. ეს კი იოლი არ არის. ჯერ მხო­ლოდ საფ­ლავს ვხე­დავთ, XI სა­უ­კუ­ნე­ში გაჭ­რილს ორ­მო­ში, რო­მე­ლიც მშე­ნებ­ლებს სა­ვა­რა­უ­დოდ დაც­ვის მიზ­ნით ამო­უ­შე­ნე­ბი­ათ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კირხსნა­რით. ამ­ჯე­რად ალა­ვერ­დის ტაძ­რის სამ­ხრე­თი­დან ჩანს ის ქვა­ბუ­ლი, მაგ­რამ იმ­დე­ნად მკვიდ­რად ნა­შე­ნია, რომ ვერ შევ­ძე­ლით მი­ახ­ლო­ე­ბა. იმე­დია, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა ჩრდი­ლო­ე­თი­დან ეკ­ლე­სი­ის გახ­სნი­სას.

- ალ­ბათ, დაკ­ვირ­ვე­ბას ახ­დენთ სამ­შე­ნებ­ლო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა დროს იყე­ნებ­დნენ ქარ­თვე­ლი მშე­ნებ­ლე­ბი.

- დიახ, VIII- IX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ტექ­ნო­ლო­გია XI სა­უ­კუ­ნი­სას სჯობს. ამათ­თან მო­სა­ტა­ნი არ არის XVI- XVIII სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი, წე­რაქ­ვით იო­ლად იფ­შვნე­ბა, ძველ ფე­ნებს კი წე­რაქ­ვი ვერ ერე­ვა. ძვე­ლი პე­რი­ო­დის ტექ­ნო­ლო­გია უფრო სრულ­ყო­ფი­ლია. ეს ის დროა, როცა ქვე­ყა­ნას ბი­ზან­ტი­ას­თან აქვს კავ­ში­რი, აღ­მავ­ლო­ბის გზა­ზეა. არ­ქე­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ცხად­ყოფს, რომ სა­ხელ­მწი­ფო მით უფრო ძლი­ე­რი იყო, რაც უფრო მა­ღა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ით აშე­ნებ­და.

P.S. სამ­წუ­ხა­როდ, წმინ­და იო­სებ ალა­ვერ­დელ­ზე ცნო­ბე­ბი მწი­რია. წმინ­და­ნი გა­ნუ­შო­რებ­ლად ატა­რებ­და ჯვარს, რო­მე­ლიც გა­მოთ­ლი­ლი იყო მა­ცხოვ­რის ცხო­ველ­მყო­ფე­ლი ჯვრის ხის­გან. წმინ­და იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლის კურ­თხე­ვით ის კა­ხეთ­ში ქა­და­გებ­და, ბო­ლოს ალა­ვერ­დში და­უ­წყია მოღ­ვა­წე­ო­ბა. ერთხელ შემ­თხვე­ვით შეხ­ვედ­რია მო­ნა­დი­რე დი­დე­ბულს და მის­თვის ქრის­ტეს სჯუ­ლი უქა­და­გე­ბია. მამა იო­სე­ბის მად­ლი­ა­ნი სწავ­ლე­ბით გა­ხა­რე­ბულ სა­ე­რო პირს VI სა­უ­კუ­ნე­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­რია ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის­თვის. ამის შემ­დეგ ბერს ბევ­რი მიმ­დე­ვა­რი გას­ჩე­ნია და მალე მე­უ­დაბ­ნო­ე­თა რი­ცხვი გაზ­რდი­ლა. მოკ­ლე ხან­ში მე­უ­დაბ­ნო­ე­თა კრე­ბულს ალა­ვერ­დის უდაბ­ნო­ში სა­მო­ნას­ტრო მოღ­ვა­წე­ო­ბა და­უ­წყია.

ეკა ლო­მი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

გა­ა­კე­თეთ კო­მენ­ტა­რი "კვი­რის პა­ლიტ­რის" სა­იტ­ზე

ალავერდში დამარხული უძველესი ისტორია

ალავერდში დამარხული  უძველესი ისტორია

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში 2009 წლის მიწურულს არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. მართალია, ტაძრის ჩრდილოეთ კედელში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავი ჯერჯერობით ვერ გახსნეს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგი დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. არქეოლოგების აზრით, განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია. ამის მანიშნებლად მიიჩნევენ საფლავის თავზე აღმოჩენილ წმინდა გიორგის ფრესკასაც. რესტავრატორ დავით გაგოშიძის თქმით, ფრესკა ძალიან ძველი და დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ კონტურებისა და ირგვლივ შემოვლებული  წითელი, სქელი წნული ორნამენტის სახით. რესტავრირების დროს ისიც დადგინდა, რომ ფრესკა ადრეც აღუდგენიათ.

ნანა ბურჭულაძე, ხელოვნებათმცოდნე: "ტაძარი რამდენჯერმე აღადგინეს და არაერთხელაც მოიხატა, რაც დაადასტურა მხატვრობის რამდენიმე ფენის არსებობამ. ყველა მათგანი სხვადასხვა ეპოქაშია შესრულებული.

წმინდა გიორგის ფრესკა საფლავის თავზე, შელესილ თაღზეა გამოსახული. განსაკუთრებულ სამარხებს ბიზანტიაშიც ასე აკეთებდნენ, თაღში, ნაწილობრივ კედლის სისქესა და მიმდებარე მონაკვეთში. ალავერდშიც ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ აქ უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პირის სამარხი. ბიზანტიური ტრადიციით, სამარხის ადგილას ხატავდნენ განსვენებულის ფრესკას ან უბრალოდ მის გამოსახულებას. ალავერდის მთავარ ტაძარში უამრავჯერ არის კედელი გადაკეთებული და ახლა სხვა აღარაფერი იკითხება, თუმც შესაძლოა  მათ შორის წმინდა იოსებ ალავერდელის გამოსახულებაც ყოფილიყო".  

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელ გია მახარაძის აზრით, საფლავი ერთ-ერთი და არა ერთადერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის უმეტესი ნაწილის რეაბილიტაცია და რესტავრაცია. აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლე, მარანი, აბანო, სამრეკლო.

სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. რეაბილიტაციას წინ უძღოდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც აიყარა  XVIII  საუკუნეში ძველზე დაგებული, ამაღლებული იატაკი და სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს უნიკალური სამარხი. იგი XI საუკუნით თარიღდება. აღმოჩენილია უძველესი ეკლესიის ნაშთებიც. სავარაუდოდ, სწორედ ის ეკლესიაა, სადაც დაასვენეს წმინდანის ნეშტი.

გია მახარაძე: - ცნობილია, რომ იოსებ ალავერდელი მის მიერ აშენებულ პირველ ტაძარშია დაკრძალული. ჩვენ სწორედ იმ ძველი ეკლესიის ფრაგმენტებს ვეძებდით. XI საუკუნის ტაძრის კედლებში  აღმოჩნდა IX-X საუკუნეების ბაზილიკა, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი კომპლექსია, სავარაუდოდ, იოსებ ალავერდელის მოღვაწეობის დროინდელი. უკვე ჩანს ნაშთები. 

დღეს უკვე ვიცით, როგორი იყო ალავერდი მთავარი ტაძრის აშენებამდე IX-X საუკუნეებში. ეს იყო ციხესიმაგრე, გამყარებული ორმაგი გალავნით და წყლით სავსე დამცავი თხრილით. თავდაცვის სისტემა საოცრად დახვეწილია. ქართული ციხეებისა და ციხე-დარბაზების უმეტესობა მიუწვდომელ ადგილებზეა აშენებული. ბარში ციხე-დარბაზები ძალიან ცოტა გვაქვს. ალავერდის  ციხე-დარბაზი 26 ოთახისგან შედგებოდა. ამიტომაც ამ კომპლექსს მხოლოდ სამონასტრო დანიშნულება არ ექნებოდა. სალოცავი ტაძარი  კომპლექსში შედიოდა. აქ იყო სასახლეც. მიუხედავად იმისა, რომ IX-X საუკუნეებში ტაძარი საეპისკოპოსო არ ყოფილა, ეს ტერიტორია და კომპლექსი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც კახეთისა და ჰერეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ობიექტი. ამიტომაც არის იგი გამორჩეული თავდაცვის სისტემით. სულ მიკვირდა, როგორ შეიძლებოდა ალავერდის ტაძარს წყლით სავსე დამცავი თხრილი ჰქონოდა, მაშინ როცა აქ ჩამომდინარე პატარა ღელის გეოლოგიური ასაკი მხოლოდ 100-150 წლით თარიღდება. უძველეს საუკუნეებში ოსტატურად გადაუჭრიათ უწყლოობის პრობლემა - დამცავი არხი ღრმა ჭებიდან მიწისქვეშა წყლებით მარაგდებოდა.

ძველი გალავნის შიგნით აღმოჩენილ საკმაოდ დიდ კომპლექსში  ძველი ეკლესიაც შედის. მისი ნაშთის ნაწილი ალავერდის ტაძრის გარეთ აღმოჩნდა, ნაწილიც ტაძრით არის გადაფარული. სწორედ ამ ნაწილშია წმინდა მამის საფლავიც.

ძალიან მნიშვნელოვანია VI-VIII საუკუნეების ბაზილიკის აღმოჩენა. წმინდა მამების მოღვაწეობა ზღაპრად მიიჩნეოდა საბჭოთა პერიოდში, რადგან მათი ფიზიკური კვალი არსად ჩანს საეკლესიო ნაგებობების სახით. ჩვენ კი მივადექით წმინდა მამების მოღვაწეობის იმ პერიოდს, როდესაც საქართველოში ირანმა ადგილობრივი ადმინისტრაცია გააუქმა და ქვეყანა დამოუკიდებლობის დაბრუნებას ცდილობდა. წმინდა მამები ადგილობრივი პოლიტიკოსების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდნენ, სამონასტრო აღმშენებლობას სჭირდებოდა არა მარტო პოლიტიკური, ფინანსური შემწეობაც, რადგან მამები თავიანთი მოღვაწეობით  სახელმწიფოებრივ პოლიტიკას აძლიერებდნენ.

- როგორ დაადგენთ სამარხის ასაკს?

- ჯერ უნდა მივუახლოვდეთ მას. ეს კი იოლი არ არის. ჯერ მხოლოდ საფლავს ვხედავთ,  XI საუკუნეში  გაჭრილს ორმოში, რომელიც მშენებლებს სავარაუდოდ დაცვის მიზნით ამოუშენებიათ მაღალი ხარისხის კირხსნარით. ამჯერად ალავერდის ტაძრის სამხრეთიდან ჩანს ის ქვაბული, მაგრამ იმდენად მკვიდრად ნაშენია, რომ ვერ შევძელით მიახლოება. იმედია, ეს შესაძლებელი გახდება ჩრდილოეთიდან ეკლესიის გახსნისას. 

- ალბათ, დაკვირვებას ახდენთ სამშენებლო ტექნოლოგიებზე, რომელსაც სხვადასხვა დროს იყენებდნენ ქართველი მშენებლები.

- დიახ, VIII- IX საუკუნეების ტექნოლოგია XI საუკუნისას სჯობს. ამათთან მოსატანი არ არის XVI- XVIII საუკუნეების ნამუშევრები, წერაქვით იოლად იფშვნება, ძველ ფენებს კი წერაქვი ვერ ერევა. ძველი პერიოდის ტექნოლოგია უფრო სრულყოფილია. ეს ის დროა, როცა ქვეყანას ბიზანტიასთან აქვს კავშირი, აღმავლობის გზაზეა. არქეოლოგიურ კვლევებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მით უფრო ძლიერი იყო, რაც უფრო  მაღალი ტექნოლოგიით აშენებდა. 

P.S. სამწუხაროდ, წმინდა იოსებ ალავერდელზე ცნობები მწირია. წმინდანი განუშორებლად ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ის კახეთში ქადაგებდა, ბოლოს ალავერდში დაუწყია მოღვაწეობა. ერთხელ შემთხვევით შეხვედრია მონადირე დიდებულს და მისთვის ქრისტეს სჯული უქადაგებია. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულ საერო პირს VI საუკუნეში საფუძველი ჩაუყრია ალავერდის მონასტრისთვის. ამის შემდეგ ბერს ბევრი მიმდევარი გასჩენია და მალე მეუდაბნოეთა რიცხვი გაზრდილა. მოკლე ხანში მეუდაბნოეთა კრებულს ალავერდის უდაბნოში სამონასტრო მოღვაწეობა დაუწყია. 

ეკა ლომიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

გააკეთეთ კომენტარი ”კვირის პალიტრის” საიტზე

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"