საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ

სა­ხელ­მწი­ფო-პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კვლავ ექ­ნე­ბათ. წი­ნას­წა­რი ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის­თვი­საც ნარ­ჩუნ­დე­ბა.

იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა "კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მილ ცვლი­ლე­ბებ­სა და მის­გან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვებს, მე­ო­რე მოს­მე­ნით, იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­უ­ჭი­რა მხა­რი, რომ ნარ­კო­ტეს­ტის გავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა ნორ­მა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და კა­ნო­ნე­ბი­დან მათი ამო­ღე­ბა აღარ მოხ­დე­ბა.

პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მი­ღე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, და­გეგ­მი­ლი იყო იმ ნორ­მის გა­უქ­მე­ბა, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პრე­ზი­დენ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, მი­ნის­ტრე­ბის, მათი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა და მო­ად­გი­ლე­ე­ბის, ასე­ვე აფხა­ზე­თი­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის წევ­რე­ბი­სა და მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მიერ ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლას­თან.

რო­გორც კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, კა­ნო­ნი­დან შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მა აღარ ამო­ვა და თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა კვლავ ექ­ნე­ბათ.

"ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცია იყო, რომ მომ­ხდა­რი­ყო ან ამ ნორ­მის ამო­ღე­ბა ან და­კონ­კრე­ტე­ბა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზა­ნი. თა­ვი­დან გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ამო­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა უფრო მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მი­დან და გა­ცხა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­პო­ლი­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მკაც­რი მიდ­გო­მე­ბი უნდა იყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და ეს მით უმე­ტეს თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს უნდა შე­ე­ხე­ბო­დეს. თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტეს­ტის გავ­ლა­ზე უარს ამ­ბობს, მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სან­დო ვერ ექ­ნე­ბა. კე­თი­ლი ინე­ბონ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა და ნარ­კო­ლო­გი­უ­რიო შე­მოწ­მე­ბა გა­ი­ა­რონ, როცა მათ ამას ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სი მოს­თხოვს“, - გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

კო­მი­ტე­ტის მიერ მე­ო­რე მოს­მე­ნით მხარ­და­ჭე­რი­ლი პრო­ექ­ტით, ძა­ლა­ში რჩე­ბა ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს უფ­რო­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დამ­დე შე­წყვე­ტის ის სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მიერ მიერ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბა­სა და სა­ვალ­დე­ბუ­ლო ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის გავ­ლის­თვის თა­ვის არი­დე­ბას­თან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს და პარლამენტის წევრობის კანდიდატებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ. წინასწარი ნარკოლოგიური შემოწმების ვალდებულება პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვისაც ნარჩუნდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ინიციატივებს, მეორე მოსმენით, იმ გადაწყვეტილებით დაუჭირა მხარი, რომ ნარკოტესტის გავლასთან დაკავშირებული ყველა ნორმა შენარჩუნდება და კანონებიდან მათი ამოღება აღარ მოხდება.

პირველი მოსმენით მიღებული პროექტის თანახმად კი, დაგეგმილი იყო იმ ნორმის გაუქმება, რომელიც დაკავშირებულია პრეზიდენტის, პარლამენტის წევრების, მინისტრების, მათი პირველი მოადგილეებისა და მოადგილეების, ასევე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისა და მთავრობის წევრების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების გავლასთან.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, კანონიდან შესაბამისი ნორმა აღარ ამოვა და თანამდებობის პირებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოთხოვნის საფუძველზე ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება კვლავ ექნებათ.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ მომხდარიყო ან ამ ნორმის ამოღება ან დაკონკრეტება, თუ რა შეიძლება იყოს ლეგიტიმური მიზანი. თავიდან გადავწყვიტეთ, რომ ამოღება შეიძლება უფრო მიზანშეწონილი ყოფილიყო, თუმცა ჩვენი ხელისუფლების მიდგომიდან და გაცხადებული ნარკოპოლიტიკიდან გამომდინარე, მკაცრი მიდგომები უნდა იყოს გამოყენებული და ეს მით უმეტეს თანამდებობის პირს უნდა შეეხებოდეს. თანამდებობის პირი, რომელიც ნარკოტესტის გავლაზე უარს ამბობს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სანდო ვერ ექნება. კეთილი ინებონ თანამდებობის პირებმა და ნარკოლოგიურიო შემოწმება გაიარონ, როცა მათ ამას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მოსთხოვს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომიტეტის მიერ მეორე მოსმენით მხარდაჭერილი პროექტით, ძალაში რჩება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ის საფუძველი, რომელიც დაკავშირებულია მიერ მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასა და სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდებასთან.