პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - ევროკავშირის ელჩის მიმართვა ქართულ ენაზე: რა ხდება ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე?
"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - ევროკავშირის ელჩის მიმართვა ქართულ ენაზე: რა ხდება ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე?

სა­ქარ­თვე­ლო, შენი გემი ევ­რო­პის­კენ დაძ­რუ­ლია - წინ სა­ქარ­თვე­ლო, წინ! - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე ევ­რო­პის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან მო­სახ­ლე­ო­ბას ქარ­თულ ენა­ზე მი­მარ­თა და ევ­რო­პის დღე მი­უ­ლო­ცა.

"დღეს, ტრა­დი­ცი­უ­ლად ევ­რო­პის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ვიკ­რი­ბეთ. სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლად აღ­ნიშ­ნავს ამ დღეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით. გი­ლო­ცავთ ამ ის­ტო­რი­ულ მიღ­წე­ვას. დღეს, ჩვენ, ვზე­ი­მობთ 27 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფოს წარ­მა­ტე­ბას, რო­მე­ლიც სა­ერ­თო ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი კულ­ტუ­რით და ტრა­დი­ცი­ე­ბით ამ ერ­თო­ბის ნა­წი­ლი გახ­დეს.

სწო­რედ ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბაც. მთა­ვა­რია პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს ისე­ვე კარ­გად ეს­მო­დეთ ხალ­ხის ხმა, რო­გორც ეს ხმა ევ­რო­კავ­შირ­ში ის­მო­და შარ­შან. სა­ნუკ­ვა­რი მი­ზა­ნი, რომ­ლის­კე­ნაც თა­ო­ბე­ბი წლე­ბია შე­უ­პოვ­რად მი­ის­წრაფ­ვი­ან , არას­დროს ყო­ფი­ლა ასე ახლო.

სხვა­დას­ხვა დროს, მათი სი­მა­მა­ცი­სა და თავ­და­დე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი მრა­ვალ­მა კადრმა შე­მო­ი­ნა­ხა. რო­გორც შე­იძ­ლე­ბა მათი შემ­ხედ­ვა­რე იგი­ვე მი­ზანს არ ემ­სა­ხუ­რო. ზღვა შე­საძ­ლოა ხან­და­ხან ღე­ლავს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო შენი გემი ევ­რო­პის­კენ დაძ­რუ­ლია. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ კურ­სი ევ­რო­კავ­ში­რის­კენ. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ კურ­სი ევ­რო­კავ­ში­რის­კენ! ჩვენ ამ გზა­ზე თქვენს გვერ­დით ვართ. გი­ლო­ცავთ ევ­რო­პის დღეს“. წინ სა­ქარ­თვე­ლო წინ, წინ სა­ქარ­თვე­ლო წინ“, - თქვა ჰერჩნიკ­სიმ.

  • ათო­ნე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ევ­რო­პის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ჰიმ­ნე­ბით გა­იხ­სნა.

ევ­რო­პის დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით მი­მარ­თა­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ.

სცე­ნა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­სა და აშშ-ის ელ­ჩე­ბი.

სი­ტყვით გა­მოს­ვლე­ბის შემ­დეგ, ღო­ნის­ძი­ე­ბა კონ­ცერ­ტით გაგ­რძელ­დე­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ: ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლი, ნინი ნუ­ცუ­ბი­ძე, კატო კვა­რა­ცხე­ლია, ნი­კა­ლა ზუ­ბი­აშ­ვი­ლი, მა­რი­ამ კუ­ბანსკი, დათა მუნ­ჯიშ­ვი­ლი, ელე­ნე კა­ლან­და­ძე და ერეკ­ლე გე­წა­ძე, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი, ან­სამ­ბლი „შავ­ნა­ბა­და“, Loudspeakers, „დაგ­და­გა­ნი“, quemmekh.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - ევროკავშირის ელჩის მიმართვა ქართულ ენაზე: რა ხდება ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე?

"საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია" - ევროკავშირის ელჩის მიმართვა ქართულ ენაზე: რა ხდება ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე?

საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია - წინ საქართველო, წინ! - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ათონელის ქუჩაზე ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მოსახლეობას ქართულ ენაზე მიმართა და ევროპის დღე მიულოცა.

"დღეს, ტრადიციულად ევროპის დღის აღსანიშნავად შევიკრიბეთ. საქართველო პირველად აღნიშნავს ამ დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. გილოცავთ ამ ისტორიულ მიღწევას. დღეს, ჩვენ, ვზეიმობთ 27 განსხვავებული ისტორიისა და კულტურის მქონე სახელმწიფოს წარმატებას, რომელიც საერთო ფასეულობებზე დგას. ჩვენ გვსურს, რომ საქართველო თავისი უნიკალური კულტურით და ტრადიციებით ამ ერთობის ნაწილი გახდეს.

სწორედ ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებაც. მთავარია პოლიტიკურ ლიდერებს ისევე კარგად ესმოდეთ ხალხის ხმა, როგორც ეს ხმა ევროკავშირში ისმოდა შარშან. სანუკვარი მიზანი, რომლისკენაც თაობები წლებია შეუპოვრად მიისწრაფვიან , არასდროს ყოფილა ასე ახლო.

სხვადასხვა დროს, მათი სიმამაცისა და თავდადების მაგალითები მრავალმა კადრმა შემოინახა. როგორც შეიძლება მათი შემხედვარე იგივე მიზანს არ ემსახურო. ზღვა შესაძლოა ხანდახან ღელავს, მაგრამ საქართველო შენი გემი ევროპისკენ დაძრულია. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ. შეინარჩუნეთ კურსი ევროკავშირისკენ! ჩვენ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს“. წინ საქართველო წინ, წინ საქართველო წინ“, - თქვა ჰერჩნიკსიმ.

  • ათონელის ქუჩაზე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიება მიმდინარეობს.

ღონისძიება საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.

სცენაზე იმყოფებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აშშ-ის ელჩები.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, ღონისძიება კონცერტით გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ლიზა ბათიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, კატო კვარაცხელია, ნიკალა ზუბიაშვილი, მარიამ კუბანსკი, დათა მუნჯიშვილი, ელენე კალანდაძე და ერეკლე გეწაძე, სუხიშვილები, ანსამბლი „შავნაბადა“, Loudspeakers, „დაგდაგანი“, quemmekh.