პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიყვარხარ საქართველო" - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ "ევროვიზიაზე" (ვიდეო)
"მიყვარხარ საქართველო" - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ "ევროვიზიაზე" (ვიდეო)

წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" სიმ­ღე­რის კონ­კურსს შვე­დე­თი მას­პინ­ძლობს. დღე­ვან­დე­ლი დღე ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან სცე­ნა­ზე ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტი წარ­დგა.

სა­ქარ­თვე­ლო ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ წა­რად­გი­ნა სიმ­ღე­რით "Firefighter". სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მე­თერ­თმე­ტე ნომ­რად გა­მო­ვი­და და უნდა ით­ქვას, რომ საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვი ნო­მე­რიც შეს­თა­ვა­ზა მა­ყუ­რე­ბელს. ნუ­ცამ სცე­ნა­ზე ნამ­დვი­ლი ცე­ცხლი და­ან­თო. "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" - ამ სი­ტყვე­ბით და­ას­რუ­ლა ქარ­თველ­მა კონ­კურ­სან­ტმა გა­მოს­ვლა.

ნუ­ცას ბედი კონ­კურ­სში შე­სუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სი წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის ხმის მი­ცე­მა არ შე­ეძ­ლოთ, ამი­ტომ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და გა­დამ­წყვე­ტი იყო. 7 წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ ნუ­ცამ შეძ­ლო ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ფი­ნალ­ში გა­ეყ­ვა­ნა.

ფი­ნალ­ში გა­და­ვიდ­ნენ: ლატ­ვია, ავ­სტრია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ნორ­ვე­გია, ის­რა­ე­ლი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­ტო­ნე­თი, შვე­ი­ცა­რია, სა­ქარ­თვე­ლო, სომ­ხე­თი

ცნო­ბის­თვის, სიმ­ღე­რის მუ­სი­კი­სა და ტექ­სტის ავ­ტო­რე­ბი ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი და პრო­დი­უ­სე­რი დარ­კო დი­მიტ­რო­ვი და მუ­სი­კო­სი ადა სატ­კა არი­ან. ნუ­ცამ ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მათ "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" მუ­შა­ო­ბის15-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

კლი­პის რე­ჟი­სო­რი ზაზა ორაშ­ვი­ლია, მხატ­ვა­რი - შაკო პო­პი­აშ­ვი­ლი, ქო­რე­ოგ­რა­ფი - ლუ­ი­ჯი ალო­კა, კოს­ტი­უ­მე­ბის დი­ზა­ი­ნი ლაშა ჯო­ხა­ძე­სა და ალექ­სან­დრე ახალ­კა­ციშ­ვილს ეკუთ­ვნით, მონ­ტა­ჟის რე­ჟი­სო­რი კი - ნეს­ტან სინ­ჯი­კაშ­ვი­ლია.

  • შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის“კონ­კურ­სის მო­სა­გე­ბად მე­თექ­ვსმე­ტედ ბრძო­ლობს. უკვე ექ­ვსი წე­ლია, რაც ქვე­ყა­ნა კონ­კურ­სის ფი­ნალს მიღ­მა რჩე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი მე-9 ად­გი­ლია, რო­მე­ლიც 2010 წელს სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, 2011-ში კი ჯგუფ­მა Eldrine და­ი­კა­ვეს.
  • შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ევ­რო­ვი­ზი­ის შიდა შე­სარ­ჩევ კონ­კურ­სში 2017 წელ­საც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მომ­ღე­რალ­მა მა­შინ მე-2 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.
  • წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" იან­ვარ­ში, პირ­და­პი­რი გზით, შიდა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სის გა­რე­შე და­ა­სა­ხე­ლა.

ნა­ხეთ ვი­დეო: ნუ­ცას შთამ­ბეჭ­და­ვი გა­მოს­ვლა

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"მიყვარხარ საქართველო" - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ "ევროვიზიაზე" (ვიდეო)

"მიყვარხარ საქართველო" - ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი შოუ "ევროვიზიაზე" (ვიდეო)

წელს "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს შვედეთი მასპინძლობს. დღევანდელი დღე ქართველი მსმენელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სცენაზე ჩვენი კონკურსანტი წარდგა.

საქართველო ნუცა ბუზალაძემ წარადგინა სიმღერით "Firefighter". საქართველოს წარმომადგენელი მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი ნომერიც შესთავაზა მაყურებელს. ნუცამ სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო. "მიყვარხარ საქართველო" - ამ სიტყვებით დაასრულა ქართველმა კონკურსანტმა გამოსვლა.

ნუცას ბედი კონკურსში შესული ხმების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თავისი წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა არ შეეძლოთ, ამიტომ უცხოეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი იყო. 7 წლიანი ლოდინის შემდეგ ნუცამ შეძლო ჩვენი ქვეყანა ფინალში გაეყვანა.

ფინალში გადავიდნენ: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, საქართველო, სომხეთი

ცნობისთვის, სიმღერის მუსიკისა და ტექსტის ავტორები ჩრდილოეთ მაკედონიელი კომპოზიტორი და პროდიუსერი დარკო დიმიტროვი და მუსიკოსი ადა სატკა არიან. ნუცამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მათ "ევროვიზიისთვის" მუშაობის15-წლიანი გამოცდილება აქვთ.

კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილია, მხატვარი - შაკო პოპიაშვილი, ქორეოგრაფი - ლუიჯი ალოკა, კოსტიუმების დიზაინი ლაშა ჯოხაძესა და ალექსანდრე ახალკაციშვილს ეკუთვნით, მონტაჟის რეჟისორი კი - ნესტან სინჯიკაშვილია.

  • შეგახსენებთ, საქართველო წელს "ევროვიზიის“კონკურსის მოსაგებად მეთექვსმეტედ ბრძოლობს. უკვე ექვსი წელია, რაც ქვეყანა კონკურსის ფინალს მიღმა რჩება. საქართველოს საუკეთესო შედეგი მე-9 ადგილია, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011-ში კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.
  • შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში 2017 წელსაც მონაწილეობდა. მომღერალმა მაშინ მე-2 ადგილი დაიკავა.
  • წლევანდელ კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" იანვარში, პირდაპირი გზით, შიდა შესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა.

ნახეთ ვიდეო: ნუცას შთამბეჭდავი გამოსვლა