საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხი ფიქრობს, რომ მაღალი, ქერა, უდარდელი მოდელი ვარ, მაგრამ რეალურად..." - ულამაზესი მოდელი ყველას უმალავდა, რომ სმენადაქვეითებული იყო: ურთულესი გზა წარმატებამდე
"ხალხი  ფიქრობს, რომ მაღალი, ქერა, უდარდელი მოდელი ვარ, მაგრამ რეალურად..." - ულამაზესი მოდელი ყველას უმალავდა, რომ სმენადაქვეითებული იყო: ურთულესი გზა წარმატებამდე

ბრი­ტა­ნე­ლი მო­დე­ლის და მსა­ხი­ო­ბის, ჯორ­ჯია მი­ჩა­მის თქმით, შო­უ­ბიზ­ნეს­ში 12-წლი­ა­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და, რომ სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია.

მი­ჩა­მი წლი­ნა­ხევ­რის ასა­კი­დან სმე­ნის აპა­რატ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი:

"სკო­ლის პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლო­ბის გამო არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი", - ამ­ბობს ქალი.

მაგ­რამ მი­სი­ვე თქმით, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უფრო და­უც­ვე­ლი გახ­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში მო­სას­მე­ნი აპა­რა­ტის და­მალ­ვას გაშ­ლი­ლი თმით ცდი­ლობ­და და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებ­ზე სა­უ­ბარს თავს არი­დებ­და. "არც კი ვი­ცო­დი ამ თე­მა­ზე რო­გორ უნდა მე­ლა­პა­რა­კა", - ამ­ბობს მსა­ხი­ო­ბი.

  • "სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლო­ბის და­მალ­ვა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და დამ­ქან­ცვე­ლი რა­მაა, რაც კი ოდეს­მე გა­მი­კე­თე­ბია, მაგ­რამ ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა ძა­ლი­ან მი­ხა­რია",- გა­ნუ­ცხა­და 30 წლის მსა­ხი­ობ­მა South West News Service-ს.

ახ­ლა­ხან, ჯორ­ჯია მი­ჩა­მი ბრი­ტა­ნუ­ლი Vogue-ის ფურ­ცლებ­ზე გა­მოჩ­ნდა, სა­დაც 30 წლის მო­დე­ლი და მსა­ხი­ო­ბი ამ­ხელს, რომ მან გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მი­ცე­მუ­ლი ინ­სტრუქ­ცი­ე­ბის გა­სა­გე­ბად ტუ­ჩე­ბის მოძ­რა­ო­ბის გარ­ჩე­ვა ის­წავ­ლა.

სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლო­ბის კომ­პლექ­სი მი­ჩამს ზრდას­რულ ასა­კამ­დე გაჰ­ყვა. ჯორ­ჯი­ამ, 18 წლის ასაკ­ში, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ქას­თინ­გებ­ზე სი­ა­რუ­ლი­სას სა­ერ­თოდ შე­წყვი­ტა სას­მე­ნი აპა­რა­ტის ტა­რე­ბა: "სა­კუ­თა­რი თა­ვის ხე­ლახ­ლა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მსურ­და. ვფიქ­რობ­დი, ჩემი სმე­ნის აპა­რა­ტის და­მალ­ვა უფრო წარ­მა­ტე­ბულს გამ­ხდი­და".

  • ჯორ­ჯია ბოლო 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცნო­ბილ ბრენ­დებ­თან და ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ობ­და, რო­გო­რი­ცაა სტე­ლა მა­კარტნი, კა­რენ მი­ლე­ნი, ტედ ბე­ი­კე­რი და ჯგუ­ფი One Direction.

"გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბამ­დე სმე­ნის აპა­რატს ვი­ღებ­დი და ჩან­თა­ში ვი­ნა­ხავ­დი. სა­შინ­ლად მძულ­და ის. ამის აღი­ა­რე­ბაც კი არ მსურ­და. ყო­ველ­თვის მი­წევ­და მკი­თხა­ო­ბა იმა­ზე, თუ რაზე ლა­პა­რა­კობ­დნენ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე",- ჰყვე­ბა ჯორ­ჯია.

თუმ­ცა ახლა, ამ ამ­ბის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მალ­ვის შემ­დეგ, მი­ჩა­მი მზა­დაა, თა­ვის სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლო­ბას შე­ე­გუ­ოს: "ალ­ბათ, როცა ხალ­ხი მი­ყუ­რებს, ფიქ­რობს, რომ მა­ღა­ლი, ქერა, უდარ­დე­ლი მო­დე­ლი ვარ, მაგ­რამ მინ­და ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნო, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში სმე­ნა­დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი ვარ",- დას­ძენს ჯორ­ჯია.

მო­დე­ლი იმა­ზეც სა­უბ­რობს, რომ ის გა­სუ­ლი წლი­დან თე­რა­პი­ა­ზე და­დის, ახლა კი ჟეს­ტე­ბის ენის კურ­სზე აპი­რებს მის­ვლას: "გა­და­წყვი­ტე, ეს პო­ზი­ცია გა­მო­ვი­ყე­ნო და ჩემს სა­მუ­შაო ინ­დუსტრი­ებ­ში მიმ­ღებ­ლო­ბა გავ­ზარ­დო. ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ, რომ ჩემს თავს ხე­ლახ­ლა წარ­ვად­გენ, რო­გორც მო­დელს, რო­მე­ლიც სმე­ნის აპა­რატს იყე­ნებს."

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ხალხი ფიქრობს, რომ მაღალი, ქერა, უდარდელი მოდელი ვარ, მაგრამ რეალურად..." - ულამაზესი მოდელი ყველას უმალავდა, რომ სმენადაქვეითებული იყო: ურთულესი გზა წარმატებამდე

"ხალხი  ფიქრობს, რომ მაღალი, ქერა, უდარდელი მოდელი ვარ, მაგრამ რეალურად..." - ულამაზესი მოდელი ყველას უმალავდა, რომ სმენადაქვეითებული იყო: ურთულესი გზა წარმატებამდე

ბრიტანელი მოდელის და მსახიობის, ჯორჯია მიჩამის თქმით, შოუბიზნესში 12-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა, რომ სმენადაქვეითებულია.

მიჩამი წლინახევრის ასაკიდან სმენის აპარატზე იყო დამოკიდებული:

"სკოლის პერიოდში ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, სმენადაქვეითებულობის გამო არასდროს ვყოფილვარ ბულინგის მსხვერპლი", - ამბობს ქალი.

მაგრამ მისივე თქმით, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო დაუცველი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მოსასმენი აპარატის დამალვას გაშლილი თმით ცდილობდა და ამასთან დაკავშირებულ თემებზე საუბარს თავს არიდებდა. "არც კი ვიცოდი ამ თემაზე როგორ უნდა მელაპარაკა", - ამბობს მსახიობი.

  • "სმენადაქვეითებულობის დამალვა ერთ-ერთი ყველაზე რთული და დამქანცველი რამაა, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, მაგრამ ახალი ცხოვრების დაწყება ძალიან მიხარია",- განუცხადა 30 წლის მსახიობმა South West News Service-ს.

ახლახან, ჯორჯია მიჩამი ბრიტანული Vogue-ის ფურცლებზე გამოჩნდა, სადაც 30 წლის მოდელი და მსახიობი ამხელს, რომ მან გადასაღებ მოედანზე მიცემული ინსტრუქციების გასაგებად ტუჩების მოძრაობის გარჩევა ისწავლა.

სმენადაქვეითებულობის კომპლექსი მიჩამს ზრდასრულ ასაკამდე გაჰყვა. ჯორჯიამ, 18 წლის ასაკში, სამოდელო სააგენტოების ქასთინგებზე სიარულისას საერთოდ შეწყვიტა სასმენი აპარატის ტარება: "საკუთარი თავის ხელახლა იდენტიფიცირება მსურდა. ვფიქრობდი, ჩემი სმენის აპარატის დამალვა უფრო წარმატებულს გამხდიდა".

  • ჯორჯია ბოლო 12 წლის განმავლობაში ცნობილ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან მუშაობდა, როგორიცაა სტელა მაკარტნი, კარენ მილენი, ტედ ბეიკერი და ჯგუფი One Direction.

"გადაღებების დაწყებამდე სმენის აპარატს ვიღებდი და ჩანთაში ვინახავდი. საშინლად მძულდა ის. ამის აღიარებაც კი არ მსურდა. ყოველთვის მიწევდა მკითხაობა იმაზე, თუ რაზე ლაპარაკობდნენ გადასაღებ მოედანზე",- ჰყვება ჯორჯია.

თუმცა ახლა, ამ ამბის წლების განმავლობაში მალვის შემდეგ, მიჩამი მზადაა, თავის სმენადაქვეითებულობას შეეგუოს: "ალბათ, როცა ხალხი მიყურებს, ფიქრობს, რომ მაღალი, ქერა, უდარდელი მოდელი ვარ, მაგრამ მინდა ყველას ვაჩვენო, რომ სინამდვილეში სმენადაქვეითებული ვარ",- დასძენს ჯორჯია.

მოდელი იმაზეც საუბრობს, რომ ის გასული წლიდან თერაპიაზე დადის, ახლა კი ჟესტების ენის კურსზე აპირებს მისვლას: "გადაწყვიტე, ეს პოზიცია გამოვიყენო და ჩემს სამუშაო ინდუსტრიებში მიმღებლობა გავზარდო. ძალიან ვამაყობ, რომ ჩემს თავს ხელახლა წარვადგენ, როგორც მოდელს, რომელიც სმენის აპარატს იყენებს."

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა