სამართალი
პოლიტიკა
სპორტი

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია" - კახა კალაძე კახა ალადაშვილის განცხადებას პასუხობს
"მე არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია" - კახა კალაძე კახა ალადაშვილის განცხადებას პასუხობს

"მე არ ვიცი, სად თა­მა­შობ­და (კახა ალა­დაშ­ვი­ლი). რუ­სეთ­ში მე არ მი­თა­მა­შია, ალ­ბათ, Playstation-ს თა­მა­შობ­და", - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას თბი­ლი­სის მერი, კახა კა­ლა­ძე ფეხ­ბურ­თელ კახა ალა­დაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თა­ნახ­მად, მას რცხვე­ნია, რომ 10 წელი კა­ლა­ძეს­თან ერ­თად ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და.

  • რო­გორც კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ზო­გა­დად არამ­ხო­ლოდ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, არა­მედ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ბუ­ლინ­გი, შე­უ­რა­ცხყო­ფა და ძა­ლა­დო­ბა. მე­რის თქმით, რა თქმა უნდა, ეს და­საგ­მო­ბია და ამ­გვა­რი ქმე­დე­ბე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ჩვენ ვნა­ხეთ, თუნ­დაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­მართ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ. ხვი­ჩა არის ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნი, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია, ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვია და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი... ე.ი. რო­გო­რი მიდ­გო­მა აქვთ, თუ შენ არ ემ­ხრო­ბი მათ მო­საზ­რე­ბას, ხარ ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე, ხარ მტე­რი. უბ­რა­ლოდ, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და მიდ­გო­მებს სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს დე­მოკ­რა­ტი­ას­თან. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფა­შიზ­მი და რო­გორც 9 მა­ისს იქნა გა­მარ­ჯვე­ბა ფა­შიზ­მზე, ისე იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, გა­მარ­ჯვე­ბა რა­დი­კა­ლიზ­მზე, ამ სი­ბინ­ძუ­რე­ზე, რაც ბოლო დღე­ე­ბის და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, ფეხ­ბურ­თელ­მა კახა ალა­დაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე“ პოს­ტი და­წე­რა და კახა კა­ლა­ძეს "არა­რა­ო­ბა და უსუ­სუ­რი კაცი“ უწო­და. "მრცხვე­ნია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ არა მხო­ლოდ მე, რომ შენს გვერ­დით ვი­თა­მა­შე 10 წელი. არ მე­გო­ნა თუ ასეთ არა­რა­ო­ბად, მო­ღა­ლა­ტედ და უსუ­სურ კა­ცად ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბო­დი.

ვის უხდი მად­ლო­ბას? ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი რომ წიხ­ლე­ბით სცე­მა, იმ "სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს"? ენა, მა­მუ­ლი და სარ­წმუ­ნო­ე­ბაო, რომ ამ­ბობ, კარ­გად გე­ცო­დი­ნე­ბა, ჩვენს ენა­ში რა სი­ტყვე­ბი აღ­წე­რეს ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტეს და ქალ­ზე მო­ძა­ლა­დეს.

რო­მელ მა­მულ­ზე ლა­პა­რა­კობ, რო­მელ­მა სარ­წმუ­ნო­ე­ბამ გი­ქა­და­გა ვნე­ბის კვი­რა­ში სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას უღა­ლა­ტე და ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი უმო­წყა­ლოდ სცე­მეო?"

არა­კა­ცი, უსუ­სუ­რი და არა­რა­ო­ბა ხომ ხარ, მაგ­რამ წვრილ­მა­ნი მა­ტყუ­ა­რაც ყო­ფილ­ხარ. ხა­ბე­იშ­ვილ­მა სცე­მა სპეც­რაზ­მე­ლებს? ამას რო­გორ იმე­ო­რებ? ხა­ბე­იშ­ვილ­მა ის გა­ა­კე­თა, რისი გამ­ბე­და­ო­ბა არც გაქვს და არც არა­სო­დეს გქო­ნია - სხვას გა­და­ე­ფა­რა, ახალ­გაზ­რდა და­იც­ვა.

შენ­ნა­ი­რი არა­კა­ცი მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რე­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით ძა­ლი­ან მალე. დღეს ისევ პარ­ლა­მენ­ტთან!“-და­წე­რა კახა ალა­დაშ­ვილ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"მე არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია" - კახა კალაძე კახა ალადაშვილის განცხადებას პასუხობს

"მე არ ვიცი, სად თამაშობდა - რუსეთში მე არ მითამაშია" - კახა კალაძე კახა ალადაშვილის განცხადებას პასუხობს

"მე არ ვიცი, სად თამაშობდა (კახა ალადაშვილი). რუსეთში მე არ მითამაშია, ალბათ, Playstation-ს თამაშობდა", - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი, კახა კალაძე ფეხბურთელ კახა ალადაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მას რცხვენია, რომ 10 წელი კალაძესთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა.

  • როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ზოგადად არამხოლოდ ფეხბურთელების, არამედ წარმატებული ადამიანების მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული ბულინგი, შეურაცხყოფა და ძალადობა. მერის თქმით, რა თქმა უნდა, ეს დასაგმობია და ამგვარი ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია.

"ჩვენ ვნახეთ, თუნდაც ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ გაკეთებული განცხადებები, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ. ხვიჩა არის ჩვენი საამაყო ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ამომავალი ვარსკვლავია და ზოგადად, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ეს დამოკიდებულება, ეს განცხადებები... ე.ი. როგორი მიდგომა აქვთ, თუ შენ არ ემხრობი მათ მოსაზრებას, ხარ ქვეყნის მოღალატე, ხარ მტერი. უბრალოდ, წარმოუდგენელია. ამ დამოკიდებულებას და მიდგომებს საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი და როგორც 9 მაისს იქნა გამარჯვება ფაშიზმზე, ისე იქნება ყოველთვის, გამარჯვება რადიკალიზმზე, ამ სიბინძურეზე, რაც ბოლო დღეების და თვეების განმავლობაში ხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა "ფეისბუქზე“ პოსტი დაწერა და კახა კალაძეს "არარაობა და უსუსური კაცი“ უწოდა. "მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი. არ მეგონა თუ ასეთ არარაობად, მოღალატედ და უსუსურ კაცად ჩამოყალიბდებოდი.

ვის უხდი მადლობას? ქალები და ბავშვები რომ წიხლებით სცემა, იმ "სამართალდამცავებს"? ენა, მამული და სარწმუნოებაო, რომ ამბობ, კარგად გეცოდინება, ჩვენს ენაში რა სიტყვები აღწერეს ქვეყნის მოღალატეს და ქალზე მოძალადეს.

რომელ მამულზე ლაპარაკობ, რომელმა სარწმუნოებამ გიქადაგა ვნების კვირაში საკუთარ ქვეყანას უღალატე და ქალები და ბავშვები უმოწყალოდ სცემეო?"

არაკაცი, უსუსური და არარაობა ხომ ხარ, მაგრამ წვრილმანი მატყუარაც ყოფილხარ. ხაბეიშვილმა სცემა სპეცრაზმელებს? ამას როგორ იმეორებ? ხაბეიშვილმა ის გააკეთა, რისი გამბედაობა არც გაქვს და არც არასოდეს გქონია - სხვას გადაეფარა, ახალგაზრდა დაიცვა.

შენნაირი არაკაცი მოღალატეები პოლიტიკურ სამარეში აღმოჩნდებით ძალიან მალე. დღეს ისევ პარლამენტთან!“-დაწერა კახა ალადაშვილმა.