საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დავიწყეთ ამ "რუსული კანონის" შესწავლა - ქართული ვერსიის 7 და რუსულის 97 გვერდი გადავიკითხეთ" - ლუკას ბრძოლა და ორი მიზანი
"დავიწყეთ ამ "რუსული კანონის" შესწავლა - ქართული ვერსიის 7 და რუსულის 97 გვერდი გადავიკითხეთ" - ლუკას ბრძოლა და ორი მიზანი

გე­მახ­სოვ­რე­ბათ, 2 წლის წინ ბა­თუ­მის მე-7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მოს­წავ­ლემ რუ­სე­თის და დე ფაქ­ტო აფხა­ზე­თის, რო­გორც "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს“, დრო­შე­ბი რომ ჩა­მო­ხია. დრო­შე­ბი სკო­ლის სტენ­დზე, სხვა ქვეყ­ნე­ბის ეროვ­ნულ სიმ­ბო­ლო­ებ­თან ერ­თად იყო გაკ­რუ­ლი, რის შემ­დე­გაც სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მოს­წავ­ლეს "სკო­ლის ინ­ვენ­ტა­რის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის“ საყ­ვე­დუ­რი გა­მო­უ­ცხა­და". რო­გორც გა­ირ­კვა, მოს­წავ­ლე, რო­მელ­მაც სკო­ლა­ში დრო­შე­ბის გა­მო­ფე­ნა გა­აპ­რო­ტეს­ტა, მე-11 კლა­სე­ლი ლუკა ნაც­ვლიშ­ვი­ლი იყო.

"იმ დღი­დან 180 გრა­დუ­სით შე­იც­ვა­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბა, დღის წეს­რი­გი, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა... პირ­ველ რიგ­ში, დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ვიგ­რძე­ნი. მა­ნამ­დეც იყო ჩემ­ში ეროვ­ნუ­ლი, პატ­რი­ო­ტუ­ლი მუხ­ტი და ჩემს მე­გო­ბარ ზვი­ად ცე­ცხლა­ძეს­თან ერ­თად პა­ტარ-პა­ტა­რა აქ­ტი­ვო­ბებ­ში ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ბა­თუმ­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებს ვა­ტა­რებ­დით, თუმ­ცა არ ვე­ლო­დი, რომ დრო­შის ამ­ბა­ვი ასე გახ­მა­ურ­დე­ბო­და და ხალ­ხი ასე გა­მიც­ნობ­და, ეს ჩემ­თვის უჩ­ვე­უ­ლო და ძა­ლი­ან და­მაბ­ნე­ვე­ლიც იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ავი­ტა­ცე ეს ტემ­პი, ჩემი თავი გან­ვა­ვი­თა­რე, კი­დევ უფრო გა­ვი­ზარ­დე“, - მე­უბ­ნე­ბა ლუკა, რო­მე­ლიც დღეს ახალ­გაზ­რდუ­ლი ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა "და­ფი­ო­ნის“ ერთ-ერთი ლი­დე­რია და ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე "რუ­სულ კა­ნონს“ აპ­რო­ტეს­ტებს და მის თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის იბ­რძვის.

ერთ-ერთ აქ­ცი­ა­ზე ლუ­კამ მე­რაბ კოს­ტა­ვას ცნო­ბი­ლი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. მისი თქმით, ეს მისი საყ­ვა­რე­ლი ფრა­ზაა: "და­ი­მახ­სოვ­რეთ, თქვენ მო­ეს­წრე­ბით იმ დროს, როცა სა­ქარ­თვე­ლო თა­ვი­სუ­ფა­ლი გახ­დე­ბა! მაგ­რამ იცო­დეთ, თუ მა­ში­ნაც, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის შე­წყვეტთ ბრძო­ლას, ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გავთ თქვენც და ქვე­ყა­ნაც". სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ეს ფრა­ზა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე გა­ი­მე­ო­რა, ოღონდ გა­უ­გე­ბა­რია ის ში­ნა­არ­სი, რა­საც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას­ში დებს. აი, ლუ­კას და მისი თა­ნა­ტო­ლე­ბის გულ­წრფე­ლო­ბა, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და ბრძო­ლის ჟინი ნამ­დვი­ლად სა­ი­მე­დოა. ეს ის თა­ო­ბაა, რო­მე­ლიც მალე გა­და­ი­ბა­რებს ამ ქვეყ­ნის მარ­თვას და აშ­კა­რად ჩანს, რომ მათ უკვე ამ ეტაპ­ზე შეგ­ვიძ­ლია ვენ­დოთ...

ლუკა დღეს აბი­ტუ­რი­ენ­ტია, აპ­რი­ლის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა თქმა უნდა, სწავ­ლა­ში ხელს უშ­ლის, მაგ­რამ რო­გორც მე­უბ­ნე­ბა, "მირ­ჩევ­ნია დღეს შე­მე­შა­ლოს სწავ­ლა­ში ხელი, ვიდ­რე ხვალ რუ­სეთ­ში ვი­ცხოვ­როთ და გა­ვი­ტან­ჯოთ. მო­მავ­ლის და­კარ­გვა­ზე სა­ში­ნე­ლი სხვა რა­ღაა, უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ძვირ­ფა­სი რა არის? ამი­ტომ უნდა ვიბ­რძო­ლოთ და ვიბ­რძო­ლოთ იმის­თვის, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ. ჩვენ ვე­რა­ფე­რი შეგ­ვა­ჩე­რებს, არ გვე­ში­ნია. მხნედ და ამა­ყად ჩემი ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე".

  • "აქ­ცი­ე­ბის გამო ბა­თუ­მი­დან გა­მო­ვი­პა­რე“

- ბავ­შვო­ბი­დან პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვის პრობ­ლე­მა მქონ­და, ბევრ რა­ღა­ცას ვე­ხე­ბო­დი, ბევრ რა­ღა­ცას ვა­კე­თებ­დი, სულ ძი­ე­ბა­ში ვი­ყა­ვი და სა­ბო­ლო­ოდ რა მინ­დო­და, ვერ ვყა­ლიბ­დე­ბო­დი. ახლა სპონ­ტა­ნუ­რად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი და გა­დავ­წყვი­ტე პო­ლი­ტი­კუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი შე­ვის­წავ­ლო. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის ამ­ბი­ცი­ე­ბი ნამ­დვი­ლად არ მაქვს, რა­საც ცხოვ­რე­ბა მო­ი­ტანს, ისე იქ­ნე­ბა. არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კა­ში, ან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო, შენი ქვეყ­ნის­თვის რამე რომ გა­ა­კე­თო. მე­რაბ კოს­ტა­ვა დი­სი­დენ­ტი იყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის იმ­დე­ნი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, შე­ე­და­როს ვინ­მე... მთა­ვა­რია, ჩემი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის კარ­გი საქ­მე­ე­ბი ვა­კე­თო.

5 დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ - სამი და და 2 ძმა (მე მე­ო­თხე ვარ) წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან, 5 წლამ­დე იქ ვიზ­რდე­ბო­დი (მამა მყავს იქა­უ­რი), შემ­დეგ დე­დუ­ლეთ­ში - ბა­თუმ­ში გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. მა­მამ ბევ­რი რამ მო­სინ­ჯა ცხოვ­რე­ბა­ში, თა­ვი­დან სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ პო­ლი­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ვე­ტე­რა­ნია, ორი ომის მო­ნა­წი­ლე, აქვს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბაც. ახლა პა­ტა­რა ბიზ­ნე­სი აქვს. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბრძო­ლა-ბრძო­ლით მო­ვი­და აქამ­დე და დღე­საც ასე აგ­რძე­ლებს, რა­საც ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ. დედ-მამა დაშ­ლით არა­ფერს მიშ­ლი­და, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ღი­რე­ბუ­ლი, რაც ჩემ­მა ოჯახ­მა მა­ჩუ­ქა, ეს არის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მათ მას­წავ­ლეს, თა­ვი­სუფ­ლად აზ­როვ­ნე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა...

მამა, რა თქმა უნდა, რა­ღაც მო­მენ­ტებ­ში უფრო მკაც­რია, შე­იძ­ლე­ბა და­მიყ­ვა­ვოს, რჩე­ვე­ბი მომ­ცეს, დედა ნე­ბის­მი­ერ ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს სცემს. მათ იცი­ან, რომ სხვა­ნა­ი­რად არ შე­მიძ­ლია. აქ­ცი­ე­ბის გამო შარ­შან მარ­ტში და ახ­ლაც გა­მო­ვი­პა­რე ბა­თუ­მი­დან. მა­მას არ უჩხუ­ბია, რჩე­ვე­ბი მომ­ცა და ვი­ნა­ი­დან თვი­თო­ნაც ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, ერ­თა­დერ­თი, ის მი­თხრა, მამი, მანდ ფორ­მი­ა­ნი ვინც დგას, ყვე­ლას არ უნდა მანდ დგო­მა, თავს გა­უფრ­თხილ­დი, მიყ­ვარ­ხარ და რამე ხომ არ გჭირ­დე­ბაო.

  • "ავი­ბარ­გე, აღ­ვი­კაზ­მე, ჩა­მო­ვე­დი და და­ვი­წყეთ ამ რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის შეს­წავ­ლა“

- დიდი ხა­ნია თბი­ლის­ში ვარ. აქ­ცი­ე­ბი ვიდ­რე და­ი­წყე­ბო­და, 5 დღით ადრე ჩა­მო­ვე­დი. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერ­თმა თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ­მა (5 წლი­დან ვმე­გობ­რობთ) ზვი­ად ცე­ცხლა­ძემ მომ­წე­რა, რომ თბი­ლის­ში მჭირ­დე­ბი, ასე და ასე ხდე­ბაო. ავი­ბარ­გე, აღ­ვი­კაზ­მე, ჩა­მო­ვე­დი და და­ვი­წყეთ ამ "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" შეს­წავ­ლა - ქარ­თუ­ლი ვერ­სი­ის 7 ფურ­ცე­ლი და რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის 97 გვერ­დი გა­და­ვი­კი­თხეთ. შემ­დეგ ჩავ­წე­რეთ ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ვი­დე­ო­ე­ბი ამ კა­ნო­ნის ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა­ზე, თუ რა­ტო­მაა ეს კა­ნო­ნი რუ­სუ­ლი. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ხალ­ხის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გამ­ჯდა­რი­ყო, რა­ო­დენ მავ­ნე­ბე­ლია ეს კა­ნო­ნი. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ კა­ნონს ერთი-ერ­თში, ზუს­ტად ისე­ვე ხსნის, რო­გორც პუ­ტი­ნი ხსნი­და აგენ­ტე­ბის კა­ნონს 2012 წელს. სრუ­ლი სიც­რუე და უაზ­რო­ბაა ის მო­ტი­ვი, რომ თით­ქოს ეს კა­ნო­ნი გამჭვირ­ვა­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გამჭვირ­ვა­ლეა. ეს კა­ნო­ნი რეპ­რე­სი­უ­ლია, ყვე­ლა ენ­ჯეო, ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლე­თი­დან შე­მო­სულ დახ­მა­რე­ბას, ყვე­ლა რე­სურსს ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას და გან­ვი­თა­რე­ბას მო­ახ­მა­რენ, აგენ­ტე­ბად გა­მო­ცხად­დე­ბი­ან.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გზას იწ­მენ­დს, რათა მუდ­მი­ვად იყ­ვნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ეს კა­ნო­ნი მე­დი­ა­საც ძა­ლი­ან ცუ­დად შე­ე­ხე­ბა და სხვა ბევრ რა­მეს, ამით ყვე­ლას და­დუ­მე­ბა უნ­დათ. ამ კა­ნო­ნის მთა­ვა­რი მი­ნუ­სი ისაა, რომ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია კა­ნო­ნის რე­დაქ­ტი­რე­ბა და მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა, უფრო გამ­კაც­რე­ბა. ამათ ეს კა­ნო­ნი თუ გა­ი­ტა­ნეს (რა­საც ვერ შეძ­ლე­ბენ, თუ მა­ინც გა­ი­ტა­ნეს, უკან გა­ვაწ­ვე­ვი­ნებთ), არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მას­ში ისეთ ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტა­ნენ, ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­ი­მარ­ტი­ვე­ბენ საქ­მეს და ეს კა­ნო­ნი ისე­თი­ვე მონ­სტრად იქ­ცე­ვა, რო­გო­რიც რუ­სეთ­შია. ბოლო-ბოლო ესე­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვე­ვენ იმით, რომ მთე­ლი და­სავ­ლე­თი, ამე­რი­კა მიგ­ვი­თი­თებს იმა­ზე, რომ ეს კა­ნო­ნი არ მი­ვი­ღოთ, ესე­ნი კი ვექ­ტორს უც­ვლი­ან ქვეყ­ნის ორი­ენ­ტა­ცი­ას. ერ­თა­დერ­თი, ვი­საც ეს კა­ნო­ნი მოს­წონს, რუ­სე­თია, ერ­თა­დერ­თი, ვინც ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქებს, რუ­სე­თია და ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი. რე­ა­ლუ­რად, ჩვენ გვყავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვევს, მაგ­რამ ხალ­ხი და­ი­ცავს ამას. ჩვენ გვაქვს ფიცი და­დე­ბუ­ლი და ამ ბრძო­ლას ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვანთ. ბევ­რი ვა­რი­ან­ტია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ისე, რომ გა­იწ­ვი­ონ კა­ნო­ნი, თუმ­ცა ამას პირი არ უჩანს, არ მჯე­რა, თუმ­ცა ისევ ბრძო­ლით და ბრძო­ლით მი­ვი­ღებთ ჩვენ­სას, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ვა­ტა­ნი­ნებთ ამ კა­ნონს".

  • "ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მა­ვალს გვის­პობს“

- ჩვენ ევ­რო­პის­კენ მივ­დი­ვარ­თო, ამ­ბო­ბენ და მე­ო­რე წუთ­ში გა­მო­ვა კო­ბა­ხი­ძე, კა­ლა­ძე ან ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და იმე­ო­რე­ბენ, კან­დი­და­ტის სტა­ტუსს ჩა­ლის ფასი აქ­ვსო. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გვა­რი და­მა­ვი­წყდა, მას რო­დე­საც უს­ვა­მენ კი­თხვას - სად მივ­დი­ვართ, რუ­სეთ­ში, თუ ევ­რო­პა­შიო, სა­ერ­თო­დაც პა­სუ­ხობს, არ­სა­დაც არ მივ­დი­ვარ­თო. ამით ყვე­ლა­ფე­რია ნათ­ქვა­მი, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მა­ვალს გვის­პობს, ის ღა­ლა­ტობს ერის ნე­ბას, ინ­ტე­რე­სებს, ისი­ნი ერის ნე­ბას ყი­დი­ან რუ­სულ რუბ­ლზე და ეს არის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. ქვეყ­ნის ის­ტო­რია გვიჩ­ვე­ნებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი ისევ და ისევ ქარ­თვე­ლე­ბის ხე­ლით გვა­მარ­ცხებ­და, ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტრე­ბი ისევ ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა.

  • "სიმ­ბო­ლუ­რი მსვლე­ლო­ბა შე­მო­ვი­ტა­ნეთ თბი­ლის­ში, რაც დე­და­ქა­ლაქს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა“

- უუუფ, ბევ­რი რამ შე­მიძ­ლია აქ­ცი­ე­ბი­დან გა­ვიხ­სე­ნო, არც კი ვიცი, რო­მე­ლი ჯო­ბია... ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა აქ­ტი­ვო­ბებს ვა­კე­თებ­დით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გვე­ძი­ნა და ჭამა გვა­ვი­წყდე­ბო­და, სა­ერ­თოდ არ ვჭამ­დით ან მაქ­სი­მუმ, ერთხელ. იქ ბრი­ფინ­გე­ბი, იქ - აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა და მომ­ზა­დე­ბა, შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ჩა­წე­რა, აქ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბა და არ გვქონ­და დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არც ნორ­მა­ლუ­რად გვე­ძი­ნა (მი­ნი­მუმ 3 სა­ა­თი გვე­ძი­ნა, მაქ­სი­მუმ - 5) და ამ მსვლე­ლო­ბის წაყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში რა­საც ჰქვია, წელ­ში ვწყდე­ბო­დით, ვიღ­ლე­ბო­დით და როცა სკან­დი­რე­ბას ცოტა ხნით ვწყვეტ­დით, ხალ­ხი იმ­ხე­ლა მუხტს დებ­და, არ სჭირ­დე­ბო­და შე­ძა­ხე­ბა, მან იცო­და, რა უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ჩვენ, უბ­რა­ლოდ, წინ მი­ვუ­ძღო­დით, მი­მარ­თუ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დით და რაც ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლოა, მე და ზვი­ად­მა თბი­ლი­სის ქუ­ჩე­ბი არ ვი­ცით, მაგ­რამ მა­ინც ვიკ­ვლევ­დით გზას. თვი­თონ ხალ­ხი გვმუხ­ტავ­და, როცა და­ი­ნა­ხავ­დნენ, რომ და­ვი­ღა­ლეთ, როცა სკან­დი­რებ­დნენ, ვფიქ­რობ­დი, რა დაღ­ლა, რა მოშ­ვე­ბა, ერთი წუ­თი­თაც არ უნდა და­ვი­ღა­ლო არც გულ­ში, არც გო­ნე­ბა­ში და თა­ვი­დან იწყე­ბო­და, ვაგ­რძე­ლებ­დით... ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი და მა­გა­რი ამ მსვლე­ლო­ბებ­ში რაც იყო ისაა, რომ ხალ­ხთან გვქონ­და უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია, ხალ­ხს მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი პერ­ფორ­მან­სე­ბიც. ისი­ნი გრძნობ­დნენ, რომ ეს იყო მათი პრო­ტეს­ტი, მათი პრო­ცე­სი, ნამ­დვი­ლად ერის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა. ამ მუხ­ტის გამო ისე სპონ­ტა­ნუ­რად იბა­დე­ბო­და იდე­ე­ბი, ტალ­ღა არ ჩერ­დე­ბო­და, მო­დი­ოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რჩე­ვებს გვაძ­ლევ­და, რა­საც ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით.

ჩვენ ბა­თუ­მე­ლი ბი­ჭე­ბი ვართ (ბა­თუ­მე­ლი რა, ქუ­თა­ი­სე­ლი ვარ და უბ­რა­ლოდ, ბა­თუმ­ში ვცხოვ­რობ), ის პა­ტა­რა ქა­ლა­ქია და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ სიმ­ბო­ლუ­რად ვა­კე­თებთ მსვლე­ლო­ბებს. ეს სიმ­ბო­ლუ­რი მსვლე­ლო­ბა შე­მო­ვი­ტა­ნეთ თბი­ლის­ში, რაც დე­და­ქა­ლაქს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, აქაც სიმ­ბო­ლუ­რად ვაქ­ცი­ეთ. ჩვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბა მა­ინც ბა­თუ­მი­დან "და­ფი­ო­ნით“ და­ვი­წყეთ და ხალ­ხი გვწერს, თქვენს გა­რე­შე აქ ისე­თი მუხ­ტი არ არი­სო, მათ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვამ­ხნე­ვებთ და ვეხ­მა­რე­ბით აქე­დან, მყავს ბევ­რი მე­გო­ბა­რი, აქ­ტი­ვის­ტი, მათ­თან მუდ­მივ კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­ში ვართ და თუ რამე რჩე­ვა, ან დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ, გვერ­დში ვუდ­გა­ვართ. იქაც, რა თქმა უნდა, უწყვე­ტი აქ­ცი­ე­ბი და მსვლე­ლო­ბე­ბი ტარ­დე­ბა, რი­თაც ბედ­ნი­ე­რი ვარ. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რე­გი­ო­ნე­ბიც აქ­ტი­უ­რე­ბი იყ­ვნენ, მათ შო­რის, ჩემი ქუ­თა­ი­სიც. იქაც ანა­ლო­გი­უ­რად კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში ვართ და ვეხ­მა­რე­ბით.

  • "ორი მი­ზა­ნი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში“

- აბი­ტუ­რი­ენტს აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა თქმა უნდა, მომ­ზა­დე­ბა­ში ხელს მიშ­ლის, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია დღეს შე­მე­შა­ლოს სწავ­ლა­ში ხელი, ვიდ­რე ხვალ რუ­სეთ­ში ვი­ცხოვ­როთ და გა­ვი­ტან­ჯოთ. მო­მავ­ლის და­კარ­გვა­ზე სა­ში­ნე­ლი სხვა რა­ღაა, უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ძვირ­ფა­სი რა არის? ამი­ტომ უნდა ვიბ­რძო­ლოთ, ვიბ­რძო­ლოთ იმის­თვის, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ. ჩვენ ვე­რა­ფე­რი შეგ­ვა­ჩე­რებს, არ გვე­ში­ნია. მხნედ და ამა­ყად ჩემი ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე - აქ წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემი თავი. ორი მი­ზა­ნი მაქვს ცხოვ­რე­ბა­ში - ჩემი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში რა­ღაც წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო, ერთი აგუ­რი დავ­დო და ძა­ლი­ან მინ­და მა­მო­ბა, კარ­გი და სა­მა­გა­ლი­თო მა­მო­ბა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"დავიწყეთ ამ "რუსული კანონის" შესწავლა - ქართული ვერსიის 7 და რუსულის 97 გვერდი გადავიკითხეთ" - ლუკას ბრძოლა და ორი მიზანი

"დავიწყეთ ამ "რუსული კანონის" შესწავლა - ქართული ვერსიის 7 და რუსულის 97 გვერდი გადავიკითხეთ" - ლუკას ბრძოლა და ორი მიზანი

გემახსოვრებათ, 2 წლის წინ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოსწავლემ რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის, როგორც "დამოუკიდებელი სახელმწიფოს“, დროშები რომ ჩამოხია. დროშები სკოლის სტენდზე, სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად იყო გაკრული, რის შემდეგაც სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს "სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა". როგორც გაირკვა, მოსწავლე, რომელმაც სკოლაში დროშების გამოფენა გააპროტესტა, მე-11 კლასელი ლუკა ნაცვლიშვილი იყო.

"იმ დღიდან 180 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება, დღის წესრიგი, ყველაფერი შეიცვალა... პირველ რიგში, დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენი. მანამდეც იყო ჩემში ეროვნული, პატრიოტული მუხტი და ჩემს მეგობარ ზვიად ცეცხლაძესთან ერთად პატარ-პატარა აქტივობებში ვიყავი ჩართული, ბათუმში უკრაინის მხარდამჭერ აქციებს ვატარებდით, თუმცა არ ველოდი, რომ დროშის ამბავი ასე გახმაურდებოდა და ხალხი ასე გამიცნობდა, ეს ჩემთვის უჩვეულო და ძალიან დამაბნეველიც იყო. საბედნიეროდ, ავიტაცე ეს ტემპი, ჩემი თავი განვავითარე, კიდევ უფრო გავიზარდე“, - მეუბნება ლუკა, რომელიც დღეს ახალგაზრდული ეროვნული მოძრაობა "დაფიონის“ ერთ-ერთი ლიდერია და ორ კვირაზე მეტია, რაც დედაქალაქის მთავარ გამზირზე "რუსულ კანონს“ აპროტესტებს და მის თანატოლებთან ერთად საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

ერთ-ერთ აქციაზე ლუკამ მერაბ კოსტავას ცნობილი სიტყვებით მიმართა საზოგადოებას. მისი თქმით, ეს მისი საყვარელი ფრაზაა: "დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც". საინტერესოა, რომ ეს ფრაზა ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" აქციაზე გაიმეორა, ოღონდ გაუგებარია ის შინაარსი, რასაც ის, სავარაუდოდ, მასში დებს. აი, ლუკას და მისი თანატოლების გულწრფელობა, სამშობლოს სიყვარული და ბრძოლის ჟინი ნამდვილად საიმედოა. ეს ის თაობაა, რომელიც მალე გადაიბარებს ამ ქვეყნის მართვას და აშკარად ჩანს, რომ მათ უკვე ამ ეტაპზე შეგვიძლია ვენდოთ...

ლუკა დღეს აბიტურიენტია, აპრილის პერმანენტული აქტივობები, რა თქმა უნდა, სწავლაში ხელს უშლის, მაგრამ როგორც მეუბნება, "მირჩევნია დღეს შემეშალოს სწავლაში ხელი, ვიდრე ხვალ რუსეთში ვიცხოვროთ და გავიტანჯოთ. მომავლის დაკარგვაზე საშინელი სხვა რაღაა, უკეთეს მომავალზე ძვირფასი რა არის? ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ კარგი განათლება მივიღოთ. ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს, არ გვეშინია. მხნედ და ამაყად ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე".

  • "აქციების გამო ბათუმიდან გამოვიპარე“

- ბავშვობიდან პროფესიის არჩევის პრობლემა მქონდა, ბევრ რაღაცას ვეხებოდი, ბევრ რაღაცას ვაკეთებდი, სულ ძიებაში ვიყავი და საბოლოოდ რა მინდოდა, ვერ ვყალიბდებოდი. ახლა სპონტანურად ჩამოვყალიბდი და გადავწყვიტე პოლიტიკური მეცნიერებები შევისწავლო. პოლიტიკაში მოსვლის ამბიციები ნამდვილად არ მაქვს, რასაც ცხოვრება მოიტანს, ისე იქნება. არ არის აუცილებელი პოლიტიკაში, ან თანამდებობაზე იყო, შენი ქვეყნისთვის რამე რომ გააკეთო. მერაბ კოსტავა დისიდენტი იყო, მაგრამ საქართველოსთვის იმდენი აქვს გაკეთებული, შეედაროს ვინმე... მთავარია, ჩემი ქვეყნის კეთილდღეობისთვის კარგი საქმეები ვაკეთო.

5 დედმამიშვილი ვართ - სამი და და 2 ძმა (მე მეოთხე ვარ) წარმოშობით ქუთაისიდან, 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი (მამა მყავს იქაური), შემდეგ დედულეთში - ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად. მამამ ბევრი რამ მოსინჯა ცხოვრებაში, თავიდან სამხატვრო აკადემია დაამთავრა, შემდეგ პოლიციაში მუშაობდა, ვეტერანია, ორი ომის მონაწილე, აქვს იურიდიული განათლებაც. ახლა პატარა ბიზნესი აქვს. მთელი ცხოვრება ბრძოლა-ბრძოლით მოვიდა აქამდე და დღესაც ასე აგრძელებს, რასაც ძალიან ვაფასებ. დედ-მამა დაშლით არაფერს მიშლიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც ჩემმა ოჯახმა მაჩუქა, ეს არის თავისუფლება. მათ მასწავლეს, თავისუფლად აზროვნება, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება...

მამა, რა თქმა უნდა, რაღაც მომენტებში უფრო მკაცრია, შეიძლება დამიყვავოს, რჩევები მომცეს, დედა ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მათ იციან, რომ სხვანაირად არ შემიძლია. აქციების გამო შარშან მარტში და ახლაც გამოვიპარე ბათუმიდან. მამას არ უჩხუბია, რჩევები მომცა და ვინაიდან თვითონაც ყოფილი პოლიციელია, ერთადერთი, ის მითხრა, მამი, მანდ ფორმიანი ვინც დგას, ყველას არ უნდა მანდ დგომა, თავს გაუფრთხილდი, მიყვარხარ და რამე ხომ არ გჭირდებაო.

  • "ავიბარგე, აღვიკაზმე, ჩამოვედი და დავიწყეთ ამ რუსული კანონის შესწავლა“

- დიდი ხანია თბილისში ვარ. აქციები ვიდრე დაიწყებოდა, 5 დღით ადრე ჩამოვედი. ჩემმა მეგობარმა, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა და ბავშვობის მეგობარმა (5 წლიდან ვმეგობრობთ) ზვიად ცეცხლაძემ მომწერა, რომ თბილისში მჭირდები, ასე და ასე ხდებაო. ავიბარგე, აღვიკაზმე, ჩამოვედი და დავიწყეთ ამ "რუსული კანონის" შესწავლა - ქართული ვერსიის 7 ფურცელი და რუსული ვერსიის 97 გვერდი გადავიკითხეთ. შემდეგ ჩავწერეთ ნახევარსაათიანი ვიდეოები ამ კანონის ახსნა-განმარტებაზე, თუ რატომაა ეს კანონი რუსული. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ხალხის ცნობიერებაში გამჯდარიყო, რაოდენ მავნებელია ეს კანონი. ეს ხელისუფლება ამ კანონს ერთი-ერთში, ზუსტად ისევე ხსნის, როგორც პუტინი ხსნიდა აგენტების კანონს 2012 წელს. სრული სიცრუე და უაზრობაა ის მოტივი, რომ თითქოს ეს კანონი გამჭვირვალობას ემსახურება, ყველაფერი ისედაც გამჭვირვალეა. ეს კანონი რეპრესიულია, ყველა ენჯეო, ყველა ორგანიზაცია, რომლებიც დასავლეთიდან შემოსულ დახმარებას, ყველა რესურსს ქვეყნის კეთილდღეობას და განვითარებას მოახმარენ, აგენტებად გამოცხადდებიან.

ფაქტობრივად, ხელისუფლება გზას იწმენდს, რათა მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში. ეს კანონი მედიასაც ძალიან ცუდად შეეხება და სხვა ბევრ რამეს, ამით ყველას დადუმება უნდათ. ამ კანონის მთავარი მინუსი ისაა, რომ ძალიან მარტივია კანონის რედაქტირება და მასში ცვლილებების შეტანა, უფრო გამკაცრება. ამათ ეს კანონი თუ გაიტანეს (რასაც ვერ შეძლებენ, თუ მაინც გაიტანეს, უკან გავაწვევინებთ), არჩევნების შემდეგ მასში ისეთ ცვლილებებს შეიტანენ, ყველანაირად გაიმარტივებენ საქმეს და ეს კანონი ისეთივე მონსტრად იქცევა, როგორიც რუსეთშია. ბოლო-ბოლო ესენი კონსტიტუციას არღვევენ იმით, რომ მთელი დასავლეთი, ამერიკა მიგვითითებს იმაზე, რომ ეს კანონი არ მივიღოთ, ესენი კი ვექტორს უცვლიან ქვეყნის ორიენტაციას. ერთადერთი, ვისაც ეს კანონი მოსწონს, რუსეთია, ერთადერთი, ვინც ჩვენს ხელისუფლებას აქებს, რუსეთია და ამით ყველაფერია ნათქვამი. რეალურად, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციას არღვევს, მაგრამ ხალხი დაიცავს ამას. ჩვენ გვაქვს ფიცი დადებული და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ბევრი ვარიანტია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შეიძლება მოხდეს ისე, რომ გაიწვიონ კანონი, თუმცა ამას პირი არ უჩანს, არ მჯერა, თუმცა ისევ ბრძოლით და ბრძოლით მივიღებთ ჩვენსას, არავითარ შემთხვევაში არ გავატანინებთ ამ კანონს".

  • "ეს ხელისუფლება მომავალს გვისპობს“

- ჩვენ ევროპისკენ მივდივართო, ამბობენ და მეორე წუთში გამოვა კობახიძე, კალაძე ან ღარიბაშვილი და იმეორებენ, კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი აქვსო. პარლამენტის თავმჯდომარის გვარი დამავიწყდა, მას როდესაც უსვამენ კითხვას - სად მივდივართ, რუსეთში, თუ ევროპაშიო, საერთოდაც პასუხობს, არსადაც არ მივდივართო. ამით ყველაფერია ნათქვამი, ეს ხელისუფლება მომავალს გვისპობს, ის ღალატობს ერის ნებას, ინტერესებს, ისინი ერის ნებას ყიდიან რუსულ რუბლზე და ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება მოხდეს. ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ საქართველოს მტერი ისევ და ისევ ქართველების ხელით გვამარცხებდა, ჩვენი მთავარი მტრები ისევ ჩვენი თანამემამულეები იყვნენ, რაც ძალიან სამწუხაროა.

  • "სიმბოლური მსვლელობა შემოვიტანეთ თბილისში, რაც დედაქალაქს ძალიან მოეწონა“

- უუუფ, ბევრი რამ შემიძლია აქციებიდან გავიხსენო, არც კი ვიცი, რომელი ჯობია... ერთი კვირის განმავლობაში, როცა აქტივობებს ვაკეთებდით, ორგანიზატორებს, ფაქტობრივად, არ გვეძინა და ჭამა გვავიწყდებოდა, საერთოდ არ ვჭამდით ან მაქსიმუმ, ერთხელ. იქ ბრიფინგები, იქ - აპარატურის შეძენა და მომზადება, შემდეგ ინტერვიუების ჩაწერა, აქციის მომზადება და არ გვქონდა დასვენების საშუალება, არც ნორმალურად გვეძინა (მინიმუმ 3 საათი გვეძინა, მაქსიმუმ - 5) და ამ მსვლელობის წაყვანის პროცესში რასაც ჰქვია, წელში ვწყდებოდით, ვიღლებოდით და როცა სკანდირებას ცოტა ხნით ვწყვეტდით, ხალხი იმხელა მუხტს დებდა, არ სჭირდებოდა შეძახება, მან იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, ჩვენ, უბრალოდ, წინ მივუძღოდით, მიმართულებას ვაძლევდით და რაც ყველაზე სასაცილოა, მე და ზვიადმა თბილისის ქუჩები არ ვიცით, მაგრამ მაინც ვიკვლევდით გზას. თვითონ ხალხი გვმუხტავდა, როცა დაინახავდნენ, რომ დავიღალეთ, როცა სკანდირებდნენ, ვფიქრობდი, რა დაღლა, რა მოშვება, ერთი წუთითაც არ უნდა დავიღალო არც გულში, არც გონებაში და თავიდან იწყებოდა, ვაგრძელებდით... ყველაზე ემოციური და მაგარი ამ მსვლელობებში რაც იყო ისაა, რომ ხალხთან გვქონდა უშუალო კომუნიკაცია, ხალხს მოეწონა ჩვენი პერფორმანსებიც. ისინი გრძნობდნენ, რომ ეს იყო მათი პროტესტი, მათი პროცესი, ნამდვილად ერის ნების გამოხატვა. ამ მუხტის გამო ისე სპონტანურად იბადებოდა იდეები, ტალღა არ ჩერდებოდა, მოდიოდნენ ადამიანები, რჩევებს გვაძლევდა, რასაც ვითვალისწინებდით.

ჩვენ ბათუმელი ბიჭები ვართ (ბათუმელი რა, ქუთაისელი ვარ და უბრალოდ, ბათუმში ვცხოვრობ), ის პატარა ქალაქია და ორი წლის განმავლობაში იქ სიმბოლურად ვაკეთებთ მსვლელობებს. ეს სიმბოლური მსვლელობა შემოვიტანეთ თბილისში, რაც დედაქალაქს ძალიან მოეწონა, აქაც სიმბოლურად ვაქციეთ. ჩვენი მოღვაწეობა მაინც ბათუმიდან "დაფიონით“ დავიწყეთ და ხალხი გვწერს, თქვენს გარეშე აქ ისეთი მუხტი არ არისო, მათ მაქსიმალურად ვამხნევებთ და ვეხმარებით აქედან, მყავს ბევრი მეგობარი, აქტივისტი, მათთან მუდმივ კოორდინაციაში ვართ და თუ რამე რჩევა, ან დახმარება სჭირდებათ, გვერდში ვუდგავართ. იქაც, რა თქმა უნდა, უწყვეტი აქციები და მსვლელობები ტარდება, რითაც ბედნიერი ვარ. ახლა მნიშვნელოვანია, რეგიონებიც აქტიურები იყვნენ, მათ შორის, ჩემი ქუთაისიც. იქაც ანალოგიურად კომუნიკაციაში ვართ და ვეხმარებით.

  • "ორი მიზანი მაქვს ცხოვრებაში“

- აბიტურიენტს აქტივობები, რა თქმა უნდა, მომზადებაში ხელს მიშლის, მაგრამ მირჩევნია დღეს შემეშალოს სწავლაში ხელი, ვიდრე ხვალ რუსეთში ვიცხოვროთ და გავიტანჯოთ. მომავლის დაკარგვაზე საშინელი სხვა რაღაა, უკეთეს მომავალზე ძვირფასი რა არის? ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ კარგი განათლება მივიღოთ. ჩვენ ვერაფერი შეგვაჩერებს, არ გვეშინია. მხნედ და ამაყად ჩემი ქვეყნის სადარაჯოზე - აქ წარმომიდგენია ჩემი თავი. ორი მიზანი მაქვს ცხოვრებაში - ჩემი ქვეყნის განვითარებაში რაღაც წვლილი შევიტანო, ერთი აგური დავდო და ძალიან მინდა მამობა, კარგი და სამაგალითო მამობა.