პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

13

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 18:36-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გინდათ, ყველა გაყაროთ?" - მორიგი შეკამათება და კიდევ ორი გაძევებული დეპუტატი სხდომიდან: რა ხდება პარლამენტში?
"გინდათ, ყველა გაყაროთ?" - მორიგი შეკამათება და კიდევ ორი გაძევებული დეპუტატი სხდომიდან: რა ხდება პარლამენტში?

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა კო­მი­ტე­ტის სხდო­მი­დან პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ქეთი თუ­რა­ზაშ­ვი­ლიც გა­ა­ძე­ვა.

დე­პუ­ტა­ტებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე მიერ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას მოჰ­ყვა.

"შენ ახლა ძა­ლით თა­ვის გაბ­რა­ზე­ბებს თავი და­ა­ნე­ბე, შენ­თან საქ­მე არ მაქვს და არც იმას­თან [ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი], თქვენს შემ­კვე­თებ­თან და და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მებ­თან. და­წყნარ­დეს ის ნუ ნერ­ვი­უ­ლობს [ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი],“- მი­მარ­თა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ თუ­რა­ზაშ­ვილს.

იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რს ანა წით­ლი­ძე­საც და­ა­ტო­ვე­ბი­ნა.

ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა წით­ლი­ძე სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან მას შემ­დეგ გა­ა­ძე­ვა, რაც მან მომხსე­ნე­ბელ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს უთხრა, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მათ კა­ნო­ნის რუ­სუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ­გუ­მენ­ტე­ბის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­დნენ და არ აც­დიდ­ნენ.

"რეგ­ლა­მენ­ტის დარ­ღვე­ვის გამო და­ტო­ვეთ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი. არა­ერ­თხელ მო­გი­წო­დეთ, აგ­რძე­ლებ­დით მიკრო­ფო­ნის გა­რე­შე. თქვენს თავს ეცით პა­ტი­ვი, ნუ აი­ძუ­ლებთ ამ ხალ­ხს [მან­და­ტუ­რებს], რომ გა­გიყ­ვა­ნონ. აბ­რძან­დით და გა­დით, გთხოვთ!“- გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

წით­ლი­ძე მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძეს სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ სწო­რედ მათ არ აქვთ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი და ამი­ტომ აძე­ვე­ბენ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტა­ტებს.

„ეს არის სირ­ცხვი­ლი, რო­დე­საც ამ­ბობ არ­გუ­მენ­ტე­ბი ვერ მო­ვის­მი­ნეო, მა­მუ­კა. არ­გუ­მენ­ტებს ვერ მო­ის­მენ, თუ ყვე­ლა გა­ყა­რე აქე­დან. უთხა­რი, რომ მომ­ცენ კი­თხვის დას­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კი­თხვის დას­მას ვა­პი­რებ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. თქვენ არ გაქვთ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, მა­მუ­კა და ამი­ტომ გინ­დათ, ყვე­ლა გა­ყა­როთ, ეს არის მი­ზა­ნი. მა­შინ აღი­ა­რეთ, რომ არ გაქვთ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი და ამი­ტომ გინ­დათ ყვე­ლა გა­ყა­როთ“,- გა­ნა­ცხა­და ანა წით­ლი­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წით­ლი­ძე მე-7 ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტია, რო­მე­ლიც ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა სხდო­მი­დან გა­ა­ძე­ვა. მა­ნამ­დე კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ დარ­ბა­ზი და­ა­ტო­ვე­ბი­ნა დე­პუ­ტა­ტებს: გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი, თა­მარ კორ­ძა­ია, თაკო ჩარ­კვი­ა­ნი და ქე­თე­ვან თუ­რა­ზაშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰამლეტი და ბენო
2

ვაშაძე კანონს რუსულს ეძახი და გვარი რუსული გამოდის ნათარგმნიდან(თქვენაძე)ახსენი გაუგებრობაში ვისი დახმარებით მოხვდი(ივანოვის?) აბა ვარდები იმან გაგიპრავათ 👏👏

თქვენ!
0

დააყენონ უკანალი, არაა საჭირო მუდმივად თავის მოწონება კივილ-წივილით და ჭკუის მასწავლებლობით, ცივილურად წარადგინეთ თქვენი მოსაზრება და არავინ არსად გაგაგდებთ,

მაგრამ თქვენ და ცივილური საქციელი შეუთავსებელი მცნებებია!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების მნიშვნელოვანი შედეგები
ავტორი:

"გინდათ, ყველა გაყაროთ?" - მორიგი შეკამათება და კიდევ ორი გაძევებული დეპუტატი სხდომიდან: რა ხდება პარლამენტში?

"გინდათ, ყველა გაყაროთ?" - მორიგი შეკამათება და კიდევ ორი გაძევებული დეპუტატი სხდომიდან: რა ხდება პარლამენტში?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთი თურაზაშვილიც გააძევა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მამუკა მდინარაძე მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მოჰყვა.

"შენ ახლა ძალით თავის გაბრაზებებს თავი დაანებე, შენთან საქმე არ მაქვს და არც იმასთან [ალეკო ელისაშვილი], თქვენს შემკვეთებთან და დავალების მიმცემებთან. დაწყნარდეს ის ნუ ნერვიულობს [ალეკო ელისაშვილი],“- მიმართა მამუკა მდინარაძემ თურაზაშვილს.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ანა წითლიძესაც დაატოვებინა.

ანრი ოხანაშვილმა წითლიძე სხდომათა დარბაზიდან მას შემდეგ გააძევა, რაც მან მომხსენებელ მამუკა მდინარაძეს უთხრა, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მათ კანონის რუსულობასთან დაკავშირებით არგუმენტების თქმის საშუალებას არ აძლევდნენ და არ აცდიდნენ.

"რეგლამენტის დარღვევის გამო დატოვეთ სხდომათა დარბაზი. არაერთხელ მოგიწოდეთ, აგრძელებდით მიკროფონის გარეშე. თქვენს თავს ეცით პატივი, ნუ აიძულებთ ამ ხალხს [მანდატურებს], რომ გაგიყვანონ. აბრძანდით და გადით, გთხოვთ!“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წითლიძე მამუკა მდინარაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა და განაცხადა, რომ სწორედ მათ არ აქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ აძევებენ სხდომათა დარბაზიდან ოპოზიციონერ დეპუტატებს.

„ეს არის სირცხვილი, როდესაც ამბობ არგუმენტები ვერ მოვისმინეო, მამუკა. არგუმენტებს ვერ მოისმენ, თუ ყველა გაყარე აქედან. უთხარი, რომ მომცენ კითხვის დასმის შესაძლებლობა. კითხვის დასმას ვაპირებ ჩვეულებრივად. თქვენ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი, მამუკა და ამიტომ გინდათ, ყველა გაყაროთ, ეს არის მიზანი. მაშინ აღიარეთ, რომ არ გაქვთ კითხვებზე პასუხი და ამიტომ გინდათ ყველა გაყაროთ“,- განაცხადა ანა წითლიძე.

აღსანიშნავია, რომ წითლიძე მე-7 ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელიც ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან გააძევა. მანამდე კომიტეტის თავმჯდომარემ დარბაზი დაატოვებინა დეპუტატებს: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი და ქეთევან თურაზაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: