პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა?
ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა?

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­ურ შხაპს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი სარ­გე­ბე­ლი არ მო­აქვს: "რა­ტომ ვრე­ცხავთ? გვე­ში­ნია, ვინ­მემ არ გვი­თხრას, რომ სუნი გვაქვს“, - გა­ნუ­ცხა­და გა­რე­მოს­დამ­ცველ­მა დო­ნა­ჩად მა­კკარ­ტიმ BBC-ს.

და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი შხა­პის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა შე­საძ­ლოა ან­ტი­სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვად მი­იჩ­ნე­ო­დეს, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი ეთან­ხმე­ბი­ან მა­კარ­ტის და ამ­ბო­ბენ, რომ სი­სუფ­თა­ვით აკ­ვი­ა­ტე­ბა შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად სა­ხი­ფა­თო იყოს ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის.

დერ­მა­ტო­ლო­გი ჯული რა­სა­კი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხან­გრძლივ­მა და ყო­ველ­დღი­ურ­მა შხაპ­მა შე­იძ­ლე­ბა წა­შა­ლოს "კა­ნის მიკ­რო­ბი­ო­მი“, რო­მე­ლიც დიდ როლს ას­რუ­ლებს კა­ნის დაც­ვა­ში და "ასე­ვე ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სხე­უ­ლის სა­ერ­თო ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის“.

2021 წელს ჰარ­ვარ­დის ჯან­მრთე­ლო­ბის მკვლე­ვა­რებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ამე­რი­კე­ლე­ბის 66% შხაპს იღებს ყო­ველ­დღი­უ­რად, ხოლო 2005 წლის მოხ­სე­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვია შხა­პის მი­ღე­ბა დღე­ში ერთხელ ან ორ­ჯერ. ეს ფე­ნო­მე­ნი საშ­ხა­პე­ე­ბის მზარ­დი გავ­რცე­ლე­ბით ახ­სნეს - აშშ-ში 1920-1950-იან წლებ­ში აშე­ნე­ბულ ყვე­ლა სახ­ლში შეხ­ვდე­ბით საშ­ხა­პეს, ეს 100 წლის წინ ერ­თგვარ ფუ­ფუ­ნე­ბად აღიქ­მე­ბო­და, და მხო­ლოდ შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის­თვის იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

სალი ბლუმ­ფილ­დი, ლონ­დო­ნის ჰი­გი­ე­ნი­სა და მე­დი­ცი­ნის სკო­ლის სა­პა­ტიო პრო­ფე­სო­რი, ამ­ტკი­ცებ­და, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად იღებ­დნენ შხაპს, რად­გან ეს "სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბია".

"არ არ­სე­ბობს ერ­თი­ა­ნი მიდ­გო­მა, რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბა კა­ნი­სა და თმის და­ბა­ნას. იდე­ა­ლუ­რი სიხ­ში­რე და­მო­კი­დე­ბუ­ლია თქვე­ნი კა­ნი­სა და თმის ტიპ­ზე", - გა­ნუ­ცხა­და სი­ეტ­ლის დერ­მა­ტო­ლოგ­მა ჯოის პარ­კმა The New York Times-ს 2023 წლის ან­გა­რიშ­ში.

წყა­რო: bbc

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Moika
0

ყოველდღე რა საჭიროა ახალი წელი არი პრაზდნიკი ვსიო მორჩა მალადეესსსსს

იღლია ოფლიანი
4

მე რო არ ვბანაობ რა, კაცი არა ვარ?!

ავტორი:

ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა?

ექსპერტების მტკიცებით, შხაპის ყოველდღიურ მიღებას ჯანმრთელობისთვის რეალური სარგებელი არ მოაქვს - რა დაადგინეს მკვლევრებმა?

ექსპერტები ამბობენ, რომ ყოველდღიურ შხაპს ჯანმრთელობისთვის დადასტურებული სარგებელი არ მოაქვს: "რატომ ვრეცხავთ? გვეშინია, ვინმემ არ გვითხრას, რომ სუნი გვაქვს“, - განუცხადა გარემოსდამცველმა დონაჩად მაკკარტიმ BBC-ს.

და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური შხაპისგან თავის შეკავება შესაძლოა ანტისოციალურ ქცევად მიიჩნეოდეს, სამედიცინო ექსპერტები ეთანხმებიან მაკარტის და ამბობენ, რომ სისუფთავით აკვიატება შეიძლება რეალურად სახიფათო იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

დერმატოლოგი ჯული რასაკი აღნიშნავს, რომ ხანგრძლივმა და ყოველდღიურმა შხაპმა შეიძლება წაშალოს "კანის მიკრობიომი“, რომელიც დიდ როლს ასრულებს კანის დაცვაში და "ასევე ძალზე მნიშვნელოვანია სხეულის საერთო ჯანმრთელობისთვის“.

2021 წელს ჰარვარდის ჯანმრთელობის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამერიკელების 66% შხაპს იღებს ყოველდღიურად, ხოლო 2005 წლის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბრიტანეთში ჩვეულებრივია შხაპის მიღება დღეში ერთხელ ან ორჯერ. ეს ფენომენი საშხაპეების მზარდი გავრცელებით ახსნეს - აშშ-ში 1920-1950-იან წლებში აშენებულ ყველა სახლში შეხვდებით საშხაპეს, ეს 100 წლის წინ ერთგვარ ფუფუნებად აღიქმებოდა, და მხოლოდ შეძლებული ოჯახებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სალი ბლუმფილდი, ლონდონის ჰიგიენისა და მედიცინის სკოლის საპატიო პროფესორი, ამტკიცებდა, რომ ადამიანები ყოველდღიურად იღებდნენ შხაპს, რადგან ეს "სოციალურად მისაღებია".

"არ არსებობს ერთიანი მიდგომა, როდესაც საქმე ეხება კანისა და თმის დაბანას. იდეალური სიხშირე დამოკიდებულია თქვენი კანისა და თმის ტიპზე", - განუცხადა სიეტლის დერმატოლოგმა ჯოის პარკმა The New York Times-ს 2023 წლის ანგარიშში.

წყარო: bbc