"საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის თანახმადვე, ემიგრანტების 62.2% შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას წარმოადგენს.
"2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 კაცი შეადგინა.
ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2 პროცენტი, შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) წარმოადგენენ.
2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რა ადვილია ციფრებით მანიპულირება,კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით აპოკალიპტური სიტუაციის წარმოჩენა და ამით მოსახლეობის დაზაფრვა. ამ 245064 კაციდან რამდენი ათასი იყო რუსეთის,რამდენი ათასი უკრაინის და რამდენი ათასი ბელარუსის მოქალაქეო, არ უთქვამს საქსტატს? უარყოფითმა სალდომ 1% შეადგინაო,არც ეს არ უთქვამს? "იმ წლებში" 14% იყოო,არც ეს არ უთქვამს? მაგრამ, მთავარია 2023 წელს მიგრანტების რიცხოვნობა 95,6%-ითმეტია,წინა წელთან შედარებითო ამაზე გაგემახვილებინათ ყურადღება და დანარჩენი საჭიროდ აღარ ჩათვალეთ, თქვენი ამოცანა ხალხის გაღიზიანებაა,თუ ობიექტური მასალის მიწოდება?
ემიგრანტი რას ქვია, მუდმივ საცხოვრებლად წავიდა და დატოვა საქართველოს მოქალაქეობა ? თუ საშოვარზე წავიდა სეზონზე , ან სამ წლიან მივლინებაში კონტრაქტით ? სტაისტიკა ზუსტი დარგია და უზუსტობებს უარყოფითი შედეგი მოაქვთ ! ახლა იმიგრანტი, ვის გულისხმობთ საქართველოს მოქალაქეებია , თვენი ჭკუით რომ ადრე ემოგრანტი დაარქვით , თუ მართლა სხვა ქვეყნის ნამოქალაქარია, ინდუსია, აფრიკელია, მექსიკელია და აქ საქართველოს მოქალაქეობას ღებულობენ ?!