საზოგადოება

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქუდბედიანი ვარ...“ - ახალგაზრდა მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი
"ქუდბედიანი ვარ...“ - ახალგაზრდა მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი

მხატ­ვა­რი ნატო უტი­აშ­ვი­ლი მრა­ვა­ლი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ხე­ლო­ვა­ნია. ხატ­ვის გარ­და, მან სა­კუ­თა­რი ტა­ლან­ტი მრა­ვალ­მხრივ გა­ნა­ვი­თა­რა და გო­ბე­ლე­ნის, ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრის, სამ­კა­უ­ლი­სა და თო­ჯი­ნე­ბის შექ­მნაც შე­ის­წავ­ლა...

ნატო უტი­აშ­ვი­ლი:

- და­ვი­ბა­დე კა­ხეთ­ში, ქა­ლაქ გურ­ჯა­ან­ში. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­შვო­ბა მქონ­და. რო­მან­ტი­კო­სი ვი­ყა­ვი პა­ტა­რა­ო­ბი­დან. რაც თავი მახ­სოვს, სულ ვხა­ტავ... ღრმა ბავ­შვო­ბი­დან ვწერ­დი დღი­უ­რებს, ვმღე­რო­დი. მა­მას ნივ­თებ­ში მავ­თუ­ლებს ვპო­უ­ლობ­დი და სამ­კა­უ­ლებს ვა­წყობ­დი, სან­თლე­ბის­გან ფი­გუ­რებს ვა­კე­თებ­დი. წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნი­დან ილუსტრა­ცი­ებს ვხა­ტავ­დი.

- რა ასაკ­ში და­ი­წყეთ ხატ­ვა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რი?

- 12 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გურ­ჯა­ან­ში გა­იხ­სნა სამ­ხატ­ვრო სკო­ლა. ჩემ­მა მა­მი­დაშ­ვილ­მა ძა­ლით მი­მიყ­ვა­ნა იქ, მა­ში­ნაც ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

მას­წავ­ლე­ბე­ლი მე­უბ­ნე­ბო­და - ბავ­შვუ­რად ხა­ტეო, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თდრო­უ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებ­და: შუქ-ჩრდი­ლე­ბი, ფე­რე­ბი, ანა­რეკ­ლე­ბი.

- გო­ბე­ლე­ნის სპე­ცი­ა­ლო­ბის­კენ რამ გი­ბიძ­გათ?

- ჩემ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, მაია ლიუმ მირ­ჩია გო­ბე­ლე­ნი შე­მეს­წავ­ლა. მეც წა­ვე­დი მაგ მი­მარ­თუ­ლე­ბით. გივი ყან­და­რე­ლი გო­ბე­ლე­ნის ფუ­ძემ­დე­ბე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და მას­თან და­ვი­წყე სწავ­ლა ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში, რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში თე­ატ­რა­ლურს შე­უ­ერ­თდა. სა­ბო­ლო­ოდ თე­ატ­რა­ლუ­რი და­ვამ­თავ­რე.

მახ­სოვს, მუ­სი­კის თე­მა­ზე გა­კე­თე­ბულ­მა გო­ბე­ლენ­მა რო­გორ აღაფრ­თო­ვა­ნა ყვე­ლა, რომ­ლის იდე­აც ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მას­წავ­ლებ­ლის, ხა­თუ­ნა რაზ­მა­ძის სი­ტყვებ­მა შთა­მა­გო­ნა, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ იმ თე­მა­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა ეს­კი­ზი, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და. ჩემ­თვის ასე­თი თემა მუ­სი­კაა და სწო­რედ ამ თე­მა­ზე მოვ­ქსო­ვე.

თე­ატ­რა­ლუ­რი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო ერთი ფაქ­ტიც, რო­დე­საც ვან გო­გის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რის მი­ხედ­ვით გო­ბე­ლე­ნი მოვ­ქსო­ვე, ამან დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია, ის ერ­თგვა­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბაც გახ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

- ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქა­რი სად და რო­დის შე­ის­წავ­ლეთ?

- ვმუ­შა­ობ­დი ტიხ­რუ­ლი მი­ნან­ქრის სა­წარ­მო­ში და სწო­რედ იქ შე­ვის­წავ­ლე. ვა­კე­თებ­დით ტიხ­რებს, ფე­რებს, და­მუ­შა­ვე­ბას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტიხ­რე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სად დამ­ნიშ­ნეს. შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ და­ვი­შა­ლეთ და სხვა­გან გა­ვაგ­რძე­ლე სწავ­ლა, კერ­ძოდ კი ნა­თია მა­ლა­ზო­ნი­ას­თან.

2017 წელს კი ავი­ღე გრან­ტი, ესეც მაია ლიუს რჩე­ვით.

სა­ერ­თოდ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სულ ჩნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მეხ­მა­რე­ბი­ან, ამის გამო ხში­რად ვამ­ბობ ხოლ­მე, რომ ქუდ­ბე­დი­ა­ნი ვარ... მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ მათ­განს და მად­ლო­ბა ჩემს ოჯახს, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გვერ­დში მიდ­გას.

- სამ­კა­უ­ლებ­ზეც გვი­თხა­რით...

- სამ­კა­უ­ლე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მიყ­ვარს, ერ­თგვა­რი ჰო­ბიც კი იყო მათი აწყო­ბა. ბი­სე­რე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბიც მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი სახე არ მი­მი­ცია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის.

- თო­ჯი­ნე­ბის კე­თე­ბა რო­დის ის­წავ­ლეთ?

- პან­დე­მი­ის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნე ეს ნიჭი ჩემ­ში. მას მერე გა­ვა­კე­თე რამ­დე­ნი­მე კო­ლექ­ცია, რომ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ონ­ლა­ინ ვახ­დენ­დი, ნა­წი­ლი კი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მაქვს თბი­ლის­ში, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში.

- ბე­ნე­ფი­ცი­ა­რებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზეც გვე­სა­უბ­რეთ...

- ეს პან­დე­მი­ამ­დე იყო და მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. შშმ პი­რებს ხელ­საქ­მეს ვას­წავ­ლი­დი, ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­დნენ, დღემ­დე ვურ­თი­ერ­თობთ...

- ამ­ჟა­მად რით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ამ­ჟა­მად სახ­ლში მაქვს მო­წყო­ბი­ლი პა­ტა­რა სა­ხე­ლოს­ნო და აქ­ტი­უ­რად ვხა­ტავ. მივ­ხვდი, რომ ხატ­ვა ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. სწო­რედ ეს გახ­და ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ჩემს მრა­ვალ­ფე­რო­ვან შე­მოქ­მე­დე­ბა­ში. დიდი გეგ­მე­ბი მაქვს, ვნა­ხოთ, იმე­დია, შევ­ძლებ და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ...

ავ­ტო­რი: ეკა დარ­ჩი­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით
ავტორი:

"ქუდბედიანი ვარ...“ - ახალგაზრდა მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი

"ქუდბედიანი ვარ...“ - ახალგაზრდა მხატვრის მრავალმხრივი შემოქმედება და პანდემიის დროს აღმოჩენილი ნიჭი

მხატვარი ნატო უტიაშვილი მრავალი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია. ხატვის გარდა, მან საკუთარი ტალანტი მრავალმხრივ განავითარა და გობელენის, ტიხრული მინანქრის, სამკაულისა და თოჯინების შექმნაც შეისწავლა...

ნატო უტიაშვილი:

- დავიბადე კახეთში, ქალაქ გურჯაანში. ძალიან ლამაზი ბავშვობა მქონდა. რომანტიკოსი ვიყავი პატარაობიდან. რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ... ღრმა ბავშვობიდან ვწერდი დღიურებს, ვმღეროდი. მამას ნივთებში მავთულებს ვპოულობდი და სამკაულებს ვაწყობდი, სანთლებისგან ფიგურებს ვაკეთებდი. წაკითხული წიგნიდან ილუსტრაციებს ვხატავდი.

- რა ასაკში დაიწყეთ ხატვაზე სერიოზულად ფიქრი?

- 12 წლის ვიყავი, როდესაც გურჯაანში გაიხსნა სამხატვრო სკოლა. ჩემმა მამიდაშვილმა ძალით მიმიყვანა იქ, მაშინაც ძალიან მორიდებული ვიყავი.

მასწავლებელი მეუბნებოდა - ბავშვურად ხატეო, ყველაფერი ერთდროულად მაინტერესებდა: შუქ-ჩრდილები, ფერები, ანარეკლები.

- გობელენის სპეციალობისკენ რამ გიბიძგათ?

- ჩემმა მასწავლებელმა, მაია ლიუმ მირჩია გობელენი შემესწავლა. მეც წავედი მაგ მიმართულებით. გივი ყანდარელი გობელენის ფუძემდებელია საქართველოში და მასთან დავიწყე სწავლა ხელოვნებისა და კულტურის ინსტიტუტში, რომელიც ცოტა ხანში თეატრალურს შეუერთდა. საბოლოოდ თეატრალური დავამთავრე.

მახსოვს, მუსიკის თემაზე გაკეთებულმა გობელენმა როგორ აღაფრთოვანა ყველა, რომლის იდეაც ჩემი უსაყვარლესი მასწავლებლის, ხათუნა რაზმაძის სიტყვებმა შთამაგონა, რომელმაც მითხრა, რომ იმ თემაზე გამეკეთებინა ესკიზი, რაც ყველაზე მეტად მიყვარდა. ჩემთვის ასეთი თემა მუსიკაა და სწორედ ამ თემაზე მოვქსოვე.

თეატრალური წითელ დიპლომზე დავამთავრე.

მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტიც, როდესაც ვან გოგის ცნობილი ნამუშევრის მიხედვით გობელენი მოვქსოვე, ამან დიდი რეზონანსი გამოიწვია, ის ერთგვარი გადატრიალებაც გახდა ჩემს ცხოვრებაში.

- ტიხრული მინანქარი სად და როდის შეისწავლეთ?

- ვმუშაობდი ტიხრული მინანქრის საწარმოში და სწორედ იქ შევისწავლე. ვაკეთებდით ტიხრებს, ფერებს, დამუშავებას. მოგვიანებით ტიხრების განყოფილების უფროსად დამნიშნეს. შემდეგ მოხდა ისე, რომ დავიშალეთ და სხვაგან გავაგრძელე სწავლა, კერძოდ კი ნათია მალაზონიასთან.

2017 წელს კი ავიღე გრანტი, ესეც მაია ლიუს რჩევით.

საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში სულ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მეხმარებიან, ამის გამო ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ქუდბედიანი ვარ... მადლობა თითოეულ მათგანს და მადლობა ჩემს ოჯახს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში მიდგას.

- სამკაულებზეც გვითხარით...

- სამკაულები ბავშვობიდან მიყვარს, ერთგვარი ჰობიც კი იყო მათი აწყობა. ბისერების კოლექციებიც მაქვს გაკეთებული, მაგრამ სერიოზული სახე არ მიმიცია ამ მიმართულებისთვის.

- თოჯინების კეთება როდის ისწავლეთ?

- პანდემიის დროს აღმოვაჩინე ეს ნიჭი ჩემში. მას მერე გავაკეთე რამდენიმე კოლექცია, რომლის რეალიზაციას ონლაინ ვახდენდი, ნაწილი კი ჩაბარებული მაქვს თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში.

- ბენეფიციარებთან მუშაობის გამოცდილებაზეც გვესაუბრეთ...

- ეს პანდემიამდე იყო და მეტად საინტერესო გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში. შშმ პირებს ხელსაქმეს ვასწავლიდი, ძალიან შემიყვარდნენ, დღემდე ვურთიერთობთ...

- ამჟამად რით ხართ დაკავებული?

- ამჟამად სახლში მაქვს მოწყობილი პატარა სახელოსნო და აქტიურად ვხატავ. მივხვდი, რომ ხატვა ყველაზე მეტად მიყვარს. სწორედ ეს გახდა ამოსავალი წერტილი ჩემს მრავალფეროვან შემოქმედებაში. დიდი გეგმები მაქვს, ვნახოთ, იმედია, შევძლებ და განვახორციელებ...

ავტორი: ეკა დარჩიაშვილი