სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა შეყვარებული ვარ, სპორტსმენია. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო და..." - რას ჰყვება მარიამ შენგელია პირად ცხოვრებასა და კარიერაზე
"ახლა შეყვარებული ვარ, სპორტსმენია. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო და..." - რას ჰყვება მარიამ შენგელია პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

"ახლა პრო­ფე­სი­უ­ლი აღ­მაფ­რე­ნი­სა და წარ­მა­ტე­ბის პე­რი­ო­დი მაქვს, ეს დიდ­წი­ლად ამ ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა", - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი მა­რი­ამ შენ­გე­ლია. ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლი სიმ­ღე­რის გამო მი­ი­ღო ძა­ლი­ან ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი, რა ენატ­რე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად, რო­გორ წარ­მო­უდ­გე­ნია სა­კუ­თა­რი მო­მა­ვა­ლი და რა ეს­მის ყვე­ლა­ზე ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...2002 წლის 14 მა­ი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მსა­ხი­ო­ბი. პა­ტა­რა ასა­კი­დან ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და თა­მა­შე­ბი, ყვე­ლას მე ვა­თა­მა­შებ­დი და სულ მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ რო­დე­საც პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, მივ­ხვდი, რომ ცხოვ­რე­ბა სიმ­ღე­რის გა­რე­შე არ შე­მეძ­ლო და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სწავ­ლა­ზე უნდა მე­ფიქ­რა.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ..."სტერ­ვა­აო", ოღონდ - სა­ნამ გა­მიც­ნო­ბენ.

- ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გიც­ნო­ბენ, ხა­სი­ა­თის რა თვი­სე­ბა­ზე ახ­დე­ნენ ხაზ­გას­მას?

- პო­ზი­ტი­ურ ხა­სი­ათ­ზე, სით­ბო­ზე.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ზუს­ტად იმა­ვე გზას გა­ვივ­ლი­დი, რა გზაც აქამ­დე გა­მო­ვი­ა­რე, არა­ფერს შევ­ცვლი­დი.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...14 წლის ასაკ­ში იყო, რო­დე­საც ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სცე­ნა­ზე (კონ­კურ­სზე "X ფაქ­ტო­რი") გა­ვე­დი. სას­წა­უ­ლი წუ­თე­ბი იყო, ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ლა­მის გა­და­ვი­ფიქ­რე კი­დეც, მაგ­რამ რო­გორც კი სცე­ნა­ზე გა­ვე­დი, მივ­ხვდი, ის ად­გი­ლი იყო, სა­დაც უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ნერ­ვი­უ­ლო­ბაც მო­მენ­ტა­ლუ­რად მო­მეხ­სნა.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ყვე­ლა­ფე­რია. ეს არის გრძნო­ბა, რო­მე­ლიც უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას მმა­ტებს, ყვე­ლა­ფერს გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სად მა­კე­თე­ბი­ნებს.

- პირ­ვე­ლად რომ შე­მიყ­ვარ­და...

- ...ბაღ­ში ვი­ყა­ვი, იმ ბი­ჭთან ერ­თად ვცეკ­ვავ­დი და მას­თან ცეკ­ვის ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბო­და.

- ახლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი....

- ...ვარ.

- ვინ არის შენი რჩე­უ­ლი?

- სა­ხელს და გვარს ჯერ არ ვამ­ბობ. გე­ტყვი, რომ სპორ­ტსმე­ნია. ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. ერთ წელ­ზე მე­ტია, რაც ერ­თმა­ნე­თი გა­ვი­ცა­ნით, ეს მე­გობ­რე­ბის წრე­ში მოხ­და, სრუ­ლი­ად და­უ­გეგ­მა­ვად და დღეს ძა­ლი­ან კარ­გად ვართ... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარინა
11

ძალიან ბევრი შემსრულებელი გამოჩნდა ქართულ ესტრადაზე, მაგრამ მარიამი გამოირჩევა საშემსრულებლო კულტურით, ჩაცმის სტილითა და დახვეწილი მანერებით. სჩანს, რომ მაყურებელს პატივს ცემს, არ არის ვულგარული. წარმატებებს ვუსურვებ

დავით
5

გისურვებ ბედნიერებად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ახლა შეყვარებული ვარ, სპორტსმენია. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო და..." - რას ჰყვება მარიამ შენგელია პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

"ახლა შეყვარებული ვარ, სპორტსმენია. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო და..." - რას ჰყვება მარიამ შენგელია პირად ცხოვრებასა და კარიერაზე

"ახლა პროფესიული აღმაფრენისა და წარმატების პერიოდი მაქვს, ეს დიდწილად ამ ადამიანის დამსახურებაა", - ამბობს მომღერალი მარიამ შენგელია. ვინ არის ის ადამიანი, რომელი სიმღერის გამო მიიღო ძალიან ბევრი კომპლიმენტი, რა ენატრება ყველაზე მეტად, როგორ წარმოუდგენია საკუთარი მომავალი და რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...2002 წლის 14 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. პატარა ასაკიდან ძალიან მიყვარდა თამაშები, ყველას მე ვათამაშებდი და სულ მსახიობობაზე ვფიქრობდი, მაგრამ როდესაც პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, მივხვდი, რომ ცხოვრება სიმღერის გარეშე არ შემეძლო და ამ მიმართულებით სწავლაზე უნდა მეფიქრა.

- ჩემზე ამბობენ...

- ..."სტერვააო", ოღონდ - სანამ გამიცნობენ.

- ის ადამიანები, რომლებიც გიცნობენ, ხასიათის რა თვისებაზე ახდენენ ხაზგასმას?

- პოზიტიურ ხასიათზე, სითბოზე.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ზუსტად იმავე გზას გავივლიდი, რა გზაც აქამდე გამოვიარე, არაფერს შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...14 წლის ასაკში იყო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე (კონკურსზე "X ფაქტორი") გავედი. სასწაული წუთები იყო, ძალიან ვინერვიულე, ლამის გადავიფიქრე კიდეც, მაგრამ როგორც კი სცენაზე გავედი, მივხვდი, ის ადგილი იყო, სადაც უნდა ვყოფილიყავი და ნერვიულობაც მომენტალურად მომეხსნა.

- სიყვარული ეს...

- ...ყველაფერია. ეს არის გრძნობა, რომელიც უდიდეს მოტივაციას მმატებს, ყველაფერს გაცილებით უკეთესად მაკეთებინებს.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ბაღში ვიყავი, იმ ბიჭთან ერთად ვცეკვავდი და მასთან ცეკვის ძალიან მერიდებოდა.

- ახლა შეყვარებული....

- ...ვარ.

- ვინ არის შენი რჩეული?

- სახელს და გვარს ჯერ არ ვამბობ. გეტყვი, რომ სპორტსმენია. ჩვენი სიყვარულის ამბავი გაცნობისთანავე დაიწყო. ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით, ეს მეგობრების წრეში მოხდა, სრულიად დაუგეგმავად და დღეს ძალიან კარგად ვართ... წაიკითხეთ ვრცლად