რუსეთში, სტავროპოლის ტერიტორიაზე, რუსეთის აეროკოსმოსური ძალების კუთვნილი Ту-22М3 ტიპის ბომბდამშენი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"სტავროპოლის მხარეში, საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, ბაზირების აეროდრომზე დაბრუნებისას რუსეთის აეროკოსმოსური ძალების Ту-22М3 თვითმფრინავი ჩამოვარდა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, სამძებრო ჯგუფმა ეკიპაჟის სამი წევრის ევაკუაცია განახორციელა, მეოთხეს ძებნა კი გრძელდება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა.
ვინ იცის, რამდენი სიცოცხლე გადარჩა უკრაინაში?
სტავროპოლის მხარეში რა საბრძოლო დავალებას ასრულებდა?